„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ცოტნე ზურაბიანი, ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე
ნომერი
#07-3/228/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს ცვლილება და 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები: „22. აკრძალულია აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების ან/და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. 23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშობების წამახალისებელი რეკლამისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა მაუწყებლობის საშუალებით, გარდა სპონსორობისა, რა დროსაც, ნედართული იქნება მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის (ლოგოტიპის) გავრცელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლს ემატება 22 და 23 პუნქტები, რომლის თანახმადაც, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების ან/და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. ამასთან, აღნიშნული აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შე მ თხვევაში, თუ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვის გამო შემცირებული რეკლამის რაოდენობა და შესაბამისი საგადახდო თანხების მოცულობა არ იქნა დაბალანსებული არსებული სარეკლამო დროის სხვა ტიპის რეკლამების ათვისებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც ახორციელებენ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის დამზადებას ან/და მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებას. თუმცა, კონკრეტულად რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი შესაბამის პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, დამოკიდებული იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესზე, კერძოდ რა რაოდენობით შემცირდება აზარტული თამაშობების მომწყობთა შემოსავლები ამგვარი რეკლამების აკრძალვით და რამდენად მოხდება მაუწყებლების მიერ გამოყოფილი სარეკლამო დროის ათვისება სხვა ტიპის რეკლამებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე, ცოტნე ზურაბიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე, ცოტნე ზურაბიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება. მუხლი 63. ზოგადი დებულებანი 1. რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება. 2 1. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა. 3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. 4. რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. 5. იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში. 6. რეკლამაში, რომელიც გამიზნულია ბავშვებისათვის ან რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, არ უნდა შეილახოს მათი ინტერესები. 7. ტელეშოპინგი არ შეიძლება გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის. 8. აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის , საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარი ს ტელევიზიისა და რადიოს არხებზეტელეშოპინგის განთავსება , ხოლო სპონსორობა და კომ ერციული რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 64- ე მუხლითგანსაზღვრუ ლ გამონაკლის შემთხვევებში . 9. ( ამოღებულია - 19.02.2015, №3088). 10. მაუწყებლის არხზე , გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან / და ტელეშოპინგის ა რხისა , რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლებაგანთავსდეს პროგრამებს შორის . ამ კანონით და დგენილი წესით რეკლამა შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც , მაგრამ ისე , რომშენარჩუნდე ს პროგრამის ფასეულობა . 11. აკრძალულია შემდეგი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა: ა) ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა; ბ) რელიგიური ცერემონია; გ) პროგრამა, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია. 12. ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს. 13. ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმე ტეს 30 წუთში ერთხელ . 14. საბავშვო პროგრამა , რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია , რეკლამით ან ტ ელეშოპინგით არ შეიძლება შეწყდეს , ხოლოსაბავშვო პროგრამა , რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია , რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ . 15. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. 16. დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება. დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 10%-ს. 17. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება.