„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ჯანრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №26, 12.07.2007, ) სარეგისტრაციო კოდი: 470.000.000.05.001.002.920 შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
კანონის მე-3 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პ) სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – იმ ინფექციური
დაავადებების სია, რომელთათვისაც საჭიროა პროფილაქტიკური აცრა, და პროფილაქტიკური
აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები;
2. კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,ბ1“ ქვეპუნქტი და
ბ1) მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია შვილს/მეურვეობის/მზრუნველობის
ქვეშ მყოფ პირს ჩაუტაროს სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით
განსაზღვრული სავალდებულო პროფილაქტიკური აცრები.
3) კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა
და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას;
4) კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი;
მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა
6 თვის ვადაში განახორციელონ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 3. მუხლი
1. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მოსახლეობის
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
დაცვა
სახელმწიფოს
უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ხოლო იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ძირითად პრიორიტეტს და ერთერთ ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას წარმოადგენს.
ქვეყნის
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის
და
ათასწლეულის
განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია აცრებით მოცვის მაღალი დონის
მიღწევა და სათანადო იმუნური სტატუსის უზრუნველყოფა ვაქცინაციით მართვადი
დაავადებების მიმართ.
დღეისათვის,
არასაკმარისია.
ქვეყნის
მასშტაბით
მოსახლეობის
იმუნიზაციით
მოცვის
დონე
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)
მონაცემებით, იმუნიზაცია შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე
დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის
შემთხვევათა აცილებას, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში
შესაძლებელი ინება დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა. 2017 წლის ბოლოს
რეგიონებში მოიმატა წითელას შემთხვევებმა.
ათასწლეულის განვითარების გამოწვევებისა და პოლიომიელიტის აღმოფხვრის და
წითელასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის გლობალური და
ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის სამიზნე ასაკობრივი
ჯგუფების რუტინული აცრებით მოცვის მაღალი დონის გარანტირებისათვის კიდევ
უფრო
უნდა
გაიზარდოს
სახელმწიფოს
მხრიდან
ძალისხმევა.
საქართველოს
იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის ცვლილებისა და აცრებით მოცვის მაჩვენებლების
გათვალისწინებით (ქვეყანა დღემდე ვერ აღწევს მოცვის მიზნობრივ მაჩვენებელს
ძირითადი ანტიგენების მიმართ), წლების განმავლობაში დაგროვდა სხვადასხვა
ასაკობრივი კოჰორტა, რომელიც არაიმუნურია რიგი ანტიგენების მიმართ (მაგ.: წითელა,
წითურა, ყბაყურა).
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ინიციატივის მიზანია მოსახლეობის დაცვა იმუნიზაციის გლობალური მოცვის
საშუალებით, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისაგან და გავრცელების
შეკავების ღონისძიებების განხორციელება. ასევე საყურადღებოა, რომ იმუნიზაციის
ფართო ხელმისაწვდომობა წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის
აუცილებელ პირობას.
მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების
შესახებ და უნდობლობა, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და
საინფორმაციო საშუალებებში, ასევე მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის
დეფიციტი ხელს უშლის ვაქცინაციაზე მოთხოვნას.
ვაქცინაციის საშუალებით 2000-2016 წლებში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები
84%-ით შემცირდა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით 20 მილიონზე მეტი
სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის,
ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მსოფლიოში
ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე ბავშვის, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო
ვაქცინაციით 600 000 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი.
ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ
მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს
ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის
და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და
აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთ-ერთი მკაფიო
მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11,000 შემთხვევა,
3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი ძირითადად 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის
მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი ჯგუფების არაიმუნურობას.
წითელას დაავადების შემთხვევების პროგნოზული მატების თავიდან აცილების მიზნით,
2008 წელს ჩატარდა 6-27 წლის ასაკის მოსახლეობის
მასობრივი აცრების კამპანია,
რომლის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი 980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ
492 642 (50,3%), რაც 2013-2014 წლების ეპიდემიის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა
იყო.
ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, 2013-2015 წლებში აუცილებელი გახდა
იმუნიზაციის
დამატებითი
კამპანიური
ღონისძიებების
განხორციელება,
რაც
გულისხმობდა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში წითელას საწინააღმდეგო აცრების კურსის
დასრულებას, ხოლო 15-30 წლის ასაკის მოსახლეობისთვის დამატებითი აცრის
ჩატარებას. კამპანიის ფარგლებში ასევე მოცული იყო სამედიცინო პერსონალი და სხვა
სპეციფიკური კონტინგენტები; ქვეყნის მასშტაბით აიცრა 200 000-მდე ადამიანი, თუმცა
მოცვის სასურველი დონის მისაღწევად ეს რაოდენობა არასაკმარისია, რადგან ქვეყანა
იმყოფება წითელასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის ფაზაში.
2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე
ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წლის
მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 864-ს, შემთხვევების
11% მოდის 1 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 50% - 14 წელზე უფროსი ასაკის
მოსახლეობაზე. დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა.
წითელასა და სხვა ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით
უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო
დაწესებულებების ჩართულობა - მათი თავისებურებათა გათვალისწინებით (მასიური
თავშეყრა, დაყოვნების ხანგრძლივობა, ძირითადი კონტიგენტის ასაკი) მნიშვნელოვანია
ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შემცირების
უზრუნველყოფა, შესაბამისად სავალდებულო უნდა გახდეს სასწავლო/სააღმზრდელო
პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი
დოკუმენტის
წარდგენა და სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით
გათვალისწინებული
აცრების
მოთხოვნა.
ამგვარი
მიდგომა
გავრცელებულია
საერთაშორისო პრაქტიკაში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა ისლანდია, ნორვეგია და
სხვა), როდესაც კონკრეტული ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით განსაზღვრულია
სავალდებულო ან რეკომენდებული აცრების ჩამონათვალი სკოლამდელი აღზრდის და
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა/მოზარდთა მიღებისათვის
-
საფრანგეთი - 2018 წლის ცვლილებებამდე სავალდებულო იყო 3 დაავადების
(დიფთერია,
ტეტანუსი,
პოლიომიელიტი)
ვაქცინაციის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ
საწინააღმდეგო
ვაქცინაცია,
ხოლო
სავალდებულო გახდა 11 ინფექციის
საწინააღმდეგო აცრა - დიფთერია, ტეტანუსი, პოლიო, ყივანახველა, წითელა, წითურა
ყბაყურა, B ჰეპატიტი, b ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა, პნევმოკოკი და მენინგოკოკი.
2018 წლიდან ვაქცინაციის გარეშე ბავშვი არ დაიშვება ბაღში, სკოლაში, ბანაკებში და სხვა
სახელმწიფო
და
კერძო
ორგანიზებულ
დაწესებულებებში.
ვაქცინაციიდან
გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მიზეზით. იმუნიზაციისგან თავის
არიდებაზე შემოღებულია სანქციები, კერძოდ 2 წლით პატიმრობა ან 30,000 ევროს
ოდენობის ჯარიმა. მოთხოვნის აღსრულების მონიტორინგი იგეგმება 2019 წლის
ივნისიდან.
-
იტალია - 2017 წლამდე სავალდებულო იყო ვაქცინაცია მხოლოდ 4 დაავადებაზე,
წითელას აფეთქებების შემდეგ ქვეყანამ სავალდებულო გახდა რუტინული ვაქცინაცია 12
ანტიგენზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აუცრელი ბავშვებისათვის
დაწესდა შეზღუდვა ბაღში, სკოლაში და სხვა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო
ორგანიზებულ დაწესებულებებში. ვაქცინაციაზე უარი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო
მიზეზით. ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ვერ ასრულებენ იმუნიზაციის მოთხოვნებს,
ეკისრებათ ჯარიმა ან შეზღუდვები დამქირავებელთან კონტრაქტის ფარგლებში.
