„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/232/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის ტ4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ4) პალიატიური მზრუნველობა - მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით, აუმჯობესებს იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ6“ და „ტ7“ პუნქტები: „ტ6) ჰოსპისური მზრუნველობა - პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, რომელიც ხორციელდება პალიატიური მზრუნველობის სპეციალიზებული გუნდის მიერ, მიეწოდება როგორც ჰოსპისში, ასევე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ან და მულტიპროფილური ჰოსპიტლების ბაზაზე არსებულ პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტებში.ამგვარი მზრუნველობის დროს დაავადების განკურნებაზე ორიენტირებული სამედიცინო ჩარევები აღარ ხორციელდება, თუმცა იგი არ გამორიცხავს სიმპტომთა მართვაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართულ სამედიცინო ჩარევებს. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება განკურნებას აღარ ექვემდებარება და მათი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა (მოზრდილებში) შეადგენს ექვს თვემდე ვადას. ბავშვთა ჰოსპისური მზრუნველობის დროს შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში განხორციელდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული ჩარევები. ტ7) ჰოსპისი - სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც ხორციელდება ჰოსპისური მზრუნველობა.“; 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1543 მუხლი: „მუხლი 1543 1. ჰოსპისის საქმიანობისათვის საჭიროა სპეციალური თანხმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის შესაბამისი სამსახური. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ჰოსპისის საქმიანობისათვის საჭიროა სპეციალური თანხმობის ფორმის შემუშავება და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის ამ კანონთან 1 შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთი მოძველებული დეფინიციის არსებობა, რაც მოითხოვს პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის სფეროში არსებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას, რათა მოხდეს პაციენტებისათვის სრულფასოვანი პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია პალიატიური მზრუნველობის სფეროში არსებულ საკანონმდებლო ბაზაში შინაარსობრივი და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრით და კანონმდებლობის ცალკეული ნაწილების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანით. გარდა ამისა, პალიატიური მზრუნველობის სფეროში არსებული განმარტებების დახვეწით, ჰოსპისური მზრუნველობის მცნების დამატებითა და ახლებურად განმარტებული ტერმინების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის დახვეწა, ქვეყნისათვის საჭირო, პროგრესული და საჭიროებებზე ორიენტირებული სამართლებრივი გარემოს შექმნა, რათა ხელს შეუწყობს ქვეყანაში პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის, როგორც ჯანდაცვის ერთიანი სისტემის კომპონენტის და ადამიანის ფუნდამენტური უფლების განხორციელებასა და მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების მიღებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს ზოგიერთი ნორმის შესაბამისობაში მოყვანას პრაქტიკაში უკვე არსებული სამედიცინო სერვისის არსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: მოქმედი კანონის მე-3 მუხლის ტ4 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, პალიატიური მზრუნველობა არის მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქოსოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით, აუმჯობესებს იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები. აგრეთვე კანონის მე-3 მუხლს ემატება „ტ6“ და „ტ7“ პუნქტები, რომლის თანახმად სამართლებრივ სივრცეში შემოდის ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“, გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ჰოსპისის გახსნისათვის საჭიროა თანხმობა, რომელსაც გასცემს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის შესაბამისი სამსახური. კანონპროექტი აგრეთვე მოიცავს ჰოსპისის საქმიანობისათვის საჭიროა სპეციალური თანხმობის ფორმის შემუშავების და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო, ადგილობრივი და ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. შესაბამისი ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან ქვეპროგრამა 35 03 03 05 ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ნაწილზე. ბიუჯეტის საშემოსავლო ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეპროგრამის ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა ფარგლებში ანუ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით 35 03 03 05 პროგრამული კოდით გათვალისწინებული ქვეპროგამის - ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა 2,800.0 ათასი ლარის ფარგლებში. რაც შეეხება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აღნიშნული ღონისძიებები გათვალისწინებულია ქვეპროგრამით - ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა 3,000.0 ლარის ფარგლებში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ვინაიდან შემოდის ჰოსპისური მზურნველობის დეფინიცია, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს 2019 წლის სახელმწფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის სახელწოდების ცვლილება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. კერძოდ: 1. სტეინ კაასა - პროფესორი, MD, PhD ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოსლოს უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, ევროპის პალიატიური მზრუნველობის კვლევითი ცენტრის დირექტორი (PRC), ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, პალიატიური მზრუნველობის სამეცნიერო ქსელის ევროპის ასოციაციის თავმჯდომარე, ნორვეგია; 2. დანიელა მოსოიუ - ასოცირებული პროფესორი, MD, PhD ბრასოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ჰოსპის Casa Sperantei-ის განათლებისა და ეროვნული განვითარების მიმართულების დირექტორი, რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს პალიატიური მზრუნველობის მრჩეველთა საბჭოს პრეზიდენტი, ევროპის პალიატიური მზრუნველობის ასოციაციის საბჭოს წევრი, რუმინეთი; 3. დიმიტრი კორძაია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი; 4. იოსებ აბესაძე - მედიცინის დოქტორი; ტკივილის მართვის და პალიატიური მზრუნველობის ექსპერტი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი. თსსუ ასისტენტ პროფესორი, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია; 5. ფატი ძოწენიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი (pain policy), პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია; 6. გივი ჯავაშვილი - ბიოეთიკის საბჭოს ხელმძღვანელი; 7. ნინო კიკნაძე - ღია საზოგადოების ფონდი, პროგრამა „კანონი მედია და ჯანმრთელობა“ კოორდინატორი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მათი მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტში. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვლი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა ა) ავტონომია პაციენტის - პაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი; ბ) აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი; გ) არამართვადი ინფექციები - ინფექციური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები; დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა - უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (22.11.2002 N1768) დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (21.03.2008 N 6000) ე) დონორი - ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს, ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის მკურნალობის მიზნით; ვ) ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით; (22.11.2002 N1768) ზ) ენდემური დაავადება - განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით გამოწვეული დაავადება; ზ1) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემული, მიმოქცევადი მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის დასაფინანსებლად; (29.06.2007 N 5129) თ) თანდაყოლილი დაავადება - ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია ან ადრენოგენიტალური სინდრომი; ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) კ) ინფორმირებული თანხმობა - პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ; კ1) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – 1 მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) კ2) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ლ) კრიტიკული მდგომარეობა - ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდუვალია; მ) მეორე აზრი - ავადმყოფობის დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის აზრი, რომელსაც პაციენტი მიმართავს მკურნალი ექიმის გვერდის ავლით იმ შემთხვევაში,თუ იგი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის სისწორეში ან განზრახული სამკურნალო მეთოდის გამოყენებას თან სდევს სერიოზული შედეგები (მაგალითად, დამასახიჩრებელი ოპერაცია); ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა - "სოციალური სიკვდილი", ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა და, ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებების,გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა; ო) მცდარი სამედიცინო ქმედება - ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა; ო1) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები; (20.03.2015. N3367 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) პ) ნაგულისხმები თანხმობა - სიტუაცია, როდესაც პაციენტმა მიმართა ექიმს სამედიცინო დახმარების მისაღებად, ხოლო ეს უკანასკნელი, მიუხედავად წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმების არსებობისა გაესაუბრა მას,გასინჯა და ა.შ. ამ მომენტიდან ექიმს ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პაციენტის მიმართ; ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა – გვამის გაკვეთა სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის ან/და დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) რ) პაციენტი - პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს სამედიცინო დახმარებით; ს) პაციენტის ნათესავი - პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით, აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღონ პაციენტის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში; 2 ტ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვა – ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ცალკეული პირისა და ოჯახის პირველი შეხება; უწყვეტი, ყოვლისმომცველი და კოორდინირებული, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, პალიატიურ მზრუნველობას, აუცილებელი მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; (8.05.2007 N 4719) ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება; ტ2) ოჯახის ექიმი - ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს; ტ3) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები; (22.11.2002 N1768) ტ4) პალიატიური მზრუნველობა – აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება; (8.05.2007 N 4719) ტ5) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებით შემსუბუქება; (8.05.2007 N 4719) უ) რეანიმაცია - სიცოცხლის აღდგენისათვის გამოყენებული ღონისძიებების კომპლექსი; ფ) რეც იპიენტი - პაციენტი, რომლისათვისაც გადანერგვის მიზნით განკუთვნილია დონორისაგან აღებული ორგანოები, ორგანოთა ნაწილები ან ქსოვილები; ფ1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით; (22.11.2002 N1768) ქ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) 3 ღ) სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა - ადამიანზე ან ცხოველზე ჩატარებული ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია მედიცინის სფეროში ცოდნის გაღრმავება; ყ) სამედიცინო დახმარების უწყვეტობა – პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება; (8.05.2007 N 4719) შ) სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი - სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურება ნაკისრი აქვს სახელმწიფოს; ჩ) სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო - ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის, მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე, სიკვდილის გარემოებებს; ჩ1) სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლოფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ც) სამედიცინო ჩარევა – ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელსაც ატარებს ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის მიზნით; (8.05.2007 N 4719) ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტები, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ც2) სამედიცინო ტექნოლოგიები -– სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციურტექნოლოგიური მოწყობის წესი; ც3) საოჯახო მედიცინა – პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული სამედიცინო დისციპლინა, დამოუკიდებელი და სხვა დისციპლინებისაგან განსხვავებული პროფესიული მზადების, კვლევისა და კლინიკური საქმიანობის სისტემით; ც4) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა – საპროცესო მოქმედების წარმოებისას წამოჭრილი სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების დადგენის პროცესი; (22.11.2002 N1768) ძ) სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები - ჩანაცვლებითი თერაპიისთვის 4 გამოყენებული პრეპარატები, რომელთა მუდმივი მიღება აუცილებელია სიცოცხლის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მაგ. ინსულინი); ძ1) სპეციალობის აღწერილობა - იმ საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნა და ათვისება აუცილებელია ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმისათვის; (22.11.2002 N1768) წ) ტერმინალური სტადია - უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია; ჭ) ტვინის სიკვდილი – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ზედა სეგმენტების ფუნქციების სრული და შეუქცევადი შეწყვეტა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სპეციალური საშუალებებით შენარჩუნების ფონზე; (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.) ხ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა); (13.05.2005 N 1435) ხ1) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება; (13.05.2005 N 1435) ხ2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლების და უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა; (13.05.2005 N 1435) ჯ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - შრომის, ყოფაცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები; ჰ) ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება) - ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო,სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი. ჰ1) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ სისტემა.(20.06.2001 N974) ჰ2) ამოღებულია (7.12.2006 N 3836) და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა 5 ჰ3) ამოუცნობი გვამი – გვამი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო; (8.06.2007 N4921) ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება), და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. (8.06.2007 N4921) ჰ5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება. (21.07.2010. N3553 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.) 6 ჰ ) ამოღებულია (19.02.2015. N3094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.) 7 ჰ ) ამოღებულია (19.02.2015. N3094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.) 6