„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 42 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12,
14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები,
ალკოჰოლიანი სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის,
თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა
ხელოვნური კვების, იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე
რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის
საკითხები რეგულირდება ამ კანონით.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:
„17. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამა - აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის
რეკლამა, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის პროცესის ან მასთან დაკავშირებული
ქმედების დემონსტრირება. “
3. 82 მუხლის შემდეგ კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის 83 მუხლი:
„მუხლი 83. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამა
1. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება
რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ (სტადიონი, სპორტული დარბაზი
და სპორტული დანიშნულების სხვა შენობა-ნაგებობები, გარდა სპორტულ ეკიპირებაზე
გამოსახვისა) და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის
რადიუსში.
2. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა
ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც
აღემატება 10 კვადრატული მეტრი ფართობის.
3. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება
ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა
საშუალებებით, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის
შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი
მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება, ფინანსთა
მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული პიქტოგრამის თანხლებით აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის სახიფათო შედეგების შესახებ.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვა არ
ვრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების წამახალისებელი რეკლამისა.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებისთანავე
უზრუნველყოს ან კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტის დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან
გამომდინარე მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში და ამით
გამოწვეული სოციალური რისკების შემცირების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის
აკრძალვა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში,
კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში (გარდა სპორტულ ეკიპირებაზე
გამოსახვისა), აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში. ასევე, აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების აკრძალვა ტელევიზიის,
რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით,
გარდა
სპორტული
პროგრამის/რეპორტაჟის
სპონსორობისა.
სპონსორობის
შემთხვევაში, დასაშვები იქნება მხოლოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის
გავრცელება.
ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი
ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრი ფართობის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმადაც, კანონის მოქმედების
სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან
დაკავშირებული საკითხები.
მე-3 მუხლს ემატება მე-17 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ტერმინთა განმარტებაში
შემოდის ტერმინის - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, რომელიც
გულისხმობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის რეკლამას, აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების
დემონსტრირებას.
კანონს ემატება 83 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად,
იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება
რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და
სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.
ასევე, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება
ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა
სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და
სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. ამასთან, აზარტული და მომგებიანი
თამაშობის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების
რეკლამაზე, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი
რეკლამისა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვის
გამო შემცირებული რეკლამის რაოდენობა და შესაბამისი საგადახდო თანხების მოცულობა არ
იქნა დაბალანსებული არსებული სარეკლამო დროისა და რეკლამის გავრცელების სხვა
საშუალების სხვა ტიპის რეკლამების ათვისებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე,
რომლებიც ახორციელებენ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის დამზადებას
ან/და გავრცელებას, რაც დამოკიდებული იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესზე.
კერძოდ, რა რაოდენობით შემცირდება აზარტული თამაშობების მომწყობთა შემოსავლები
ამგვარი რეკლამების აკრძალვით და მაუწყებლების მიერ გამოყოფილი სარეკლამო დროის ან
რეკლამის გავრცელების სხვა საშუალების ათვისება რამდენად მოხდება სხვა ტიპის
რეკლამებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია,
ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე, ცოტნე ზურაბიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი
აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე, ცოტნე ზურაბიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტის
შესაბამისად შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 2. კანონის მიზანი და გამოყენების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და
საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების,
განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება,
საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების
დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა.
3. კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და
ავრცელებენ რეკლამას საქართველოში.
4. კანონი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ
საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქმედება რეკლამის სფეროში იწვევს
(შეიძლება გამოიწვიოს) შესაბამის უარყოფით შედეგებს (კონკურენციის შეზღუდვა, სხვა
ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანა) საქართველოს ტერიტორიაზე.
5. კანონი არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე.
6. კანონი არ ვრცელდება ფიზიკურ პირთა იმ განცხადებებზე, რომლებიც უშუალოდ არ არის
დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან.
7. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სასაქონლო ნიშნით
გაფორმებულ მოხმარების საგნებსა და ვაჭრობის ხელშემწყობ მოწყობილობებზე, რომელთა
ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი
სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის
ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, ფარმაცევტული
პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის
საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს
არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონით.
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინები
1. რეკლამა – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით
გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და
ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი
ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების
რეალიზაციის ხელშეწყობას.
2. არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში
შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან
გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. არაკეთილსინდისიერი რეკლამა – რეკლამა , რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის
არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან , კონკურენტის
ან მესამე პირის სახელის , ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს , ახდენს იმ
ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას , რომლებიც არ სარგებლობენ
რეკლამირებადი საქონლით , აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი
ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს
მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ .
4. არასარწმუნო რეკლამა – რეკლამა , რომელიც შეიცავს სინამდვი ლესთან შეუსაბამო
მონაცემებს რეკლამის დამკვეთის , საქონლის თვისებების , შემადგენლობის , დამზადების
ადგილის , წესის , თარიღის , დანიშნულების , სამომხმარებლო თვისებების , გამოყენების
პირობების , სერტიფიკატის ნიშნების , სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის ,
რაოდენობის , ბაზარზე საქონლის არსებობის , მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ
ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის , რეკლამის გავრცელებისას საქონლის
ღირებულების (ფასის ), ანაზღაურების დამატებითი პირობების , საქონლის მიტანის ,
დაბრუნების , შეკეთების , საგარანტიო ვალდებულებების , ვარგისიანობის ვადის ,
სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა , გერბი , ჰიმნი ) გამოყენების უფლების , ოფიციალური
აღიარების (მადლობის , პრიზების , დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება ),
გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების , საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის
შესახებ .
5. არაეთიკური რეკლამა – რეკლამა , რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების , რასის ,
პროფესიის , სოციალური კუთვნილების , ასაკის , სქესის , ენის , რელიგიის , პოლიტიკური და
ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების
გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს , ხელყოფს
ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს ,
ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს , ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა , გერბი
, ჰიმნი ), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას , რელიგიურ სიმბოლოებს ,
ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს , მათ საქმიანობას , პროფესიას ან საქონელს .
6. შეცდომაში შემყვანი რეკლამა – რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს
(რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის
მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
61. შედარებითი რეკლამა – რეკლამა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს
კონკურენტზე ან ისეთ საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც შეთავაზებულია
კონკურენტის მიერ.
7. კონტრრეკლამა – არასათანადო რეკლამის უარყოფის გავრცელება .
8. რეკლამის დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც წარმოადგენს
სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების , განთავსებისა და
გავრცელებისათვის .
9. რეკლამის მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც სარეკლამო
ინფორმაციას მზა სახეს აძლევს განთავსებისა და გავრცელებისათვის .
10. რეკლამის გამავრცელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც განათავსებს
და /ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის , რადიო - და ტელემაუწყებლობის
ტექნიკური საშუალებების , კავშირგაბმულობის არხების , საეთერო დროის და სხვა
საშუალებების ) გამოყენებით .
11. რეკლამის მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომლის საყურადღებოდ და
/ან რომელზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენადაც ვრცელდება სარეკლამო ინფორმაცია .
12. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი
მოწყობილობის რეკლამა – თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს
მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ან მისი მწარმოებელი, იმპორტიორი,
დისტრიბუტორი ან/და საბითუმო მოვაჭრე მეწარმე სუბიექტის რეკლამა, თამბაქოს ნაწარმის,
თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, მისი
კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მათთან დაკავშირებული ქმედების
დემონსტრირება.
13. ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა – რეკლამა , რომელიც შეიცავს ალკოჰოლიანი სასმელის
ან ალკოჰოლიანი სასმელის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს , ლოგოტიპს ,
ალკოჰოლიანი სასმელის , მისი ტარის , მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული
ქმედების დემონსტრირებას .
14. მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა – ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა , რომლის
შემადგენლობაში სპირტის შემცველობა აღემატება 14 პროცენტს .
15. სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა – რეკლამა, რომელიც შეიცავს იმ
პროდუქციის დემონსტრირებას, რომელიც ემსახურება სექსუალური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას, მათ შორის, სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და
მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა.
15. სამაუწყებლო რეკლამა – მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული,
სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ
პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან
იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე
ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია
პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,
საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და
შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების
რეალიზაციის ხელშეწყობას.
16. აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც
განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ
ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.