მშობლებს, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე არასამედიცინო მიზეზით, ასევე
ეკისრებათ მოზრდილი ჯარიმა.
-
გერმანია - 2015 წლიდან მშობელი ვალდებულია საბავშვო ბაღსა და სკოლაში
წარადგინოს ბავშვის აცრის შესახებ ინფორმაცია. აუცრელობა არ წარმოადგენს საბავშვო
ბაღისა და სკოლის მიერ ბავშვის მიღებაზე უარის გაცხადების მიზეზს, თუმცა აუცრელი
ბავშვის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება აცნობოს
ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებსაც თავის მხრივ უფლება აქვთ მოითხოვონ ბავშვის
გარიცხვა. სკოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო
აჯარიმებს აუცრელი ბავშვის ოჯახს. არსებული პოლიტიკით, მშობელს უფლება აქვს
უარი თქვას აცრაზე, თუმცა ეს გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2500 ევროს ოდენობით
(გამონაკლისია სამედიცინო მიზეზი).
-
სლოვენია - გამოირჩევა იმუნიზაციის აგრესიული მანდატორული პოლიტიკით.
სავალდებულოა 9 ვაქცინა. იმუნიზაცია მოითხოვება სკოლებში და საბავშვო ბაღებში,
უარი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით.
-
რუმინეთი - წითელას მასშტაბური აფეთქებისა და ლეტალური შემთხვევების
შემდეგ გამკაცრდა იმუნიზაციის პოლიტიკა. სავალდებულოა 8 ვაქცინა და ახალი
კანონმდებლობით აუცრელი ბავშვების მშობლებზე ვრცელდება ჯარიმა.
-
დიდი ბრიტანეთი - პირველი სახელმწიფო, რომელმაც დანერგა მანდატორული
იმუნიზაცია წინა საუკუნეში, თუმცა მოცვის სასურველი მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ
გააუქმა და დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია მთლიანად ნებაყოფლობითია.
-
ბელგიაში ზოგადად ნებაყოფლობითია ვაქცინაცია, სავალდებულოა მხოლოდ
პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა.
-
პორტუგალიაში იმუნიზაცია ნებაყოფლობითია, სავალდებულოა მხოლოდ ორი
დიფთერიის და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
-
ესპანეთში იმუნიზაციის პროგრამა იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.
პირველადი
ჯანდაცვის
სერვისის
მიმწოდებლებს
მოეთხოვებათ
პატრონაჟის
უზრუნველყოფა.
-
ამერიკის შეერთებული შტატები - ამერიკაში იმუნიზაციის სავალდებულოობა
განისაზღვრება ფედერალური კანონმდებლობით, რომლის თანახმად ვაქცინაცია ყველა
შტატში სავალდებულოა. იმუნიზაცია მოითხოვება სკოლასა და ბაღში დაშვებისთვის,
ამასთან სასწავლო დაწესებულება აწარმოებს მონიტორინგს და პერიოდულად ითხოვს
იმუნიზაციის სტატუსის შესახებ განახლებულ ცნობას. თუმცა შტატების მიხედვით
განსხვავებულია ვაქცინაციისგან გამორიცხვის პოლიტიკა (სამედიცინო, რელიგიური
და/ან ფილოსოფიური მიზეზებით). ზოგი შტატი ითხოვს რელიგიური წევრობის
დამადასტურებელ საბუთს. აუცრელ ბავშვებს აქვთ სახლში განათლების მიღების
უფლება, რაც კანონმდებლობით აღიარებულია.
-
კანადა - იმუნიზაციით მოცვის წარმატებას ხელს უწყობს ეფექტური პირველადი
ჯანდაცვის სისტემა პატრონაჟის სერვისებით. კანადაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია,
მხოლოდ 3 შტატშია სავალდებულო. აუცრელ ბავშვს ეკრძალება სკოლაში შესვლა.
დაშვებულია
უარი
სამედიცინო,
რელიგიური
და
ფილოსოფიური
მოსაზრების
მიზეზებით.
