საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.07.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/242/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-12
ბიუროს ნომერი 186

📜 ტექსტი

წერილი
r.J"6-aaq-L )<,13"J6-3.5"166. lro jr6o4gqob Jr<6qrr0g6gb 6qrorbob OoUrqgbrqr $stvr&n6oqg6g6or l-rrjr6or36q,erb Scnr36obolr 6r6rbq,gbgq,o ts90,:qr6X6q,obob bl0orr36r'rbrn J6o66.r0rlr ,,or.t3obggq,3b.:, b$t6,>go 6l53oorr6gb,l, 33oroq,qrpgob.r". aiECJr brbordC r $ty "lL'lL" N22663 12.07.18
სხვა
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა სამთავრობო პროგრამა 2018 – 2020 ივლისი, 2018 წინასიტყვაობა 2012 წლის შემდეგ რეალური და გეგმაზომიერი რეფორმების განხორციელებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის იმ უმთავრეს პრინციპებს, თანასწორობა, კანონის ხელშეუხებლობა, უზენაესობა თავისუფალი და როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება, ადამიანის ბიზნესი, უფლებების დამოუკიდებელი პატივისცემა, საკუთრების სასამართლო და მედია, არაპოლიტიზებული პოლიცია, განათლებისა და სამედიცინო დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობები. მთავრობა აგრძელებს თანამიმდევრულ მუშაობას კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საუკეთესო დამოუკიდებლობა საქართველოს და ევროპულ გამოხატვის თითოეული სტანდარტებს; უზრუნველყოფილი თავისუფლების მოქალაქისათვის ხელშეუხებლობა; ხარისხიანი იყოს მედიის გაღრმავდეს მუშაობა განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, გაუმჯობესდეს სახელმწიფო სოციალური პროგრამები; შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დაძლეულ იქნეს სიღარიბე. პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც რჩება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება და გაძლიერება, დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ბალანსის შენარჩუნება, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და დამწყები ბიზნესის წახალისება, მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება, მცირე, მოქნილი და ეფექტიანი საჯარო სამსახური. გამყარდება ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონალური პოზიციები, გაგრძელდება ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნით და კიდევ უფრო გაღრმავდება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესები; საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა. გაგრძელდება მუშაობა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის დასაწყებად. ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვა 2018-2020 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა უნდა შექმნას გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:  ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის სრულად განხორციელება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მნიშვნელოვანია ყველა სექტორში, მათ 2 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა შორის ეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო ვაჭრობა, განათლების სისტემის რეფორმა, ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. მიმართულებით „ქართულ ოცნებას“ აქვს უდიდესი წარმატებები და ამ წარმატებას ამ უფრო მეტად განმტკიცება და გაღრმავება სჭირდება;  მთავრობა ყველა მიმართულებით გაატარებს ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს. ამ რეფორმების შედეგად, მივიღებთ სამართლიანი თამაშის წესებს, საქართველოს მოქალაქეზე. ეკონომიკის რომლებიც ამის შედეგად, ისეთ აისახება მოდელს, დავამკვიდრებთ თითოეულ დაიძლევა ოჯახზე, სიღარიბე და ისეთ თითოეულ ეკონომიკური მდგომარეობის ჩამორჩენა დემოკრატიის მაღალ სტანდარტთან შედარებით. ამავე დროს, გაგრძელდება დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება და გაძლიერება;  მცირე მთავრობის კონცეფცია. ქვეყანას სჭირდება მცირე, მოქნილი და ეფექტიანი ბიუროკრატია - სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი, მათ შორის, ანტიკორუფციული კუთხით;  განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია. განათლებული, მოტივირებული, სამეწარმეო სულისკვეთების მქონე, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა გახდება იმ მთავარი შედეგის მომტანი, რომელიც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა შორის. შესაბამისად, განათლებაში ფუნდამენტურ რეფორმას და მასშტაბურ ინვესტიციებს მიენიჭება უმთავრესი პრიორიტეტი.  ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიტომ, ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა ორიენტირებული იქნება თითოეულ ადამიანზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე, მისთვის საკუთარ ქვეყანაში კეთილდღეობისა და თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემაზე. აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო გახდება უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დასაბრუნებლად. 3 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა 1.1 საგარეო პოლიტიკა მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის სრულად განხორციელება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, მთავრობა გამოიყენებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს. ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი დაეფუძნება საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და ძირითად პრიორიტეტებს და ამგვარად უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, თანამიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას. საგზაო რუკის თანახმად, საქართველოს მთავრობა:  გააგრძელებს ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რომელიც საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს და ითვალისწინებს მრავალი მიმართულებით მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციას ევროპული სტანდარტების შესაბამისად;  გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად;  გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის კუთხით, რაც ქვეყანას უფრო მეტად დააახლოებს ევროკავშირის სექტორულ ნორმებსა და პოლიტიკასთან;  განახორციელებს საკანონმდებლო თავსებადობის ანალიზს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით;  გააგრძელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელებას. ამავე დროს, მთავრობა მოწოდებულია გააღრმაოს პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად; ასევე უზრუნველყოს შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი მოქალაქეებისათვის. ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის. საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა განხორციელდეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ 4 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. საქართველო განაგრძობს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების - წლიური ეროვნული პროგრამის, ნატოსაქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად გამოყენებას და წარმატებით ახორციელებს დემოკრატიული განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს. ალიანსში გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით:  მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ნატოსთან პოლიტიკური დიალოგის უმთავრესი ფორმატი - ნატო-საქართველო კომისია;  პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით, გაგრძელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიზანია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და მოემზადოს ალიანსთან თავსებადობის ამაღლება, ალიანსში გაწევრიანებისთვის. ალიანსთან რაც დაეხმარება გაგრძელდება საქართველოს და გაღრმავდება თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით;  საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და გააგრძელებს გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსით მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენებას, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით წინსვლის უზრუნველსაყოფად, ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული 2018 წლის ბრიუსელის ნატოს სამიტზე. წარმატებით შესრულდა ყველა ის ამოცანა, რაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა დასახული. კერძოდ, სამიტის ფარგლებში საქართველომ უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ასევე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესაბამისად იქნა ასახული ნატოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ამ გადაწყვეტილებების განხორციელება კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, ქმედითი ნაბიჯების პარალელურად, უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გასაზრდელად. საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო 5 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ხელშესახები პროგრესის მიღწევისაკენ მოლაპარაკებების დღის წესრიგის არგამოყენების ისეთ მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციას რუსეთსაქართველოს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისა და აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის. პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის შემდგომი მობილიზების მიზნით, გაგრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ნაბიჯების შესახებ. გაგრძელდება აქტიური მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომის უზრუნველსაყოფად. პროაქტიულად გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად განხორციელების უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიზნით. გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა შესაძლო რისკების პრევენციისა და ცალკეულ უკანონო შემთხვევებზე რეაგირებისათვის. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ომითა და გამოყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენას, საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას და კომუნიკაციას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის პირდაპირი დიალოგისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონკრეტული პროექტების განხორციელების, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის, მათ სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირების, სხვადასხვა სერვისის ხელმისაწვდომობის, განათლების შესაძლებლობების განვითარების, სახალხო დიპლომატიისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. საგარეო პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად გამოყენებული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მექანიზმები. ორმხრივი დიპლომატიის ფარგლებში: 6 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან. კერძოდ, ჩვენი მიზანია:  აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურება პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით;  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში არსებული საქართველოს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება და გაზრდა საქართველოს თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, საკანონმდებლო აქტების, რეზოლუციების, განცხადებების მიღების გზით;  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და შეიარაღებული ძალების ინსტიტუციონალური განვითარების მიზნით;  ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კუთხით მუშაობის გაგრძელება, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ფორმატში, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით. უმნიშვნელოვანესი იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა და ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება. გაგრძელდება რეგიონალური სტაბილურობის ხელშეწყობა და რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის გატარება. რუსეთის ფედერაციასთან, რაციონალური და დეესკალაციის პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კონტინენტის, ასევე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე გაღრმავდება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სექტორული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობები. აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. კვლავ გადაიდგმება ნაბიჯები ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან არსებული ურთიერთობების განმტკიცების, ასევე თანამშრომლობის მდგრადი პოზიტიური დინამიკის განვითარების კუთხით. მრავალმხრივი დიპლომატია საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ფარგლებში არსებულ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების წარმატების უზრუნველყოფის, ადამიანის უფლებათა განმტკიცების, 7 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომის უზრუნველყოფის, იძულებით ადგილნაცვალ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების ხელშეწყობის მიმართულებებით. ასევე, გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობითობის გაზრდის კუთხით. საქართველო კვლავაც გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რუსეთსაქართველოს კონფლიქტის საკითხის აქტიურად შესანარჩუნებლად. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის პერიოდში (2016-2018), საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ამ მნიშვნელოვან ფორმატს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე დარღვევებზე საბჭოს ყურადღების გასამახვილებლად, მათ შორის, კონკრეტული ინიციატივების გზით. 2019-2020 წლებში საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს თავმჯდომარეობის წარმატებით დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. გაგრძელდება რეგიონალური სახის თანამშრომლობის განვითარება დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის ფარგლებში. გაგრძელდება ურთიერთობების განვითარება ისეთ რეგიონალურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა არაბული სახელმწიფოების ლიგა (League of Arab States) სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (GCC) და აფრიკის კავშირი (Afrcan Union). გაღრმავდება აგრეთვე თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან (ASEAN), ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (OIF), პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან (CPLP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მისაღწევად აუცილებელია აქტიური სტრატეგიული კომუნიკაცია მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა შენარჩუნებულ იქნეს ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მაღალი მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით:  გაგრძელდება მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით, სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი იმპლემენტაციით, რაც არ გულისხმობს კონტრპროპაგანდის გამოყენებას;  განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის ზუსტი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირისა და ნატოს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების, ასევე ქვეყნის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი რეფორმების თაობაზე;  გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევის კოორდინირებისათვის; 8 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა  გაგრძელდება თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციის სტრუქტურულ ერთეულებთან ევროკავშირსა და ნატოში და მათ წევრ სახელმწიფოებში, საქართველოს, როგორც სტაბილური, თანამედროვე, დემოკრატიული და თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყნის, იმიჯის გასამყარებლად, კიდევ უფრო გააქტიურდება კულტურული დიპლომატია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ საქართველო ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია და აქტიურად არის ჩართული თანამედროვე საერთაშორისო კულტურულ პროცესებში. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიასპორის ჩართულობას და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების ხელშეწყობას. დაიწყება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში 2016 წელს გადმოცემული ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი, მომავალში მისი ქართულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბების მიზნით. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით:  გაფართოვდება საკონსულო საქმიანობის განხორციელების სამოქმედო არეალი;  გაგრძელდება მუშაობა სათანადო სტანდარტების შესაბამისად საკონსულოების აღჭურვის, კვალიფიციური საკონსულო მომსახურების და ოპერატიული საკონსულო დაცვის უზრუნველსაყოფად;  გადაიდგმება ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოებისათვის, ასევე, საზღვარგარეთ კრიზისული და საგანგებო სიტუაციებისას უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების სწრაფად და ეფექტიანად დაცვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვის კუთხით. 9 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოს სჭირდება მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებთან სრულად თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. სწორედ ასეთი შესაძლებლობების შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს საფრთხის შეკავების ძირითად შემადგენელს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი მისიაა ქვეყნის თავდაცვა, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაზე. ამასთან ერთად, გრძელდება ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ტერორიზმთან ბრძოლისა და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამავდროულად, შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით სტიქიური და ტექნოგენური კრიზისების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერას. ამ ამოცანების შესასრულებლად, შემუშავებულია თავდაცვის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც 2020 წლამდე თავდაცვის სისტემის/შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მიერ გატარებულ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასთან და გულისხმობს ისეთი შესაძლებლობების მქონე თავდაცვის სისტემის არსებობას, რომლის ფარგლებშიც მდგრადი და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე შეიარაღებული ძალები, სხვა უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, შეძლებენ საფრთხის შეკავების ამოცანის ეფექტიანად შესრულებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესში სწრაფად და ეფექტიანად განახორციელებს „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციას, რაც გულისხმობს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თავდაცვის, სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სფეროების მიმართულებით შეთანხმებული გეგმების შემუშავებადამტკიცებას და უწყებათაშორისი, კოორდინირებული ნაბიჯების განხორციელებას. „ტოტალური თავდაცვა“ წარმოადგენს როგორც შეიარაღებული ძალების, ისე ზოგადად საზოგადოების მდგრადობას და მზაობას, წინააღმდეგობა გაუწიოს მოწინააღმდეგეს და ქვეყნის მთლიანი სამხედრო, ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით განახორციელოს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირება. აშშ-სთან, როგორც ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, ერთად, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, 2020 წლის ჩათვლით, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპითა და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკით მომზადდება და აღიჭურვება შეიარაღებული ძალების ქვეითი ბატალიონები. ამ პროგრამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისა და ინსტიტუციონალური განვითარებისათვის. სათანადო ყურადღება დაეთმობა საინჟინრო შესაძლებლობების 10 | გაძლიერებას. 2 0 1 8 - 2 0 2 0 გაგრძელდება ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა სპეციალური დანიშნულების ძალების, საჰაერო თავდაცვის, საჰაერო-სატრანსპორტო, ჯავშანსაწინააღმდეგო, დაზვერვის, არტილერიის, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების შესაძლებლობების, კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროების და ეროვნული გვარდიის შემდგომი რეფორმირება და ეფექტიან ძალად ჩამოყალიბება. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, გაგრძელდება სამხედრო განათლების სფეროს ოფიცერთა და სერჟანტთა მომზადების მნიშვნელოვანი სეგმენტების ინსტიტუციონალიზაცია და ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის შეფასების შესაძლებლობებს, ისევე, როგორც ხელს შეუწყობს ნატოს „პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის“ (Partnership Interoperability Initiative) განხორციელებას. საერთო საჯარისო ცენტრის შემდგომი განვითარების ფაზაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განიხილება „საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის“ ჩამოყალიბება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაც მოვამზადოთ. ამასთან, მოხდება საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის (CTC) სრულფასოვანი გამართვა, საწყისი საბრძოლო მომზადებისა და დოქტრინების ცენტრების შემდგომი განვითარება ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით. ალიანსის გაძლიერებული მოწინავე ჩართულობის (Enhanced Forward Presence) გათვალისწინებით და ამ კუთხით დეკლარირებული „ლოგისტიკის წლის“ ფარგლებში, გაგრძელდება თავდაცვის ლოგისტიკის სფეროს ტრანსფორმაცია, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ბრიგადების ტაქტიკური ჯგუფების დროული და უწყვეტი ლოგისტიკური მხარდაჭერა. ამასთან, განხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებშიც, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით, ალიანსისგან სტანდარტი და თავსებადობის მაღალი მიღებული ეფექტიანი მხარდაჭერით მიიღწევა ნატოს ხარისხი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროების განვითარებას. ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით გაგრძელდება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანის შესასრულებლად არსებული შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნული ითვალისწინებს სამხედრო სარეზერვო ქვედანაყოფების მომზადებას, რომლის საპილოტე პროექტიც დაიწყება 2018 წელს. ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მიმართულებით, გაგრძელდება სკოლებში საინფორმაციო კამპანია, რაც ახალგაზრდა თაობაში ქვეყნის თავდაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. აღნიშნული ასევე ითვალისწინებს საკუთრივ ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და დაწესებულებების მონახულებას. საპილოტე პროექტის სახით მოხდება თავდაცვისა და სამხედრო საქმის შესახებ შემუშავებული არჩევითი საგნის შეტანა შერჩეული სკოლების სასწავლო პროგრამაში. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოხდება მისი ფართოდ დანერგვა. 11 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ეროვნული თავდაცვის მოთხოვნებისა და განსაკუთრებით ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედების მაღალი ხარისხის მიღწევა. შესაბამისად: გაგრძელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზების ასახვა როგორც კონცეპტუალურ დონეზე „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის 2020-2030“ დოკუმენტის დამტკიცებით, ისე მის საფუძველზე, უწყებრივ დონეზე დადგენილი აუცილებელი სამოქმედო გეგმების (მზადყოფნის გეგმები) შემუშავება-დამტკიცებით. თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება როგორც ეროვნული, ისე უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით. თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესის ხელშეწყობისა და მეტი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, თავდაცვის სამინისტრო გადავა თავდაცვის გრძელვადიან დაგეგმვაზე. გრძელვადიანი დაგეგმვის პრინციპზე გადასვლა ემსახურება თავდაცვის ამოცანებისთვის არსებული შეზღუდული რესურსების გაცილებით ოპტიმალური გამოყენების მიზანს და დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით ფინანსური სახსრების ეფექტიან განაწილებას. კერძოდ:  საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, ჰარმონიზაციის პაკეტის ფარგლებში ცვლილებები შევიდა თავდაცვის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტებში. ზემოაღნიშნული ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების (შეიარაღებული ძალების) ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას, ისევე, როგორც ერთობლივი ამოცანების განსაზღვრას;  უახლოეს მომავალში შემუშავდება და დამტკიცდება „ეროვნული თავდაცვის სტრატეგია - 20202030“, რომლითაც განისაზღვრება შეიარაღებული ძალების ხედვა ათწლიანი პერსპექტივით;  თავდაცვის მიზნებისთვის განხორციელდება თავდაცვის ამასთან, გამოყოფილი „შეიარაღების პროგრამების თავდაცვის სისტემების ფინანსური შესყიდვის სახელმძღვანელოთი საჭიროებების რესურსების სტრატეგია დადგენილი შესაბამისად, გადანაწილება 2019-2025“-ისა პრიორიტეტების თავდაცვის ბიუჯეტის და მიხედვით. მაჩვენებელი შენარჩუნდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ნიშნულზე;  თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივ საერთაშორისო სწავლებებს. გადაიდგმება ქმედითი განვითარებისა და ნაბიჯები მისი სამხედრო-სამეცნიერო საექსპორტო პოტენციალის კვლევების, ზრდისთვის. 12 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 სამხედრო მრეწველობის აღნიშნულის ფარგლებში ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა დაგეგმილია:  ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების წარმოება და თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ეროვნული წარმოების აღჭურვილობით სრული დაკომპლექტება;  განხორციელდება ჯავშანმანქანა „დიდგორის“ შემდგომი დახვეწა და განვითარება ისეთი საბრძოლო და მხარდამჭერი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა კავშირგაბმულობა, სამედიცინო, სახანძრო, სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერა (მობილური ნაღმტყორცნი);  დამატებით შემუშავდება ცეცხლის მართვის მოდული, შეიქმნება მიზნის იდენტიფიკაციის, ჩაჭერისა და მიყოლის სტაბილიზებული სისტემა, უპილოტო ვერტმფრენის პლატფორმა, მძიმე საბრძოლო მანქანა და სეტყვა-საწინააღმდეგო რაკეტა. GDRP-ის მიმდინარეობის პარალელურად, ეტაპობრივად გაიზრდება მასში ჩართული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ანაზღაურება. ამასთან, გაგრძელდება როგორც სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ისე შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, ვეტერანთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო მომსახურების/რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება და დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები. გაგრძელდება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარება და იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმიდან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების - „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ - მოთხოვნათა თანახმად. 13 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა 2. ძირეული და ინოვაციური რეფორმები მთავრობის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ეფუძნება ახალ ინოვაციურ რეფორმებს ყველა სექტორული მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია:  ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, კონკურენტული უპირატესობების სრულად პროდუქტიულობის გამოყენებასა და, ზრდაზე, შესაბამისად, ქვეყნის სიღარიბის დაძლევაზე;  მოსახლეობის იმ ფენების მხარდაჭერაზე, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ;  გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობისათვის მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკაში წლების განმავლობაში დაგროვილი სტრუქტურული გამოწვევების საპასუხოდ. ასევე მიმართულია კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის, განვითარებაზე, ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებასა და ეფექტიანობის ზრდაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში. მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი მოდელის დანერგვას, რომლის პირობებშიც, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მცირდება უმუშევრობა და სიღარიბე. მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, განსაკუთრებით კი, მაღალტექნოლოგიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ქვეყანაში შეიქმნება საინვესტიციო გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ასეთი ტიპის ინვესტიციებისათვის. გრძელვადიანი და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ფაქტორების მაქსიმალური ჩართვა ქვეყნის განვითარებაში. 2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის, როგორც ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტის, პრინციპებისადმი ერთგულებას. ფისკალური დისციპლინა, უმუშევრობის დაბალი დონე, ვალის მდგრად დონეზე შენარჩუნება, ფასების სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საყრდენია. 14 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ფისკალური ჩარჩო დაეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: ▪ გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი. გამოთავისუფლებული სახსრები გადანაწილდება პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე; ▪ შენარჩუნდება საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი; ▪ გაგრძელდება სოციალური გასაცემლების ზრდა. მოხდება საპენსიო რეფორმის დაფინანსებისათვის საჭირო რესურსების მობილიზება; ▪ მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შენარჩუნდება სტაბილურ დონეზე. ამასთან, ვალის აღება განხორციელდება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის. უნდა შენარჩუნდეს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია. საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, მიაღწიოს საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონეს (BBB/Baa3), რაც შესაძლებელს ხდის ქვეყანაში საერთაშორისო მსხვილი საინვესტიციო ფონდების ინვესტირების განხორციელებას და უზრუნველყოფს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, მათ შორის კერძო სექტორისათვის, ასევე ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას მაღალხარისხიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავრობა შეიმუშავებს საშუალოვადიან სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელთან შესაბამისობაშიც იქნება მთავრობის მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები. 2.2 საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკისათვის აუცილებელი წინაპირობაა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის არსებობა. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების წარმატება დასტურდება ქვეყნის მე-5 ადგილით ბოლო ღია ბიუჯეტის კვლევაში (Open Budget Index), საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების და PEFA მეთოდოლოგიის თვითშეფასების ანგარიშის თანახმად. მიმდინარეობს მუშაობა შიდა ფინანსური კონტროლის და მართვის დანერგვის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ორგანიზაციებში სწორი და ეფექტიანი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას და ბიუჯეტის გამჭვირვალობას. მდგრადი ფისკალური პოლიტიკის გასამყარებლად განახლდება ფისკალური წესების მარეგულირებელი ნორმები და პროცედურები. დაინერგება საინვესტიციო პროექტების მართვის ერთიანი სისტემა, რაც უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების და მათზე მიმართული სახსრების მაქსიმალურ ეფექტურობასა და ეფექტიანობას. გაგრძელდება აქტიური მუშაობა ფისკალური რისკების შეფასების, მათი გამოვლენისა და მართვის მიმართულებით. გაძლიერდება არსებული პირობითი ვალდებულებების ანალიზი. 15 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა მთავრობა შეიმუშავებს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიას. ვალის მართვის პროცესი მიზნად ისახავს საჭირო ფინანსების მოძიებას და ამ კუთხით ხარჯების მინიმიზაციას. ასევე ვალის მართვის პრიორიტეტული მიზანია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საშინაო ბაზრის განვითარება. განვითარებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. 2.3 დასაქმება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. უმუშევრობის მაღალი დონე ინკლუზიური განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი და დასაქმების სტრუქტურა, თავის მხრივ, აერთიანებს მრავალ პრობლემას, რომელთა დაძლევაც, ეკონომიკური განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დასაქმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად გატარდება განათლების რეფორმა, რომლის საფუძველზეც მოხდება ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამასთან, ხელი შეეწყობა პროფესიულ განვითარებას, რათა გაიზარდოს სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობა და შრომის ბაზრისათვის მზაობის ხარისხი. უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის მიმართულებით, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მიზნით, განხორციელდება შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მიმართულებით. უზრუნველყოფილი იქნება მჭიდრო კოორდინაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოქნილობის ზრდას. სახელმწიფო ინფორმაციულ დახმარებას გაუწევს სამუშაოს მაძიებლებს პროფესიის არჩევის, მომზადებისა და გადამზადების კუთხით. სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს პოტენციური დამსაქმებლების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროცესში. 