„თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.08.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/214/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მუხლი 1. “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 76, 29.12.2010, მუხ.500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) სავაჭრო ობიექტში, თუ თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა განლაგებულია სურსათთან ან სხვა სახის პროდუქტთან ერთად. ამასთანავე, სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა განლაგებული უნდა იქნეს სურსათისგან და სხვა სახის პროდუქტისგან განცალკევებით;”. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: 1 ა) 5 პუნქტი: “51. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში წარუდგინოს ინფორმაცია გასული კალენდარული წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის რა რაოდენობაზე და რომელ პარტიაზე რა სახის (ძირითადი და დამატებითი) და რომელი ნიმუშის სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია განახორციელა.”; ბ) 61 პუნქტი: “61. იმ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის ან/და განლაგებისათვის, სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზეც.”. 3. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, გარდა ამ მუხლის 15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; 1 დ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ამ დაწესებულებების ტერიტორიებზე, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და ამავე მუხლის 15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;”; ბ) 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ბ.ა) “ე1” ქვეპუნქტი: “ე1) სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით”; ბ.ბ) “ი” ქვეპუნქტი: “ი) პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობანაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.”; გ) 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი: “15. უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში). ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს სამს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.” დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მასობრივი ჩვენების მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევევითი მოხვედრისა.”; ე) მე-8 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობანაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის და საფერფლეს განთავსება.”. 4. 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთნ დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომ - შემოსავლების სამსახური)”. 5. 102 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 “5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2018 წლის … ……….. 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიზეზია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების გამარტივების მიზნით, ზოგიერთი მატერიალური ნორმის დაზუსტება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ზოგიერთი მატერიალური ნორმების დაზუსტება და კანონის შემდგომი, ეფექტიანი დანერგვისათვის სამართლებრივი მექანიზმის დახვეწა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებით კანონის მე-6 მუხლს ემატება 61 პუნქტი, რომლის თანახმად, შესაძლებელი გახდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზე განთავსებაც სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციის ან/და განლაგებისას. კანონპროექტით მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული , სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით; თუმცა ამისათვის დგინდება გარკვეული პირობები 14 პუნქტის შემდეგ ემატება 15 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში) და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი. მე-10 მუხლის 11 პუნქტის შემდგომ ემატება ემატება „ე1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, მე-10 მუხლის 11 პუნქტს ემატება „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად თამბაქოს მოწევა დასაშვებია პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ. გარდა ზემოთაღნიშნულისა, კანონპროექტით ზუსტდება 101 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთნ დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს არა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან სათამაშო აპარატების სალონი (რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000), თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით, ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით იგი აღარ დაჯარიმდება. დღეის მდგომარეობით ამ სანქციით დაჯარიმებულია სულ 4 იურიდიული პირი. შემოთავაზებული საგამონაკლისო ნორმა გავრცელდება, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე (გარკვეული პირობით) და პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. თუმცა ამგვარი სამართალდარღვევის შემთხვევა დღემდე არ არის გამოვლენილი; შესაბამისად, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შემდგომში გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. რეგულაცია ითვალისწინებს საგამონაკლისო ნორმის დაწესებას თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში სათამაშო აპარატების სალონში; კერძოდ, ზემოაღნიშნული იურიდიული პირი, დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით იგი აღარ დაჯარიმდება. შემოთავაზებული საგამონაკლისი ნორმა გავრცელდება, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე (გარკვეული პირობით) და პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობანაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით; შესაბამისად ეს იურიდიული პირები აღარ დაჯარიმდებიან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგულაცია ითვალისწინებს საგამონაკლისო ნორმის დაწესებას თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში სათამაშო აპარატების სალონში, კერძოდ, ზემოაღნიშნული პირი, დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით იგი აღარ დაჯარიმდება. ასევე, აღარ დაჯარიმდება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები და პროფესიული თეატრები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო რგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 5. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 1. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა. 2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ა) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან); ბ) საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; გ) სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება; დ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია; ე) შეფუთვის გარეშე (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა); ვ) 18 წლამდე ასაკის პირზე; ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; თ) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის დამზადებული; ი) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით; კ) ინტერნეტით ან ფოსტით (საცალო ვაჭრობა) (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა, რომელზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება); ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; მ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) ნ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან) ო) თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) 3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის ან მისი რომელიმე ნაწილის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის საშუალებით ან მათი განაწილებით მონაწილეობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, მათ შორის: ა) საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით; ბ) ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემა, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება; გ) პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია; დ) ინდივიდისთვის გამიზნული საპოპულარიზაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო მასალა (კერძოდ, პირდაპირი გზავნილი), ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია; ე) საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს; ვ) თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას; ზ) ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა. 4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია. 5. თუ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მყიდველი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, იგი ვალდებულია ამ პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ იგი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, მიჰყიდოს თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. მუხლი 6. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი 1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, მისი შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან/და რომელიმე უცხოურ ენაზე რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ზოგიერთი ასეთი სიტყვაა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“. 2. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას. (1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ან/და ეტიკეტის არცერთი ელემენტი არ უნდა შეიცავდეს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე; არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე სიტყვა, აბრევიატურა, ნიშანი, გამოსახულება, გრაფიკი ან ციფრი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, მათ შორის, არ შეიძლება მათი გამოყენება ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის დასახელებაში, კერძოდ, სიტყვებისა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ნაკლებად მძაფრი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“, „ექსტრა“, „ულტრა“, „მენთოლი“ და სხვა. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) 2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას (საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული შესაბამისი პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) ) 21. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო ფურცელი ამ ნაწარმის შესახებ. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს და შეიცავდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ნაწილს. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 5. სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია ხდება შემდეგნაირად:(17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე; ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა აირჩიოს 3 დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება შესაბამისი პიქტოგრამებით, იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე. 6. თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად), ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, და უნდა იყოს: ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ; ბ) დაბეჭდილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა), არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი, შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მას არ უნდა მოსცილდეს; (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 3 მმ-ზე ნაკლები და 4 მმ-ზე მეტი; დ) განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად, და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც. (გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე უნდა იყოს 1 მმ; (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) დ) განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად, და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 65 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის – განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები; (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) ) ე) განთავსებული: დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება – კოლოფის წინა გვერდზე, ხოლო ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება – უკანა გვერდზე. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) 7. თამბაქოს ნაწარმის შემცველების შესახებ წარწერა უნდა განთავსდეს თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე და უნდა იყოს: ამოღებულ იქნეს (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ; ბ) დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან არ უნდა მოსცილდეს მას; გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 1 მმ-ზე ნაკლები და 2 მმ-ზე მეტი; დ) განთავსებული შეფუთვის მცირე გვერდზე, გარდა ზედა და ქვედა გვერდებისა, და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც. 8. არ შეიძლება სამედიცინო გაფრთხილება დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციით ან გამოსახულებით. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 9. ამ კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია: (17.05.2017. N859) (26.07.2017. N1278 ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება; ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა; გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება. 10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა. (17.05.2017. N859) (26.07.2017. N1278 ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) 11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების დაშვების (გამოყენების), აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების განსაზღვრის თაობაზე: (17.05.2017. N859) (26.07.2017. N1278 ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა; ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა; გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე; დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი; ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი); ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც დაშვებულია; ზ) თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის გამოსაფრქვევად; თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა, რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი; ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა; კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება მოთავსებული იყოს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში; ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას. 12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის ან ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს: (17.05.2017. N859) (26.07.2017. N1278 ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ა) ბრენდის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი; ბ) ბრენდის ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ, ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალური ან ორგანულია, ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის; გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის ეკონომიკური წახალისებისთვის; დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების მდებარეობა და ორიენტაცია. 13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე – დაარეგისტრიროს, ფლობდეს და განკარგავდეს სავაჭრო ნიშანს და საავტორო უფლებას. (17.05.2017. N859) (26.07.2017. N1278 ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) მუხლი 10. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა 1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია: (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ა) ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა; ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა; გ) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; დ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა; ე) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება; ვ) სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. 11. თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ა) ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის); ბ) თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება); (05.07.2018. №3121) დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა); ე) სამორინეში; ვ) აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) წინასწარი დაკავების იზოლატორში. თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში. (05.07.2018. №3121) 12. სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 13. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 14. პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. (05.07.2018. №3121) 2. ამოღებულია (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 3. ამოღებულია (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 4. ამოღებულია (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 5. ამოღებულია (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 6. ამოღებულია (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 8. დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) ვალდებულია: (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობანაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა; ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობანაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება; გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში; ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა. 9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები. (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) მუხლი 101. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით. 3. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. 4. აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა, აგრეთვე სასმელისა. 5. აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება. 6. სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია. 7. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) შესაბამისი დაწესებულების (მეწარმე სუბიექტის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ცალკე შესასვლელი, სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა-ნაგებობაში; გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე; დ) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის (დასაქმებულებისთვის) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე. 8. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა. მუხლი 102. პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის (17.05.2017. N859 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით. 2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. 4. თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ამ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.