-
ავსტრალია - 2017 წლიდან იმუნიზაცია სავალდებულოა. აუცრელ ბავშვს
ეკრძალება საბავშო ბაღსა და ბაგაში შესვლა. აუცრელი ბავშვის ოჯახს ეზღუდება
სოციალური დახმარება - კერძოდ ბავშვის მოვლის დახმარებას - $11000.
-
სავალდებულო ვაქცინაცია, ძირითადად შენარჩუნებულია ევროპის პოსტ-საბჭოთა
ქვეყნებში და უმეტესად გულისხმობს სკოლებსა და ბაღებში მისაღებად სავალდებულო
ვაქცინებით აცრით მოთხოვნას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სავალდებულო
იმუნიზაციის
შემოღება
აუცილებელია
ვაქცინაციით
მოცვის
გასაუმჯობესებლად და სწრაფი შედეგების მისაღებად. იმუნიზაცია ყველა მოქალაქის
უფლება და პასუხისმგებლობაა.
შემოთავაზებული ცვლილებით სავალდებულო გახდება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები.
ცვლილების
თანახმად
მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი
ვალდებულია
შვილს/მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს ჩაუტაროს ეროვნული კალენდრით
განსაზღვრული
სავალდებულო
პროფილაქტიკური
აცრები.
სამინისტრო
უზრუნველყოფს სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით
განსაზღვრული
აცრებისა
და
ეპიდჩვენებით
განპირობებული
აცრების
ზედამხედველობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით
განისაზღვრება სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი;
ასევე,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროები 6 თვის ვადაში გამოცემენ სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიულ აქტებს. (ეროვნული კალენდრით დადგენილი პროფილაქტიკური აცრების
სავალდებულოდ შემოღებასთან დაკავშირებული ტექნიკური ცვლილებებისა და საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და საბავშვო ბაგა-ბაღში ჩარიცხვისას, იმუნიზაციის
შესახებ ინფორმაციის წარდგენის თაობაზე).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების
გამოყოფას.
იმუნიზაციის
პროგრამა
არის
ჯანმრთელობის
დაცვის
სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის
დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან.
საქართველოს
მოქალაქეები,
საქართველოში
პროგრამის მოსარგებლეები არიან
მუდმივად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.
მცხოვრები
პირები
და
მოსარგებლე ამ პროგრამით
გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. თანხა
გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ ყველა არ მიდის აცრაზე. პროგრამის
ბიუჯეტი განისაზღვრება 22,400.0 ათასი ლარით.
2017 წლის მონაცემებით ასაცრელი კონტინგენტი ასაკობრივად შეადგენდა:
0-1 წლამდე 53 146,
1 წლის - 52 387,
18 თვის ასაკის- 52 087,
5 წლის ასაკის -53 103 და
14 წლის ასაკის -38183.
ე.ი. სულ ყოველწლიურად გეგმიურად ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობაა ≈ 248 906
ადამიანი,ხოლო ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს ≈ 884 754 აცრა.ვინაიდან, აცრებით
მოცვა სხვადასხვა ანტიგენის მიმართ მერყეობს 75-96% ფარგლებში -
სხვადასხვა
ასაკობრივ ჯგუფში აცრას არ იტარებს სავარაუდოდ 4%-დან 25% -მდე ადამიანი. მაგ. 1
წლამდე ასაკში აუცრელია კონტინგენტის 5%.
კონტინგენტის
20-25%.
სავალდებულო
14 წლის ასაკში აცრას არ იღებს
უნდა
გავრცელდეს
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით (ბრძ. #01-57/ნ
19,11,2015)
გათვალისწინებული ანტიგენების მიმართ.