2.4 ბიზნესგარემო ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) რეიტინგში აღიარებული წარმატების ფონზე, როდესაც ქვეყანას აქვს ელიტარული მე-9 ადგილი მსოფლიოში, მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისათვის. კერძოდ: ▪ დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი; ▪ მომზადდა და მოკლე ვადაში საზოგადოებას განსახილველად წარედგინება რეფორმის პროექტი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის შესახებ. პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე - რეფორმის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე; ▪ საგადასახადო სისტემა განაგრძობს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის წახალისებას. 16 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა კერძოდ, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი სრულად გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით. დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ამით საგრძნობლად შემცირდება იმპორტული საქონლის უპირატესობა ადგილობრივის მიმართ; ▪ შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის საქართველოში რეგიონალური ოფისების დაფუძნებისათვის; ▪ გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა; ▪ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით; ▪ შემუშავდება ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას; ▪ მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, სექტორს კერძო 2020 წლამდე დარჩება დაახლოებით ორი მილიარდი ლარი, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს. მთავრობის მიერ ინიციირებულია დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების რეფორმა. შედეგად, დაინერგება საგადასახადო ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების რეჟიმი ადამიანური რესურსის ჩართულობის გარეშე, რაც გააჯანსაღებს ბიზნესგარემოს. 2018-2020 წლებში ბიზნესს დაუბრუნდება 1,5 მლრდ ლარზე მეტი. 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ბიზნესსექტორს უკვე დაუბრუნდა 200 მლნ ლარზე მეტი თანხა, რაც, პრაქტიკულად, წინა წლის წლიურ მაჩვენებელს უთანაბრდება. საგადასახადო ზედმეტობები 2020 წლის ბოლოსთვის სრულად იქნება გარდაქმნილი ლიკვიდურ აქტივებად; ▪ ფართოდ დაინერგება ციფრული და თანამედროვე საშუალებას მისცემს ბიზნესსექტორს, ტექნოლოგიები, რაც, ერთი მხრივ, ისარგებლოს თანამედროვე და ეფექტიანი მომსახურებით, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება; ▪ ახალი ინოვაციური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემები გულისხმობს ავტომატური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის დანერგვას. დაგეგმილი რეფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთს როგორც ბიზნესსუბიექტებისათვის, ისე შემოსავლების სამსახურისათვის. ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა ეფექტიანად დაინერგოს აღნიშნული სისტემა; ▪ დაინერგება ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს საგადასახადო ორგანოებთან გადამხდელების ურთიერთობას და გადასახადების რეფორმები მშენებლობის, ადმინისტრირებას; ▪ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, გატარდება ენერგოეფექტიანობის, ტრანსპორტის, წიაღის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში; ▪ ამოქმედდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ბაზრის ზედამხედველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე სამომხმარებლო და ინდუსტრიული უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას. 17 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ▪ გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა; ▪ კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინსერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ელექტრონულად დარეგისტრირება, ისე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ელექტრონულად განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიუსვლელად; ▪ არარეზიდენტ პირებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ საქართველოში განახორციელონ კომპანიების ონლაინრეგისტრაცია. აღნიშნული პროცესი საშუალებას მისცემს უცხოელ პირებს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები საქართველოში ჩამოუსვლელად, ასევე გახსნან ანგარიშები ქართულ ბანკებში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით; ▪ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს სწრაფი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტიანობის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ფინანსური ინკლუზიურობის კუთხით, აგრეთვე იგი საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის კეთებას. იმავდროულად, აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველ ორგანოებს უფრო ეფექტიანად განახორციელონ ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ღონისძიებები; ▪ გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. რეფორმა მოიცავს როგორც სამეწარმეო, ისე სამოქალაქო გადახდისუუნარობას. რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები გაჩნდება მეტი კრედიტორთა სტიმული უფლებებისა საწარმოების და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად; ▪ ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ეკონომიკაზე იყოს წინასწარ გაანალიზებული შესაძლო ნეგატიური გავლენებისაგან თავის არიდების მიზნით. ▪ შემუშავდება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელშიც ასახული იქნება ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას; ▪ უზრუნველყოფილი იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავება, ინსტიტუციონალურ დონეზე პლატფორმის აქტიური ფუნქციონირება და რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოება. დიალოგის მექანიზმი ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას; ▪ კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი. გაძლიერდება ქვეყნის კონკურენტუნარიანი დარგების სახელმწიფო მხარდაჭერა როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდის, ისე საექსპორტო პოტენციალის გაფართოების მიმართულებით. ▪ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების სრული პოტენციალის უტილიზაციის მიზნით 18 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა დაინერგება რეფორმების მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმების განხორციელების შემდგომ შეფასებას აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების საშუალებით. 2.5 საერთაშორისო რეიტინგები სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად განხორციელებამ განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. ქვეყანამ უკანასკნელ პერიოდში ისტორიულ გაუმჯობესებას მიაღწია ეკონომიკური თავისუფლების, ბიზნესის კეთების, კორუფციის არარსებობის, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით. ყოველივე ეს პოზიტიურად აისახება საქართველოს, როგორც რეფორმატორი ქვეყნის, იმიჯზე. მთავრობის მიზანია საქართველო მოხვდეს ყველა ძირითადი ავტორიტეტული რეიტინგის ათეულში. მთავრობა აქტიურად გააგრძელებს რეფორმების ციკლს და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების გასაუმჯობესებლად შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს მთავრობის პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას არაერთი მიმართულებით და, შესაბამისად, უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას და მიღწეული შედეგების პოზიტიურ ასახვას საერთაშორისო რეიტინგებში. ხელისუფლების ყველა ორგანო რეფორმების ინიციირების პროცესში შეაფასებს ცვლილებების შესაძლო ეფექტებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციაზე და მხოლოდ შესაბამისი ანალიზის საფუძველზეც იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. 2.6 მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით გაძლიერდება ღონისძიებები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა ის იქცეს ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების რეალურ მამოძრავებელ ძალად. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალი ინსტრუმენტების განვითარება, რომელთა მიზანიც ეკონომიკაში არსებული საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრაა. კერძოდ, ბიზნესისთვის არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული შეზღუდვების შემცირება, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. აღნიშნული მიზნით, საფინანსო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდება და დაინერგება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმების ზრდას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.. 19 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიას (2016-2020 წლებისთვის)“ და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღნიშნული სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, მათ ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტო კვლავ აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით მუშაობას. ასევე აქტიურად გაგრძელდება საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა ექსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი სექტორული და ღირებულებათა ჯაჭვში შემავალი კომპანიების კლასტერების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების, ცოდნის და გამოცდილების გადადინებას, აამაღლებს მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას. ღირებულების კომპლექსური ჯაჭვის ფორმირება ასევე წარმოადგენს ექსპორტის დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან წინაპირობას. მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაგრძელდება ფინანსებთან წვდომის კომპონენტი - თანადაფინანსების გრანტების გაცემა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალი ინსტრუმენტების განვითარება, რომელთა მიზანიც ეკონომიკაში არსებული საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრაა, კერძოდ, ბიზნესისთვის არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული შეზღუდვების შემცირება, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. აღნიშნული კუთხით, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმების განვითარება წარმოადგენს ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის გენერირების, დასაქმების ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესების და, რაც ყველაზე მთავარია, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან კომპონენტს. საექსპორტო პოტენციალის სრულად უტილიზაციისთვის, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით მოხდება ექსპორტის დაზღვევის მექანიზმების შემოღება, რომელიც საშუალებას მისცემს ექსპორტიორ კომპანიებს განავითარონ წარმოება ახალი მიმართულებებით და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. აღნიშნული მექანიზმების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და შესაბამისად გაზრდის ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკებისადმი. მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მცირე ბიზნესისათვის უპრეცედენტო მეგობრული დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რაც გულისხმობს მინიმალური საგადასახადო განაკვეთის დაწესებას მცირე მეწარმეებისათვის. მცირე ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდა ხუთჯერ - 5%-დან 1%-მდე. ასევე, ხუთჯერ 20 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გაიზარდა მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა - 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე. ცვლილება მნიშვნელოვანი სტიმული გახდება მცირე ბიზნესის განვითარებისათვის. ეკონომიკური რეფორმები 2.6.1 კაპიტალის ბაზრის რეფორმა ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა გულისხმობს, საბანკო დაკრედიტების პარალელურად, კომპანიებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან შესაძლებლობას. კაპიტალის ბაზარი ქმნის კონკურენტულ გარემოს არა მხოლოდ დაკრედიტების, არამედ დანაზოგების ეფექტიანად გადანაწილების მიმართულებითაც. შედეგად, განვითარებული და გამჭვირვალე კაპიტალის ბაზარი ხელს უწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, შემოღებულია კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების საგადასახადო დაბეგვრის ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო სისტემის უფრო მეტად ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულობას, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის თანაბარ პირობებში ჩაყენებას. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფიზიკური პირები და არარეზიდენტები სრულად გათავისუფლდნენ საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და სავაჭროდ დაშვებულია სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე. ეროვნული ბანკმა და მთავრობამ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავეს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია. 2.6.2 საპენსიო რეფორმა სახელმწიფო გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. რეფორმის ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება საპენსიო ასაკში, აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ეფექტი, რაც ხელს შეუწყობს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. 2.6.3 საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საჯარო-კერძო თანამშრომლობა. აღნიშნული სისტემის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონი, რომელიც 2018 წლის 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში. იმ პირობებში, როდესაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, თანამშრომლობის ეს ფორმა ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, 21 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ეფექტიანად მართული ფისკალური რისკების პირობებში. 2.6.4 პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წყაროა; იგი, ერთი მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს ხოლო მეორე მხრივ, პირები, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლების დარღვეული უფლებების შედეგი. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დაბალი სტანდარტი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ჭარბვალიანობა მნიშვნელოვანი პრობლემაა მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. მთავრობის მიერ ინიციირებულმა რეფორმამ უნდა დაადგინოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მაღალი სტანდარტი ქვეყანაში. შედეგად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მექანიზმების სრულყოფილი ფუნქციონირება მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საკრედიტო რეიტინგებზე და ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე. 2.6.5 ლარიზაცია ლარიზაციის პროცესის შემდგომი ხელშეწყობა და ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ამაღლება ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და საგარეო მოწყვლადობის შემცირების მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებაა. მაღალი დოლარიზაციის გატარების პირობებში იზღუდება მასტიმულირებელი მაკროეკონომიკური შესაძლებლობები, მცირდება მისი და მოქნილობა ეფექტიანობა. პოლიტიკის გარდა ამისა, დოლარიზაცია წარმოშობს სავალუტო რისკს საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაუცველია გაცვლითი კურსის მერყეობისაგან. მთავრობის მიერ ინიციირებული ლარიზაციის კომპლექსური პროგრამა ეყრდნობა ბუნებრივი ინსტრუმენტების განვითარებას, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ამაღლების, რისკების ადეკვატური განაწილებისა და ეროვნული ვალუტის მიმზიდველობის ზრდისკენ მიმართულ მასტიმულირებელ ღონისძიებებს. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ მნიშვნელოვანია მათი გაგრძელება, დოლარიზაციისგან გამოწვეული რისკების მინიმიზაცია და ეროვნული ვალუტის მიმზიდველობის გზით ლარიზაციის შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა. 2.6.6 ხარისხობრივი და ტექნოლოგიების ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში უცხოელი ინვესტორების ოპერირებისათვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენცია ამის დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვას, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელებას, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქტიულობის დონეს და ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის აქსელერაციას. 22 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კაპიტალტევად დარგებში და საქართველოში მსხვილი სამეწარმეო ერთეულების გადმოტანის ხელშეწყობა. მაღალტექნოლოგიური და ცოდნაზე დაფუძნებული სამეწარმეო სფეროს განვითარება კი, თავის მხრივ, წარმოქმნის მოთხოვნას ცოდნაზე დაფუძნებულ მომსახურებებზე. 2.6.7 ინდუსტრიალიზაცია ხარისხობრივი და ტექნოლოგიების ტრანსფერზე ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვა ასევე წარმოადგენს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს. ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამისი სისტემური ანალიზის განხორციელებას ქვეყნის ფარდობითი უპირატესობების გამოსავლენად, რაც საშუალებას მოგვცემს ინდუსტრიულ დარგებს შორის გამოვლენილი უპირატესობების შესაბამისად, ხელი შევუწყოთ კონკურენტული უპირატესობის მქონე დარგების განვითარებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებას, დივერსიფიკაციის ზრდას და ექსპორტზე ორიენტირებულობას. ქვეყანაში ინდუსტრიული დარგების განვითარება ქმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ინკლუზიურობის ზრდას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გზით წარმოადგენს სიღარიბის შემცირების ფუნდამენტურ ფაქტორს. 2.7 საქართველო - რეგიონალური ჰაბი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო, ტურისტული და საფინანსო კვანძის (ჰაბის) ჩამოყალიბება, რაც მოგვცემს როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას. ამით ხელი შეეწყობა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობისა და წარმადობის განვითარებას და ასევე ექსპორტის ზრდას, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობას. საქართველოს საერთო სასამართლოებში ჩამოყალიბებულმა ე.წ არბიტრაჟის მხარდამჭერმა სასამართლო სისტემამ 2017 წელს გზა გაუხსნა მოლაპარაკებებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC). 2019 წლის დასაწყისში მოლაპარაკებები დასრულდება თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საარბიტრაჟო წესით დავების გადაწყვეტის რეგიონალურ ცენტრად ქცევას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს სავაჭრო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის განვითარებას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ძალისხმევა და უფრო მეტად 23 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 შეეწყოს ხელი ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნების განვითარებას, მათ შორის, ევროპულ ენერგობაზრებზე პირდაპირი წვდომის მიმართულებით. აუცილებელია აქტიური მუშაობა საქართველოში გამავალ სატრანსპორტო დერეფანში მეტი საერთაშორისო ტვირთების მოზიდვისთვის, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და გაფართოებისთვის. საფუძველი ჩაეყარა ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობას, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. მოხდება სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების ხელშეწყობის გზით; მიმდინარეობს მუშაობა თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური სერვისების ერთ კლასტერში თავმოყრას და ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად რეალიზებას. ასევე, ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ბიძგს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის განვითარებას. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც ჩვენი ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარია. ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარებისა და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის სრულად ათვისებისთვის საქართველოს მთავრობა გაატარებს აქტიურ პოლიტიკას, კერძოდ: სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გაგრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება. სხვადასხვა ქვეყანასთან გრძელდება მოლაპარაკებები საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების შექმნასა და მათ განვითარებასთან დაკავშირებით (მაგ., ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი“, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და სხვ.); ამასთან, 2017 წლის 15 ნოემბერს ხელმოწერილი „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება) ხელს შეუწყობს მხარეების ტერიტორიებზე ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას; სამოქალაქო ავიაციის უზრუნველყოფს ახალი ავიამიმართულებების სფეროში ხელი შეეწყობა ავიაკომპანიების განვითარებას და „ღია შემოსვლას ფრენების ცის“ ქართულ პოლიტიკის ბაზარზე, გატარებას, ახალი დამატებას, ასევე | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო რაც პირდაპირი ყოველწლიურად მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკის შენარჩუნებას; 24 2 0 1 8 - 2 0 2 0 პ რ ო გ რ ა მ ა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად ყველა საზღვაო ნავსადგურში განხორციელდება სამთავრობო სერვისების გაციფროვნება და ერთი ონლაინპლატფორმის ქვეშ გაერთიანება. ეს ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას ნავსადგურებში; მთავრობა განსაკუთრებულ ინკლუზიური, ყურადღებას კონკურენტული და დაუთმობს ეფექტიანი ახალი აბრეშუმის რეგიონალური გზის პროექტების ფარგლებში განხორციელებას ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 2.8 საგარეო სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია საერთაშორისო ვაჭრობისადმი გახსნილობა. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები. საქართველოევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედებით, ქართულ ეკონომიკაში შეიქმნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ექსპორტის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის კუთხით. 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა 2018 წლის პირველ იანვარიდან. 2018 წლის 28 ივნისს ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან, ჰონკონგთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის ასახვის შესახებ. მომზადდა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევა. ამჟამად მიმდინარეობს მხარეთა შორის დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის 2018 წლის შესახებ მაისში მემორანდუმს ხელი მოეწერა განხორციელდა ამერიკასთან 2018 თავისუფალი წლის 10 მაისს. ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა. 2018 წლის ივლისის თვეში დაგეგმილია დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე კონკრეტული წინადადებების განხილვასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყურის არაბულ ქვეყნებთან (GCC) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. ამასთან, ექსპორტის განსავითარებლად საქართველო კვლავაც განახორციელებს რეგიონში ვაჭრობის განვითარების პოლიტიკას და ხელს შეუწყობს საქართველოს მეწარმეებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობისას ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრაში. დაინერგება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება საქართველოში არსებულ შესაბამის უწყებებთან სისტემური თანამშრომლობის გზით სამიზნე ბაზრებზე ქართული პროდუქციის სავაჭრო პოტენციალის განვითარება და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა. ასევე ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით გაგრძელდება ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებების გაფორმება. 25 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა 2.9 სივრცითი მოწყობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში მომზადდება ქვეყნის, ავტონომიების და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის კონცეფციები, სქემები და გეგმები, ქალაქების, დაბებისა და სოფლების მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმები. სივრცითი მოწყობის რეფორმა ხელს შეუწყობს ადამიანის საარსებო გარემოს სწორად დაგეგმვას, ადამიანების, ეკონომიკის დარგების და ბიზნესის ინტერესების ჰარმონიულ ურთიერთშეჯერებას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სწორად ათვისებას; საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, აგრეთვე ქვეყნის რეგიონებს, შორის სატრანსპორტო ქსელის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმვას; უზრუნველყოფს ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას და ახალი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას, განაპირა და მაღალმთიანი რეგიონების უკეთესად ინტეგრაციას ქვეყნის ეკონომიკაში და ამ გზით მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. საქართველო ეფექტიანად აითვისებს ქვეყნის განვითარების პოტენციალს და მსოფლიო რუკაზე გაძლიერდება საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი, დაცული გარემოს და ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობა. 2.10 ინფრასტრუქტურული განვითარება ინფრასტრუქტურის სატრანზიტო გაუმჯობესება პროექტებში საქართველოს საქართველოს რეგიონების მაქსიმალური განვითარების, ინტეგრირებისა საერთაშორისო და ეკონომიკური განვითარების სტიმულირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა. ქვეყნის მასშტაბით აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და გაზრდის მისი, როგორც ტრანზიტული ჰაბის, დატვირთვას. დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ძირითადი ნაწილის მშენებლობა. შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებას. ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით საქართველოს მთავრობის განხორციელდება მომდევნო ერთ-ერთი რამდენიმე პრიორიტეტია. წლის ამ მოსახლეობის უზრუნველყოფა მიზნის განმავლობაში. 2020 მიღწევა ეტაპობრივად წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 400 ათასი ადამიანი. აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგება–კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობარეაბილიტაციის პროექტები მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის საზღვრისპირა 26 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა სოფლებში. ნარჩენების მართვა განხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები. ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში რეგიონებში დამატებით აშენდება მაღალსიჩქარიანი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 85%-ზე მეტს ექნება მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტინფრასტრუქტურასთან წვდომა. 2.11 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა 2.11.1 ენერგეტიკა საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით. ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის მიზნით:  ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება კიდევ უფრო გამჭვირვალე და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო;  გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით;  განვითარდება ინფრასტრუქტურა გაზისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის შესაქმნელად. გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაწყებულია 210-280 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზსაცავის პროექტის განხორციელება;  დამატებითი რესურსები გამოიყოფა რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც 2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1,3 მლნ აბონენტს;  გააქტიურდება მუშაობა საქართველოს სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა უმოკლეს ვადებში გახდეს ენერგეტიკული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბი. გაგრძელდება მუშაობა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით;  დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება ენერგეტიკის სფეროს კანონმდებლობა; „ასოცირების ხელშეკრულების“ ხელმოწერით და ამავე დროს „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრობით საქართველო კავკასიის რეგიონში ქმნის „ენერგეტიკული გაერთიანების“/ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის გადმოტანის პრეცედენტს;  ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული რეფორმების შედეგად მოხდება ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის დამტკიცება, შეიქმნება ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზარი, რეფორმების განხორციელების შედეგად კონკურენციის ხელშეწყობით მოხდება მომხმარებლისათვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის და სამართლიანი ფასის ენერგიის მიწოდება. ასევე მოხდება რეგულირებული და დერეგულირებული საქმიანობის გამიჯვნა. 27 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა  სახელმწიფო ხელს შეუწყობს სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს და ინოვაციების დანერგვას;  გაგრძელდება მუშაობა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით, ასევე, განხორციელდება ენერგოეფექტიანი ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით. ენერგოეფექტურობის პირველი ეროვნული სამოქმედო ამ დროისთვის შემუშავებულია გეგმა, მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე და მზადდება პირველადი საკანონმდებლო დოკუმენტაცია როგორც განახლებადი ენერგიის, ასევე, ენერგოეფექტურობის მიმართულებით. 2.11.2 მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მშენებლობის სფეროს მომწესრიგებელი მარეგულირებელი გარემოს სრულყოფაზე. საქართველოს პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, კოდექსი; არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ამ კანონპროექტის მიღება წაახალისებს ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებას და შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდას. მიმდინარეობს მუშაობა კანონქვემდებარე რეგულაციებზეც, რომლებიც მოაწესრიგებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, არქიტექტორთა და ინჟინერ-მშენებელთა სერტიფიცირებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე მუშავდება ტექნიკური რეგლამენტები სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ ძირითადი მოთხოვნების დადგენისა და ბაზარზე განთავსების კუთხით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო კუთხით სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას და საშუალებას მისცემს სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებს, იმოქმედონ წინასწარ პროგნოზირებადი მკაფიო წესებით. 2.11.3 მწვანე ეკონომიკა თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა ახალი ტიპის - მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას ახალი, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ქვეყნის მდგრადი განვითარება მხოლოდ კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ვინაიდან მწვანე ზრდის წახალისება გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს ბიზნესის მხრიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებას. მწვანე ეკონომიკის დანერგვის პროცესში საქართველოს მთავრობა კონკრეტული ინიციატივებით წაახალისებს მწვანე ინვესტიციებს, ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას, მწვანე პროდუქციის წარმოებას, სუფთა ტრანსპორტს, მდგრადი ეკოტურიზმისა და ეკოსისტემების სერვისების განვითარებას, განახლებადი ენერგიის მოცულობის 28 | ზრდას, 2 0 1 8 - 2 0 2 0 ენერგოეფექტიანი ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ღონისძიებების გატარებას მათ შორის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, კლიმატგონივრული და რესურსეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობას, მწვანე ინოვაციური “start up”-ების დაარსების პოპულარიზაციას. საქართველოს მთავრობა მუშაობს მწვანე ზრდის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო პოლიტიკის ჩარჩო ორგანიზაციების დოკუმენტსა და დახმარებით ეკონომიკური მომზადებულ მწვანე ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მწვანე ზრდის დეკლარაციის პრინციპებს. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა კერძო სექტორთან პოპულარიზაციისათვის რესურეფექტური ტექნიკური ტექნოლოგიებისა ტრენინგებითა და და სუფთა ექსპერტული წარმოების დახმარებით. ენერგოეფექტიანობის კუთხით დამუშავების პროცესშია ენერგოეფექტიანობისა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მარკირების მარეგულირებელი სისტემა. აღნიშნული მიზნების განხორციელების პროცესში საქართველოს ექნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2.11.4 გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ერთდროულად პასუხობს სამ ურთიერთგადამკვეთ გამოწვევას, კერძოდ ესენია: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა. მთავრობა გააგრძელებს აქტიურ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება. ვინაიდან გარემოს დაცვის სფეროს მართვა თითქმის ყველა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, სამეცნიერო წრეებისა და ზოგადად მთელი საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა ხორციელდებოდეს, გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო, ჩვენ ვგეგმავთ ქვეყანაში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას. ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან და ის იქნება ერთგვარი გარანტ გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის. 2017 წლიდან ძალაში შევიდა ავტომობილების იმპორტის აქციზის გადასახადით დაბეგვრის ახალი სისტემა. განაკვეთები გარემოსდაცვითი შემოღებულ პოლიტიკის იქნა არსებული გათვალისწინებით, ავტოპარკის რაც 29 განახლების გულისხმობს | 2 0 1 8 - 2 0 2 0 მიზნით გარემოსთვის ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო და მავნე პ რ ო გ რ ა მ ა ავტომობილებისათვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთის დაწესებას. ცვლილების შედეგად, წინა წლებთან შედარებით გაახალგაზრდავდა ავტოპარკი და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტი. მთავრობა მომავალშიც სხვადასხვა საგადასახადო ინსტრუმენტებით განაგრძობს ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილების სტიმულირებას ქვეყანაში. სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდის მიზნით განხორციელდება:  სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა;  დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის შემადგენელი კომპონენტების ინტეგრაციის მიზნით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსავლის შემნახველი, დამახარისხებელი, შემფუთავი, გადამამუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას, გაგრძელდება აგროდაზღვევის პროექტი, ხელი შეეწყობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ამაღლებას;  გაიზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები. ხელი შეეწყობა მორწყვის თანამედროვე სისტემების დანერგვას და წყალმომხმარებელთა გაერთიანებების ჩამოყალიბებას;  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის რაციონალური მართვის მიზნით, შეიქმნება ფერმერთა რეესტრისა და მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემა;  განხორციელდება დეგრადირებული ნიადაგების კვლევა და მათი ნაყოფიერების აღდგენაგაუმჯობესების ღონისძიებები;  შეიქმნება ქარსაფარი ზოლების მართვისა და გაშენების საკანონმდებლო ბაზა და დაიწყება ქარსაფარი ზოლების გაშენება;  ჩამოყალიბდება თანამედროვე ექსტენციის მოქნილი სისტემა, გაგრძელდება და გაფართოვდება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. გაგრძელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი სრულყოფა. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროები დაუახლოვდება DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. ეს მათ შორის უზრუნველყოფს შიდა ბაზარზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებასა და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის, როგორც საიმედო სავაჭრო პარტნიორის, იმიჯის დამკვიდრებაში. დაინერგება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზევე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს დაიცავს ფუჭი ფინანსური დანახარჯებისგან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა უფრო ეფექტიანი გახდება. 30 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გარემოს დაზიანების პრევენციისა და აღმოფხვრის (კომპენსაციის) მიზნით ჩამოყალიბდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემა. დაინერგება ახალი მარეგულირებელი ნორმები ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსებით მდგრადი სარგებლობის მიზნით. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და ეკოტურიზმის ხელშეწყობას. ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, დამკვიდრდება ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება-გაუმჯობესებას. დაიხვეწება ტყეზე კონტროლის მექანიზმები. გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით საგადასახდო შეღავათები დაწესდება ხეტყის იმპორტზე. კერძოდ, ხეტყის იმპორტი გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების რისკების შემცირების მიზნით გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, გაძლიერდება მოდელირების შესაძლებლობები და დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა. გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სისტემები. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დადგინდება გაფრქვევის ევროპული ნორმები, გაუმჯობესდება თხევადი საწვავის ხარისხობრივი ნორმები, მსხვილ სამრეწველო ობიექტებს დაუდგინდებათ გაფრქვევის თანამედროვე ევროპული ნორმები. გაგრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა, რომელიც ეფუძნება წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს. გაუმჯობესდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ხარისხი, შეიქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისა და გარემოს დაცვას რადიაციის შესაძლო მავნე ზეგავლენისგან. 2.11.5 ტურიზმი ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების ნაკადი და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და მისი, როგორც პრიორიტეტული დარგის, შემდგომი განვითარებისათვის საქართველოს და განვითარდება მცირე , შეუწყობს მთავრობა განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:  მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა რაც ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურა ტურისტულად და მიმზიდველი საგზაო ადგილის მისაწვდომობის გაუმჯობესებას;  გააქტიურდება მარკეტინგული აქტივობები მიზნობრივ და პოტენციურ (მათ შორის მაღალმხარჯველ ევროპულ) ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოელი ტურისტისა და, 31 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა შესაბამისად, მეტი შემოსავლის მოზიდვას ქვეყანაში;  გააქტიურდება მარკეტინგული აქტივობები შიდა ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას;  გაფართოვდება დაცული ტერიტორიები და ხელი შეეწყობა ეკოტურიზმს;  საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით, საკონვენციო ბიუროს საშუალებით მოხდება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვა საქართველოში, ასევე ამ მიმართულებით ინვესტიციების წახალისება და ხელშეწყობა. ხელი შეეწყობა მულტიფუნქციური, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საკონგრესო და საგამოფენო ცენტრის შექმნას;  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე: მოხდება სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადება მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე გაზრდის მიზნით; ხელი შეეწყობა ტურიზმის დარგში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაწესებულებების განვითარებას; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები (სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრება, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგება და სხვ.);  ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებას და წლის განმავლობაში მათ სტაბილურ განაწილებას;  ზამთრის კურორტების შემდგომი განვითარება მოხდება გააზრებული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მიხედვით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება კურორტების ზაფხულის განმავლობაში დატვირთვის შესაძლებლობები;  ხელი შეეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურისტული პროდუქტის შექმნისა და პოპულარიზაციის მიზნით. 2.12 რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონების განვითარება, მათ შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, რეგიონების როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების პოლიტიკის მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ, დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვას 32 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას. თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით დოკუმენტი. შემუშავდება რეფორმის დეცენტრალიზაციის მთავარი მიზანია ახალი, 2018-2025 სუბსიდიარობის წლების პრინციპებზე სტრატეგიის დაყრდნობით თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით. უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული განვითარების დაგეგმვის პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში დარგთაშორისი კომპლექსური კავშირების განვითარებასა და ადგილობრივ პირობებთან მაქსიმალურად მორგებული ეკონომიკური მოდელის შემუშავებას. 2.13 ბუნებრივი რესურსების მართვა ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მიიღოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი. მთავრობის მიზანია ყველა რესურსი მაქსიმალური ეფექტიანობით იყოს გამოყენებული და იმავდროულად მოხდეს გარემოს დაცვით პრინციპებზე დაყრდნობით რესურსების მდგრადი მართვა. რესურსებით სარგებლობის სრულყოფილი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირების მიმართულებით, აღსანიშნავია რამდენიმე ფართომასშტაბიანი რეფორმა:  წიაღის სექტორის პოლიტიკის შემუშავება - დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, რომელთა საფუძველზეც რეფორმის მეორე ფაზაში, 2019 წელს შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, ხოლო რეფორმის დასკვნით ეტაპზე შემუშავდება რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერებასთან დაკავშირებით;  სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა/გაციფრებული ანგარიშების გახსნა;  საბადოების დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა;  მარაგების კომისიის რეფორმა;  სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;  სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირება. 3. მცირე მთავრობა ქვეყნის მმართველობის ჩვენი ხედვა ეფუძნება მცირე და ამასთან ერთად ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი მთავრობის კონცეფციას. 33 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად გაგრძელდება სამთავრობო უწყებების შემდგომი გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. მთავრობა ამზადებს უწყებების შემდგომ ოპიტიმიზაციასთან დაკავშირებულ კონკრეტულ წინადადებებს. დეცენტრალიზაციის პროცესის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრუქტურათა ოპტიმიზაცია მუნიციპალიტეტების დონეზე და მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების მომზადებას. უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად მაქსიმალურად შეიზღუდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯებიც. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3,9%-ის ფარგლებში იქნება. დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით. მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების საგრძნობი შემცირების ხარჯზე. ხელისუფლება განახორციელებს ქმედით და სამართლიან პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სისტემის შემდგომი გაძლიერება და გამოწვევებზე ორიენტირებული მოქნილი და ეფექტიანი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბება. უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. მცირე, მოქნილი და ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით. მუნიციპალიტეტების გაზრდილი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველსაყოფად ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში. შემუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. ქვეყნის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის განვითარება. მთავრობის მიზანია, ერთი მხრივ, საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება მეტი ეფექტიანობისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება. ელექტრონული მმართველობისა და ციფრული ეკონომიკის უფრო ეფექტიანად განვითარების მიზნით მთავრობა შეიმუშავებს განახლებულ ელექტრონული მმართველობის პოლიტიკას, რომელიც მთელი ქვეყანის საჯარო უწყებების მასშტაბით ცენტრალიზებულად იქნება კოორდინირებული. ამისათვის, თანამედროვე ტენდენციებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით იგეგმება ერთიანი, ცენტრალიზებული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მთავრობა გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიან პოლიტიკაზე, რაც ფიზიკურ მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფს 34 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ონლაინმომსახურების დახვეწას, ახალი დამატებითი სახელმწიფო სერვისების გაციფრულებას და საფასურის ოპტიმიზაციას. ასევე გაგრძელდება მუშაობა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დამატებითი ინსტრუმენტების დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მომსახურების მიღების დროს და საშუალებას მისცემს მოქალაქეებს დისტანციურად და უსაფრთხოდ მიიღონ სახელმწიფო სერვისები. სახელმწიფო ინსტიტუტებში დაინერგება გამჭირვალობის მაღალი სტანდარტები და შეიქმნება საზოგადოებრივი კონტროლოს ქმედითი მექანიზმები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაინერგება ისეთი ევროპული მიდგომები, როგორიცაა კორუფციის პრევენციის მექანიზმების იმპლემენტაცია და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება კორუფციულ დანაშაულებებთან მიმართებით. უზრუნველყოფილი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯების ქმედითი კოორდინაცია და ამ მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. 2018 წლის ივლისში მთავრობა დაამტკიცებს ღია მმართველობა საქართველოს მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელების შედეგად საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის რეპუტაციას როგორც ელექტრონული და ღია მმართველობის სფეროში რეგიონისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. 4. განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 4.1 განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა საქართველოს მთავრობა თავისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის - განათლების მიმართულებით განახორციელებს რეფორმის ახალ, კომპლექსურ და მრავალმხრივ ეტაპს. დაგეგმილია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას. ადამიანური კაპიტალის განვითარება განიხილება როგორც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა. აღნიშნული რეფორმის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი წარმატებით განხორციელება საჭიროებს განათლებაზე მიმართული რესურსების ზრდას. არსებული ხედვის თანახმად, მთავრობა გეგმავს ეტაპობრივად ამ მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას და კერძო სექტორთან ერთად განათლების დაფინანსებას მშპ-თან მიმართებაში ორნიშნა მაჩვენებლის ფარგლებში. განათლების სისტემაში საგანმანათლებლო პროცესის ფოკუსი და, განათლების საფეხურის შესაბამისად, მის ცენტრში იქნება განათლების მიმღები პირი (ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა და განათლების მიღების ზრდასრული მსურველი) უზრუნველყოფილი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის (LLL) პრინციპის დაცვა. თავის მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეთავაზებული იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო 35 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გარემო. უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების ყველა საფეხურისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების პარალელურად, გაგრძელდება ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყება სკოლებში ენერგოეფექტიანობის გაზრდაზე მიმართული სარეაბილიტაციო სამუშაოები. განათლების რეფორმა განხორციელდება განათლების სისტემის ყველა საფეხურზე: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. სპორტისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და მის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე, ე.