საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#18054/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-29
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

წერილი
N 18054 24/10/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ, 2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 40 (ორმოცი) ფურცელი პატივისცემით, ზვიად კვაჭანტირაძე თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ა ნ გ ა რ ი შ ი (2017 წლის საშემოდგომო - 2018 წლის საგაზაფხულო სესიები) სარჩევი : შესავალი---------------------------------------------------------------------------------------------1 საკანონმდებლო საქმიანობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები, პარლამენტის დადგენილებების პროექტები--------------------------------------------------- 1 ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საკითხები------------------------------------------------9 სხვა საკითხები:------------------------------------------------------------------------------------10 დარგობრივი მიმართულებებით და საპარლამენტო კონტროლის სფეროში გაწეული სამუშაოები დიასპორული ორგანიზაციები და ქართველოლოგიური ცენტრები; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები -----------------------------------------------------10 ქართული ისტორიული დიასპორები ----------------------------------------------------------16 კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ---------------------------------------18 რეგიონული უსაფრთხოება, კონფლიქტების რეგულირება -------------------------------------------------------------------22 თანამედროვე მიგრაციული პოლიტიკა, მიგრაციული პროცესები და მათი მართვა ----------------------------------------------------24 ანალიტიკური საქმიანობა------------------------------------------------------------------------28 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო -----------------------------------------------------------29 საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა დარგობრივ ორგანიზაციებთან და უწყებებთან -------------------------29 კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები, შეხვედრები---------------------------------------- 32 განცხადებები და წერილები კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის სხვა აქტივობები------------------------------------------37 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, 2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდის საქმიანობის ა ნ გ ა რ ი შ ი საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, საანგარიშო პერიოდში, დარგობრივი მიმართულებებისა და კომპეტენციის შესაბამისად, საქართველოს სამართლებრივი აქტებით პარლამენტის რეგლამენტისა განსაზღვრული და სხვა უფლებამოსილების სათანადო ფარგლებში მიმდინარეობდა. კომიტეტის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენდა: უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, კავკასიელ ხალხებთან და კავკასიურ დიასპორულ ორგანიზაციებთან, ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ ცენტრებთან საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობა, მათთან კულტურულ– კავშირების განმტკიცება; დიასპორული, მიგრაციული და რეგიონალური პოლიტიკის შემუშავების, რეგიონული უსაფრთხოების, ადამიანის, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობა. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების, დარგობრივი მიმართულებებით საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებზე მუშაობისას, ასევე, სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, კომიტეტმა ჩაატარა 26 სხდომა, ათეულობით მნიშვნელოვანი შეხვედრა და სხვა ფორმატის ღონისძიებები, მოისმინა შესაბამისი ინფორმაციები, რა დროსაც შეიმუშავა სათანადო დასკვნები, რეკომენდაციები და წინადადებები. საკანონმდებლო საქმიანობა,  საერთაშორისო ხელშეკრულებები, პარლამენტის დადგენილებების პროექტები, სხვა საკითხები  საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით, მნიშვნელოვანი იყო კომიტეტის მონაწილეობა 2017-2018 წლებში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში (სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი), რა დროსაც კომიტეტის მთავარი საზრუნავი და მიზანი იყო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც წარმატებით შესრულდა. ამაზე მეტყველებს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც 1 დიასპორის კუთხით უმნიშვნელოვანესმა სიახლეებმა ასახვა ჰპოვა ადამიანის უფლებების ნაწილში. კონსტიტუციაში დიასპორის თაობაზე პირველად - გაკეთდა „სახელმწიფო მკაფიო ზრუნავს ჩანაწერი უცხოეთში ქართული მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე”. ამდენად, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრება დიასპორაზე ზრუნვა. ასევე, გაუქმდა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას, რაც, თავის დროზე, დიდ სირთულეებს უქმნიდა ქართულ ემიგრაციას. ამჟამად, ეს პრობლემა მოხსნილია: უცხოეთში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, აღარ დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას და შეძლებენ, შეინარჩუნონ ქართულ სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირი. იმ კატეგორიის უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს კი, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, უფლება და საშუალება ეძლევათ გამარტივებული წესით აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა. კომიტეტი აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების ასახვის მიზნით შექმნილ, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში (სამუშაო ჯგუფში წარდგენილნი იყვნენ კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე). უმოკლეს ვადაში მომზადდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, აღსანიშნავია, რომ, სამუშაო პროცესში, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული კომიტეტის მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები, რაც ემსახურებოდა ქართული ემიგრაციის თხოვნისა და ინტერესების გაზიარებას.  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დარგობრივი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომიტეტმა განიხილა და დასკვნა მოამზადა საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/178; 24.05.2018; 2017 წ. 18 ივნისის სხდომა). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს მოქალაქე, იმავდროულად, შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს კანონპროექტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოპოვების ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებს. კანონპროექტით ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სიახლეს წარმოადგენს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს 2 მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება ეძლევა მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ გამოთქმული ძირითადი შენიშვნები გაზიარებული და მიღებული იქნა, რითაც ქართულმა სახელმწიფომ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა ჩვენი ემიგრაციის ფუნდამენტური ინტერესები.  საკონსტიტუციო ცვლილებებთან არის დაკავშირებული, აგრეთვე, კომიტეტისა და და მასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ორი პროექტი, სხვადასხვა კანონში ცვლებების პაკეტთან ერთად, რომელთა ინიცირებასაც ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში. 2017 - 2018 წლების საქართველოს კონსტიტუციურმა კანონებმა დღის წესრიგში დააყენა ქართული სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ინტენსივობისა და პრობლემატიკაზე ხარისხის დიასპორისადმი გაზრდა, მუშაობის საკანონმდებლო დამოკიდებულების გაუმჯობესება, დონეზე გამყარება, ქართული ქართულ დიასპორასთან/ემიგრაციასთან ურთიერთობის გაღრმავება, რამაც ადეკვატური ასახვა უნდა ჰპოვოს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. საანგარიშო პერიოდში, საკანონმდებლო კუთხით გაწეული საქმიანობისას, დარგობრივი სპეციფიკის/კომპეტენციის გათვალისწინებით, საყურადღებოა, ასევე, კომიტეტის მიერ განხილული შემდეგი კანონის პროექტები:  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/149; 22.11.2017; 2017 წ. 28 ნოემბრის სხდომა). კანონპროექტი ითვალისწინებდა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს, გარკვეული სამინისტროების რეორგანიზაციასა და ცვლილებებს მათ უფლებამოსილებებში. კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, როგორც სამინისტროებს, ისე - ცალკეული სამინისტროს შიდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის მოხდეს კომპეტენციებისა და ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნა, სხვადასხვა სტრუქტურული კომპონენტისა და დარგობრივი მიმართულების მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მათ უფრო ეფექტურ და მოქნილ მუშაობას. საკითხი კომიტეტისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას დაექვემდებარა ისეთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულებები და სტრუქტურული კომპონენტები, როგორებიცაა დიასპორა და ევროინტეგრაცია. 3 წარმოდგენილი ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა, რადგან ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფო მართვის სფეროში მეტი პროგრესისკენ, მმართველობითი სტრუქტურების მაქსიმალური ოპტიმიზაციისა და უფრო ეფექტური მმართველობის მექანიზმის შექმნისკენ, ბიუროკრატიის შემცირებისკენ, თანამედროვე სახელმწიფოსა და გაცილებით მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებისკენ, რაც უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას;  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 07-3/88; 05.09.2017; 2017 წ. 5 დეკემბრის სხდომა). კანონპროექტი ითვალისწინებდა ტერმინის/ცნების - „ეთნიკური ქართველი“ შემოღებას და ეთნიკური ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას. ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდიოდა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაო პრინციპებთან; საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, რომელშიც დეკლარირებულია კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა, განურჩევლად ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინის/ცნების მოთხოვნებთან. შემოთავაზებული ამასთან, „ეთნიკურად განმარტება ქართველის“ სამართლებრივად და შინაარსობრივად ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი იყო. ასევე, მოცემული განმარტება სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიზანთან: უზრუნველეყო ისტორიული ქართული დიასპორების (აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი) წარმომადგენლების ეთნიკურ ქართველებად ცნობა და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება. გამომდინარე აქედან, კომიტეტმა და მასთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ ინიციატივა განხილვისათვის მომზადებულად არ მიიჩნია;  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-2/187; 05.04.2018; 2017 წ. 1 მაისის სხდომა). საკანონმდებლო ითვალისწინებდა, დოკუმენტების ინიციატივა საქართველოს რეკვიზიტების მხარდაჭერილ მოქალაქეებსა შევსების სისტემის და იქნა, უცხოელებზე ხარვეზების ვინაიდან გასაცემი გამოსწორებას, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის გარანტიების გამყარებას, მათი რეგისტრაციის განხორციელებისას, საზღვარგარეთ გასულ, მათ შორის გარდაცვლილ, საქართველოს მოქალაქეთა შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების სისტემის დახვეწასა და საარჩევნო სიის სრულყოფის ხელშეწყობას; 4  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/208; 03.05.2018; 2017 წ. 24 მაისის სხდომა). საკითხი იყო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის ფრიად აქტუალური: არსებული კანონმდებლობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეები, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად, სარგებლობდნენ თანაბარი საგრანტო დაფინანსების