„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
“უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ა) შრომითი ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ სპეციალობების/პროფესიის შესაბამისი
თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც შეტანილია საქართველოს პარლამენტის
მიერ დამტკიცებულ ნუსხაში. შრომითი ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მისაღებად, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე
საქართველოს მოქალაქე დამქირავებელმა ვერ მოიძია.
ბ) მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის
მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა
აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის
საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში, ფლობს სახელმწიფო ენას
ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განახორციელა 300 ათასი აშშ დოლარის
ექვივალენტი ლარში ღირებულების ინვესტიცია ან აქვს საკუთრების უფლება უძრავ
ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 200 ათასი აშშ დოლარის
ექვივალენტს ლარში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან
მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ
წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;”
გ) მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თ)
საინვესტიციო
ბინადრობის
ნებართვა,
რომელიც
გაიცემა
უცხოელზე, რომელმაც შეიძინა არანაკლებ 400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების
ექვივალენტი ლარში ხუთწლიანი ვადის მქონდე სახაზინო ფასიანი ქაღალდი და 100
ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიცია, ან საქართველოში
განახორციელა არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ინვესტიცია
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად და შექმნა არანაკლებ 8 სამუშაო ადგილი საქართველოს
მაქალაქეებისთვის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის
უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის
სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის
სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით
დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
დ) მე-15 მუხლიდნ ამოღებულ იქნეს “კ” ქვეპუნქტი
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ქვეყნის იმიგრაციის არსებული პოლიტიკის შენარჩუნება უახლოეს მომავალში
საფრთხეს შეუქმნის სოციალურ სტაბილურობას და გამოიწვევს საქართველოს
პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას. დღეს არსებული პოლიტიკის შედეგად
ძირითადად ხდება უცხო ქვეყნის სიდუხჭირეში მყოფი მოქალაქეების მიგრირება და
იგი ნაკლებად ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურური და სოციალური გარემოს
გაუმჯობესებას. საქართველოში იმიგრაციის ტემპები საკმაოდ მაღალია. სტატისტიკის
მიხედვით, თუ 2012 წელს გაიცა 5 020 შრომითი ნებართვა, 2016 წელს ეს ციფრი
უკვე 9664ია. 2012 წელს მუდმივი ცხოვრების 4 ნებართვა იყო გაცემული, 2016 წელს1640. 2012 წელს არცერთი მოკლევადიანი და საინვესტიციო ვიზა არ გაცემულა, მაშინ
როდესაც 2017 წელს 1174 მოკლევადიანი და 437 საინვესტიციო ვიზა გაიცა. უნდა
აღინიშნოს,რომ
2012
წელს
ბინადრობის
ნებართვის
მისაღებად
შემოსული 9545 განცხადებიდან 1774 არ დაკმაყოფილდა, მაშინ როდესაც 2017 წელს 18
883 განცხადებიდან არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 1664.
აღნიშნული იმიგრაციის
ტემპები თავის მხრივ ცხადყოფს, რომ არსებული კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ
მოთხოვნებს უწესევს ბინადრობის მოწმობის მიმღებ უცხო ქვენის მოქალაქეებს, რაც
ვერ ჰპოვებს დადებით ასახვას საქართველოს ეკონომიკაზე.
ამასთანავე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივა ეხება იმიგრაციის მხოლოდ ორ სახის საინვესტიციო ვიზებს ე.წ. D5 და
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის გამკაცრებას. 2016 წელს გაიცა სულ
95 საინვესტიციო ვიზა, 2017 წელს- 437. 2016 წელს გაიცა 328 მოკლევადიანი
ბინადრობის ნებართვა, 2017 წელს 1174 ასეთი ნებართვა. ეს მაშინ როდესაც 2017 წელს
გაიცა 9 660 შრომითი ბინადრობის ნებართვა, 2 901 სასწავლო ბინადრობის ნებართვა
და მუდმივი ცხოვრების 1 610 ნებართვა. შრომითი ნებართვევის დიდი ნაწილი ისეთ
სფეროებშია გაცემული, სადაც არსებობს ადგილობრივი ანალოგიური კვალიფიკაციის
მქონე სპეციალისტების სიჭარბე. უცხოელი სამუშაო ძალის განაწილება პოზიციების
მიხედვით ასე გამოიყურება: სამოქალაქო მშენებლობის დამწყები კვალიფიკაციის
მუშახელი-20%, ავტომობილების მექანიკოსები და შემკეთებლები- 20%; მმართველი
დირექტორები და მთავარი აღმასრულებელი პირები 11%; სატვირთო ავტომობილების
მძღოლები-7%; კომერციული მომსახურების და ადმინისტრაციული მენეჯერები-3%.
ამის გარდა, ისევე როგორც ბევრ სხვა
არალეგალური იმიგრაციის პრობლემა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
ქვეყანაში,
საქართველოშიც
არსებობს
საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების
ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას.
შესაბამისად, კანონი მიზნად ისახავს გააუქმოს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების
ინსტიტუტი, რაც თავისმხრივ მოახდენს არასასურველი მიგრაციის პრევენციას.
დღეისათვის იგი გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიერზე
აქვთ უძრავი ქონება (გარდა სასოფლო სამეურნეო მიწისა), რომლის ღირებულებაც
აღემატება 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში
ასევე კანონპროექტი მიზნად ისახავს, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის
გამკაცრებას. კერძოდ, საინვესტიციო ვიზა უნდა იძლეოდეს არა მუდმივი ცხოვრების
მიღების შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ 5 წლამდე დროებითი ცხოვრების
შესაძლებლობას. ამასთანავე საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს
5 წლამდე ვადით და მხოლოდ ორ შემთხვევაში:
(1) თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ
400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტი ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე
სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი
ლარში ინვესტიციას.
(2) თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი
ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ
სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს.
ამასთანავე, ინიციატივის მიზანია გაამკაცროს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის
წესი. მხოლოდ 6 წლის განმავლოვაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრება არ
უნდა იყოს მუდმივი ცხოვრების ნებართვის საკმარისი პირობა. დამატებითი
მოთხოვნების სახით აუცილებლად მიგვაჩნია სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ
დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტივია ან საკუთრება მინიმუმ 200
ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე
მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, ქვეყანა არ განიცდის არამარტო
არაკვალიფიციური, არამედ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს, ამიტომ
უცხოელთთვის ქართულ სამუშაო ბაზარზე შემოსვლის ლიბერალური წესების
არსებობა არასწორია. შესაბამისად, კომპანიის დაარსება ან კომპანიისგან შრომითი
კონტრაქტის შეთავაზება არ უნდა იყოს შრომითი ნებართვის გაცემის ერთადერთი
საფუძველი.
საქართველოს
პარლამენტმა
უნდა
დაამტკიცოს
იმ
სპეციალობების/პროფესიების ნუსხა, რომელ სფეროშიც არსებობს დეფიციტი ან
მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესი, რომ მოზიდულ იქნეს კვალიფიციური
უცხოური ადამიანური რესურსები. დაუშვებელია შრომითი კონტრაქტი შეთავაზებულ
იქნეს უცხოელისთვის, თუ არსებობს ამ სამუშაო ადგილის დაკავების მსურველი და
იგივე კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლში ცვლილებების
შეტანას. კერძოდ, ცვლილება შედის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის
მიხედვითაც
დარეგულირდება
უცხოელებისათვის
შესათავაზებელი
სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით. აღნიშნულ ნუსხას
დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში,
თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე. ასევე ცვლილება შედის „ზ“
ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესს.
კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის
განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე.
დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ
დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200
ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. კანონპროექტის მიხედვით, ასევე ცვლილება
შედის „თ“ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის
გაცემას. კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ
შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ
არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის
მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის
ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300
ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი
სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8
მოქალაქეს. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის
გაუქმებას, რომელიც გულისხმობს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის
გაუქმებას.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროქტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მაგრამ
საგულისხმოა, რომ მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილი იქნება მცირე მასშტაბის მქონე,
მხოლოდ ადმინისტრაციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში
მოხდება დამატებითი ვალდებულების კონსტრუირება სახელმწიფო უწყებებისათვის,
რომელიც გამოიხატება ინფორმაციის გაცვლაში/შეტყობინებაში უწყებათა შორის, რამაც
თავისმხრივ შესაძლოა გამოიწვიოს მცირედი გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით გავლენას იქონიებს საინვესტიციო
ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული დამატებითი რეგულაციების შემოღება.
2016 წელს გაიცა 95 საინვესტიციო ვიზა, ხოლო 2017 წელს 437, ჯამში სულ გაცემულია
532 საინვესტიციო ნებართვა. დაწესებული ახალი ზღვრების და მოთხოვნების
საფუძველზე მოხდება მსხვილი ბიზნეს ინვესტიციების განხორციელება. კერძოდ, 300
ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც ითვალისწინებს ახალი სამუშაო
ადგილების შექმნას და სულ მცირე რვა საქართველოს მოქალაქის დასაქმებას ან
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიმღების მხრიდან 100 ათასი აშშ დოლარის
ექვივალენტი ლარში ინვესტიციის განხორციელება გამოიწვევს საშემოსავლო ნაწილზე
დადებით ზეგავლენას. მოხდება საქართველოს კაპიტალისა და საინვესტიციო ბაზრის
ზრდა, რაც ცხადია დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის მე-15 მუხლის, „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი ცხოვრების
ნებართის გაცემასთან დაკავშირებით დამატებითი ფინანსური მოთხოვნების შემოღება
ასევე დადებით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
მუდმივი ცხოვრების ნებართის მიღების მსურველი უცხოელის მიერ საქართველოში
განხორციელებული 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ღირებულების
ინვესტიცია ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 200
ათასი აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში,
გამოიწვევს საქართველოში
განხორციელებული ინვესტიციების ზრდას, რეალიზებული უძრავი ქონების რიცხვის
ზრდას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე.
კანონპროექტის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გაუქმება, რომელიც ითვალისწინებს
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემას 35 000 აშშ დოლარის ღირებულების
უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის საფუძველზე, თავისმხრივ, უმნიშვნელოდ
შეამცირებს უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს უმნიშვნელო გავლენა ექნება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ,
ადმინისტრაციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოხდება
დამატებითი ვალდებულების კონსტრუირება სახელმწიფო უწყებებისათვის, რამაც
თავისმხრივ შესაძლოა გამოიწვიოს მცირედი გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და
უმნიშვნელოდ გაზარდოს იგი.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე არ იქონიებს გავლენას მე-15 მუხლის
„თ“ ქვეპუნქტში შემავალი ცვლილება, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო
ბინადრობის ნებართვის მიმღები პირის მიერ 400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების
ექვივალენტი ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე ფასიანი ქაღალდების შეძენას.
აღნიშნული ცვლილება არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დამატებითი ფასიანი
ქაღალდების ემისიას. შესაბამისად, არარეზიდენტი პირის მიერ, საინვესტიციო
ბინადრობის ნებართვის მისაღებად, მოხდება იმ ფასიანი ქაღალდის შეძენა, რომელსაც
სახელმწიფო ყოველწლიურად გამოსცემს. მაგალითად, 2017 წელს სახელმწიფოს მიერ
გამოშვებულემა
ხუთწლიანი ვადის მქონე ფასიანი ქაღალდების ჯამურმა
ღირებულებამ 238 მილიონი ლარი შეადგინა
(წყარო: ფინანსთა სამინისტრო
https://mof.ge/2017_weli_ganxorcielebuli_emisia).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
ვალდებულებების წარმოქმნას.
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
მუდმივი ცხოვრების ნებართვისა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიმღები
პირებისათვის, კანონპროექტი ერთი მხრივ გამოიწვევს ხარჯების ზრდას, ვინაიდან,
ინიცირებული ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ პირებს მოუწევთ გაზრდილი
მოცულობის ფინანსური ინვესტიციების განხორციელება. მეორე მხრივ, გაზრდილი
მოცულობით განხორციელებულმა ინვესტიციებმა შესაძლოა გაზარდოს აღნიშნული
პირებისათვის შემოსავალი, ინვესტიციებიდან მიღებული მოგების სახით.
პირები, რომლებიც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეისყიდიან
ფასიან ქაღალდებს,
ხუთი წლის განმავლობაში პროცენტის სახით მიიღებენ
სარგებელს, ხოლო ხუთი წლის გასვლის შემდეგ უკან დაუბრუნდებათ ფასიან
ქაღალდების შესაძენად გადახდილი თანხა.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო , არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების
) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე )კანონპროექტის ავტორი
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები
საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი
საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში
ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
გ) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა
ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
დ) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა
უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე,
რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის
შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში
დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას
წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით
გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;
ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის
მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე
უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის
საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება
საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და
მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც
საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის
უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის
სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის
სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით
დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;
ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;
კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც
საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ
დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი
ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული
ორგანოს
−
აკრედიტაციის
ცენტრის
მიერ
აკრედიტებული
ორგანოს
სერტიფიცირებული შემფასებელი.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3344 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №779 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.