წ. საიმიჯო ხასიათის პროექტების შინაარსის გაფართოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხალხებს შორის დაახლოვებასა და კულტურათაშორის დიალოგს. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს განათლებაში და უფრო უკეთ იყოს პოზიციონირებული განათლება კულტურასა და სპორტში, რაც უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სისტემის ლიდერობას რეგიონში და მის რეგიონალურ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას. 4.1.1 ადრეული და სკოლამდელი განათლება განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებად და დანერგვა, რათა მომზადებისთვის. დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების მყარი საფუძველი სკოლამდელი აღსაზრდელების განათლების სასკოლო დაწესებულებებში განათლების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. ეროვნულ დონეზე შეიქმნება სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების, განვითარებისა და მართვის მოდელი და მექანიზმები. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების 36 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. წინასასკოლო ასაკის მოზარდებისთვის მხარდაჭერილი იქნება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლების ბაზაზე. 4.1.2 ზოგადი განათლება ზოგადი განათლების მაღალი ხარისხი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა პრიორიტეტი იქნება. ამ მიზნით უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი და ინკლუზიური, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის, უნარების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ფორმირებასა და მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, თითოეული კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იყოს შრომის ბაზარზე რათა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის ინტერესებს პასუხობდეს. ხარისხის მაღალი სტანდარტების მისაღწევად დაინერგება სკოლების და განათლების ხარისხის შეფასების ახალი სტანდარტები და მექანიზმები. გაგრძელდება მუშაობა დაფინანსების ეფექტიანი მოდელის განვითარება-დანერგვაზე. ზოგადი განათლების სისტემის დემოკრატიული ორიენტირი იქნება მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისა და საზოგადოების მშენებლობისთვის მომზადება. ამ მიზნით სასწავლო პროცესში დაინერგება ისეთი მეთოდოლოგიები და სტრატეგიები, რომელიც უზრუნველყოფს სააზროვნო, შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და შრომითი უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში. სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მრავალფეროვან აქტივობებს და პროექტებს, რომლებიც მათ დაეხმარება ანალიტიკური, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების განვითარებაში, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, სამეწარმეო, სახელოვნებო, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების განვითარებაში. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული პიროვნების თავისუფალი განვითარების, ნიჭისა და პიროვნული შესაძლებლობების სრული რეალიზაციისა და განვითარებისთვის თანასწორი პირობების შექმნას, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსისა თუ საცხოვრებელი ადგილისა. ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე სწავლების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება მიზნობრივი პროგრამები. განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმების, პროგრამების, შესაბამისი სახელმძღვანელოების და სხვა საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და დანერგვა. შეიცვლება საშუალო დაფუძნებული სახელოვნებო საფეხურის სასწავლო და მოწყობა მოდელი პროფესიული და ტექნიკური განათლების განვითარების მიზნით გაგრძელდება დაინერგება და დიფერენცირებულ მიდგომებზე საბუნებისმეტყველო, გაძლიერების ჰუმანიტარული, მიმართულებებით. სისტემის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის ფინური განათლების ელემენტების ეროვნულ მოდელში ინტეგრაცია. კომპლექსური შეფასების საფუძველზე განვითარდება როგორც დამამთავრებელი, ისე ერთიანი 37 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ეროვნული გამოცდების სისტემა. საგამოცდო პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. უზრუნველყოფილი იქნება პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის ამაღლება, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით გაძლიერება. დაიგეგმება ახალი სახელფასო პოლიტიკა პედაგოგების პროფესიული მიღწევების შესაბამისად. სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება სკოლის დირექტორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების პროფესიული განვითარების პროგრამები. ხელშეწყობილი იქნება მშობელთა განათლების და სკოლასთან მათი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროგრამები. სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ინკლუზიური და მულტიკულტურული გარემოს შექმნა. განვითარდება ბულინგისა და ძალადობის პრევენციასა ორიენტირებული სერვისები და პროგრამები. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების დაცვის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მანდატურისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მედია წიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის პროგრამების დანერგვას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინკლუზიური განათლების ხარისხისა და მასშტაბების გაძლიერებას და სპეციალური მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სწრაფი განვითარებისთვის, ტრადიციული სწავლების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების და ინოვაციური სასწავლო სტრატეგიების დანერგვა. სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება, სწავლა-სწავლების პროცესში გაძლიერდება ტექნოლოგიების გამოყენებისა და დისტანციური სწავლების როლი. შეიქმნება მრავალფეროვანი ციფრული რესურსები და დამხმარე სასწავლო მასალები. იგეგმება საერთაშორისოდ აღიარებული ელექტრონული სისტემების და ლაბორატორიების დანერგვა, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით და საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება მათი განვითარება-დახვეწის პროცესი, როგორც შინაარსი, ასევე წონა და ტექნიკური პარამეტრები შესაბამისობაში იქნება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებთან. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებასა ჩაიდება და სასკოლო ახალი საგანმანათლებლო სკოლების მშენებლობაში. დაფინანსებული პროგრამების პარალელურად, გაგრძელდება ათასწლეულის და სპორტული სახელმწიფოს მიერ გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, ასევე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში თბილისის რიგ სკოლებში ჩატარდება სარეაბილიტაციო და ენერგოეფექტურობის 38 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გაზრდაზე მიმართული სამუშაოები. რაც ათასობით მოსწავლეს უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სკოლებში სწავლის საშუალებას მისცემს, სოფლის მცირეკონტინგენტიანი და მაღალმთიანი სკოლების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური პროგრამების ამოქმედებას, შეიქმნება მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ სკოლების სოფლის კულტურულსაგანმანათლებლო ცენტრებად ჩამოყალიბებას, რომელიც საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს. ევროკავშირთან თანამშრომლობით, „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი) საუკეთესო მოსწავლეები საქართველოში მიიღებენ ევროპულ განათლებას. 4.1.3 პროფესიული განათლება პროფესიული განათლების სისტემაში გაგრძელდება დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული, სწავლების მიდგომის დანერგვა საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. ამ მიდგომით, დამსაქმებლები სრულფასოვნად ჩაერთვებიან პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, ასევე სტუდენტების შერჩევისა და შეფასების პროცესებში. დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების პარალელურად, სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიზნით, პრიორიტეტი იქნება სამეწარმეო განათლებაც. სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და მეწარმეობის სპეციალისტის სწავლება ხელს შეუწყობს იმგვარი მომზადებას,რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში მიღებული ცოდნითა და მეწარმეობის ხელშემწყობი მექანიზმების გამოყენებით, თავად გახდება დამსაქმებელი. გაძლიერდება ინოვაციური სწავლების მიდგომების დანერგვა და დარგების შესაბამისად გაუმჯობესდება პროფესიული განათლების სტუდენტთა ხელმისაწვდომობა ახალ ტექნოლოგიებზე. ინოვაციური ლაბორატორიებისა და ე.წ „ექსელენს ცენტრების“ განვითარებით რეგიონებში შესაძლებელი იქნება კერძო კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობა, მათ შორის, მომავლის პროფესიების დანერგვის მიზნით. პროფესიული განათლების ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, მეტი ყურადღება დაეთმობა ახალი სერვისების განვითარებას როგორც მოზარდებისა და ახალგაზრდების, ისე ზრდასრულების საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. კერძო სექტორთან თანამშრომლობით შეიქმნება ზრდასრულთა განათლების სისტემა. ამოქმედდება პროფესიული მომზადება-გადამზადების მრავალფეროვანი პროგრამები. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, დაიწყება ზოგადი განათლების პროფესიულ განათლებაში ინტეგრირების პროცესი. ამასთან, ჩამოყალიბდება უმაღლესი პროფესიული განათლების დონე, რითაც ხელი შეეწყობა პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირების განვითარებას. დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ამოქმედდება პროფესიული 39 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მწყობრი სისტემა, წახალისებული იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება სწავლების პროცესში. ამავდროულად განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში მრავალფეროვანი გახდება პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ქსელი. გაუმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გეოგრაფიული დაფარვა, რათა უპასუხოს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა მზარდ მოთხოვნას. აუცილებელია პროფესიული განათლების იმიჯის, მიმზიდველობის პოპულარიზაცია. რაც განხორციელდება სოციალური გაუმჯობესება და ამ სფეროს პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებითა და პროფესიული განათლების რეალური პერსპექტივების ჩვენებით. 4.1.4 უმაღლესი განათლება დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ეფექტიანი მოდელები. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა. უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების მექანიზმები შესაბამისობაში მოვა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან. განხორციელდება განვითარებაზე ორიენტირებული შეფასებები და ხელი შეეწყობა დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამოქმედდება ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან (ESG) თავსებადი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები, რაც შედეგად მოგვცემს განვითარებაზე ორიენტირებულ ინსტიტუციებს და მკვეთრად გაუმჯობესებული ხარისხის პროგრამებს, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაუახლოვდება. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო პარტნიორობები, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მოპოვება და აღიარების მექანიზმების განვითარება. პრიორიტეტი მიენიჭება სწავლისა და მეცნიერული კვლევის ინტეგრაციას. შემუშავდება და დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, ეფექტიანი მოდელები, რომლებიც ორიენტირებული იქნება იმ მიმართულებებისა და სპეციალობების გაძლიერებაზე, რაც ქვეყნის განვითარების საჭიროებებთან, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. დაინერგება უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსების მოდელი, რომლის ფარგლებშიც ხელი შეეწყობა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მჭიდრო კავშირს. დაინერგება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. სკოლებში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით უმაღლესდამთავრებულ პირთათვის გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. მხარდაჭერილი იქნება სპეციალური პროგრამები საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიეროკვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მოღვაწე წამყვანი ქართველი მეცნიერების 40 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა უმაღლესი განათლების სისტემაში რეინტეგრაციის მიზნით. სახელმწიფო განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის, დისტანციური განათლების კომპონენტის გაძლიერებას. საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირებისთვის, განხორციელდება მიზნობრივი ღონისძიებები უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოსაზიდად. 4.1.5 მეცნიერება განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოს ძლიერ, რეგიონალურ სამეცნიერო ცენტრად გადაქცევისთვის. ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების იდენტიფიკაცია და მათი გაძლიერების მხარდაჭერა. განხორციელდება ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის მხარდამჭერი ღონისძიებები, დაფინანსდება პოსტდოქტორანტურის პროგრამები, ხელი შეეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო კვლევებს საქართველოში და ქართველი მეცნიერებისას - მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრებში, აგრეთვე ქართველი მეცნიერების მიერ უცხოელ მკვლევარებთან ერთობლივი კვლევითი პროგრამების განხორციელებას. უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა მეცნიერებაში მიზნობრივი პროგრამების დანერგვით. გაძლიერდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამეცნიერო ფონდებთან საზღვარგარეთ, დამატებითი დაფინანსების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით. სახელმწიფო მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროპული კვლევებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის ორგანიზაციაში (COST), ევროპის აკადემიაში (Academia Europea). გაძლიერდება მეცნიერების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. სახელმწიფო ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართველოლოგიური კათედრებისა და ქართველოლოგის შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერებას. სახელმწიფო მხარს დაუჭერს ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში თანამშრომლობას, რაც გამორჩეული კვლევითი და ინოვაციური იდეების განსახორციელებლად, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დაფინანსების ახალ პერსპექტივებს 41 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა სთავაზობს ქართველ მეცნიერებს, კვლევაზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს, ინოვაციურ მცირე ზომის საწარმოებს, ბიზნესმენებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. სახელმწიფო მხარს დაუჭერს ევროკომისიის მომდევნო ჩარჩო პროგრამის „Horizon Europe“-ის ფარგლებში ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას. 4.1.6 ახალგაზრდობის პოლიტიკა და ინოვაციები მთავრობის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალგაზრდული საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და რესურსებთან წვდომის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო მხარდაჭერა. გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობისა და სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერის მიმართულებით. გაძლიერდება არაფორმალური განათლების, პროფესიული ორიენტაციის, დასაქმებისა და მობილობის ხელშემწყობი პროგრამები და პროექტები. ეკონომიკის განვითარებაში დამწყები მეწარმეების მიერ ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მოტივირება და ჯანსაღი ამბიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის შექმნის წინაპირობაა. ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მიზნად ისახავს ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს ფინანსებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას:  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსებთან წვდომის კომპონენტი გულისხმობს თანადაფინანსების გრანტებს ახალგაზრდა სტარტაპებისთვის;  კერძო სექტორის ჩართულობით გრძელდება ბიზნესინკუბატორების/აქსელერატორების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს იდეიდან ბაზრამდე გასვლის პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის მხარდაჭერას სხვადასხვა ტრენინგებით, მენტორშიფით და ინვესტირებით;  დაგეგმილია საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა საქართველოში სილიკონის ველიდან, შვეიცარიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, რათა საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი ინოვაციების ეკოსისტემით, მოიზიდოს სტარტაპები და ინვესტორები ახლო ქვეყნებიდან;  გაგრძელდება საკანონმდებლო მუშაობა სტარტაპებისთვის დაფინანსების ალტერნატიული 42 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა კერძო წყაროების განვითარების მიმართულებით;  საქართველოში უნივერსიტეტების უზრუნველყოფს სტუდენტებში ბაზაზე მოეწყობა იდეების პრეაქსელერატორები, გენერაციას, მათ რომლებიც დახვეწასა და სტარტაპპროდუქტებად გარდაქმნას;  ხელი შეეწყობა მიკრო-, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნეტთან და ელექტრონული კომერციის საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომის გაუმჯობესებას;  გაგრძელდება რეგიონებში ტექნოლოგიური პარკების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას ინოვაციების ეკოსისტემაში;  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას და ამ მიზნისთვის საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ტექნოლოგიების მზაობის ანალიზს.  საქართველოში შეიქმნება საკანონმდებლო და ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი რათა შეიქმნას ანჯელ და ვენჩურული კერძო საინვესტიციო ფონდები შემდგომი სტადია სტარტაპების დასაფინანსებლად.  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გაწევრიანდება საერთაშორისო ენჯელ და ვენჩურულ ინვესტორთა ქსელებში, რათა ქართულ სტარტაპებს გზა გაეხსნას ენჯელ და ვენჩურ ინვესტორებთან ევროპის, აშშ-ს და აზიის მასშტაბით  საქართველოში მოხდება მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობის შემოყვანა.  ქართული სტარტაპების საერთაშორისო აქსელერატორებში/ინკუბატორებში ჩართვის მიზნისთვის შემუშავდება მხარდამჭერი პროგრამები. ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის გარდა, სახელმწიფო პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, მათ შორის, სამოქალაქო, კულტურული და სპორტული მიმართულებით. გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება ამ პროექტის ფარგლებში ინტელექტუალური კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებს. გაგრძელდება ჰობი-განათლებასა და რეკრეაციაზე ფოკუსირებული პროექტების დაფინანსება. მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით გააქტიურდება ზამთრისა და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობა, საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში სასწავლო ტურები. ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გაუმჯობესდება ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი ახალგაზრდული სერვისების შექმნის პროცესი. გაგრძელდება ახალგაზრდული სამოქმედო გეგმების შემუშავება და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმებისა და მოდელების დანერგვა. 43 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გაიზრდება ახალგაზრდული პროექტების მასშტაბები და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით მოხდება სამოქალაქო ჩართულობისა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა. გაიზრდება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინკლუზიაზე ორიენტირებული არაფორმალური განათლების პროგრამების მხარდაჭერა. გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან ახალგაზრდობის მობილობის, უნარების განვითარებისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებებით ევროკავშირის “Erasmus +”-ის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ევროკავშირის EU4Youth პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის განვითარების, მოხალისეობის პოპულარიზებისა და ახალგაზრდებში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. 4.2 კულტურა და სპორტი სპორტისა და კულტურის მიმართულების ხელშეწყობა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ე.წ. საიმიჯო ხასიათის პროექტების შინაარსის გაფართოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახალი სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია კულტურული და სპორტული კალენდრების ერთმანეთთან ჰარმონიზაცია და კოორდინაცია, რაც საერთაშორისო ასპარეზზე თანამიმდევრული და ეფექტიანი პოზიციონირებას საშუალებას მისცემს ქვეყანას და ხელს შეუწყობს კულტურული დიპლომატიის, კულტურული და სპორტული ტურიზმის განვითარებას. 4.2.1 კულტურა კულტურული მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები ძირითადად დაეფუძნება „კულტურის სტრატეგია 2025-ს“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სექტორში. მიმდინარეობს მუშაობა კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე, მათ შორის, გაიზრდება ექსპერტთა და პროფესიონალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს სტრატეგიების შემუშავების პროცესში. გაგრძელდება მუშაობა კულტურის დაფინანსების დივერსიფიკაციისთვის. დაიხვეწება კულტურასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა; შემუშავდება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსი; მომზადდება ახალი ნომინაციები კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანად და მოხდება მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარული ნუსხის განახლება. გაგრძელდება საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და ძეგლებზე საკონსერვაციოსარეაბილიტაციო სამუშაოები. გაგრძელდება მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებისთვის. 44 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის, ხელი შეეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და შშმ პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ხელი შეეწყობა კულტურის სფეროს პოტენციალის სამეწარმეო და ტურიზმის მიმართულებით ათვისებას, მათ შორის, კულტურული მარშრუტების, ტრადიციული რეწვის დარგებისა და არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვა პოტენციალის ათვისებას, აგრეთვე შემოქმედებითი რესურსების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მდგრად გამოყენებას. სახელმწიფო ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის საჭირო სივრცეების და ელექტრონული პლატფორმების შექმნას; კულტურული დიპლომატიის მეშვეობით ხელი შეეწყობა ქართული კულტურის ინტერნაციონალიზაციასა და ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე; ხელი შეეწყობა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ხელოვანთა საერთაშორისო მობილობას კულტურათაშორის დიალოგს, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ინსტიტუციონალურ, ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ დონეზე. შემუშავდება სახელოვნებო განათლების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარების გეგმა, დაიწყება მუშაობა სახელოვნებო განათლების მიმართულებით საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, სახელოვნებო განათლების ფართო ხელმისაწვდომობის, განათლების ხარისხის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სახელოვნებო განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნის მიმართულებით. გაგრძელდება სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მოდერნიზება და ტექნიკური გადაიარაღება. 4.2.2 სპორტი სახელმწიფო განახორციელებს ქმედით პოლიტიკას, პროფესიულ და მასობრივ სპორტში ჩაბმულ პირთა რაოდენობის გასაზრდელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბავშვებისა და მოზარდების ჩართვას. უზრუნველყოფილი იქნება სასპორტო განათლების ხელმისაწვდომობა და მწვრთნელთა პროფესიული გადამზადება; გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მომუშავე მწვრთნელთა მხარდაჭერა. აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნები, დარბაზები და სპორტის სასახლეები, ასევე მასობრივი სპორტული ობიექტები (გარე სავარჯიშო ტრენაჟორები, მინიმოედნები, სარბენი და ველობილიკები); შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ქმედითი მოდელი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიან თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული. გაიზრდება სასპორტო განათლების ხელმისაწვდომობის დონე და შეიქმნება დარგის პროფესიონალი კადრებით მომარაგების მყარი საფუძვლები. 45 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა სპორტულ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციით, შემუშავდება სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად, განაპირობებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. ამ მიზნით გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მიმართულებით და შემუშავდება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვის სტანდარტები. შეიქმნება სპორტული დავების განხილვების ეფექტიანი სისტემა. დაინერგება სპორტსმენთა უფლებების დაცვის და მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის მოდელი. გაგრძელდება სპორტის სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების, მათი რატიფიკაციისა და დანერგვის პროცესი. 46 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა 5. ადამიანი და მასზე ზრუნვა 5.1 ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციონალური ადამიანის უფლებებზე მექანიზმები. მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და კანონშემოქმედების პროცესში. სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად გაგრძელდება სისხლის სამართლის რეფორმა სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაბამისად. ხანგრძლივი მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად უწყებათაშორის ფორმატში 2018 წლის მაისში დამტკიცდა და პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსში ფართომასშტაბიანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. სისხლის სამართლის რეფორმის პრიორიტეტებად რჩება დანაშაულის თავიდან აცილებაზე, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებაზე, სასამართლოს და მოსამართლის როლის გაძლიერებაზე, სასჯელის ლიბერალიზაციაზე, დაზარალებულის უფლებების დაცვასა და მსჯავრდებულის რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება. სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:       მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო პროცესში დისტანციურად (ტექნიკური საშუალებების გამოყენებით) მონაწილეობა; განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლება პენიტენციურ დაწესებულებაში ნამუშევარი დღეების პროპორციულად; მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესს პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; პენიტენციური დაწესებულებების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება დიდი ზომის პენიტენციური დაწესებულებების გარდაქმნა შედარებით მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებებად. ასევე, დაიწყება ახალი, მცირე ზომის, მაქსიმუმ 500 პატიმარზე გათვლილი დაწესებულებების მშენებლობა; მომზადდება საკანონდებლო ცვლილებები პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; გაუმჯობესდება ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა; 47 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა  გაძლიერდება პატიმართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, მათ შორის, სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამები. მთავრობა კვლავაც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების განუხრელ დაცვას, ისევე, როგორც ქონების სანდო და უსაფრთხო სარეგისტრაციო პროცედურებს, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით. კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზედამხედველობის სისტემა. გაგრძელდება შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას უფრო მაღალი სტანდარტით. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება ისე, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ქვეყნისა და ადამიანების უსაფრთხოების ინტერესებს შორის. გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის და ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად. უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლების დაცვა ყველა რელიგიური გაერთიანებისა და თითოეული ადამიანისთვის. მთავრობა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შემწყნარებლობის კულტურის შემდგომ განვითარებას. ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად გაგრძელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში. განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა. კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საზოგადოებრივ მომსახურებაზე ეთნიკური ხელმისაწვდომობა. უმცირესობებისთვის გაუმჯობესდება განათლების სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე. გაუმჯობესდება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა. განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დონეზე, გენდერული თანასწორობის დასაცავად. უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება გენდერული უთანასწორობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე. 48 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა გაგრძელდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლისათვის საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება. გამომდინარე, გაუმჯობესდება სამართლებრივი დაცვა ქალთა და სტამბულის მიმართ და კონვენციის ოჯახში ფსიქო-სოციალური ჩარჩო-სტანდარტებიდან ძალადობის რეაბილიტაციის მსხვერპლთათვის პროგრამებისა და თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის ხელმისაწვდომობა. გაგრძელდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერებისა და შესაბამისი პირებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა. დაცული იქნება შშმ პირთა უფლებები გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შშმ პირთა სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა დასაქმებას, ასევე ინფრასტრუქტურის ადაპტირებას შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. მთავრობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების, გადაადგილებისა და მოგზაურობის თანაბარ ხელმისაწვდომობას შესაბამისი სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის გზით. ჩვენი საზოგადოების წევრი შშმ პირების მონაწილეობით უკვე მომზადებულია ახალი კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელსაც ისინი მრავალი წელი ელოდნენ და რომლითაც მოხდება გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ სრულფასოვანი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში. ამით შეიქმნება მექანიზმი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთა უფლებების რეალიზება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე საზოგადოებაში შშმ პირთა სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების მისაწვდომობა. მთავრობა დაგეგმავს შესაბამის ღონისძიებების საქართველოს პარლამეტის მიერ დამტკიცებული „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, მათ შორის გამოიყოფა დამატებითი რესურსები სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი კვალიფიკაციისა ზრდისა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება აქტიური ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ. 5.2 ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები. ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. მთავრობის მოქმედებები მიმართული იქნება სასამართლო სისტემის ნდობის ამაღლებისკენ. ჩვენი პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის და კერძო სექტორის რწმენის ამაღლება ქართული ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა მართლმსაჯულებისადმი. 49 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეოთხე ეტაპზე ყურადღება გამახვილდება სასამართლოში დაგროვილი და ჯერაც გადაუწყვეტელი საქმეების რაოდენობის შემცირებაზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების გადასინჯვაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის პროცედურების გაუმჯობესებაზე. ამასთან, პარლამენტს განსახილველად წარედგინება მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად მომზადებული კანონპროექტი „მედიაციის შესახებ“. ამ საკანონმდებლო და სხვა ინსტიტუციონალური მექანიზმების მეშვეობით ხელი შეეწყობა მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, დამკვიდრებას და განვითარებას. მედიაციის პროცესში სათანადოდ მომზადებული, მიუკერძოებელი მესამე პირი დაეხმარება მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. უზრუნველყოფილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა. პროკურატურა კვლავაც იმუშავებს როგორც საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სისტემა, რაც ბრალდებულთა და პროცესის მონაწილე სხვა მხარეთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. დანაშაულთან ბრძოლის სფეროში შემუშავდება ახალი მიდგომები, დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება არსებული საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკა. გაიზრდება საზოგადოების მონაწილეობა დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფის პროცესში. რიგითი პროკურორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, დაიხვეწება პროკურორთა თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობის, გათავისუფლებისა და წახალისების (მათ შორის დაწინაურების) სისტემა. შემუშავდება პროკურორთა საქმიანობის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შეფასების კრიტერიუმები. გაგრძელდება პროკურორთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომლის შედეგადაც, 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ კერძო პირთათვის დაბრუნებულ იქნა 45 მლნ ლარის ღირებულების 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უკანონოდ ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონება. კონსტიტუციის ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გააგრძელებს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლებები. ამ მიზნით გაგრძელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობით მიმდინარე ის საგამოძიებო პროცესი, რომლის შედეგადაც არაერთი 2012 წლამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადასინჯულ იქნა და შეიცვალა გამამართლებელი განაჩენით. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, მიღებული იქნება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და ამით შეიქმნება ერთიანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი. 50 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უფრო ეფექტიანი და დახვეწილი სისტემისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარების პროცესი დაეფუძნება სისტემური განახლების კონცეფციას, რომელიც მოიცავს როგორც სტრუქტურულ გარდაქმნას, ისე საპოლიციო საქმიანობის შინაარსობრივ ცვლილებებს და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას. ამ რეფორმების განხორციელება უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, დანაშაულთან ბრძოლის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების ეფექტიანობის ამაღლებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურული გარდაქმნა შეეხება კრიმინალურ პოლიციას. კერძოდ, ეფექტიანობის ამაღლების მისაღწევად კრიმინალურ პოლიციაში მოხდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების და ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნა. საგამოძიებო მიმართულებით განხორციელდება არსებული გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი სპეციალიზაციის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, შსს აკადემიის ბაზაზე მოხდება გამომძიებელთა საბაზისო კურსის დანერგვა და სისტემაში მიღებისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სტანდარტების ამაღლება. გარდა ამისა, აკადემიაში დაინერგება გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების კურსი. არსებითად განახლდება კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება, იგი დაეფუძნება საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციას და შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების საპოლიციო სერვისების შესაბამისი მართლწესრიგის ოფიცერთა დანაყოფები, რომელთა უმთავრესი ამოცანა იქნება დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა. რეფორმა შეეხება სასაზღვრო პოლიციას. გაგრძელდება საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის განვითარება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში. გაღრმავდება საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობა სასაზღვრო პოლიციის ტექნიკური გადაიარაღების, აღჭურვისა და ადამიანური რესურსების გაძლიერების მიმართულებით. გააგრძელდება საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარება, ცენტრის როლისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ქვეყანაში გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ისე მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას. ამ რეფორმის ფარგლებში განხორციელდება სტანდარტული მოქმედებების პროცედურებისა და სამართალდარღვევების გამოკვეთის თანამედროვე საშუალებების დანერგვა. გაძლიერდება ქვეით პატრულ ინსპექტორთა ინფრასტრუქტურით კორპუსი დატვირთულ და ამ გზით ამაღლდება მიმართულებებზე ტურისტული უსაფრთხოებისა და და გასართობი მართლწესრიგის სტანდარტები. მთავრობა ასევე გააგრძელებს ისეთი საპოლიციო ინსტრუმენტების განვითარებას, როგორიცაა უკონტაქტო და ფარული პატრულირება, რაც აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად. გაგრძელდება საპოლიციო სერვისების მარტივად ხელმისაწვდომობის პოლიტიკა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით. 51 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა მთავრობა განახორციელებს სისტემურ განახლებას ისეთი ფუძემდებლური პრინციპით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომლის მიზანია ისეთი დანაშაულის გამოძიების ხარისხის ამაღლება, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული. აქტიურად გაგრძელდება დეპარტამენტის საქმიანობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტის განვითარება, რაც განხორციელდება დეპარტამენტის მიერ შიდა და გარე მონიტორინგის სისტემების დანერგვით, რისკის შეფასების სისტემის დანერგვით, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის ზრდით. მთავრობა იმუშავებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შემდგომ განვითარებაზე, გადადგამს ნაბიჯებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული ვიდეოანალიტიკური სისტემის განვითარებისა და მისი საშუალებით დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ქმედებებს. ამ მიმართულებით უკვე ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. დაინერგება დანაშაულის პრევენციაზე მიმართული მიდგომები, მათ შორის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიღების თანამედროვე საშუალებების განვითარებას, დანაშაულის და დამნაშავის ანალიზის, პროფილირებისა და რეკომენდაციების ანალიტიკური პროდუქტების შემუშავებას როგორც საოპერაციო, ისე სტრატეგიულ დონეზე. აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დანაშაულთან ბრძოლის ღონისძიებებს და შედეგებს. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება საპოლიციო რესურსების ოპტიმალური განაწილების შეფასების ისეთი საშუალებების დანერგვა, როგორიცაა „E-Police” და ინციდენტების ინტერაქციული რუკა. გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე უბედურ შემთხვევებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება ახლადდანერგილი ქულათა დაგროვების სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და სხვ. გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ევროპოლთან 2017 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. მოხდება ევროპოლის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის დანერგვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა. გარდა ამისა, მთავრობა ევროპოლში მიავლენს მოკავშირე ოფიცერს. პარალელურად, გაძლიერდება ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა, გაფართოვდება პოლიციის ატაშეების არსებული ქსელი, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. პოლიციის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჩამოყალიბდება ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემა, რათა კარიერული წინსვლა დაეფუძნოს ობიექტურ კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას. პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამავე დროს, განხორციელდება 52 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა სამსახურში მიღების წესის გადახედვა და შსს აკადემია გარდაიქმნება არამხოლოდ სისტემაში მოხვედრის ერთადერთ წყაროდ, არამედ მისი ძირითადი მანდატი იქნება პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალური პროგრამების განხორციელება, რაც მიიღწევა აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტის გაუქმებითა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების გაძლიერებით. ინტენსიურ ფაზაში გადავა თანამშრომლობა ევროკავშირის სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (ევროჯასტთან), რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და შესაბამისი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელი და ქმედითი საქმიანობა. გარანტირებული იქნება სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა, მისი აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტსა და სხვა საჯარო სტრუქტურებთან. საქართველოს ხელისუფლება შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით გააგრძელებს მუშაობას სათანადო საკანონმდებლო ბაზის პრაქტიკაში სრულყოფილად დასანერგად შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, რაც იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი, მათ შორის, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. საქართველოს მთავრობა განახორციელებს ახლებულ მიდგომას ქმედითი და ეფექტიანი შრომის ინსპექტირების მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, რაც გულისხმობს შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას და გავრცელებას ეკონომიკის ყველა სექტორზე და შრომით ურთიერთობებზე. შრომის ინსპექტირების მექანიზმის რეფორმირების პროცესი წარიმართება სოციალური პარტნიორების ჩართულობის პირობებში.ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომლის შემდგომი სრულყოფა საქართველოში თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. 5.2.1 ჯანმრთელობის დაცვა ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა, რომელმაც სათავე დაუდო ყველა საქართველოს მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას. სამედიცინო სერვისების მოხმარების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 4 მლნ-ზე მეტი შემთხვევა. მთავრობა მომავალშიც შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, დაიხვეწება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, ამასთან, 53 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო საუკეთესო პ რ ო გ რ ა მ ა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები და მექანიზმები, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა მეტი წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში. დაავადებათა პროფილაქტიკა (პრევენცია) ჯანდაცვის პოლიტიკისთვის იქნება პრიორიტეტული. დაავადებაზე რეაგირების რეჟიმიდან აქცენტი გადატანილი იქნება როგორც პრევენციულ ღონისძიებებზე, ისე დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მისი გართულების თავიდან აცილებაზე. განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი. კერძოდ, დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მექანიზმები და გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა, რის საფუძველზეც დაიზოგება როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მიერ გაწეული დანახარჯები. გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას - ქვეყნის მასშტაბით უკვე განხორციელდა დედათა და ბავშვთა (პერინატალური) სამედიცინო ცენტრების რეგიონალიზაცია და მომავალში მოხდება მისი ინსტიტუციონალიზაცია; გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა იმუნიზაცია; ორსულებისა და ბავშვების უზრუნველყოფა მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდებით. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან მეთოდებს. ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება დაეფუძნება თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ პრინციპებს: მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოყენებული იქნება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების და გლობალური ბიუჯეტების მეთოდი, რაც უზრუნველყოფს პროგრამული ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის. განხორციელდება პროგრამის არეალის გაფართოება, რომლის შედეგადაც მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს გაეზრდებათ ხელმისაწვდომობა ამბულატორიული მოხმარების მედიკამენტებზე. დაიწყება ღონისძიებების გატარება პოლიფარმაციის შემცირების მიზნით, გაგრძელდება ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა. უზრუნველყოფილი იქნება ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი, დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა, გაგრძელდება სელექტიური კონტრაქტირების დანერგვის პროცესი და გაძლიერდება სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა. დაინერგება ფარმაცევტული წარმოების კარგი საწარმოო პრაქტიკის და დისტრიბუციის (GMP/GDP) სტანდარტები. 54 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა ქვეყნის მასშტაბით დაიწყება ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის ადამიანური რესურსების განვითარების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მაღალი კომპეტენციის მქონე სამედიცინო პერსონალის მიერ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. აღნიშნული, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს პაციენტებისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, ხოლო, მეორე მხრივ, შეამცირებს სამედიცინო დაწესებულებების დანახარჯებს. 5.2.2 სოციალური დაცვა მთავრობის შემდგომი მმართველობის სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს: სიღატაკის შემცირება/პრევენცია, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით განხორციელდება აღნიშნული პროგრამების მიზნობრიობის გაუმჯობესება და არსებული რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილება. ამ პროცესში შემოღებულ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების დასაქმების წახალისებისა და ხელშეწყობის მექანიზმები. გაფართოვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები . ხელისუფლება გაააქტიურებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მოხდება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიში დევნილებს აქვთ დაკავებული. ობიექტი, რომელზეც არსებობს დაიხურება შესაბამისი ყველა ნგრევადი, საექსპერტო დასკვნა. გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან დევნილებისთვის საარსებო წყაროებზე წვდომის, მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა. გაგრძელდება ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების შეძენა ქვეყნის მასშტაბით, ასევე გასულ წლებში გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი. გაგრძელდება ოჯახების მხარდამჭერი სერვისები და ბავშვთა კეთილდღეობისკენ მიმართული ღონისძიებები, მათ შორის დემოგრაფიული მდგომარეობის ღონისძიებები, გაძლიერდება მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის 55 | გაუმჯობესების 2 0 1 8 - 2 0 2 0 ხელშეწყობის ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა სხვადასხვა მიმართულებები. მოხდება მეტად ჰუმანური მიდგომების დანერგვა ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. გაგრძელდება ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კვლევებზე, ანალიზსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინებით. სახელმწიფო გააუმჯობესებს სერვისების ნარკოდამოკიდებული პირებისათვის მიზნობრივი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. პრევენციული და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით გამოწვეული ზიანის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებსა და დამოკიდებულ პირებთან მიმართებით. გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე. გაძლიერდება პრევენციული საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა. 56 | 2 0 1 8 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ა