„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამინისტროსთან ერთად,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და აკონტროლებს
სამედიცინო ნარჩენების მართვას.‘‘.
2. 49-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო ნარჩენების მართვის
შესახებ აქტი გამოიცემა საქართველოს მთავრობის მიერ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ
ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილში, სადაც
ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროთი ჩანაცვლება. ამასთან, ტექნიკური თვალსაზრისით, ცვლილება შედის 49-ე
მუხლის მე-6 პუნქტში, სადაც სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ერთობლივი
კანონქვემდებარე აქტი ჩანაცვლდა საქართველოს მთავრობის აქტით, ვინაიდან აღნიშნული
საკითხი დარეგულირებულია საქართველოს მთავრობის N294 დადგენილებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 6. ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები
1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ნარჩენების მართვის
განხორციელება;
ერთიანი
სახელმწიფო
პოლიტიკის
შემუშავება
და
ბ) ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე
და 30-ე მუხლების შესაბამისად;
გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11
მუხლის შესაბამისად;
დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი
განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა ამ
კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად;
ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული
საქმიანობისთვის
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
გაცემა
და
მათი
რეგისტრაციის წარმოება;
ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი
გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა;
ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
2. სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს
ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას.
4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს
და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი
შესაბამისი
დაწესებულება
გასცემს
სახიფათო
ნარჩენების
ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის
სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება სამინისტროსთან ერთად
შეიმუშავებენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ
კანონქვემდებარე აქტის/აქტების პროექტს/პროექტებს, რომლითაც/რომლებითაც
განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები,
კერძოდ, მოთხოვნები:
ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების
სტანდარტებისადმი;
ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი;
გ) სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის
გამოცდილებისადმი.
7. ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება არასახიფათო
ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების
გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამ
ნაწილით
განსაზღვრული
უფლებამოსილება
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს მესამე პირს.
8. ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა
(მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე16 მუხლის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული
უფლებამოსილებისა).
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების
მოწყობა, ოპერირება და დახურვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
და თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას.
მუხლი 49. ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს:
ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და
კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის
თანახმად;
ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“
დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და
შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის
შესაბამისად.
2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს:
ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“
დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;
ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და
დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება ამ
კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად;
გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების
შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად.
21. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით
განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2020 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება
ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების
ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის
მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.
4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით
შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების
პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს
მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის
პროექტი/პროექტები,
რომლითაც/რომლებითაც
განისაზღვრება
ნარჩენების
ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6
ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
6. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი
კანონქვემდებარე აქტი სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6
მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და
სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების
მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და
შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად.
9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა
შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და
რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებები.
10. სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს
მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის − „პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად.