„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31,
24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
5051 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას)
ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ
ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“.
2.
576-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და
ლიზინგის დაფინანსების თანხა (სალიზინგო საზღაურში შემავალი ყველა
დამატებითი გადასახდელების და ხარჯების გარეშე) 200 000 (ორასი ათას) ლარზე
ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი
ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“.
3.
576-ე მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6
ნაწილი:
„6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ვალდებულია
დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო
განაკვეთთან, საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და
ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ
მიზნებისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი
აქტით დაადგინოს საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის,
პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.“.
4.
625-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000
(ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის
მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ
ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.“.
5.
868-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000
(ორასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის
მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი
ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.“.
მუხლი 2.
ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში,
აგრეთვე
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
დადებული
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სესხის/საბანკო კრედიტის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ
გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებზე, თუ ეს
ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან/საბანკო კრედიტის თავდაპირველ გამცემთან
ხელშეკრულების დადებით.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედდეს
ამ კანონის გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს ამ კანონის
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მრავალი საერთაშორისო შეფასებით, მაღალი დოლარიზაცია სახელდება
ქართული ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მოწყვლადობად. მაღალი დოლარიზაცია
ზრდის ეკონომიკაში არაეფექტურობას და აუარესებს ბიზნეს გარემოს. ამასთანავე,
ქვეყანაში სავალუტო კურსის მერყეობას სწორედ მაღალი დოლარიზაციის გამო აქვს
უარყოფითი ეფექტები საზოგადოებაზე, რომელიც უკავშირდება შემოსავლებსა და
ფინანსურ ვალდებულებებს შორის სავალუტო განსხვავებას, რაც კურსის
მერყეობისას მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვალდებულების მომსახურების
უნარზე.
იმავდროულად, ლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ამცირებს მონეტარული
პოლიტიკის ეფექტიანობას. გაზრდილი ლარიზაციის პირობებში, გაუმჯობესდება
მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყობა ეროვნული
ვალუტისადმი
ნდობის
ამაღლებას,
რაც,
თავის
მხრივ,
სტაბილური
მაკროეკონომიკური გარემოს აუცილებელი წინაპირობაა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2018 წლის 1
სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებებით, გამკაცრდა სესხის საპროცენტო
განაკვეთისა და ჯარიმების ლიმიტები და ეს შეზღუდვები გავრცელდა განვადებით
ნასყიდობის შემთხვევაზეც. საკრედიტო-საფინანსო პროდუქტებთან მიმართებით
ერთიანი მიდგომებისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად,
მიზანშეწონილია იგივე შეზღუდვა გავრცელდეს ლიზინგზეც და კანონით
განისაზღვროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის გამცემი წარმოადგენს მეწარმეს,
იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული
მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან,
პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან
დაკავშირებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება ქვეყანაში, რაც
გააჯანსაღებს ქვეყანაში მაკროეკონომიკურ გარემოს. რეგულაცია ორიენტირებულია
სავალუტო რისკისაგან დაიცვას ფიზიკური პირები და მცირე ბიზნესი.
აგრეთვე, კანონპროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2018
წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული სესხის საპროცენტო განაკვეთთან და
ჯარიმების ლიმიტებთან დაკავშირებული შეზღუდვები გავრცელდეს ლიზინგის
ხელშეკრულებაზეც, რითაც, უზრუნველყოფილი იქნება საკრედიტო-საფინანსო
პროდუქტებთან მიმართებით ერთიანი მიდგომები და მომხმარებელთა უფლებები
უფრო მეტად იქნება დაცული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, ლარით
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დაწესებულია შემდეგი შეზღუდვები:
- განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ 100 000 ლარამდე
ნივთის ფასის ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური
მეწარმისაგან) მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე
მიბმული ან ინდექსირებული (5051-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
- ლიზინგის შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის
დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში
შემავალი ყველა დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე) 100 000
ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის
ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი
ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული (576-ე მუხლის მე5 ნაწილი);
- თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,
ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით (625-ე
მუხლის მე-7 ნაწილი);
- თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ
პირზე 100 000 ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით (868ე მუხლის მე-8 ნაწილი).
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილში, 576-ე მუხლის მე-5 ნაწილში,
625-ე მუხლის მე-7 ნაწილში და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილში და 100 000 ლარიანი
ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად
შეზღუდვა
ვრცელდება
მხოლოდ
ფიზიკური
პირისაგან
ლიზინგის
საზღაურის/ნივთის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე სესხის/საბანკო კრედიტის
გაცემაზე, ცვლილების თანახმად აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება აგრეთვე
იურიდიულ პირებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ორგანიზაციულ წარმონაქმნზე, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს
ემატება მე-6 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ ლიზინგის გამცემი წარმოადგენს
მეწარმეს, იგი ვალდებულია დაიცვას სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან,
ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური
სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული
ბანკი უფლებამოსილი იქნება სამართლებრივი აქტით დაადგინოს საპროცენტო
განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი
ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული სახის გავლენა მოახდინოს იმ
პირებზე, რომელთა საქმიანობის სფერო უკავშირდება განვადებით ნასყიდობას,
ლიზინგს, სესხსა და საბანკო კრედიტს. თუმცა, ამ ეტაპისათვის იმის ზუსტი
განსაზღვრა, თუ რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვისზეც გავრცელდება იგი, შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის” იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5051. გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას
1. თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია
დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო
განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის
ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
2. განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 (ასი ათას) ლარამდე
ნივთის ფასის ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან)
მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან
ინდექსირებული.
მუხლი 576. ცნება
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის
ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს
სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული
ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო
ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი
პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:
ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს,
რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და
მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
2. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის
გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივ ი საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქო
ნების ლიზინგით გაცემა . ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის
მიმღებისგან.
3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან
ვადაზე
ადრე
შეწყვეტისას
განმეორებით
შეიძლება
გაიცეს
ლიზინგით , მაგრამ იმისათვის , რომ მასზე გავრცელდეს
ამ
თავის
დებულებები , ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგისმიმღებისგან ქონების
დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება .
4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი
სამეწარმეო საზოგადოებაში.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და
ლიზინგის დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში შემავალი ყველა
დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე) 100 000 (ასი ათას) ლარზე ნაკლებია,
ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური
მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ
ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.
მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის
1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს
პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა
მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო
განაკვეთი.
2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული,
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი,
სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით
იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული
ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის
ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების
მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული
წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც
ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
3 1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება ყველა
სახის სესხზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით
გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზე.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის
მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების −
საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის
გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის
(გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო
განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის
გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული
პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული
დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27
პროცენტის
მიზნებისათვის,
გამსესხებლის
მიერ
მსესხებლისათვის
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ/დაკისრებულ
პირგასამტეხლოსა
და
ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის
გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს
სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი
ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის
რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე
ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის
ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი
საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო
განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო
განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის
გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული
პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი
ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი
ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ნარჩენ
ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის
გადავადების, სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის
შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის
გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა
სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება
თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების
გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად
სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება
თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება
მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის
გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური
სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“
განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
61. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია დაადგინოს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის
გამოთვლის და საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი
ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების ამ მუხლის მე-5 ნაწილით
განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ
პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი
უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად
არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული
სესხი.
8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის
გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის
რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და
მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში
მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო
ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით
დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი
თანხის 2 პროცენტს აღემატება.
მუხლი 868. საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები
1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის
საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია
ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის
ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული
გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში.
საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ
განსაზღვრული
პირობების
შესაბამისად
მომხმარებლის
ქმედებასთან
დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის
ავტომატური ცვლილება.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის
საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო
ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა
გამოწვეული.
4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული
საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა
მინიმალური შუალედი.
5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს
კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ.
6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება
მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების
დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს
ხარჯები არ ანაზღაურდება.
7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან,
ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან
დაკავშირებით.
8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ
პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო
კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით
გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე
მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.