„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანება ამ
კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.
2. მე-6 – 8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება
1. სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის
უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანო არის სამსახური და მის
დაქვემდებარებაში არსებული პენიტენციური დაწესებულებები.
3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის
წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის
შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით იქმნება
საკონსულტაციო საბჭო. ამ საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური
და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით.
2. სამსახურის სპეციალური დანაყოფი აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და იმ
სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ
დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის,
უსაფრთხოების
დაცვის,
უსაფრთხოების
სპეციალური
ღონისძიებების
განხორციელების,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
გაყვანის/გადაყვანის
და
ექსტრადიციის,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების
დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.
3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს,
რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ,
სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ, სამართლებრივ, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში
ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა, მათ შორის სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა, მიერ
სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა
შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური
მონიტორინგის უზრუნველყოფას.
4. სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სამსახურის გავლის წესი
განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. სამსახურის მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და
მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 71. სამსახური
1. სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აღსრულება;
ბ) პენიტენციური დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა;
გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და
განხორციელება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და მონაცემთა ბაზების
ადმინისტრირება;
ე) პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვა;
ვ) პენიტენციურ დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების
საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის
უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;
ზ)
პენიტენციური
დაწესებულებების
სანიტარიულ-ჰიგიენური
და
ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის შემოწმება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განხორციელება;
ი) თავისი გამგებლობის სფეროში სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სამართალშემოქმედებითი
საქმიანობა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. სამსახურის საშტატო ნუსხას, მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
4. სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მინისტრს. სამსახურის დაფინანსება
ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში
გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით (კოდებით), რომლის განმახორციელებელიც
იქნება სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი
წელიწადში არანაკლებ ორჯერ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის თაობაზე.
6. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი ვალდებულია
წარუდგინოს მას რიგგარეშე ანგარიში თავის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
7. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამსახურის გენერალური დირექტორი
უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილება, ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გადასცეს პირველ მოადგილეს/მოადგილეს.
8. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში პენიტენციური სისტემის
წინაშე არსებული გამოწვევებისა და ცალკეული ამოცანების შესრულების მიზნით სამსახურის გენერალური
დირექტორის მიერ იქმნება სამსახურის დირექტორატი, რომლის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელები.
9. სამსახურის გენერალური დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც
სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს მინისტრი.
10. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს
სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის გენერალური
დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი დანიშვნის
ბრძანებით.
11. სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს.
12. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა. პენიტენციური დაწესებულების სახეები
1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი
დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს
სამსახურის სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული
ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი.
3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ
კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური
დაწესებულების დებულებით, რომელსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს
მინისტრი.
4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
5. პენიტენციური დაწესებულების სახეებია:
ა) პატიმრობის დაწესებულება;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
6. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ
დაწესებულებას.“.
3. 101 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ
მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული
პირობებითა და ვადით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.“.
4. მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს
მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს
ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“.
და
უნდა
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ
უზრუნველყოფდეს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
5. მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
პენიტენციურ
დაწესებულებას
ეკრძალება,
შეაჩეროს
ან/და
შეამოწმოს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს
პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო
ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო,
სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახურის ადგილობრივი საბჭო.“.
6. მე-17 მუხლის:
ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ
პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.“;
ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა,
წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის
გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე
მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ
მუხლის მე-2 ნაწილით.“.
7. 172 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. მსჯავრდებულს მისი წერილობითი
თხოვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს
არაუმეტეს 47 საათამდე.“.
8. 173 მუხლის მე-2 - მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი მოთხოვნით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს
შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი
ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.
21. ქალ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა
და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან
საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
3. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა
წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალური დირექტორს მიმართავს
შუამდგომლობით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე ან მსჯავრდებულს წერილობით აცნობებს
მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე.
32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში
სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე
თანხმობის ან უარის თქმის შესახებ.
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის
გენერალური დირექტორის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის
ორგანიზებას, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს.
5. საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა.
6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობა ან
მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.“.
9. 23-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით
მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.“.
10. 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით.
საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს
პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების
ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის
გენერალური დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.“.
11. 26-ე მუხლის:
ა) პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სამსახურის
გენერალურმა
დირექტორმა
მსჯავრდებულს
შეიძლება
მისცეს
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვების უფლება:
ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან
სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე;
ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად;
გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით.
11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის
შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფი უზრუნველყოფს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის
მონაწილეობას.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის
სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის გენერალური
დირექტორის ბრძანებით დგინდება მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობა.
მსჯავრდებულის გაცილება ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების
ადგილამდე და უკან.“.
12. 27-ე მუხლის:
ა) 11 და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური
სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, სამსახურის გენერალური
დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით წელიწადში ორჯერ მიეცეს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით
სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის
შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება
სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ
ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის
ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.“;
ბ) მე-4 - მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში იხდის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს სამსახურის
გენერალური დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებულია:
ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო;
ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;
გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის
გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია
მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.
6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით
მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა
გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომ –
დანიშნულების ადგილი).“;
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის
განხილვისას სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის
ღონისძიებები:
ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;
ბ) პირადი თავდებობა;
გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.“;
დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის
მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
13. 28-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის
ფინანსურ მდგომარეობას.
3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში
შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის
შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.“.
14. 30-ე - 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები
1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს
მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს სამსახურის მოსამსახურეთა
კანონიერი მოთხოვნები;
ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და
საცხოვრებელი;
გ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ
გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 31. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი
სამსახურის მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას და პენიტენციურ დაწესებულებათა
სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი.
მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი
სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის
წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს
სპეციალური პრევენციული ჯგუფი.“.
15. 36-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი
პირადი საქმე ინახება სამსახურის არქივში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების
წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და საქმის არქივში შენახვის ვადას
განსაზღვრავს მინისტრი.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას
ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.
16. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის
მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი.‘‘.
17. 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის გათავისუფლებისას
სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“.
18. 39-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გასათავისუფლებლად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ
მიმართავს სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ
კომისიას ან სასამართლოს.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი
კომისია მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
გარემოებების არსებობისას, ექიმთა კონსილიუმის შეფასების საფუძველზე.“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი
კომისიის შექმნის წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის
შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
19. 41-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სამსახურის ადგილობრივი საბჭო“;
ბ) პირველი - მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით
ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და
ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების
საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს 1 თანამშრომელი;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი;
ე)
ზოგადსაგანმანათლებლო
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
1
წარმომადგენელი.