აცრების
პოლიტიკა
ვაქცინა
ასაკი
აცრების
ერთი
დოზა ვაქცინის
ჯამური
ჯერადო
ვაქცინის
დანაკარგ
ღირებულე
ბა
საბალანსო
ის
ბა
ღირებულება
კოეფიციე
ნტი
ბცჟ (BCG)
0-5 დღე
1
0.2362980000
2.8
0.6616344
B ჰეპატიტი (HepB) 0-12 საათი
1
0.4789386765
1.0
0.478938676
ჰექსა
2, 3, 4 თვე
3
51.3950229091
1.0
154.1850687
პოლიომიელიტი
18 თვე,
5 2
0.3987856320
1.8
1.411701137
ორალური (OPV)
წელი
დიფთერია-
18 თვე
1
0.5447645263
1.5
0.833489725
5 წელი
1
0.4461704660
1.5
0.66033229
14 წელი
1
0.4149345040
1.5
0.622401756
თვე, 5 2
11.3403900000
1.2
27.216936
(Hib+DPaT+HEPB+
IPV)
ტეტანუსიყივანახველა (DPT)
დიფთერიატეტანუსი (DT)
ტეტანუსიდიფთერია (Td)
წითელა-წითურა-
12
ყბაყურა (MMR)
წელი
როტავირუსული
2, 3 თვე
2
4.9802322123
1.0
9.960464425
2, 3, 12 თვე
3
7.5609500000
1.1
24.951135
(Rota)
პნევმო (PCV)
220.9821021
2019-2022 წლების საშუალოვადიანი ბიუჯეტი, ათას ლარებში:
2019 წ - 22.400
2020 წ – 24.640
2021 წ – 27.104
2022 წ – 29.814
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ იმოქმედებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე
ვისზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა
და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან
კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე,
მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა
ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან
კობერიძე, მარიამ ჯაში, ილია ნაკაშიძე,
ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში;
მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობის
გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ
ღონისძიებათა ერთობლიობა;
ბ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო;
გ)
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
სამსახური
–
სამინისტროს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური;
დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია;
ე) ეპიდემია – განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ
ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი
ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით;
ვ) ეპიდემიური აფეთქება – მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში
გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე
პერიოდში;
ზ) პანდემია – გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის,
კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს
მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს;
თ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე
ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია
ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით;
ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე
ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ
რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას; (01.04.2015. N3417)
ი1) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში
ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და
ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ
ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას; (01.04.2015. N3417)
კ) ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ
ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა;
ლ) იზოლაცია – ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა
ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ
ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს
მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას;
მ) საკარანტინო ღონისძიებები – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც
გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია
გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში;
ნ) პროფილაქტიკური მკურნალობა – სამედიცინო ინტერვენციების
განხორციელება (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები
დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში;
ო) პროფილაქტიკური აცრა – ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა
(ვაქცინაცია)
გადამდები
დაავადებებისადმი
სპეციფიკური
იმუნიტეტის
განვითარების მიზნით;
პ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – იმ ინფექციური
დაავადებების სია, რომელთათვისაც საჭიროა პროფილაქტიკური აცრა, და
პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები;
ჟ) ნოზოკომიური ინფექცია – სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი
ინფექცია;
რ) ზოონოზური დაავადება – ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება;
ს) პათოგენური ბიოლოგიური აგენტი – მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური
წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და
მასალა;
ტ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები – ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის
ორმოცდამეთვრამეტე
გენერალურ
ასამბლეაზე
მიღებული
დოკუმენტი, რომელიც დაავადებათა გავრცელებისაგან დაცვის გლობალური
ინსტრუმენტია;
უ) ბიოლოგიური უსაფრთხოება – პათოგენური ბიოლოგიური აგენტების
ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული
ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური
ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა;
ფ) ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა – ქიმიური ნივთიერებების იმპორტი,
ექსპორტი, ტრანზიტი;
ქ) სანიტარიული ნორმები – სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური
რეგლამენტები;
ღ) ჰიგიენური ნორმები – სამინისტროს მიერ განსაკუთრებული
კონტინგენტისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმები;
ყ) ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები – მიკროელემენტებითა და
ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება
მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების
პროფილაქტიკისათვის;
შ) განსაკუთრებული კონტინგენტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ყველა
ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების
დამოუკიდებლად მიღების უნარი (არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირი, ხანდაზმული, სტაციონარის ავადმყოფი) და რომელსაც სახელმწიფომ
იძულებით შეუზღუდა თავისუფალი მოქმედება.
