„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას.“. 2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით ამოწმებს შრომის პირობებს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .‘‘. 2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თანხმობით უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ პროფესიული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი ჩანაცვლება. ხოლო, კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-7 პუნქტში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდებისა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მითითება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. მიმართება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და საერთაშორისო მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში 1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელებენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას. 1 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას. 2. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას, სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას, უმუშევართა დასაქმებისათვის სათანადო პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობას. 3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებ ში ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. 7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან. მუხლი 7. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის. 2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. 3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან. 5. საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. 6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს , შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით ამოწმებს შრომის პირობებს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს. მუხლი 9. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი). 2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 3. ფონდს მართავს ფონდის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შრომის, ნიშნავს და 4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედიან შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები. 5. ფონდის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ფონდის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. ფონდის მიზანია ადამიანით ვაჭრობის დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსება. (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, მათი დაცვის, დახმარებისა და 7. ფონდის შემოსავლების წყაროებია: ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულებები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 18. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარებისა და რეაბილიტაციის მექანიზმები 1. სახელმწიფო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობით უზრუნველყოფს მის მოთავსებას ღირსეული არსებობისათვის შესაფერის, უსაფრთხო საცხოვრებელში – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში). 2. დაუშვებელია დაზარალებულის დაკავების ადგილას და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია მისი სხვათაგან განცალკევებით მოთავსება. 3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მისი თანხმობით უწევს უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აგრეთვე უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) შეიმუშავებს და ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თანხმობით უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ პროფესიული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების ყველა დაწესებულებამ (თავშესაფარმა) უნდა გაითვალისწინოს მსხვერპლთა ასაკი, სქესი და სპეციალური მოთხოვნები, განსაკუთრებით, ბავშვების სპეციალური მოთხოვნები, შესაბამისი საცხოვრებლით, განათლებითა და მზრუნველობით უზრუნველყოფის თაობაზე. 6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ ბავშვთა მიმართ გამოიყენება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 29 ნოემბრის „ბავშვთა უფლებათა“ კონვენციით და „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის უფლებათა დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ მიღებული სახელმძღვანელო მითითებები. 7. თუ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის ასაკი არ არის დადგენილი და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი არასრულწლოვანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნად ჩაითვლება და მისი ასაკის დადგენამდე მის მიმართ განხორციელდება სპეციალური დაცვის ღონისძიებები. 8. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პირადი უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები ხორციელდება მათი თანხმობითა და მათი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით.