„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი:
010330000.05.001.018701) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების,
მინიჭების საფუძვლებისა და წესის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების
სახეობების და შესაბამისი ფულადი გასაცემლების ოდენობების განსაზღვრა.
2. მე-2 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგდაქციით:
„ა.ე) ბრწყინვალების ორდენი;“;
3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბრწყინვალების ორდენით ჯილდოვდება კულტურის, განათლების,
მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწე
საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისათვის და
საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის.“.
4. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო
ჯილდოების მინიჭების პირობებისა და წესის შესაბამისად. საქართველოს სახელმწიფო
ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის
პროცედურული და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-24 პუნქტები:
21. პირს ორდენითა და მედლით (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი - საკუთარი
ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ან საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებით, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,
საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების,
საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით.
22. დაჯილდოებულ პირს ორდენს ან მედალს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ
გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის)
საფუძველზე, ამ კანონის მე-4 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი
ან სხვა ოფიციალური პირი.
„23. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ
დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა ორდენითა და მედლით, თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ორდენითა და მედლით
დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.
24. ორდენისა
და მედლის აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს
პრეზიდენტი.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების
მიხედვით. კონკურსის პირობები და მისი ჩატარების ორგანიზაციული საკითხები
განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41- 44 პუნქტები:
„41 შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს
ეროვნული პრემიების (შემდგომ – პრემია) მოსაპოვებლად პრემიის ლაურეტთა
გამოვლენის მიზნით კანდიდატები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ
შექმნილ კომისიას.
42. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი
ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს,
შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს,
რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნების, მეცნიერების ან/და ლიტერატურის სფეროში.
43. დასაშვებია გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში. ავტორთა
ჯგუფისათვის/თანაავტორებისათვის პრემიის მინიჭებისას ერთდროული ფულადი
გასაცემელი ნაწილდება თანაბრად.
44. პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ შემოქმედს მეცნიერს ან/და ავტორს
იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაწარმოები/ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების
მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე დადგენილ
პირობებს.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. ორდენისა და მედლის დუბლიკატების გაცემის წესი
ორდენისა
და
მედლის
დუბლიკატები
საქართველოს
პრეზიდენტის
განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულ პირს არ
შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება.“.
6. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) ბრწყინვალების ორდენისათვის – 1 000 ლარი;“;
7. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებულ პირს გადაეცემა შესაბამისი
პრემიის ლაურეატის დიპლომი და სამკერდე ნიშანი. პრემიის ლაურეატებისათვის
გადასაცემი სამკერდე ნიშნების აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს
პრეზიდენტი.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. ორდენისა და მედლის ჩამორთმევა
ორდენისა და მედლის ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს
პრეზიდენტს დაჯილდოებულის მიერ ორდენისა და მედლის შეურაცხმყოფელი
საქციელის ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში, ორდენზე ან მედალზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს
შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის №105 ბრძანებულება
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 26/03/2018, სარეგისტრაციო
კოდი 010340000.08.002.017038);
ბ) „შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს
ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის №104 ბრძანებულება
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 26/03/2018, სარეგისტრაციო
კოდი 010330000.08.002.017039);
2. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში
უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
______________ 2018 წელი
№
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდება საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადებისთანავე. აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებით საქართველოს
პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო,
სპეციალურ და საპატიო წოდებებს ანიჭებს კანონით დადგენილი წესით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“
საქართველოს
კანონის
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის
მიერ სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების მინიჭებასთან დაკავშირებული
საკითხების კონსტიტუციურ ცვლილებებთან ჰარმონიზაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების
შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების მინიჭების
წესი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიუციაში შეტანილი ცვლილებებით
განსაზღვრულ რეგულაციასთან, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს
პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს ანიჭებს კანონით დადგენილი
წესით. შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და მიეთითება, რომ
პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამ კანონით დადგენილი პირობებისა და წესის
შესაბამისად. ამასთან, აქვე მიეთითება, რომ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს
მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის
პროცედურული და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებულებით.
კანონპროექტით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლს ემატება 21-24 პუნქტები, რომლითაც განისაზღვრება პირის
ორდენითა
და
მედლით
დაჯილდოებაზე
წარმდგენი
სუბიექტები
და
დაჯილდოებული პირისათვის ორდენისა და მედლის გადაცემის წესი. პროექტით
აგრეთვე დგინდება, რომ „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ჯილდოების გასაცემად კონკურსის პირობები და მისი
ჩატარების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებით.
გარდა ამისა, პროექტი ადგენს, რომ „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრემიების, კერძოდ, შოთა რუსთაველის
სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების
მოსაპოვებლად პრემიის ლაურეტთა გამოვლენის მიზნით კანდიდატები წარედგინება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას. შესაბამისად განისაზღვრება
აღნიშნული პრემიების მოსაპოვებლად კანდიდატთა წარმდგენი სუბიექტებიც.
პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფო ორდენისა და მედლის დუბლიკატის
გაცემის წესს და განსაზღვრავს სახელმწიფო ორდენისა და მედლის ჩამორთმევის
შემთხვევებს.
კანონპრექტის მე-2 მუხლში მითითებულია კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით
ძალადაკარგული და აგრეთვე მისაღები სამართლებრივი აქტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულების აღებას.
