„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.08.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/214/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათ კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 1984 წელი, მუხ.421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1553 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.”. 2. 1711 მუხლის: ა) მე-3-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ შენობა-ნაგებობაში, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 5. “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ქ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.”; ბ) მე-9-მე-12 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 3. 211-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე 1 ჩადენილი დარღვევებისათვის), 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.”; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 129ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2018 წლის … ……….. 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ‘’საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტი წარმოადგენს „თამბაოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტს და მისი მიღების მიზეზია ძირითად კანონში დაფიქსირებული მატერიალური ნორმის შესაბამისად ცვლილების განხორციელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სამართლებრივი შესაბამისობის დადგენა „თამბაოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან და ზოგიერთი ნორმის შესაბამისობაში მოყვანას კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: კოდექსის 1553 მუხლის 1-ლი ნაწილი აწესებდა ადმინისტრაციულ სახდელს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტში ან სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია; ვინაიდან კანონმდებლობა და არ იცნობს „სავაჭრო ობიექტის სექციის“ მცნებას, იგი პრობლემას უქმნიდა კანონის ეფექტიან აღსრულებისას. აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ზემოაღნიშნული პუნქტის ფორმულირება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესებს გარკვეულ პასუხისმგებლობებს დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. კანონის დანერგვის პროცესში გამოვლენილ იქნა კონკრეტული შემთხვევები, რომელთა სამართლებრივი მოწესრიგება უფრო ეფექტიანს გახდის ზემოაღნიშნულ კანონს. კერძოდ, გამოსაკვეთია პირის პასუხისმგებლობის საკითხი დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებთ. წარმოდგენილი ცვლილებით, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ შენობა-ნაგებობაში, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ჩადენილი განმეორებით, 200 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, კოდექსის 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებიი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. გარდა ამისა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა მოქმედი ნორმით ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარის ოდენობით (განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით); წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნული საჯარიმო თანხა შემცირდა და განისაზღვრა 200 ლარით (განმეორების შემთხვევაში 400 ლარით); შესაბამისად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო, ადგილობრივი და ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით, ჯარიმდება 500 ლარით (ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით), ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით ეს თანხა შეადგენს 200 ლარს (განმეორების შემთხვევაში 400 ლარს). დღეის მდგომარეობით ამ სანქციით დაჯარიმებულია სულ 2 პირი. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (განმეორებისას 200 ლარის ოდენობით), შესაბამისად, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შემდგომში გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. რეგულაცია ითვალისწინებს საჯარიმო თანხის ოდენობის შემცირებას; კერძოდ, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით, ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით ეს თანხა შეადგენს 200 ლარს, შესაბამისად იგი დარღვევის შემთხვევაში, ნაცვლად 500 ლარისა გადაიხდის 200 ლარს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ნაცვლად 1000 ლარისა გადაიხდის 400 ლარს. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირი დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (განმეორებისას 200 ლარი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, დარღვევის შემთხვევაში. ნაცვლად 500 ლარისა გადაიხდის 200 ლარს და განმეორების შემთხვევაში ნაცვლად 1000 ლარისა გადაიხდის 400 ლარს. კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ფიზიკური პირი დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (განმეორებისას 200 ლარის ოდეენობით). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო რგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1553. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტში ან სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 5. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 7. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 9. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით. 11. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 15. თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) 16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) 17. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) 18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან) 19. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან) 20. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან) მუხლი 1711. თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობა, შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და ტერიტორიის ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე შესაბამისი წარწერისა და ნიშნის, აგრეთვე შესაბამისი საკონტაქტო პირის/დაწესებულების შესახებ საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და სხვა ინფორმაციის განუთავსებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 5. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 7. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) (გარდა კატერისა) მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 9. ფიზიკური პირის მიერ საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (სატრანსპორტო საშუალებაში) (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ფიზიკური პირის მიმართ თამბაქოს მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ამ მოწოდების შეუსრულებლობის შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 11. ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (სატრანსპორტო საშუალებაში) თამბაქოს მოწევა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ფიზიკური პირის მიმართ თამბაქოს მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ამ მოწოდების შეუსრულებლობის შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. მუხლი 211. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები (8.05.2012. N6147 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.) 1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 1711 მუხლის მე-11–მე-12 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 2. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს. 3. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 1711 მუხლის მე-11–მე-12 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)