„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/232/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის «ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) პალიატიური მზრუნველობა - მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით, აუმჯობესებს იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს “მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ჰოსპისური მზრუნველობა - პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, რომელიც ხორციელდება პალიატიური მზრუნველობის სპეციალიზებული გუნდის მიერ, მიეწოდება როგორც ჰოსპისში, ასევე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ან და მულტიპროფილური ჰოსპიტლების ბაზაზე არსებულ პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტებში.ამგვარი მზრუნველობის დროს დაავადების განკურნებაზე ორიენტირებული სამედიცინო ჩარევები აღარ ხორციელდება, თუმცა იგი არ გამორიცხავს სიმპტომთა მართვაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართულ სამედიცინო ჩარევებს. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება განკურნებას აღარ ექვემდებარება და მათი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა (მოზრდილებში) შეადგენს ექვს თვემდე ვადას. ბავშვთა ჰოსპისური მზრუნველობის დროს შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში განხორციელდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული ჩარევები. “ 3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24 1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ან ჰოსპისური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; 1 ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით შემოთავაზებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით შემოთავაზებული ფორმულირებიდან გამომდინარე, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და ამავე მუხლს ემატება „ჰოსპისური მზრუნველობა“, დეფინიციის სახით „მ“ ქვეპუნქტად; აგრეთვე ახალი რედაქციით ყალიბდება 24-ე მუხლი, რომელის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება ჰოსპისური მზრუნველობის ჩატარების შესახებ ჰქონდეს წინასწარ წერილობით გამოხატული ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას (გარკვეული დათქმით). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო, ადგილობრივი და ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. შესაბამისი ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან ქვეპროგრამა 35 03 03 05 ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ნაწილზე. ბიუჯეტის საშემოსავლო ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეპროგრამის ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა ფარგლებში ანუ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით 35 03 03 05 პროგრამული კოდით გათვალისწინებული ქვეპროგამის - ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა 2,800.0 ათასი ლარის ფარგლებში. რაც შეეხება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აღნიშნული ღონისძიებები გათვალისწინებულია ქვეპროგრამით - ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა 3,000.0 ლარის ფარგლებში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ვინაიდან შემოდის ჰოსპისური მზურნველობის დეფინიცია, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს 2019 წლის სახელმწფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის სახელწოდების ცვლილება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. კერძოდ: 1. სტეინ კაასა - პროფესორი, MD, PhD ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოსლოს უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, ევროპის პალიატიური მზრუნველობის კვლევითი ცენტრის დირექტორი (PRC), ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, პალიატიური მზრუნველობის სამეცნიერო ქსელის ევროპის ასოციაციის თავმჯდომარე, ნორვეგია; 2. დანიელა მოსოიუ - ასოცირებული პროფესორი, MD, PhD ბრასოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ჰოსპის Casa Sperantei-ის განათლებისა და ეროვნული განვითარების მიმართულების დირექტორი, რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს პალიატიური მზრუნველობის მრჩეველთა საბჭოს პრეზიდენტი, ევროპის პალიატიური მზრუნველობის ასოციაციის საბჭოს წევრი, რუმინეთი; 3. დიმიტრი კორძაია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი; 4. იოსებ აბესაძე - მედიცინის დოქტორი; ტკივილის მართვის და პალიატიური მზრუნველობის ექსპერტი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი. თსსუ ასისტენტ პროფესორი, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია; 5. ფატი ძოწენიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი (pain policy), პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია; 6. გივი ჯავაშვილი - ბიოეთიკის საბჭოს ხელმძღვანელი; 7. ნინო კიკნაძე - ღია საზოგადოების ფონდი, პროგრამა „კანონი მედია და ჯანმრთელობა“ კოორდინატორი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მათი მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტში. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვლი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 4 კანონში გამოყენებულ ტერმინებს (თუ არ არის განსაკუთრებული მითითება) აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გენომი – ქრომოსომების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს მემკვიდრეობით ფაქტორებს (გენებს); ბ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ, რაც მას მიეწოდა ინფორმაცია: (20.03.2015. N3379 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) ბ.ა) სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ; ბ.ბ) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ბ.გ) სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ; ბ.დ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკის და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; ბ.ე) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ბ.ვ) ამ მუხლის „ბ.ა“–ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ; გ) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება; დ) პაციენტი - ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით; ე) პაციენტის ნათესავი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში; ვ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი – პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი; ზ) სამედიცინო მომსახურების გამწევი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას; თ) სამედიცინო მომსახურება – დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა; ი) სამედიცინო ჩანაწერები – სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ ქაღალდზე, აგრეთვე ინფორმაციის სხვადასხვა მატარებლებზე, მათ შორის, კომპიუტერში დაფიქსირებული ინფორმაცია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით; 1 კ) ტერმინალური მდგომარეობა – უკურნებელი დაავადების სიკვდილისწინა სტადია. ლ) პალიატიური მზრუნველობა – აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. (08.05.2007. N4722) მუხლი 24 1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას. (08.05.2007. N4722) 2. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ დაასახელოს პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ. 2