სახელმწიფო
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მომზადება და მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ
მაჭარაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ
მაჭარაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესებისა და
მინიჭების საფუძვლების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების
სახეობების და შესაბამისი ფულადი გასაცემლების ოდენობების განსაზღვრა.
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობები
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობებია:
ა) ორდენები:
ა.ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი;
ა.ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;
ა.გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;
ა.დ) თამარ მეფის ორდენი;
ა.ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;
ა.ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;
ა.ზ) ოქროს საწმისის ორდენი;
ა.თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I ხარისხის, II ხარისხის, III ხარისხის;
ა.ი) ღირსების ორდენი;
ბ) მედლები:
ბ.ა) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;
ბ.ბ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;
ბ.გ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
ბ.დ) ღირსების მედალი;
გ) პრემიები:
გ.ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია;
გ.ბ) საქართველოს ეროვნული პრემია;
გ.გ) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია.
მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების პირობები
1. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი
სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი
განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს
ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული
გმირის საპატიო წოდება.
2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ჯილდოვდება პირი
საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის.
3. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდება სამოქალაქო, სასულიერო
ანდა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, გამოჩენილი
სახელმწიფო მოღვაწე საქართველოსთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, მისი
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და მის აღორძინებაში,
საზოგადოების კონსოლიდაციასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში შეტანილი
თვალსაჩინო წვლილისათვის.
4. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდება ქალი საქართველოსთვის გაწეული
განსაკუთრებული
ღვაწლისათვის,
გამორჩეული
სახელმწიფოებრივი
ან/და
საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
5. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ჯილდოვდება კულტურის,
განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგის გამოჩენილი
მოღვაწე
საზოგადოებრივი
ცხოვრების
შესაბამის
სფეროში
გამორჩეული
მიღწევისათვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის.
6. წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდება პირი ქველმოქმედებისათვის,
ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.
7. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული
ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა
სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ორმხრივად სასარგებლო
ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების
დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და
ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
8. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი სამშობლოს დაცვისა და
ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის, მამაცობისათვის,
თავდადებისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით სამხედრო ნაწილებისა და
ქვედანაყოფების წარმატების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო ოპერაციების
მომზადებისა და განხორციელებისათვის. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი
ხარისხისაა:
ა) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო
მომზადებისათვის;
ბ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამხედრო
ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის;
გ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამშობლოსა
და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და
თავგანწირვისათვის.
9. ღირსების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს
აღმშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის
განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, კულტურის,
განათლების, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში −
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა
და თავდადებისათვის.
10. მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდება პირი სამაგალითო
სამოქალაქო მოქმედებისათვის − თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას,
განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის
გამოვლენისას.
11. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს
სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი საქართველოს დაცვისას
გამოჩენილი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა
და გაბედულებისათვის.
12. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს
სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ანდა სამოქალაქო პირი
საქართველოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული
დამსახურებისათვის.
13. ღირსების მედლით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს
აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული
სამსახურისათვის.
14. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის,
კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის
დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული
ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია
პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
15. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა საბუნებისმეტყველო,
ჰუმანიტარული,
სოციალური,
პოლიტიკური,
ეკონომიკური,
იურიდიული,
სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ
მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის,
რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა
მარტო ქართული მეცნიერების განვითარებაში, არამედ მსოფლიოს სულიერ,
სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
16. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში შექმნილი
უმნიშვნელოვანესი პროზაული, პოეტური ან პუბლიცისტური ნაწარმოებისათვის,
რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და
რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის
ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი
1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით
დაჯილდოების წესის შესაბამისად.
2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი
(გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს
სახელმწიფო ჯილდოსი), როგორც წესი, ჯილდოვდება საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი
ან მოქალაქეობის არმქონე პირი.
3. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ,
არაუმეტეს 5-ისა, საქართველოს ეროვნული პრემია − ყოველწლიურად, არაუმეტეს 2-
ისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია − 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1ისა.
4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების
მიხედვით. კონკურსის ჩატარების წესი მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებით.
5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი პირის გარდაცვალების შემდეგ
დაჯილდოების შემთხვევაში შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა
დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული
ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები
1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო
ჯილდოსთან (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“, „ბ.გ“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) ერთად ეძლევა
ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენისათვის – 15 000 ლარი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისათვის – 6 000 ლარი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენისათვის – 4 000 ლარი;
დ) თამარ მეფის ორდენისათვის – 1 000 ლარი;
ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისათვის – 1 000 ლარი;
ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენისათვის – 2 000 ლარი;
ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისათვის – 1 000 ლარი;
თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის – 600 ლარი;
ი) ღირსების ორდენისათვის – 600 ლარი;
კ) მედლისათვის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;
ლ) მედლისათვის „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი;
მ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისათვის − 10 000 ლარი;
ნ) საქართველოს ეროვნული პრემიისათვის − 10 000 ლარი;
ო) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიისათვის − 5 000 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ერთდროული ფულადი
გასაცემელი ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის
„მ“−„ო“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
საქართველოს
სახელმწიფო
ჯილდოსათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი − საქართველოს
მოქალაქეს, უცხოელს, მოქალაქეობის არმქონე პირს.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებულ პირს გადაეცემა შესაბამისი
პრემიის ლაურეატის დიპლომი და სამკერდე ნიშანი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს
სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები
გაიცემა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს
კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან.