„ჯანრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.07.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში
ნომერი
#07-3/212/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ჯანრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ჯანრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. ,,ჯანრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 47-48, 31/12/1997; სარეგისტრაციო კოდი: 470.000.000.05.001.000.304) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-3 მუხლის ,,ტ3’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ტ3) სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები; 2. კანონის 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 78. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამას. მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა 6 თვის ვადაში განახორციელონ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 3. 1. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ხოლო იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძირითად პრიორიტეტს და ერთერთ ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას წარმოადგენს. ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია აცრებით მოცვის მაღალი დონის მიღწევა და სათანადო იმუნური სტატუსის უზრუნველყოფა ვაქცინაციით მართვადი დაავადებების მიმართ. მე-20 საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციურ დაავადებათა კონტროლი, უსაფრთხო საკვები და გერმო, ოჯახის დაგეგმარება და სხვა იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს. დღეისათვის, არასაკმარისია. ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, იმუნიზაცია შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა აცილებას, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში შესაძლებელი ინება დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა. 2017 წლის ბოლოს რეგიონებში მოიმატა წითელას შემთხვევებმა. ათასწლეულის განვითარების გამოწვევებისა და პოლიომიელიტის აღმოფხვრის და წითელასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის გლობალური და ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფების რუტინული აცრებით მოცვის მაღალი დონის გარანტირებისათვის კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევა. საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის ცვლილებისა და აცრებით მოცვის მაჩვენებლების გათვალისწინებით (ქვეყანა დღემდე ვერ აღწევს მოცვის მიზნობრივ მაჩვენებელს ძირითადი ანტიგენების მიმართ), წლების განმავლობაში დაგროვდა სხვადასხვა ასაკობრივი კოჰორტა, რომელიც არაიმუნურია რიგი ანტიგენების მიმართ (მაგ.: წითელა, წითურა, ყბაყურა). სავალდებულო იმუნიზაციის მხარდამჭერ არგუმენტებს შორისაა ბოლო დროს საქართველოში ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების აფეთქებები, რომელთა დროულად აღმოსაფხვრელად საჭიროა დაუყოვნებელი შედეგების მქონე ინტერვენციები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ინიციატივის მიზანია მოსახლეობის დაცვა იმუნიზაციის გლობალური მოცვის საშუალებით, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისაგან და გავრცელების შეკავების ღონისძიებების განხორციელება. ასევე საყურადღებოა, რომ იმუნიზაციის ფართო ხელმისაწვდომობა წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობას. მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, ასევე მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი ხელს უშლის ვაქცინაციაზე მოთხოვნას. ვაქცინაციის საშუალებით 2000-2016 წლებში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები 84%-ით შემცირდა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით 20 მილიონზე მეტი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე ბავშვის, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით 600 000 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11,000 შემთხვევა, 3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი ძირითადად 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი ჯგუფების არაიმუნურობას. წითელას დაავადების შემთხვევების პროგნოზული მატების თავიდან აცილების მიზნით, 2008 წელს ჩატარდა 6-27 წლის ასაკის მოსახლეობის მასობრივი აცრების კამპანია, რომლის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი 980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ 492 642 (50,3%), რაც 2013-2014 წლების ეპიდემიის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო. ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, 2013-2015 წლებში აუცილებელი გახდა იმუნიზაციის დამატებითი კამპანიური ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობდა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში წითელას საწინააღმდეგო აცრების კურსის დასრულებას, ხოლო 15-30 წლის ასაკის მოსახლეობისთვის დამატებითი აცრის ჩატარებას. კამპანიის ფარგლებში ასევე მოცული იყო სამედიცინო პერსონალი და სხვა სპეციფიკური კონტინგენტები; ქვეყნის მასშტაბით აიცრა 200 000-მდე ადამიანი, თუმცა მოცვის სასურველი დონის მისაღწევად ეს რაოდენობა არასაკმარისია, რადგან ქვეყანა იმყოფება წითელასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის ფაზაში. 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 864-ს, შემთხვევების 11% მოდის 1 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 50% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა. წითელასა და სხვა ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა - მათი თავისებურებათა გათვალისწინებით (მასიური თავშეყრა, დაყოვნების ხანგრძლივობა, ძირითადი კონტიგენტის ასაკი) მნიშვნელოვანია ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფა, შესაბამისად სავალდებულო უნდა გახდეს სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა. ამგვარი მიდგომა გავრცელებულია საერთაშორისო პრაქტიკაში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა ისლანდია, ნორვეგია და სხვა), როდესაც კონკრეტული ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით განსაზღვრულია სავალდებულო ან რეკომენდებული აცრების ჩამონათვალი სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა/მოზარდთა მიღებისათვის - საფრანგეთი - 2018 წლის ცვლილებებამდე სავალდებულო იყო 3 დაავადების (დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი) ვაქცინაციის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ხოლო სავალდებულო გახდა 11 ინფექციის საწინააღმდეგო აცრა - დიფთერია, ტეტანუსი, პოლიო, ყივანახველა, წითელა, წითურა ყბაყურა, B ჰეპატიტი, bტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა, პნევმოკოკი და მენინგოკოგი. 2018 წლიდან ვაქცინაციის გარეშე ბავშვი არ დაიშვება ბაღში, სკოლაში, ბანაკებში და სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზებულ დაწესებულებებში. ვაქცინაციიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მიზეზით. იმუნიზაციისგან თავის არიდებაზე შემოღებულია სანქციები, კერძოდ 2 წლით პატიმრობა ან 30,000 ევროს ოდენობის ჯარიმა. მოთხოვნის აღსრულების მონიტორინგი იგეგმება 2019 წლის ივნისიდან. - იტალია - 2017 წლამდე სავალდებულო იყო ვაქცინაცია მხოლოდ 4 დაავადებაზე, წითელას აფეთქებების შემდეგ ქვეყანამ სავალდებულო გახადა რუტინული ვაქცინაცია 12 ანტიგენზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აუცრელი ბავშვებისათვის დაწესდა შეზღუდვა ბაღში, სკოლაში და სხვა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზებულ დაწესებულებებში. ვაქცინაციაზე უარი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მიზეზით. ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ვერ ასრულებენ იმუნიზაციის მოთხოვნებს, ეკისრებათ ჯარიმა ან შეზღუდვები დამქირავებელთან კონტრაქტის ფარგლებში. მშობლებს, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე არასამედიცინო მიზეზით, ასევე ეკისრებათ მოზრდილი ჯარიმა. - გერმანია - 2015 წლიდან მშობელი ვალდებულია საბავშვო ბაღსა და სკოლაში წარადგინოს ბავშვის აცრის შესახებ ინფორმაცია. აუცრელობა არ წარმოადგენს საბავშვო ბაღისა და სკოლის მიერ ბავშვის მიღებაზე უარის გაცხადების მიზეზს, თუმცა აუცრელი ბავშვის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება აცნობოს ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებსაც თავის მხრივ უფლება აქვთ მოითხოვონ ბავშვის გარიცხვა. სკოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო აჯარიმებს აუცრელი ბავშვის ოჯახს. არსებული პოლიტიკით, მშობელს უფლება აქვს უარი თქვას აცრაზე, თუმცა ეს გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2500 ევროს ოდენობით (გამონაკლისია სამედიცინო მიზეზი). - სლოვენია - გამოირჩევა იმუნიზაციის აგრესიული მანდატორული პოლიტიკით. სავალდებულოა 9 ვაქცინა. იმუნიზაცია მოითხოვება სკოლებში და საბავშვო ბაღებში, უარი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით. - რუმინეთი - წითელას მასშტაბური აფეთქებისა და ლეტალური შემთხვევების შემდეგ გამკაცრდა იმუნიზაციის პოლიტიკა. სავალდებულოა 8 ვაქცინა და ახალი კანონმლდებლობით აუცრელი ბავშვების მშობლებზე ვრცელდება ჯარიმა. - დიდი ბრიტანეთი - პირველი სახელმწიფო, რომელმაც დანერგა მანდატორული იმუნიზაცია წინა საუკუნეში, თუმცა მოცვის სასურველი მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ გააუქმა და დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია მთლიანად ნებაყოფლობითია. - ბელგიაში ზოგადად ნებაყოფლობითია ვაქცინაცია, სავალდებულოა