3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული
გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის
ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს
წევრებად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსის წარდგინებით. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს
სამსახურის გენერალური დირექტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე
ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს სამსახურის
გენერალური დირექტორი სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით. სამსახურის საკოორდინაციო
საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა
შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა.
საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) ამ ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან
გათავისუფლება;
თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.“;
დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს
სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. იგი საბჭოებს
წარმოადგენს სასამართლოში. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე
გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან
დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემები).“.
20. 46-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის
გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში:
ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის
გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად;
ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას;
გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას;
ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას;
ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას;
ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას;
თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას;
ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას;
კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.“;
გ) 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას
სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს,
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური
მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის
განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.“.
21. 47-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20
დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
2. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად
მსჯავრდებულის გაგზავნას სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან
არაუგვიანეს 20 დღისა.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60
დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს
მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
22. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც
პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და რომლის
იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20
სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რისკის
გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის
დადგენილი უფლებები და მოვალეობები.“.
22. 50-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება
დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.“.
23. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა
ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში
ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან.“.
24. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი
პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით
ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.“.
25. 54-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და
სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა
მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან
ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-,
ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია
განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის
შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
სამსახურის
შესაბამისი
სტრუქტურული
ქვედანაყოფი
უფლებამოსილია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის
ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით
დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.“;
გ) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ქვეპუნქტი:
„81. ამ მუხლის შესაბამისად დაარქივებული მასალას ბრალდებული/მსჯავრდებული ეცნობა
პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული
მასალის
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის
ან/და
მისი
დამცველის/კანონიერი
წარმომადგენლისათვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
26. 55-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის
პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, ინფორმაციისა და მონაცემების ერთ-ერთი შემდეგი მიზნით შეგროვება, დამუშავება და
ანალიზი:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა და
თავიდან აცილება;
ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;
გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც
შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას სამსახურის მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან
სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების
დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურის
ოპერატიული დანაყოფები.“;
გ) მე-3 - მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის
ფარგლებში ამ მუხლის 21 ნაწილით განსაზღვრული დანაყოფი უფლებამოსილია პენიტენციურ
დაწესებულებაში ინფორმაცია და მონაცემები მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად;
ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა
განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის
დაწყების საფუძველია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა
განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან/და
პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც
დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.
5. ამ მუხლის 21 ნაწილით განსაზღვრული დანაყოფის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციასა და მონაცემებში შესაძლო დანაშაულის ნიშნების
აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს,
ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამსახურის მონიტორინგის
დეპარტამენტს.
6. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პენიტენციური დაწესებულების
უსაფრთხოების დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების
ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.“.
27. 56-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პენიტენციურ დაწესებულებას იცავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცალკეულ შემთხვევებში სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია სამსახურის შესაბამის
სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის
ჯგუფები.“.
28. 571 მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი
პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის სამსახურის
გენერალურ დირექტორს.“.
29. 573 მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის მიერ
სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის
იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის
აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია
დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე
ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამსახურთან. ამასთანავე, სამსახურის
გენერალური დირექტორის თანხმობით პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის
ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები პენიტენციური
დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის.“.
30. 58-ე მუხლის
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს სამსახურის
გენერალური დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს
გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ
შეატყობინოს
სამსახურის
გენერალურ
დირექტორს.
სამსახურის
გენერალური
დირექტორი
შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.“.
31. 581 მუხლის:
ა) მე-2 - მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. იგი
ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის
გენერალური დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას
კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება
აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 571 და 572 მუხლებით
გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების
ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით.
5. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების
დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.“.
32. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
დროს
თავდასხმის,
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გაქცევის,
სხვა
დანაშაულისა
და
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამსახურის ძალებით მართვა
შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის
მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით
შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
განსახორციელებელი ღონისძიებები.“.
33. მე-60 მუხლის:
ა) მე-3 და 31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეოტექნიკის და
ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი.
31. პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი
საფუძვლის არსებობისას სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ
დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების
პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა
შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები აგრეთვე არ ვრცელდება სამსახურის მიერ
განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ
გაფრთხილება სავალდებულოა.“;
ბ) მე-6 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:
„61. პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია მოახდინოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ფოტო/ვიდეო გადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
34. 603 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“.
35. 63-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“.
36. 66-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“.
37. 663 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ
ქვედანაყოფს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მათი მოსმენისა და ჩაწერის
შესახებ მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
38. 664 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“.
39. 715 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული
თავსდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი
თანხმობის საფუძველზე. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი
ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ
შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
3. სამსახურის გენერალური დირექტორი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის
ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს,
რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.“.
40. 716 მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება,
დატოვოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ერთ-ერთი
შემდეგი პირობითა და ვადით:
ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის
ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში;
გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გათავისუფლებისთვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.“.
41. 718 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს პენიტენციური
დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა ამ დაწესებულებაში მკვეთრად
უარყოფითად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა
პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.“.
42. 72-ე მუხლის:
ა) 31- 34 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო
მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამსახური.“;
„32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და
სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
„33. ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური
დაწესებულება, უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან
ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალი
მსჯავრდებულის მიერ დასვენების და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
„34. ამ მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გაითვალისწინება ქალი
მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის
ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის
რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, ქალი მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა
გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის
გადაწყვეტილებაზე.“;
ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის
მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“
გ) მე-11 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:
„12. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების
ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.“.
43. 82-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი
არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე,
საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი,
საბჭო.“.
44. 94-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას)
აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების
ორგანიზება და კონტროლი ეკისრება სამსახურს.“.
45. 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი
საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით,
რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის
გენერალურ დირექტორს.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის
გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.“.
46. 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არაუმეტეს
10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.“.
47. 111-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს
ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობა დაექვემდებარება იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით
დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება
საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან
დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.“.
48. 114-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება
მინისტრისა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 და მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით,
რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ
საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება
საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
მიერ დამტკიცებული პროგრამით,
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.“.
49. 1151 -ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს,
დაბალი
რისკის
მსჯავრდებულს,
რომელიც
სასჯელს
იხდის
დაბალი
რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა
ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
50. 116-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და პენიტენციური დაწესებულებები
უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.“.
51. 118-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან
და სხვა ორგანიზაციებთან.“;
ბ) 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე
დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი
განისაზღვრება
მინისტრისა
და
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით.‘‘.
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამსახურის ორგანიზებით
ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო
სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამსახური უზრუნველყოფს სახელმწიფო
უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“.
52. 1181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1181. სამსახურში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება
სამსახური ხელს უწყობს მის სისტემაში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას,
რომელთა მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და სარეაბილიტაციო
პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.
53. 121 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება
გაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის
საავადმყოფოში.“.
54. 1211 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო
შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი
და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა
(დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც
ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის
განმავლობაში) მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის
თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და
ოდენობით მონახულების უფლება;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა
და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც ამ ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის;
გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის
მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის
რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება;
დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი
ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს
დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება;
ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების,
ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.
4. იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, რომელსაც ქალთა
სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და
სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება საავადმყოფოში დედასთან ერთად ბავშვიც
იქნეს გაყვანილი.
5. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში ქალი
მსჯავრდებული ქალთა სპეციალური დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის
გენერალური დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება
შეიძლება შეიზღუდოს სამსახურის გენერალური დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.“.
55. 122 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც
დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამსახურის
ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული
დახმარების გაწევას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის
დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლოფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და
უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის,
გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და
უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის
სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალოს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
უფლებამონაცვლედ.
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს
სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი
საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისთვის გადაცემული
უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შერწყმა არ იწვევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პენიტენციური დაწესებულებების ლიკვიდაციას.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს
მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული აუცილებელი შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი
პროცედურების განხორციელება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი პენიტენციური დაწესებულებების ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა
უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი პენიტენციური დაწესებულებების ყოფილ
მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დაკავებული თანამდებობა და შრომის
ანაზღაურება, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი
ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.
6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (მინისტრის), პენიტენციური
დეპარტამენტის დირექტორისა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული
სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით მათ გაუქმებამდე.
მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი
რეფორმის
შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს
მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია,
რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს
ხელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ
ცვლილებებთან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროში
გაერთიანდება
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
პატიმრობის
კოდექსით
გათვალისწინებულ
საქმიანობას
განახორციელებს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების
მეშვეობით, ხოლო სამსახურს უხელმძღვანელებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის მთელ რიგ მუხლებში კანონის სადაც ხდება
ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროთი/მინისტრით ჩანაცვლება. ხოლო, კოდექსის 114-ე მუხლის პირველ, მეოთხე და
მეხუთე ნაწილებში და 1151 მუხლი პირველ ნაწილში ტერმინოლოგიის დონეზე იცვლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდება საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.
აღნიშნული მოდელი მოქმედებს ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც
პენიტენციური სამსახური წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, კერძოდ:
პოლონეთი
პოლონეთში ფუნქციონირებს ციხის სერვისის ცენტრალური საბჭო (Central Board of Prison
Service), რომელსაც აქვს საბიუჯეტო, ელექტრონული მონიტორინგის, გენერალური
დირექტორის ოფისის, საპენსიო ოფისის, საინფორმაციო და სტატისტიკის ოფისის,
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ოფისი, ადამიანური რესურსებისა და
სწავლების ოფისი, ჯანმრთელობის დაცვის ოფისი, შიდა შემოწმების ოფისი, შიდა აუდიტის
სამსახური, იურიდიული სამსახური და სხვა.1
ავსტრია
ავსტრიაში სასჯელაღსრულების სისტემა ფუნქციონირებს საკონსტიტუციო საქმეთა,
რეფორმების, დერეგულაციისა და იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში
გენერალური დირექტორატის მეშვეობით (Directorate General for the Prison Service and
Preventive Detention), რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში წარმოადგენს უმაღლეს
ორგანოს და პასუხისმგებელია, როგორც სტრატეგიულ მენეჯმენტზე, აგრეთვე
თანამშრომლებსა და ფუნქციურ ზედამხედველობაზე.2
ესტონეთი
ესტონეთში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს პენიტენციური
დაწესებულებების
დეპარტამენტი
(prison
department),
რომელიც
ესტონეთში
სასჯელაღსრულების მიმართულებით წარმოადგენს ცენტრალურ ორგანოს და მის ფუნქციას
წარმოადგენს დაწესებულებების მუშაობის განვითარება და მენეჯმენტი. დეპარტამენტი
იყოფა ოთხ განყოფილებად – სასჯელის აღმასრულებელი, რეაბილიტაციის, სამართლებრივი
და განვითარებისა და შიდა კონტროლის განყოფილებები.
სასჯელის აღმასრულებელი განყოფილების უპირველესი ფუნქციაა დაწესებულებებში
უსაფრთხოების უზრუნველყოფა – უსაფრთოხებასთან დაკავშირებული ღონისძიებები,
ეფექტური დაცვა, მყარი წესრიგის უზრუნველყოფა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
ყველა რისკის შეფასება და ა.შ.
რეაბილიტაციის განყოფილება უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას –
აკონტროლებენ რამდენად აღასრულებენ მსჯავრდებულები დაკისრებულ სასჯელს, აგრეთვე
რამდენად არიან მზად საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის. აღნიშნულ მიმართულებასთან
დაკავშირებული აქტივობები, როგორებიცაა განათლების, ჯანმრთელობის, ნარკოტიკების
პრევენციია და რეაბილიტაციის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, აგრეთვე
წარმოადგენს მათ ფუნქციას. განყოფილების ხელმძღვანელი გასცემს ბრძანებებს
დაწესებულებებში სოციალურ მუშაობასთას, საპრობაციო ზედამხედველობასთან და
ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
1
2
https://www.sw.gov.pl/centralny-zarzad-sluzby-wieziennej
https://www.justiz.gv.at/web2013/home/penal-system-~76.en.html
სამართლებრივი და განვითარების განყოფილება ორიენტირებულია პენიტენციური სისტემის
ორაგნიზებისა და თანამშრომლების განვითარებაზე –
აკონტროლებს თუ რამდენად
ფუნქციონირებს დაწესებულება არსებული სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში,
გეგმავს პერსონალის რეკრუტირებასა და წვრთნას. წყვეტს დაწესებულებების ბიუჯეტთან
დაკავშირებულ საკითხებს, წარმართავს საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობასა და
კომუნიკაციას. აღნიშნული განყოფილება მართავს ფინანსებს და ეკონომიკურ საკითხებს.
შიდა კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს პენიტენციური სისტემის სანდოობას,
ამოწმებს თუ რამდენად შეესაბამებიან სასჯელაღსრულების სფეროში დასაქმებული პირები
დაკავებულ თანამდებობებს და რამდენად მოქმედებენ თანამშრომლები კანონის ფარგლებში.
განყოფილება აგრეთვე ახორციელებს დაწესებულებათა შემოწმებას, ზედამხედველობას,
აგროვებს და ახდენს მონაცემთა ანალიზს.3
სლოვენია
სლოვენიაში
ციხის
ადმინისტრაცია
ფუნქციონირებს
იუსტიციის
სამინისტროს
იურისდიქციაში. პენტიენციური დაწესებულებები და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულება წარმოადგენს ადმინისტრაციის შიდა ადმინისტრაციულ ორგანოს (units).
ციხის ადმინისტრაციას აკისრია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა საპატიმრო სანქციების
აღსრულება, პენიტენციური დაწესებულებების ორგანიზება და მართვა, პენიტენციური
დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური, მატერიალური, ადამიანური
და სხვა პირობების უზრუნველყოფა, პერსონალის გადამზადება სასჯელის აღსრულებათსან
დაკავშირებულ საკითხებზე/საჭიროებებზე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა
და ვალდებულებების რეალიზება.4
ჩეხეთი
ჩეხეთში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს ჩეხეთის რესპუბლიკის ციხის
სერვისი (Prison Service of the Czech Republic), რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ
სამთავრობო უწყებას. 5 ჩეხეთის მსგვასად დამოუკიდებელ უწყებას წარმოადგენს: სერბეთში საპატიმრო სასჯელების აღმასრულებელი ადმინისტრაცია (Administration of the Execution of
Penitentiary Sanctions), პოლონეთში - ციხის სერვისის ცენტრალური საბჭო (Central Board of
Prison Service), დანიაში - ციხისა და პრობაციის დეპარტამენტი (Department of Prisons and
Probation) და ა.შ.6
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
3
http://www.vangla.ee/en/intitutions/prisons-department-ministry-justice
http://www.mp.gov.si/en/about_the_office/prison_administration_bodies_of_the_ministry/
5https://www.europris.org/agency/prison-service-of-the-czech-republic/
6https://www.europris.org/epis/organisations/
4
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შერწყმის შედეგად მოხდება გამოყოფილი
საბიუჯეტო ასიგნების ოპტიმიზაცია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა
მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ
გათვლა შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პატიმრობის კოდექსის“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება
საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ
კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ
შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
3. (ამოღებულია - 01.05.2015, №3523).
4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს,
გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.
მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური
დაწესებულება.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს და პენიტენციურ დაწესებულებათა
ერთიან მართვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფი – პენიტენციური დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).
3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას და
პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და
განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით სამინისტროსთან იქმნება
საკონსულტაციო საბჭო. ამ საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა
1. სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებათა ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტროს
სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამოქალაქო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და
სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია
პენიტენციურ
დაწესებულებათა
ერთიანი
მართვის,
პენიტენციურ
დაწესებულებებში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის,
სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების
განხორციელების,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
გაყვანის/გადაყვანის
და
ექსტრადიციის,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების
დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.
3. სამინისტროს სამოქალაქო სამსახური აერთიანებს სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს,
რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან
ლოჯისტიკურ, სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ამ
დაწესებულებების ფუნქციონირების მიზნით.
4. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლება-მოვალეობები
და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით.
5. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სხვა
საჯარო მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
6. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და
სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, აგრეთვე სამინისტროს საშტატო
ნუსხა, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და აღნიშნულთან დაკავშირებული
სხვა საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 71. დეპარტამენტი
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შედის სამინისტროს
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას;
ბ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების
პროგრამებს და, მათი დამტკიცების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ
პროგრამების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს და გეგმავს პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებებს;
დ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას და მათთან
დაკავშირებულ დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებებს;
ე) უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის
დაცვას, უსაფრთხოების დაცვას, პენიტენციურ დაწესებულებათა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და
მოსამსახურეთა დაცვას;
ვ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციას;
ზ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას;
თ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა
სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად
წარუდგენს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს და, მათი დამტკიცების
შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ პროგრამების განხორციელებას;
ი) შეიმუშავებს, ამტკიცებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებების და უსაფრთხოების დამატებითი
ღონისძიებების გეგმებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. იმ მოსამსახურეთა ჩამონათვალი,
რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი,
განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
5. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი. მინისტრს უფლება აქვს, მოახდინოს ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირება
დეპარტამენტის დირექტორზე, გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა.
მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა. პენიტენციური დაწესებულების სახეები
1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს
სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების
შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი.
3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის
52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და
რიგითები, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ამ პენიტენციურ
დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. აღნიშნულ საჯარო მოსამსახურეებს არ ენიჭებათ
სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა
სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეები.
6. პენიტენციური დაწესებულების სახეებია:
ა) პატიმრობის დაწესებულება;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
7. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.
მუხლი 101. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული,
შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება,
რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები
განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს
შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.
4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ
მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირობებითა და
ვადით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.
მუხლი 15. საცხოვრებელი პირობები
1.
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის
გამოყოფილი
საცხოვრებელი
უნდა
შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. 1 მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულებასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები.
3. 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ.
მეტრზე ნაკლები.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს
ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და
ხელოვნური ვენტილაციით.
5. ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხანდაზმულს (ქალს –
60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან
შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.
მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა
აკრძალულია.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური
დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით
ეგზავნება.
3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში
უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს ვიზუალურ
დათვალიერებას კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში,
დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს
შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და
თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს
კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.
შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის
თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის
გაცნობის გარეშე.
6. პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის
კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი,
სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც
შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს
საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს
სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.
მუხლი 17. პაემნის უფლება
1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო
ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი),
დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და,
ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის,
ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი,
აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში
მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
თანხმობა/მოტივირებული
უარი
ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
2 1.
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
შუამდგომლობით,
წახალისების
ფორმით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან
ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.
3. ამ მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
4. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხორციელდება მისი თანხმობის შემთხვევაში.
5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია
მიეწოდება წერილობით. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური
დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
6. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან
არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა
იქნეს ინფორმირებული.
7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს პენიტენციური
დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით,
მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის
მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
7 1 . ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 17 3 მუხლის შესაბამისად.
8. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 172 მუხლის შესაბამისად.
9. (ამოღებულია).
10. ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
11. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს
სატელეფონო საუბრით. ხანმოკლე პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის დაწესებულების
დებულებით.
12. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი
და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით.
პაემნების შეცვლის წესი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.
13. ბრალდებულს / მსჯავრდებულს , რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა , უფლება აქვს , შეუზღუდავად შეხ
ვდეს თავისი ქვეყნისდიპლომატიური
წარმომადგენლობის
ან საკონსულო
დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურწარმომადგენელს , რომელი
ც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას . უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობისარ
მქონე ბრალდებულებს / მსჯავრდებულებს უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების
დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან და საკონსულო
დაწესებულებებთან . იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს , რომლებსაც საქართველოშიდიპლომატიური
წარმომადგენლობები და საკონსულო
დაწესებულებები არ აქვთ , უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები იმსახელმწიფოთა დიპლომატიურ წარ
მომადგენლობებთან და საკონსულო
დაწესებულებებთან , რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათიინტერესების დაცვა , ან სახელმწიფოთაშორის
ორგანოებთან , რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ .
14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა,
წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის
დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან
საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2
ნაწილით.
15. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 172 . ხანგრძლივი პაემნის უფლება
1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად
ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ
ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირის ხარჯით, თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად
ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.
1 1. ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად,
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან,
გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან
(მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.
3. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი
წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული არანაკლებ 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს
ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების
მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც
განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული.
5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის
საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47
საათამდე.
6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა:
ა) საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს;
ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო
საკანში.
7. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორი.
8. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის
თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
9. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
უფლებით, ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.
10. ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს
ადამიანის ღირსებას.
11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების პირობებსა
და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 173 . საოჯახო პაემანი
1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ
პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად
გამოყოფილ ოთახში.
2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი მოთხოვნით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს შვილთან,
ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს,
მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.
21. ქალ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და
დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო
პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
3. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს
ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით საოჯახო
პაემნის განხორციელების თაობაზე ან მსჯავრდებულს წერილობით აცნობებს მოტივირებულ უარს საოჯახო
პაემნის განხორციელებაზე.
32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში დეპარტამენტის
დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობის ან უარის თქმის
შესახებ.
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე დეპარტამენტის
დირექტორის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას,
რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს.
5 . საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა.
6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე დეპარტამენტის დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი
მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.
7. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს
ადამიანის ღირსებას.
8. თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
საოჯახო
პაემნის
უფლების
განხორციელების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 23. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების
კალორიულობის შემცირება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს
სამჯერადი კვებით.
4. ქალს, ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხანდაზმულს (ქალს –
60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ
მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით,
რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს
ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების
შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის
ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მიიღოს
დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
მუხლი 24. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით.
საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს
პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან
ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის
დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება ცნობა, რომელიც
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში ინახება.
მუხლი
26.
მსჯავრდებულის
მიერ
განსაკუთრებულ,
პირად
გარემოებებთან
დაკავშირებით
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სამკურნალო
დაწესებულებისა
და
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვება
1. დეპარტამენტის დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების
უფლება:
ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის
საშიში ავადმყოფობის თაობაზე;
ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად;
გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით.
11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის
შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დეპარტამენტი უზრუნველყოფს
საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.
2. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი
ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს.
შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების
მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (დანიშნულების ადგილი).
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს,
რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო
ვადაში.
5. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით
დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის
წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ
საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის
გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობას. მსჯავრდებულის გაცილება ხდება თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.
6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები
ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია
საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მსჯავრდებულის გაყვანასთან.
მინისტრის მიერ დადგენილი წესით მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი
ხარჯების აუნაზღაურებლად.
7. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესსა და
პირობებს ადგენს მინისტრი.
მუხლი 27. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ მოქმედებს
დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, უფლება აქვს,
წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
უფლებით. ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის
მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
11. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც
შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით
შესაძლებელია დამატებით წელიწადში ორჯერ მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის
მიზნით. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის
მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება
დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ
ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი
მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ სამი მეოთხედი.
3. (ამოღებულია - 12.06.2015, №3711).
4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
იხდის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ
დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე,
მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია:
ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო;
ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;
გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მიეცეს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.
6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით
მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომ – დანიშნულების
ადგილი).
7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას
მხედველობაში მიიღება:
ა) მსჯავრდებულის პიროვნება;
ბ) ოჯახური მდგომარეობა;
გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე;
დ) დანიშნულების ადგილი;
ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს.
8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის
განხილვისას დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:
ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;
ბ) პირადი თავდებობა;
გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.
9. შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის
ღონისძიებათა ერთად გამოყენება.
10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის
საერთო ვადაში.
11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული
პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, სადაც დააფიქსირებს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დროს. თუ ობიექტური მიზეზებით მსჯავრდებული
განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია
გაუგრძელოს მას ვადა არა უმეტეს 2 დღისა.
12. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები, გარდა
ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდება
მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით.
13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოტივირებული
უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
14. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესს, თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 28. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის
ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა
1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხან-მოკლე
გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე
შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი
სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი
ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის
ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ
მდგომარეობას.
3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება სამინისტროს
ანგარიშზე.
4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების
შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე
გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნებას
ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის,
ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით
შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.
7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი
სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის
სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.
8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები
შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.
9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე
მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც
დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
10. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართ-ლოს
იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის
დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა,
თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა
არანაკლებ 10 000 ლარისა.
მუხლი 30. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები
1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს
მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს სამინისტროს მოსამსახურეთა
კანონიერი მოთხოვნები;
ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი;
გ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ
გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 31. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას და პენიტენციურ
დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი
სამინისტროში და პენიტენციურ დაწესებულებაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის
წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს სპეციალური
პრევენციული ჯგუფი.
მუხლი 35. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები
1. ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება
ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
გადაიგზავნება
ამ
კოდექსის
შესაბამისად,
აღირიცხება
მსჯავრდებულთა
რეესტრში. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
2. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და
დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და
სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მსჯავრდების
შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მუხლი 36. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან
მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე
სამინისტროს არქივში ინახება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ
საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და საქმის არქივში შენახვის ვადას განსაზღვრავს
მინისტრი.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მისი წახალისებისა და
დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას
ახორციელებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე
გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.
5.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
გაეცნოს
თავის
პირად
საქმეს.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად
უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 37. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;
გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;
დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით;
ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში;
ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.
2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის
მოხდისაგან
გასათავისუფლებლად
წარდგენის
საფუძველია,
ამტკიცებს
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მუხლი 38. გათავისუფლების საერთო წესი
1. გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის
დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,
მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი,
რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა.
3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება
შესაბამის სეზონს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უსასყიდლოდ გადასცეს მას ამ სეზონის
შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.
4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა
გათავისუფლებისას.
5. (ამოღებულია – 19.06.2012, №6504).
მუხლი 39. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება
1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გასათავისუფლებლად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ
მიმართავს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან სასამართლოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მსჯავრდებულის სასჯელის
შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3. სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ექიმთა კონსილიუმის შეფასების საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს
სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის
პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, დანაშაულის ხასიათი, მოტივი,
მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის
მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
5. სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, აგრეთვე
ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 41. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო
1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე
გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან
დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა,
აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და
გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის:
ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს 1 თანამშრომელი;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.
3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება,
აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. ამ მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრებად ნიშნავს
მინისტრი. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს მინისტრი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს მინისტრი სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს
წარდგინებით. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამინისტროს
საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ
საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას და ამ
კოდექსს.
5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა. საბჭოს
წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის
არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) ამ ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.
6. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს
ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.
7. შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ერთმა პარლამენტის წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების
შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი
საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში.
საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის
გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით.
8. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს
სამოქალაქო სამსახურში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. იგი საბჭოებს წარმოადგენს
სასამართლოში. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის
მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის
მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა
პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).
9. საბჭოს სხდომის მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას
პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის შედეგად.
მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი
1. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.
3. მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან
ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის
მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით
შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში:
ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის
გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად;
ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას;
გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად;
დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას;
ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას;
ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას;
ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას;
თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას;
ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას;
კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
41. მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების
გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის
შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
42. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის,
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების
განსახილველად.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ
დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის
მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა პენიტენციურ
დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე შეიძლება
დაბრუნდეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.
მუხლი 47. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა
დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
2. პენიტენციური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნას
დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის
ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის
რისკის განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
22. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ
დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და რომლის იმავე
პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო
დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რისკის
გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის
დადგენილი უფლებები და მოვალეობები.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და პირობებს
განსაზღვრავს მინისტრი.
4. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).
მუხლი 50. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) არასრულწლოვნებს;
გ) პირველად მსჯავრდებულებს;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ
დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;
ე) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი
საქმიანობიდან გამომდინარე;
ვ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი,
დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.
2. პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი
ინფექციური სენით დაავადებულებს.
3. მინისტრმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.
მუხლი 52. პენიტენციური დაწესებულების დებულება
1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა;
ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების მუდმივი ზედამხედველობა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების თანამშრომლების პირადი უსაფრთხოების დაცვა;
ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით
დადგენილი წესით;
ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი;
თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი;
ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია მსჯავრდებულის
დასაქმება;
კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა;
ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც დაუშვებელია;
მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღებაჩაბარების წესები;
ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საგნების
ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულების
ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;
ო) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი,
რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
პ) დაწესებულებაში შესვლის წესი და პირობები;
ჟ) იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება ეწეოდეს მსჯავრდებული;
რ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილების წესი.
2.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მისი
დებულების
დაცვის
მიზნით
დასაშვებია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
და
მისი
მოთავსების
ადგილის
ჩხრეკა,
აგრეთვე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას
ახორციელებს იმავე სქესის პირი.
3. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები,
ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან
პენიტენციური დაწესებულებიდან.
4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის
გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა პენიტენციურ დაწესებულებას ამ დაწესებულების დებულებით
დადგენილი წესით.
მუხლი 53. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი
პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს
დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა და კონტროლი
1.
დასაბუთებული
ვარაუდის
არსებობისას
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და
სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა
მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან
ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-,
ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამინისტრო უფლებამოსილია
განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად
მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.
2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/ მსჯავრდებული მის მიმართ
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-, ვიდეოჩაწერის განხორციელების თაობაზე,
გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ
მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანება გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რასაც იგი
ადასტურებს ხელმოწერით. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ხელმოწერაზე, კეთდება
სათანადო ჩანაწერი.
4. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების
შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია.
მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს.
5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება
ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა.
6.
სამინისტროს
შესაბამისი
სტრუქტურული
ქვედანაყოფი
უფლებამოსილია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით
დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია თვალსაჩინო
ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრისთანავე
პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობის შეწყვეტის შესახებ. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ვიზუალური
ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის მის დასასჯელად განხორციელება.
9. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების,
ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 55. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს
პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.
2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის
პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში დეპარტამენტის ან/და პენიტენციური
დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ინფორმაციისა და მონაცემების ერთ-ერთი შემდეგი მიზნით შეგროვება, დამუშავება და ანალიზი:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა და თავიდან
აცილება;
ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;
გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება
უშუალო საშიშროება შეუქმნას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან
სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების
დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.
3. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში
დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური
უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია და მონაცემები მოიპოვოს ღია და ფარული
წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2
პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
განხორციელების შედეგად; ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულსამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების
საფუძველია დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში,
დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი
საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.
5. დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციასა და მონაცემებში შესაძლო
დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, ხოლო
სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
6. დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და
ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ექვემდებარება
საპროკურორო ზედამხედველობასა და სასამართლო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების
დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
9. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 56. პენიტენციური დაწესებულების დაცვა
1. პენიტენციურ დაწესებულებას იცავს დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახური.
2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის
სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო
სამსახურის გავლად და ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევის და მათ მიერ
სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
31. გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება დაწესებულების შიდა უსაფრთხოების
სისტემაზე.
4. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები
განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია დეპარტამენტთან ან პენიტენციურ
დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.
მუხლი 571. სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური
საშუალებები:
ა) ხელბორკილი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი;
გ) დამაწყნარებელი სკამი;
დ) დამაწყნარებელი საწოლი;
ე) ხელკეტი;
ვ) ცრემლსადენი გაზი;
ზ) წიწაკის გაზი;
თ) არალეტალური იარაღი;
ი) აკუსტიკური საშუალება;
კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ლ) წყალსატყორცნი;
მ) სასამსახურო ძაღლი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უსაფრთხოების ღონისძიების განსახორციელებლად
სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხელბორკილი – იმ პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; რომელიც
საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს
დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომელიც ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გარემოების დადგომის გონივრული ეჭვი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი – იმ პირის მიმართ, რომელიც
აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს საკუთარი თავი ან სხვა; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს
სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური
საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;
გ) ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის და სხვისი დაზიანების თავიდან
აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას
დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის
ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;
დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და
დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის
ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;
ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი
არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად, იმ
დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც პირი თავს აფარებს;
ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე
ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას;
აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად.
3. სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება
არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს
და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს.
4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ
უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.
5. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური საშუალების
გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი
მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში
ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
6. სპეციალური საშუალების გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სპეციალური საშუალების
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირს.
7. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების დირექტორს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა. სპეციალური საშუალების
გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/ მსჯავრდებულს პირველი შესაძლებლობისთანავე უტარდება
სამედიცინო შემოწმება.
8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება გამოყენებული სპეციალური
საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის
ბრძანებით.
9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის მინისტრსა და
დეპარტამენტის დირექტორს.
10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ
აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს და ექიმს ან ექთანს, გარდა
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების
შემთხვევისა.
11. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, აგრეთვე დასაშვებია პენიტენციურ დაწესებულებაზე
გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.
12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება გამოიყენება
უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. დაუშვებელია
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების დახურულ
სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ
გამოყენება, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ.
13. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა იმ
უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლებელია ამ მუხლით
განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა.
14.
დაუშვებელია
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ან
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გაყვანისას/გადაყვანისას
ისეთი
სპეციალური
საშუალების
გამოყენება,
რომელიც
იწვევს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ
რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.
15. ქალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი
არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად
შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
16. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ,
როგორც წესი, არ იყენებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს,
გარდა იმავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.
17. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობები.
18. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ
საშუალებათა სახეებს, ამ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს ადგენს
მინისტრი.
მუხლი 573. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი
1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი არის ამ დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის
გარე პერიმეტრი.
2. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ინდივიდუალურად განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს გარე
აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი.
3. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შემოღობილი უნდა იყოს ან/და გარე
აკრძალული ზოლის საზღვართან შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები უნდა განთავსდეს.
4. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის,
მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება,
წაქეზება/მოწოდება
კანონით
დადგენილი
მოთხოვნების
დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ, აგრეთვე უკანონო ფორმით პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება პენიტენციური დაწესებულების გარე
აკრძალული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან. აკრძალულია აგრეთვე ნივთის ან/და
ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ
დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის მიერ
სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში
უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის
მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამართალდარღვევის
ჩადენის ადგილზე და განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული
მოქმედებები.
7. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ
ზოლში და მისგან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
8. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლისგან 100 მეტრის რადიუსში მდებარე
ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. ამასთანავე, სამინისტროს
თანხმობით პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში შესაძლებელია
განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები პენიტენციური დაწესებულების გამართული
ფუნქციონირებისათვის.
მუხლი 58. განსაკუთრებული პირობები პენიტენციურ დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას,
სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ
პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის,
პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის
დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში
აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორს შეუძლია
დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული
პირობები.
4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ
შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს. დეპარტამენტის დირექტორი შეტყობინებიდან 24 საათის
განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების
ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ
ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ
დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო
მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს
ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება
სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით
დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.
6. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი
ბრძანებით.
მუხლი 581. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
1. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება
პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც
აშკარა საშიშროებას უქმნის პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის
პენიტენციური დაწესებულების ძალებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში
აღმოფხვრა შეუძლებელია.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. იგი ამ
ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი
ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის
შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ
უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 571 და 57
2 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების
ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.
5. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.
6. კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით
სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს
თავდასხმის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის
აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია,
ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს
გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება
განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი
ღონისძიებები.
მუხლი 60. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეოტექნიკის და ფიქსაციის სხვა
სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ
შეთანხმებით.
31. პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი
საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი
წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების,
ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა,
ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება
მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები აგრეთვე არ ვრცელდება სამინისტროს მიერ განხორციელებულ
გადაღებაზე.
გადაღების
თაობაზე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
წინასწარ
გაფრთხილება
სავალდებულოა.
7. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი
თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით
დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით
განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმოსამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის
საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.
8. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ მუხლის
მე-7 ნაწილით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან
აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.
მუხლი 603. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების
ფორმები
დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა
და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი
უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
მუხლი 63. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის
წახალისების ფორმები
სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ნახევრად
ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულის
მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა;
ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ვ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
ზ) დამატებითი ვიდეოპაემანი;
თ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის);
ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
მუხლი 66. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის
წახალისების ფორმები
სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია
მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
დ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა;
ე) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ზ) პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა;
თ) დამატებითი ვიდეოპაემანი;
ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
მუხლი 663. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის
პირობები
1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში. მსჯავრდებულის საკანში მოთავსების წესი და პირობები
განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში
პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად
დახარჯოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;
ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი
ხანმოკლე პაემანი;
ბ1) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1
დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15
წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე,
რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის და მსჯავრდებულის ადვოკატის
სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები
განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.
4. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს
უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მათი მოსმენისა და ჩაწერის შესახებ
მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ
სარგებლობს:
ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით;
ბ) ამ კოდექსის მე-14 მუხლის:
ბ.ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (გარდა ახლო ნათესავის
გარდაცვალების შემთხვევისა);
ბ.ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით.
6. (ამოღებულია - 01.06.2017, №943).
7. ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიერ მსჯავრდებულის სახელზე
გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება იმავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
8. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს,
დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით მიიღოს გზავნილი.
9. იმ პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს მსჯავრდებულმა
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში,
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 664. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის
წახალისების ფორმები
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო
ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების
დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
მუხლი 715. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი
1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს
დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა დაწესებულების
დებულებით გათვალისწინებული სასჯელის შესაბამისი ვადა. დაუშვებელია გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მოთავსება.
2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული
თავსდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის
საფუძველზე. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი
ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ
შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
3. დეპარტამენტის დირექტორი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის
ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა
შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.
მუხლი 716. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის
მოხდის პირობები
1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში.
2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება ის უფლებები და
მოვალეობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის.
3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი
პირობითა და ვადით:
ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და
მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში;
გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა
იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი
შემდეგი გარემოებით:
ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,
დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის,
მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც
ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.
5. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დატოვა გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
გადაკვეთა.
მუხლი 718. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი
მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები
1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი
უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში გათავისუფლებისთვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური
სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილების მიცემა;
ბ) საყვედურის გამოცხადება;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა
1 თვემდე ვადით;
კ) ფულადი გზავნილის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ლ) ამ კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა 2 თვემდე ვადით.
2. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს პენიტენციური
დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა ამ დაწესებულებაში მკვეთრად
უარყოფითად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორი დეპარტამენტის დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ
დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
მუხლი 72. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი
1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც, როგორც წესი,
გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან. ქალთა სპეციალურ
დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებული შეიძლება განთავსდეს რისკის შესაბამისად, ამ დაწესებულების
ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
2. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).
3. საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება
ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
ნებართვით და ამ დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის
ერთად ცხოვრება. ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები.
3 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა
და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო.
32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
33. ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება,
უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის
მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალი მსჯავრდებულის მიერ დასვენების და უქმე
დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
34. ამ მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გაითვალისწინება ქალი
მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის
ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის
რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, ქალი მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა
გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
35. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებულის ქალთა სპეციალურ
დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით
გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) ქალი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ბ) ქალი მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,
დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის,
მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ქალთა
სპეციალურ დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების
მიერ გაცემული დოკუმენტი.
36. ქალ მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის 33 ნაწილის შესაბამისად დატოვა ქალთა სპეციალური
დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული სისტემატურად თავს
არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, არაჯეროვნად ასრულებს მათ, ბოროტად იყენებს მშობლის
უფლებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
შემდგომი რეაგირებისათვის.
5. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების
ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო
საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო
სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.
7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების
ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით.
8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსის 173 მუხლით დადგენილი წესით 1 თვის განმავლობაში
ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.
9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.
10. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
11. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო
დაწესებულების დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები
1. დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
გ 1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების
შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა
არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ;
ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.
2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების
შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი
არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო,
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს
სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, საბჭო.
მუხლი 94. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი
1. დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას)
აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების
ორგანიზება და კონტროლი ეკისრება დეპარტამენტს.
2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. დისციპლინური პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.
მუხლი 98. საჩივრის ადრესატი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი
საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც
უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის
დირექტორს.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის
დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან
გადაწყვეტილება საჩივრდება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს
სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 103. საჩივრის განხილვის ვადები
1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს
მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ
ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. დეპარტამენტის დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დეპარტამენტის
დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის
გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 111. საწარმოები პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
1. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების
ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოში.
2. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა
იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც, საწარმოს საქმიანობის
სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია
ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, აგრეთვე როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი
ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არაბრალდებული/არამსჯავრდებული).
3. ბრალდებული/მსჯავრდებული საწარმოში დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, პენიტენციური დაწესებულების ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის
შესაფერისი სამუშაო.
4. საწარმოსა და სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს
ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობა დაექვემდებარება იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით
დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება
საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ
შრომით ხელშეკრულებაში.
მუხლი 114. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება
მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
დადგენილი წესის შესაბამისად.
2. (ამოღებულია - 12.06.2015, №3711).
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას
პირობები მის დასაუფლებლად.
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრის
მიერ
დამტკიცებული
პროგრამით,
რომელიც
უნდა
უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო
პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს
ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
5.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
ზოგადი
განათლების
დაფინანსება
ხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.
მუხლი 1151. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება
1.
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მოთავსებულ
მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა
ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით.
2. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება ფინანსდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით.
3. ამ კოდექსის 47-ე მუხლის 22 ნაწილით ან 718 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების
პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.
4. მსჯავრდებულს დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში
ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 116. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის
ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და
პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:
ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;
გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ;
დ) მსჯავრდებულთა დასაქმება;
ე) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის
გათვალისწინებით.
4.
მსჯავრდებულის
რესოციალიზაციას
დეპარტამენტი
და
პენიტენციური
დაწესებულებები
უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.
მუხლი 118. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას
უზრუნველყოფს ამ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
2. სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და
სხვა ორგანიზაციებთან.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო
პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.
4. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.
5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი
დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.
5 1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი
მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
6. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იქმნება
შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.
7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამინისტროს ორგანიზებით ტარდება
ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების
კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და
სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით.
მუხლი 1181. სამინისტროს სისტემაში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება
სამინისტრო ხელს უწყობს მის სისტემაში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა
მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და სარეაბილიტაციო პროგრამების
მეცნიერული შესწავლა.
მუხლი 121. მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
1. ყველა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო
პუნქტი.
2.
თუ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მკურნალობა
არ
შეიძლება
განხორციელდეს
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება
გაყვანილ იქნეს სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
მუხლი 1211. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პირობები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის
მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო.
2. დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და
მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა
მოსამსახურეებით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი
ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი
შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა,
მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და
საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში)
მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების
უფლება;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და
დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული არ არის;
გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და
დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან
მომვლელად ყოფნის უფლება;
დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი ექიმის
რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების
პროდუქტების მიღების უფლება;
ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში მას დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით
შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა
და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.
4. იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, რომელსაც ქალთა
სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და
დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება საავადმყოფოში დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს
გაყვანილი.
5. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული
ქალთა სპეციალური დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს
დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ
ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისა და ყოფნის წესი და
პირობები ამ მუხლის საფუძველზე განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 122. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა
1. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია
სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია
მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას,
პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის
საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული
ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების
დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული
დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი
სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე.
3. სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.