„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
16.12.2000,
სარეგისტრაციო
კოდი:
120.260.080.05.001.000.852) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი,
პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდება საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის
დადებისთანავე.
აღნშნული
კონსტიტუციური
ცვლილებით
განსხვავებულად რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლესი
სპეციალური წოდებების მინიჭების წესი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან
შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლესი
სპეციალური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების შესაბამისი
რეგულირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ახალი რედაქციით ყალიბდება „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც
საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭებას
ითვალისწინებს. კანონპროექტით, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში მიეთითება, რომ საქართველოს
პრეზიდენტი უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულების აღებას.
სახელმწიფო
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მომზადება და მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ
მაჭარაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი,
გურამ მაჭარაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სახელმწიფო დაწესებულების
ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და
მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს შესაბამისი
სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი უფლებამოსილია უმცროსი და საშუალო
სპეციალური წოდებების მინიჭების უფლება გადასცეს დაწესებულების სისტემაში
შემავალი დანაყოფის უფროსს.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივნის ბრძანებით.
5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური
წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი
სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით.
6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი
თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით,
გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით
პირველადი საშუალო სპეციალური წოდების
(უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან
გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი
უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება
თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
8.
მოსამსახურეს,
რომლის
მიმართაც
გამოყენებულია
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლის-სამართლებრივი დევნა ანდა
სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე,
სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე,
მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან
სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.