მხოლოდ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა. - პორტუგალიაში იმუნიზაცია ნებაყოფლობითია, სავალდებულოა მხოლოდ ორი დიფთერიის და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. - ესპანეთში იმუნიზაციის პროგრამა იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებს მოეთხოვებათ პატრონაჟის უზრუნველყოფა. - ამერიკის შეერთებული შტატები - ამერიკაში იმუნიზაციის სავალდებულოობა განისაზღვრება ფედერალური კანონმდებლობით, რომლის თანახმად ვაქცინაცია ყველა შტატში სავალდებულოა. იმუნიზაცია მოითხოვება სკოლასა და ბაღში დაშვებისთვის, ამასთან სასწავლო დაწესებულება აწარმოებს მონიტორინგს და პერიოდულად ითხოვს იმუნიზაციის სტატუსის შესახებ განახლებულ ცნობას. თუმცა შტატების მიხედვით განსხვავებულია ვაქცინაციისგან გამორიცხვის პოლიტიკა (სამედიცინო, რელიგიური და/ან ფილოსოფიური მიზეზებით). ზოგი შტატი ითხოვს რელიგიური წევრობის დამადასტურებელ საბუთს. აუცრელ ბავშვებს აქვთ სახლში განათლების მიღების უფლება, რაც კანონმდებლობით აღიარებულია. - კანადა - იმუნიზაციით მოცვის წარმატებას ხელს უწყობს ეფექტური პირველადი ჯანდაცვის სისტემა პატრონაჟის სერვისებით. კანადაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მხოლოდ 3 შტატშია სავალდებულო. აუცრელ ბავშვს ეკრძალება სკოლაში შესვლა. დაშვებულია უარი სამედიცინო, რელიგიური და ფილოსოფიური მოსაზრების მიზეზებით. - ავსტრალია - 2017 წლიდან იმუნიზაცია სავალდებულოა. აუცრელ ბავშვს ეკრძალება საბავშო ბაღსა და ბაგაში შესვლა. აუცრელი ბავშვის ოჯახს ეზღუდება სოციალური დახმარება - კერძოდ ბავშვის მოვლის დახმარებას - $11000. - სავალდებულო ვაქცინაცია, ძირითადად შენარჩუნებულია ევროპის პოსტ- საბჭოთა ქვეყნებში და უმეტესად გულისხმობს სკოლებსა და ბაღებში მისაღებად სავალდებულო ვაქცინებით აცრით მოთხოვნას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სავალდებულო იმუნიზაციის შემოღება აუცილებელია ვაქცინაციით მოცვის გასაუმჯობესებლად და სწრაფი შედეგების მისაღებად. პასუხისმგებლობაა. დევნილთა, იმუნიზაცია ყველა შემოთავაზებული შრომის, ჯანმრთელობისა ცვლილებით და მოქალაქის ოკუპირებული სოციალური დაცვის უფლება და ტერიტორიებიდან სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები გახდება სავალდებულო. ცვლილება აისახება ტერმინთა განმარტებებშიც და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის ტ3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები 6 თვის ვადაში გამოცემენ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს (ეროვნული კალენდრით დადგენილი პროფილაქტიკური აცრების სავალდებულოდ შემოღებასთან დაკავშირებული ტექნიკური ცვლილებებისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და საბავშვო ბაგა-ბაღში ჩარიცხვისას, იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის წარდგენის თაობაზე). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. იმუნიზაციის პროგრამა არის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან. საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში პროგრამის მოსარგებლეები არიან მუდმივად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. მცხოვრები პირები და მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ ყველა არ მიდის აცრაზე. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,400.0 ათასი ლარით. 2017 წლის მონაცემებით ასაცრელი კონტინგენტი ასაკობრივად შეადგენდა: 0-1 წლამდე 53 146, 1 წლის - 52 387, 18 თვის ასაკის- 52 087, 5 წლის ასაკის -53 103 და 14 წლის ასაკის -38183. ე.ი. სულ ყოველწლიურად გეგმიურად ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობაა ≈ 248 906 ადამიანი,ხოლო ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს ≈ 884 754 აცრა.ვინაიდან, აცრებით მოცვა სხვადასხვა ანტიგენის მიმართ მერყეობს 75-96% ფარგლებში - სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აცრას არ იტარებს სავარაუდოდ 4%-დან 25% -მდე ადამიანი. მაგ. 1 წლამდე ასაკში აუცრელია კონტინგენტის 5%. კონტინგენტის 20-25%. სავალდებულო 14 წლის ასაკში აცრას არ იღებს უნდა გავრცელდეს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით (ბრძ. #01-57/ნ 19,11,2015) გათვალისწინებული ანტიგენების მიმართ. აცრების პოლიტიკა ვაქცინა ასაკი აცრების ერთი დოზა ვაქცინის ჯამური ჯერადო ვაქცინის დანაკარგ ღირებულე ბა საბალანსო ის ბა ღირებულება კოეფიციე ნტი ბცჟ (BCG) 0-5 დღე 1 0.2362980000 2.8 0.6616344 B ჰეპატიტი (HepB) 0-12 საათი 1 0.4789386765 1.0 0.478938676 ჰექსა 2, 3, 4 თვე 3 51.3950229091 1.0 154.1850687 პოლიომიელიტი 18 თვე, 5 2 0.3987856320 1.8 1.411701137 ორალური (OPV) წელი დიფთერია- 18 თვე 1 0.5447645263 1.5 0.833489725 5 წელი 1 0.4461704660 1.5 0.66033229 14 წელი 1 0.4149345040 1.5 0.622401756 თვე, 5 2 11.3403900000 1.2 27.216936 (Hib+DPaT+HEPB+ IPV) ტეტანუსიყივანახველა (DPT) დიფთერიატეტანუსი (DT) ტეტანუსიდიფთერია (Td) წითელა-წითურა- 12 ყბაყურა (MMR) წელი როტავირუსული 2, 3 თვე 2 4.9802322123 1.0 9.960464425 2, 3, 12 თვე 3 7.5609500000 1.1 24.951135 (Rota) პნევმო (PCV) 220.9821021 2019-2022 წლების საშუალოვადიანი ბიუჯეტი, ათას ლარებში: 2019 წ - 22.400 2020 წ – 24.640 2021 წ – 27.104 2022 წ – 29.814 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იმოქმედებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე ვისზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში;