ჩ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია
(გაიდლაინი) – გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კვლევის,
ეპიდზედამხედველობისა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ადამიანის
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მართვის, მტკიცებულებებზე
დაფუძნებული ეროვნული რეკომენდაცია, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
(01.04.2015. N3417)
მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლებამოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:
ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და
არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების
შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო
პროცედურა,
რომელიც
აუცილებელია
სხვა
პირის
ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების
ჯანმრთელობას;
დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;
ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია
წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით
გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ;
ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია
გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის
დაწყების საშიშროებისას;
ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია
გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან.
2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:
ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს
გადამდები დაავადებებისაგან;
ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ
ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის
თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები
დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;
დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის
არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან
დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების
შესახებ.
3. ყველა საწარმო ვალდებულია:
ა) დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს
კანონმდებლობა;
ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია
წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით
გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ.
31. ყველა პირი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი
მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების
განხორციელებასთან, ვალდებულია შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტი −
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური
პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის
სანიტარიული ნორმები. (24.06.2016. N5571 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
32. ამ მუხლის 31 პუნქტში მითითებული პირი ვალდებულია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის
რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საქმიანობის დაწყების,
შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული
მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
(24.06.2016. N5571 ამოქმედდეს 2016 წლის 2 სექტემბრიდან)
4. ამ მუხლის
კანონმდებლობით.
მოთხოვნათა
შეუსრულებლობა
ისჯება
საქართველოს
მუხლი 7. სამინისტროს ვალდებულებები გადამდები დაავადებების
პროფილაქტიკის სფეროში
1. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას;
ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური
აცრების ჩატარებას;
გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული
აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას;
დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების
ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა;
ე) სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის,
განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ;
ვ) ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას;
ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების
პრევენციის მიზნით;
თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური
აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას.
2. სამინისტრო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მიზნით:
ა) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ვადებსა და წესებს,
შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმუნიზაციის ბარათების ფორმებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას ეპიდჩვენებით განპირობებული დაავადებების
საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით
განსაზღვრული აცრებით საქართველოში მცხოვრებ პირთა მაქსიმალურ მოცვას;
დ) აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომარაგებას
მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო ხარისხიანი, ეფექტიანი და
უსაფრთხო პრეპარატებით;
ე) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების
შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს;
ვ) ახორციელებს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების
შენახვისა და ტრანსპორტირების ზედამხედველობას.
3. სამინისტრო ადგენს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის,
პრევენციისა და კონტროლის წესებს.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი;
ბ)
იმ
საქმიანობათა
ნუსხა,
რომლებისთვისაც
სავალდებულოა
პროფილაქტიკური იმუნიზაცია;
გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები
დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული
ღონისძიებების ჩამონათვალი; დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური
პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების
შემდეგ.
5. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში
აღნიშნული
საქმიანობით
დაკავებულ
პირთა
ინფორმირებას
მათთვის
რეკომენდებული აცრების შესახებ.
6. შეიარაღებულ ძალებში, სხვა სამხედრო ფორმირებებსა და პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს
ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. (9.03.2010 N 2729
ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
6. შეიარაღებულ ძალებში, სხვა სამხედრო ფორმირებებსა და პენიტენციურ
დაწესებულებებში პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (1.05.2015. N3548 ამოქმედდეს 2015
წლის 1 ივლისიდან)
7. სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გასატარებელი პრევენციული
ღონისძიებების, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.
8. სამინისტრო ადგენს სანიტარიულ ნორმებს პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებისათვის. (9.03.2010 N 2729 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
8. სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ადგენს სანიტარიულ
ნორმებს. (1.05.2015. N3548 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან)