„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 15311 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ნივთის
ფასის მიღების წესის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.“.
2. 15312 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე
მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ლიზინგის
საზღაურის მიღების წესის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების მიზეზს
წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მომზადებული ცვლილებები.
კერძოდ, ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2
ნაწილში და ლარით ანგარიშსწორების ვალდებულება 100 000-დან იზრდება 200 000
ლარამდე ნივთის ფასის მიღებაზე, ასევე, ცვლილება შედის სამოქალაქო კოდექსის
576-ე მუხლის მე-5 ნაწილში, რომლის თანახმადაც, ლიზინგის საზღაურის ლარით
მიღების ვალდებულება
100 000-დან იზრდება 200 000 ლარამდე ლიზინგის
დაფინანსების შემთხვევაზე. ამასთან, თუ ლარით ანგარიშსწორების ვალდებულება
ვრცელდებოდა ნასყიდობის ფასის/ლიზინგის საზღაურის ფიზიკური პირისაგან (მათ
შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მიღების შემთხვევებზე, სამოქალაქო
კოდექსში მომზადებული ცვლილებით, აღნიშნული ვალდებულება აგრეთვე
გავრცელდება იურიდიულ პირზე და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნზე, რომელიც
არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
შესაბამისად,
ვინაიდან
საქართველოს
ადმინისტრაციულ
11
სამართალდარღვევათა კოდექსის 153 მუხლის პირველი ნაწილის და 15312 მუხლის
პირველი ნაწილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დისპოზიციაში
მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მეორე ნაწილით
გათვალისწინებული 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასი და 576-ე მუხლის მე-5
ნაწილით გათვალისწინებული 100 000 ლარამდე ლიზინგის საზღაური,
აუცილებელია სამოქალაქო კოდექსში მომზადებული ცვლილების შესაბამისად, ამ
ნორმებშიც შევიდეს შესაბამისი ცვლილება და ნაცვლად 100 000-ისა, მიეთითოს 200
000.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
მომზადებულ
ცვლილებებთან
და
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსში
მომზადებული ცვლილებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის
არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას,
უზრუნველყოს შესაბამისი პირების მიერ აღნიშნული მოთხოვნების
აღსრულება.
პრაქტიკაში
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
153 და 15312 მუხლების პირველი ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით და 100 000
(ასი ათასი) ლარის ნაცვლად მიეთითება 200 000 (ორასი ათასი) ლარი. შესაბამისად,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება პირის („საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული
სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 200 000 (ორასი ათას)
ლარამდე ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევა, ხოლო 15312 მუხლის თანახმად,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება ლიზინგის გამცემის მიერ
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსის
576-ე
მუხლის
მე-5
ნაწილით
გათვალისწინებული 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ლიზინგის საზღაურის მიღების
წესის დარღვევა.
11
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან სამართალდარღვევის
სანქციის ნაწილში რეგულაციები რჩება უცვლელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 15311. განვადებით ნასყიდობის საფასურის მიღების წესის დარღვევა
1. პირის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის
ფასის მიღების წესის დარღვევა −
გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30
კალენდარული
დღის
განმავლობაში
სამართალდარღვევის
საფუძვლის
აღმოუფხვრელობა –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა –
გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის
საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის
ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება,
რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ მოთხოვნას.
მუხლი 15312. ლიზინგის საგნის საზღაურის მიღების წესის დარღვევა
1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე
მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული 100 000 (ასი ათას) ლარამდე ლიზინგის
საზღაურის მიღების წესის დარღვევა −
გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30
კალენდარული
დღის
განმავლობაში
სამართალდარღვევის
საფუძვლის
აღმოუფხვრელობა –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა –
გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის
საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ლიზინგის
ხელშეკრულების შეწყვეტა ან ლიზინგის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება,
რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-5 ნაწილით
გათვალისწინებულ მოთხოვნას.