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა ა) ავტონომია პაციენტის - პაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი; ბ) აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი; გ) არამართვადი ინფექციები - ინფექციური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები; დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა - უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (22.11.2002 N1768) დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (21.03.2008 N 6000) ე) დონორი - ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს, ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის მკურნალობის მიზნით; ვ) ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით; (22.11.2002 N1768) ზ) ენდემური დაავადება - განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით გამოწვეული დაავადება; ზ1) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემული, მიმოქცევადი მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის დასაფინანსებლად; (29.06.2007 N 5129) თ) თანდაყოლილი დაავადება - ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია ან ადრენოგენიტალური სინდრომი; ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) კ) ინფორმირებული თანხმობა - პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ; კ1) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) კ2) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ლ) კრიტიკული მდგომარეობა - ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდუვალია; მ) მეორე აზრი - ავადმყოფობის დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის აზრი, რომელსაც პაციენტი მიმართავს მკურნალი ექიმის გვერდის ავლით იმ შემთხვევაში,თუ იგი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის სისწორეში ან განზრახული სამკურნალო მეთოდის გამოყენებას თან სდევს სერიოზული შედეგები (მაგალითად, დამასახიჩრებელი ოპერაცია); ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა "სოციალური სიკვდილი", ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა და, ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებების,გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა; ო) მცდარი სამედიცინო ქმედება - ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა; ო1) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები; (20.03.2015. N3367 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) პ) ნაგულისხმები თანხმობა - სიტუაცია, როდესაც პაციენტმა მიმართა ექიმს სამედიცინო დახმარების მისაღებად, ხოლო ეს უკანასკნელი, მიუხედავად წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმების არსებობისა გაესაუბრა მას,გასინჯა და ა.შ. ამ მომენტიდან ექიმს ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პაციენტის მიმართ; ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა – გვამის გაკვეთა სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის ან/და დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) რ) პაციენტი - პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს სამედიცინო დახმარებით; ს) პაციენტის ნათესავი - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით, აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღონ პაციენტის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში; ტ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვა – ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ცალკეული პირისა და ოჯახის პირველი შეხება; უწყვეტი, ყოვლისმომცველი და კოორდინირებული, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, პალიატიურ მზრუნველობას, აუცილებელი მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; (8.05.2007 N 4719) ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება; ტ2) ოჯახის ექიმი - ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს; ტ3) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები; (22.11.2002 N1768) ტ4) პალიატიური მზრუნველობა – აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება; (8.05.2007 N 4719) ტ5) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებით შემსუბუქება; (8.05.2007 N 4719) უ) რეანიმაცია - სიცოცხლის აღდგენისათვის გამოყენებული ღონისძიებების კომპლექსი; ფ) რეც იპიენტი - პაციენტი, რომლისათვისაც გადანერგვის მიზნით განკუთვნილია დონორისაგან აღებული ორგანოები, ორგანოთა ნაწილები ან ქსოვილები; ფ1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით; (22.11.2002 N1768) ქ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ღ) სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა - ადამიანზე ან ცხოველზე ჩატარებული ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია მედიცინის სფეროში ცოდნის გაღრმავება; ყ) სამედიცინო დახმარების უწყვეტობა – პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება; (8.05.2007 N 4719) შ) სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი - სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურება ნაკისრი აქვს სახელმწიფოს; ჩ) სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო - ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის, მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე, სიკვდილის გარემოებებს; ჩ1) სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ც) სამედიცინო ჩარევა – ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელსაც ატარებს ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის მიზნით; (8.05.2007 N 4719) ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტები, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ც2) სამედიცინო ტექნოლოგიები ტექნოლოგიური მოწყობის წესი; -– სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციურ- ც3) საოჯახო მედიცინა – პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული სამედიცინო დისციპლინა, დამოუკიდებელი და სხვა დისციპლინებისაგან განსხვავებული პროფესიული მზადების, კვლევისა და კლინიკური საქმიანობის სისტემით; ც4) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა – საპროცესო მოქმედების წარმოებისას წამოჭრილი სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების დადგენის პროცესი; (22.11.2002 N1768) ძ) სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები - ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული პრეპარატები, რომელთა მუდმივი მიღება აუცილებელია სიცოცხლის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მაგ. ინსულინი); ძ1) სპეციალობის აღწერილობა - იმ საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნა და ათვისება აუცილებელია ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმისათვის; (22.11.2002 N1768) წ) ტერმინალური სტადია - უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია; ჭ) ტვინის სიკვდილი – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ზედა სეგმენტების ფუნქციების სრული და შეუქცევადი შეწყვეტა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სპეციალური საშუალებებით შენარჩუნების ფონზე; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ხ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა); (13.05.2005 N 1435) ხ1) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება; (13.05.2005 N 1435) ხ2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლების და უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა; (13.05.2005 N 1435) ჯ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - შრომის, ყოფაცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები; ჰ) ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება) - ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო,სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი. ჰ1) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა.(20.06.2001 N974) ჰ2) ამოღებულია (7.12.2006 N 3836) ჰ3) ამოუცნობი გვამი – გვამი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო; (8.06.2007 N4921) ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) შეუძლებელია, და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ან გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე; (18.04.2018 N 2156 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ჰ5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება. (21.07.2010. N3553 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.) ჰ6) ამოღებულია (19.02.2015. N3094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.) ჰ7) ამოღებულია (19.02.2015. N3094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.) მუხლი 78. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამას. (22.11.2002 N1768)