პირობებით. ვინაიდან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებს (ახალგაზრდა დიასპორელებს) საქართველოში არ ჰქონდათ მიღებული სრული ზოგადი/უმაღლესი განათლება, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ისინი კონკურენციას ვერ უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს და იმყოფებოდნენ არათანაბარ პირობებში, რის გამოც, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში განათლების მიღებისას რჩებოდნენ დაფინანსების გარეშე. კომიტეტში შემოსული იყო ამ კატეგორიის პირთა არაერთი, მათ შორის, ერთობლივი განცხადებები და საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან მიდიოდა აქტიური კონსულტაციები. ცვლილებები ითვალისწინებდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო საგრანტო თანხების ახლებურად გადანაწილებას, რათა მათი დაფინანსების სისტემა ეფექტურად მორგებოდა არსებულ რეალობას და, პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ხელი შეეწყო ჩვენი თანამემამულეების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მეტწილად ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენელთა, ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი მიღებულ იქნა. ამასთან, კომიტეტმა სხდომაზე შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაცია:  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით, გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა, პრაქტიკისა და სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის გაანალიზება. საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება, რაც თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს, თავად აირჩიოს სახელწიფო გრანტით დაფინანსების მოპოვების მისთვის სასურველი გზა, პროგრამა, და ამ კატეგორიის პირთა სახელმწიფო დაფინანსება მოხდეს როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის კანონით დადგენილი წესით, მათი სურვილისა და არჩევანის შესაბამისად;  კომიტეტში განხილული და მომზადებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილ კანონის პროექტებზე: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 5 კანონპროექტის მიზანი იყო უკანონო მიგრაციის შემცირება და აღკვეთა, რაც ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროებს პრობლემის გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემუშავებას. თუმცა, კანონპროექტის წარმოდგენილ რედაქციაში იყო ხარვეზები - გარკვეული სხვადასხვაგვარი ბუნდოვანი, განმარტების ზოგადი საშუალებას ჩანაწერები, იძლეოდა. რაც კომიტეტმა კანონის და მასთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ გამოთქვა რიგი წინადადებები, ვინაიდან უცხოეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრებმა ემიგრანტებმა ზუსტად და კონკრეტულად უნდა იცოდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი ქმედებაა დასჯადი, რათა თანამემამულის დახმარების მიზნით გაწეული მოქმედება არ აღმოჩნდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება, რაც საბოლოო ჯამში ამ ქმედების ჩამდენ ემიგრანტს დააკარგვინებს კავშირს საქართველოსთან. (მაგალითად, კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ყოფნისათვის და საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) ცხადდებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებად. გაურკვეველი იყო რა იგულისხმებოდა „შესაბამისი პირობების შექმნაში“. ასევე, იყო ბუნდოვანი ჩანაწერები და გასაგებად არ იყო გაწერილი, რომელი ქმედებები ცხადდებოდა დანაშაულად, რამაც ბევრი ემიგრანტის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე თანამემამულეებისა და მათი ოჯახის წევრების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია);  კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი; „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და თანმდევი კანონპროექტები (N07-3/187, 31.05.2018; 2018 წ. 5 ივლისის სხდომა). გამოითქვა რიგი წინადადებები, რომელთა შორის საყურადღებოა: • ახალი რეგლამენტის მიღების ერთ-ერთ ძირითად მოტივაციასა და მიზანს წარმოადგენს რა კონსტიტუციის დოკუმენტის ახალი კონსტიტუციასთან რედაქციის მსგავსად, თანხვედრაში საქართველოს მოყვანა, პარლამენტის რეგლამენტშიც არ უნდა იყოს მითითებული პარლამენტის ადგილსამყოფელი. • პროექტის IX თავში (პარლამენტის სესია) უნდა გაიწეროს სესიის დაწყებისა და დასრულების თარიღები. ასევე, უნდა გაკეთდეს ჩანაწერი (მუხლი 26), რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოადგილე უხელმძღვანელებს ბიუროს სხდომას. აღნიშნული ხარვეზები აღმოსაფხვრელია, რათა არ შეიქმნას პრობლემები საპარლამენტო მუშაობისას; • წარმოდგენილი პროექტის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“. ანალოგიური პრინციპით, პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაშიც, პარლამენტის წევრს უფლება უნდა ჰქონდეს, პლენარულ სხდომაზე 6 პირველი მოსმენით მიღებამდე, წერილობითი დასაბუთების საფუძველზე, უარი განაცხადოს კანონის პროექტის ინიციატორობაზე; • ახალი რეგლამენტი აძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალ უწყებებზე. თუმცა, რეგლამენტის პროექტით, ზედამხედველობის კუთხით საგამონაკლისო წესია გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე. ვინაიდან რეგლამენტი ისედაც ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განსხვავებულ წესს, სააგენტოზეც, ანალოგიურად, უნდა განხორციელდეს ნდობის ჯგუფის ზედამხედველობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს აღნიშნულ ინსტიტუტს და გაცილებით ეფექტურს გახდის მის მუშაობას. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის ეს და სხვა შენიშვნები აბსოლუტურად იქნა გათვალისწინებული ახალი რეგლამენტის მიღებისას. საფინანსო-საბიუჯეტო კუთხით, კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტებიდან და დოკუმენტებიდან საყურადღებო იყო შემდეგი: o ბიუჯეტის საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო შესახებ“ და თანდართული „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“ (N07-2/132; 29.09.2017; 2017 წ. 9 ოქტომბრის კომიტეტის სხდომა). სხდომაზე, მართალია, მოწონებულ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, ვინაიდან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო მოცემული საგარეო, მათ შორის დიასპორული, პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა კომიტეტის დასკვნაში გამოითქვა რიგი შენიშვნები, რომელთაგან მნიშვნელოვანი იყო შემდეგი მოთხოვნა: დიასპორის/ემიგრაციის მიმართულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში ცალკე პროგრამად/ქვეპროგრამად გამოყოფილიყო „დიასპორული პოლიტიკა“ და მას მინიჭებოდა შესაბამისი პროგრამული კოდი. ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, მთავრობის მიერ გათვალისწინებული იქნა გამოთქმული შენიშვნა, რაც კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვან მიღწევად უნდა მივიჩნიოთ. აღნიშნული უზრუნველყოფს არამარტო სახელმწიფოს მხრიდან დიასპორული პოლიტიკის სწორად დაგეგმვასა და წარმართვას, არამედ - მთავრობის საქმიანობაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას; o „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№16126/9; 31.07.2017; 2017 წ. 15 სექტემბრის კომიტეტის სხდომა). დოკუმენტთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნაში ასახული შენიშვნებიდან მნიშვნელოვანი იყო შემდეგი: 7 ა) მოხდეს შესრულების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამულ მიმართულებაში - მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების დარგში (კოდი 28 02); ბ) საგარეო პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში (პროგრამული კოდი 28 01 01) დეტალური ასახვა ჰპოვოს დიასპორის მიმართულებით განხორციელებული პროექტების, გამოყოფილი ასიგნებების, ამ კუთხით დაგეგმილი და ათვისებული ხარჯების თაობაზე ინფორმაციამ; გ) ვინაიდან უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მეტად აქტიური და მზარდია, ამასთან უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული პირდაპირი ფულადი გზავნილების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება და შეადგენს ყოველწლიურად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს (დაახლოებით 1 151 200 000 აშშ დ. – 2016 წ; 1 300 000 აშშ დ. – 2017წ), ბიუჯეტის კანონზე მუშაობისას მეტი ყურადღება დაეთმოს დიასპორულ პროგრამებს და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას; o „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (2018 წლის 5 ივნისის ხდომა). კომიტეტმა გასცა შემდეგი რეკომენდაცია: მოცემული საანგარიშო წლის პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს, მიგრაციის შემუშავებული პროექტების: საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ვებპორტალის კონცეფცია“ „დიასპორული ერთად და „საკომუნიკაციო სტრატეგია“ განხორციელება. ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისას, დიასპორული პროგრამისა და ქვეპროგრამების შესრულების თაობაზე, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნას მეტი დეტალური ინფორმაცია. სხდომებზე, ასევე, განხილული იქნა და შესაბამისი დასკვნები მომზადდა: o საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (N21054; 31.10.2017; 2017 წ. 10 ნოემბერი); o „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-2/148; 20.11.2017; 2017 წ. 27 ნოემბერი); o „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“(N 04-02/55790; 30/04/2018; 2018 წ. 10 მაისი); საფინანსო-საბიუჯეტო კუთხით კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზისას, საჭიროა, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ, საკონტროლო ფუნქციების განხორციელებისას, კანონშემოქმედებითი და მნიშვნელოვანი იყო საგარეო 8 მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციების მოსმენა. სწორედ ამიტომ, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვისას კომიტეტის ერთ-ერთი შენიშვნა იყო შემდეგი: 2017-2018 წლების განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა ძლიერ საპარლამენტო რესპუბლიკად. შესაბამისად, რეგლამენტის პროექტში მნიშვნელოვანი ყურადღებაა გამახვილებული საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, თუმცა ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით აღნიშნული ნაკლებადაა გათვალისწინებული. უნდა გაიზარდოს საპარლამენტო კომიტეტების საკონტროლო ფუნქცია ქვეყნის ძირითადი საფინანსო დოკუმენტის როგორც შემუშავების პროცესზე/ეტაპზე, ისე - მისი შესრულების მდგომარეობაზე, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის პროგრამული მიმართულებები, რაზეც გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება, რის გამოც საჭიროა რეგლამენტში ნათლად და ზედმიწევნით გაიწეროს კომიტეტების საბიუჯეტო კონტროლის ვალდებულება, დარგობრივი კომპეტენციის შესაბამისად;  ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საკითხები კომიტეტის სხდომებზე, საანგარიშო პერიოდში, განხილული იქნა და შესაბამისი დასკვნები მომზადდა საქართველოს მთავრობის შემადგენლობებისა და სამთავრობო პროგრამებისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ყურადღებას გავამახვილებთ 2018 წლის 19 ივნისის სხდომაზე განხილული სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (072/234; 18.06.2018 წ) საგარეო კომპონენტის შემდეგ მიმართულებებზე: სახელმწიფოს საკუთრებაში 2016 წელს გადმოცემული „ლევილის მამულის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საგანმანათლებლო კერად და მომავალში ჩამოყალიბება; მისი ქართულ საზღვარგარეთ მყოფი კულტურულსაქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საკონსულო საქმიანობის განხორციელების სამოქმედო არეალის გაფართოება; სათანადო სტანდარტების შესაბამისად საკონსულოების აღჭურვა, კვალიფიციური საკონსულო მომსახურებისა და ოპერატიული საკონსულო დაცვის უზრუნველყოფა; საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ თავისუფალი კრიზისული თანამოქალაქეების სწრაფად და გადაადგილების საგანგებო და არეალის სიტუაციებისას ეფექტიანად დაცვის გაფართოება; უცხოეთში მიზნით მყოფი შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვა. საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფორმატში, მომავალი სასესიო მუშაობის პერიოდში, კომიტეტი შეისწავლის, ქართული ემიგრაციისთვის მნიშვნელოვანი, ზემოაღნიშნული მიმართულებებით საგარეო უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას. 9  სხვა საკითხები: საანგარიშო პერიოდში, შეტანილი იქნა ცვლილებები კომიტეტის დებულებაში, მომზადდა ახალი ცვლილებების პროექტი, რაც დაკავშირებულია 20172018 წლების საკონსტიტუციო რეფორმასთან და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებთან. ცვლილებები, აგრეთვე, ითვალისწინებს დებულების დახვეწას, კომიტეტის მუშაობის ორგანიზაციისა და წესის გაუმჯობესებას, კომიტეტის უფლებამოსილების უფრო მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებას და კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების გაფართოებას. დარგობრივი მიმართულებებით და საპარლამენტო კონტროლის სფეროში გაწეული სამუშაოები  დიასპორული ორგანიზაციები და ქართველოლოგიური ცენტრები; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ქართულ ემიგრაციასთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით, კომიტეტის სხდომები და სამუშაო შეხვედრები იმართებოდა რეგულარულად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებების (საგარეო საქმათა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მიგრაციის სამთავრობო კომისია, რელიგიის სააგენტო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ა.შ), დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დარგის არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, უმაღლესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიურ წრეების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოების მონაწილეობით. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორებთან კავშირების განმტკიცებისა და ქართულ სახელმწიფოსთან დაახლოების/ინტეგრაციის მიზნით, დაიგეგმა და განხორციელდა სხვა სახის არაერთი ღონისძიება და პროექტი. აღნიშნული მიმართულებით ყურადღებას გავამახვილებთ დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემდეგ აქტივობებზე:  ქართულ ძირითადი მიმართულებების, არსებულ გამოწვევებისა და ამ კუთხით გაწეული საქმიანობის 10 თაობაზე, კომიტეტის სხდომაზე, მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე (2017 წლის 25 სექტემბერი). წარმოდგენილ იქნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის დეტალური ანგარიში და „დიასპორული პოლიტიკის სტრატეგიული პროგრამა“, რომლის მიზანია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის ფორმირება. სხდომაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება, სამინისტროს მიერ დაგეგმილ, ისეთ მნიშვნელოვან პროგრამების განხორციელებაზე, როგორებიცაა: „მომავლის ბანაკი“; „დიასპორული სტაჟირება“; „საჭიროებათა კატალოგი“, „დიასპორული კალენდარი“ და „დიასპორული ბიულეტენი“; Erasmus+; YouTube Channel (პროექტების მიზანია ემიგრაციის მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, სატელევიზიო გადაცემების მომზადება და შემდგომ გააადვილებს წვდომას ფართო დიასპორული YouTube-ის არხზე ატვირთვა, რაც აუდიტორიისათვის); „დიასპორული კუთხეები და საქართველოს საელჩოები“; „წინასაროტაციო მოდული“ (მოიცავს დიასპორის მიმართულებით სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, როტაციაში მონაწილე დიპლომატებისთვის სემინარების ჩატარების გზით, შემდეგ თემატიკაზე: დიასპორის ისტორია და გეოგრაფია; დიასპორის პრობლემატიკა; წარმატებული დიასპორელები და სხვა); „დიასპორული ოლიმპიადები“; „ტურიზმი და დიასპორა“; „დიასპორა და საქართველოს საინვესტიციო-საექსპორტო პოტენციალი“; მნიშვნელოვანია პროგრამის - „დიასპორული ვებპორტალი“ განხორციელება. კერძოდ, სამინისტროში მუშაობა გრძელდება დიასპორულ საჭიროებებზე მორგებული ელექტრონული პლატფორმის შესაქმნელად. ამასთან დაკავშირებით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი კონცეფციისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით; კომიტეტის მიერ გაიცა შემდეგი რეკომენდაციები: o სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი, დიასპორებთან ურთიერთობის საკითხებში, დაიგეგმოს კოორდინაციის რეჟიმში, პრიორიტეტულად განისაზღვროს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების გაზრდა დიასპორული პროგრამების მიმართულებით; o პროექტები დიასპორის კუთხით შემუშავდეს კონკრეტულად, განსაზღვრული ბიუჯეტით, მონაწილე მხარეებითა და პასუხისმგებელი პირებით. ბიუჯეტის დამტკიცებისას მოხდეს ამ პროექტების აქტიური განხილვა; o უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მომზადება დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში, რათა ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ; 11 დიპლომატიურ o წარმომადგენლობებში მოხდეს დიასპორასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა (მინისტრის განცხადებით, უკვე შერჩეულია რამდენიმე საელჩო, სადაც ეს სიახლე საწყის ეტაპზე განხორციელდება); საქართველოს o მოქალაქეების საელჩოებმა მიმართვისას და მყისიერად საკონსულოებმა მოახდინონ საქართველოს რეაგირება. გაიმართოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის დონეზე შეხვედრები - „ღია კარის დღე“ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის; დიასპორული o ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზებისას ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სხვადასხვა სფეროში ახალი იდეების გაჩენას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას; დიასპორის უფლებების დაცვის მიზნით, შემუშავდეს პროექტები, o რომლებიც ხელს შეუწყობენ მშობლიურ ენაზე ადგილსამყოფელ ქვეყანაში იურიდიული კონსულტაციის მიღებას; გაიმართოს კონსულტაციები სამედიცინო საკითხებზე, რაც აამაღლებს o ემიგრანტების ცოდნის დონეს ადგილსამყოფელი ქვეყნების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების შესახებ, რათა ამ პროექტებით ისარგებლონ ჩვენმა თანამემამულეებმაც; მეტი o მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ საკვირაო სკოლებს, რაც უზრუნველყოფს დიასპორის ახალ თაობებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებას; საზღვარგარეთ ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის o სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მოხდეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა. დაიხვეწოს ქართული ენის შემსწავლელი ონლაინკურსები; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ საელჩოებისთვის o შენობების შეძენას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად განიხილოს ეს საკითხი, ვინაიდან საბოლოოდ შენობის დაქირავება და სესხის მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი შესყიდვა.  საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარსდგა, ასევე, 2017 წლის 19 თებერვლის სხდომაზე. ანგარიში, ამჯერად, შეეხებოდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ საკითხებს და ამ კუთხით სამინისტროს საქმიანობას: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება/აღდგენას; საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართული მხარის აქტივობას; გაეროს ფარგლებში ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ პირველ რეზოლუციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების თაობაზე; ჟენევის საერთაშორისო 12 მოლაპარაკებებს; კულტურული დიპლომატიის წარმოებას; ქართული დიასპორის ჩართულობას საქართველოს აღმშენებლობის პროცესებში; დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორცილებას;  მოსმენილი იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ანგარიში, 2013- 2017 წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობისა და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის თაობაზე (2017 წლის 19 თებერვლის სხდომა). განხილული იქნა: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების წესებში ცვლილებების შეტანისა და ახალი რეგულაციების შემოღების საკითხი, ამ სფეროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. საყურადღებოა, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე 32 523 განცხადება იქნა განხილული, რომელთაგან 23 011 განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული იქნა დადებითი რეკომენდაცია. ამასთან, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა 79 ფერეიდნელ ქართველს, თუმცა, ფერეიდნელ ქართველობასთან დაკავშირებით, რჩება სერიოზული პრობლემები.  კომიტეტის ჩართულობით, მიმდინარე წელსაც, ფართოდ აღინიშნა 27 მაისი - „ქართული დიასპორის დღე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ათეულობით ქვეყნის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, სამინისტროებმა, საპატრიარქომ, დიპლომატიურმა კორპუსმა, მაღალი რანგის მოწვეულმა სტუმრებმა, კომიტეტთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა და ფართო სამოქალაქო საზოგადოებამ. დიასპორული დღეების ფარგლებში, 27-28 მაისს, გაიმართა დიასპორის საერთაშორისო ფორუმი: „2018 - ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიოს თითქმის ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც კი ფუნქციონირებენ ქართული დიასპორული ორგანიზაციები და სათვისტომოები. ფორუმზე, სამუშაო თემატურ ჯგუფებში, განხილული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. იმსჯელეს ბევრ საინტერესო პროექტზე. მოხდა დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა. თემატური ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობდნენ სამინისტროები, მინისტრის მოადგილეების დონეზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება - გამოთქმული და მხარდაჭერილი მოსაზრებები და წინადადებები, შემდგომში, აისახოს იმ ცალკეულ ღონისძიებებში, პროგრამებსა თუ პროექტებში, რომლებიც განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. (თემატურ ჯგუფში - „სპორტი და კულტურა“ ხაზი გაესვა შემდეგ პროექტებს: „კულტურის ატაშეს“ ინსტიტუტის გაძლიერება და ეფექტურად გამოყენება; ქართული კულტურა, სპორტი საზღვრებს გარეშე და კულტურული დიპლომატია; კულტურული 13 პოლიტიკა და სახალხო დიპლომატია; „დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში“; უცხოეთში ქართული ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა/შენარჩუნება - „ჩვენი საქართველო აქ არის“. თემატურ ჯგუფში - „განათლება/ქართული საკვირაო სკოლები“, დისკუსია წარიმართა: უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართული სექტორების გაძლიერებაზე, მაგალითად, თურქეთში, დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების მხარდაჭერაზე; ქართული ენის ინტეგრირებული სახელმძღვანელოების შემუშავებაზე; საკვირაო სკოლებში ქართული ენის ცოდნის შეფასების სისტემის შემოღებასა და მათთვის გარკვეული სტატუსის მინიჭებაზე; საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოებითა და სხვა საკითხავი ლიტერატურით უზრუნველყოფაზე; მომავლის ბანაკების ხელშეწყობაზე და სხვა. ეს პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დიასპორის მომავალ თაობებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. ასევე, წარმოდგენილი იყო თემატური ჯგუფები: „დიასპორა და მედია“, „დიასპორა და ეკონომიკა“, რომელზეც მოხსენებით წარსდგა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. კომიტეტისა და საბჭოს მიერ ფორუმზე მოწვეული დიასპორელი მეწარმეების ინიციატივით დაიგეგმა „ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ საქართველოში დაფუძნება.)  2018 წლის მარტში, კომიტეტის უშუალო თანაორგანიზებით, პროექტი - „წარმატებული ემიგრანტი ქალი“ განხორციელდა, რომელსაც, უკვე მესამე წელია, კომიტეტის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ მართავს. ღონისძიების მიზანია უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასება. პროექტის კვირეული პარლამენტში დაიწყო. საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისათვის, ქართულ დიასპორაში აქტიური საქმიანობისთვის, 16 ემიგრანტ ქალს, მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, პარლამენტის სახელით, კომიტეტმა მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  კომიტეტის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 2018 წლის ივლისში, განხორციელდა აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული, ბავშვთა ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელების“ საქართველოში საგასტროლო ვიზიტი. შემოქმედებითი გაერთიანება 2013 წელს დაარსდა, აერთიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ მოზარდებს. ანსამბლი საქართველოს პირველად ეწვია და მან, კომიტეტის შუამდგომლობით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართა კონცერტი. ანსამბლი ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში წარსდგა საგასტროლო პროგრამით, მონაწილეობა მიიღო ფესტივალში - „კავკასია 2018“. კომიტეტმა ანსამბლს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა, რა დროსაც მის 28 წევრსა და სამხატვრო ხელმძღვანელს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა. 14 ბოლო პერიოდში, კომიტეტს ხშირად მომართავენ საკვირაო  სკოლებისა და სათვისტომოების მესვეურები, ცალკეული დიასპორების წარმომადგენლები, სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდების თხოვნით. აღნიშნული მომართვების საფუძველზე, კომიტეტმა გადაწყვიტა, გაუწიოს მათ ქმედითი დახმარება. ჩვენს მიერ, ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შესწავლილი იქნა რომელ საგნებში, რა რაოდენობით სახელმძღვანელოები ესაჭიროება თითოეულ საკვირაო სკოლას. კომიტეტში მომზადებული სპეციალური კითხვარი დაეგზავნა საზღვარგარეთ არსებულ ყველა საკვირაო სკოლას, მათ მესვეურებს და სათვისტომოებს (100-ზე მეტ ადრესატს). პირველ ეტაპზე, 7 ქვეყნის 11 ქალაქში მოქმედი 12 საკვირაო სკოლისათვის, 1125 ერთეული სახელმძღვანელოს, კალიგრაფიის რვეულების, საქართველოს რუკების, დროშებისა და სხვა აქსესუარების მიწოდება იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, რაც უზრუნველყოფს დიასპორელი ბავშვების სახელმძღვანელოებით მომარაგების პროექტის წარმატებით ქართული დიასპორული განხორციელებას.  კომიტეტისათვის ორგანიზაციების მნიშვნელოვანი კოორდინირებული იყო საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც, სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება. ხშირ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის ერთ რეგიონში, სადაც სულ რამდენიმე ათეული ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, დაარსებულია რამდენიმე სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაცია. ისინი არიან მუდმივ არაჯანსაღ კონკურენციაში. აღნიშნული ეფექტურობას უკარგავს მათ საქმიანობას, ამცირებს ნდობის ხარისხსა და ართულებს სახელმწიფოს დიასპორასთან თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ სათვისტომოებთან და გაერთიანებებთან, მხარს უჭერს ისეთი დიასპორული ორგანიზაციების შექმნას, რომელთა ძირითადი მიზნებიცაა: საერთო დიასპორული გამოწვევებისა და პრობლემატიკის გადაწყვეტა, ემიგრაციის ძირითადი ინტერესებისა და ხედვების გამოხატვა, ერთი რომელიმე დიასპორის წარმოჩენა, ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება- კონსოლიდაცია. (მაგალითად, ასეთი ორგანიზაციებია: 2017 წლის 27 სექტემბერს ბელგიის სამეფოში დაფუძნებული, „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი“. იგი წარმოადგენს მსოფლიო დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანების - მსოფლიო ინტერნაციონალური კომიტეტის (Internationale comité) წევრ ორგანიზაციას. ასეთივე დიასპორული გაერთიანებებია: ესტონეთში - „ქართული სახლი“ და მოიცავს შვედეთის დიასპორასაც, ათენის „ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი“, „ბერლინის ქართული სახლი“, „ლონდონის ქართველთა სათვისტომო“, „აშშ-ს ქართველთა სათვისტომო მამული“ და სხვა).  ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ, საანგარიშო პერიოდში, მრავლად იყო 15 უცხოეთში მცხოვრებ ცალკეულ თანამემამულეთა დახმარებისა და მათ მიერ დასმული საკითხების შესწავლის კონკრეტული ფაქტებიც. (მაგალითად, რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ედუარდ ზალიას დაკარგული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტი და ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას. ინფორმაციის მიღებისთანავე, კომიტეტის (ქალბატონი სვეტლანა კუდბას) თანადგომით, მოხდა არა მარტო მისი დაბრუნება 30 წლიანი ემიგრაციიდან, არამედ - ღირსეული რეინტაგრაცია). მომზადდა არაერთი სარეკომენდაციო წერილი და შუამდგომლობა დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდასაჭერად. (მაგალითად: პროექტი - "ქართველი ემიგრანტი მეცნიერების მიერ ევროინტეგრაციის და ევროკავშირის იდეისათვის შეტანილი წვლილი"; პროექტი - ვენის ბურგთეატრში მოღვაწე კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობის მაია სასწრაფოშვილის პროექტის - „გაუზიარე გამოცდილება ქართველ სტუდენტებს“ და სხვა).  ქართული ისტორიული დიასპორები ისტორიული დიასპორების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობა, ძირითადად, შემოიფარგლა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებით, გარკვეული საკითხები დაკავშირებული იყო ფერეიდნელი ქართველობის გამოწვევებთან.  ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქართული დიასპორის (ისტორიული ჰერეთის) პრობლემატიკა. გაიმართა ათეულობით მცირე თუ ფართო ფორმატის სამუშაო შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, დაინტერესებული პარლამენტის წევრების, სამინისტროებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებების, საპატრიარქოს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“, მეცნიერების, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების, მკვლევარი- კავკასიოლოგების, საზოგადო მოღვაწეების, დარგის ექსპერტებისა და ჰერეთის მკვიდრთა მონაწილეობით. აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წინაშე მდგარი გამოწვევები საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას და გადაწყვეტას, რათა მოხდეს ჩვენი თანამემამულეების იდენტობის შენარჩუნება, ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. მოხდა პრობლემების ანალიზი და კლასიფიკაცია კონკრეტული სფეროების მიხედვით: საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ასპექტები, ისტორიული მემკვიდერობა (საჭიროა აღდგეს დამწვარი კახის ქართული კულტურის სახლი და დაიწყოს ცენტრმა ფუნქციონირება; განხორციელდეს პროექტი „ჰერეთის სახლი“, მხარდაჭერილ იქნას ანსამბლი „ჰერულა“ და ალიბეგლოს ქართული თეატრი; მოხდეს აზერბაიჯანის ქართული სკოლებისა და 16 შერეულ სკოლებში ქართული სექტორების შენარჩუნება და ზოგადი განათლების დონეზე სასწავლო პროცესის ამაღლება; მხარდაჭერილ იქნას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჰერელი მოსწავლეების მისაღებ გამოცდებზე დაშვება და დიასპორელი სტუდენტების მიერ უმაღლესი განათლების მიღების საგრანტო უზრუნველყოფა; აღდგეს აზერბაიჯანის კახის, ბელაქანისა და ზაქათალის რაიონებთან წარსულში არსებული კულტურული კავშირები. მაგალითად, მიმდინარე წლის აგვისტოში, უშუალოდ ჩვენი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა კახში დავით ყიფიანის სახელობის სპორტული ღონისძიების ჩატარება; მოხდეს საქართველოსა (ლაგოდეხი-დედოფლისწყარო) და აზერბაიჯანის (ისტორიულ ჰერეთი) მოსაზღვრე რეგიონებში სამეცნიერო (არქეოლოგიური, ისტორიული, კულტურული და ა.შ.) ექსპედიციების ჩატარება, აზერბაიჯანში ქართული ისტორიული ძეგლების აღრიცხვა-შესწავლა, მათი პასპორტიზაცია და დაცვა; საქართველოში, განსაკუთრებით საშუალო განათლების მიღების საფეხურზე, ამაღლდეს ისტორიული ჰერეთის თაობაზე ცნობადობა). რელიგიის საკითხები (ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის ფუნქციონირება და სხვა); სოციალური და ჯანდაცვის საკითხები (ქართულმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე. აქ არის 2 ასპექტი: ა) აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით, გაუმჯობესდეს ქართულ სოფლებში სამედიცინო ინფრასტრუქტურა და, პირველ რიგში, ალიბეგლოს საავადმყოფოს ფუნქციონირება; ბ) საქართველოში, ამ კატეგორიის პირებზე, მოხდეს სამედიცინო მომსახურების კუთხით გარკვეული შეღავათების გავრცელება). ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო თანამშრომლობა (მოხდეს: დედოფლისწყაროს რაიონისა და ისტორიული ჰერეთის დამაკავშირებელი ერთადერთი უმოკლესი გზის - სოფელ სამთაწყაროს ხიდზე მიმოსვლის აღდგენა, ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება, ქართულ ეროვნულ მაუწყებლობებზე წვდომა). აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, კომიტეტმა მოამზადა და დარგობრივ სამინისტროებს, შესაბამის დაწესებულებებს დაუგზავნა ათეულობით რეკომენდაცია და შუამდგომლობა. მომავალ სასესიო მუშაობისას მოხდება ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და დაიგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები. არის სხვა გამოწვევებიც, რომელთა გადაწყვეტასაც ვგეგმავთ ქართულაზერბაიჯანული ორმხრივი თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების ფორმატში. შენიშვნა: ისტორიული დიასპორების კუთხით გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილია ანგარიშის სხვა ქვეთავებშიც. 17 კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში, კავკასიის მიმართულებით, კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო დარგის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, კავკასიურ უნივერსიტეტებთან, აკადემიურ წრეებთან, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და კავკასიელ მკვლევარებთან ურთიერთობების კუთხით.  2018 წლის 30 აპრილს კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: - კავკასიოლოგიის თანამედროვე გამოწვევები, კავკასიოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და სასწავლო დისციპლინა; - საქართველო-იმიერკავკასიის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობა და თანამედროვე ასპექტები; - სახელმწიფოსთვის კავკასიოლოგიის განვითარების მნიშვნელობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა და აუცილებლად მიიჩნია „კავკასიოლოგიის“ მიმართულებით დასმული ინიციატივების განხორციელებას, რომელთა შესრულების მიზნით, მიიღო შემდეგი რეკომენდაციები: საქართველოს მთავრობას • მხარდაჭერილ იქნას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეგაპროექტი - „კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის მონაცემთა ბაზის“ შექმნა, მის პირველ ეტაპზე კი - ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის მომზადება; • ხელი შეეწყოს მომავლის პროექტს - საერთაშორისო კავკასიოლოგიური უნივერსიტეტის (ICU) დაფუძნებას; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს • მოხდეს კავკასიოლოგიის დამოუკიდებელ სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებად ჩამოყალიბება, კავკასიოლოგიისათვის დარგის კლასიფიკატორის მინიჭება და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სპეციალობათა ჩამონათვალში აღირიცხვა; • შეიქმნას დროებითი სამეცნიერო კოლეგია, საშუალო განათლების საფეხურზე, კავკასიის შესახებ ცოდნის მიღების უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას • მიზანშეწონილია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით, აღდგეს აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის საერთაშორისო პრემია „კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ (ეს ხელს შეუწყობს კავკასიოლოგიის განვითარებას, მკვლევარი-კავკასიოლოგების წახალისებასა და მათი ღვაწლის დაფასებას); • სასურველია, გაიზარდოს კავკასიოლოგთა წარმომადგენლობა აკადემიაში. 18 დარგის განვითარების, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის გაძლიერებისა და კავკასიოლოგიური კვლევების ხელშეწყობის თაობაზე კომიტეტმა სარეკომენდაციო წინადადებებით, ასევე, მიმართა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ ფონდს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.  2018 წლის 19 მარტის კომიტეტის გაფართოებული სხდომაზე განხილული იქნა საკითხები: - ქართველი და კავკასიელი ხალხების დიასპორული ორგანიზაციები, არსებული კავშირები, თანამშრომლობის გაღრმავება ადგილსამყოფელ ქვეყნებსა და საქართველოში; - კავკასიური უნივერსიტეტები, ინსტიტუტები და სამეცნიერო- ანალიტიკური ცენტრები. მათი ქსელებისა და კავშირების ანალიზი. სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: • სახელმწიფოს მხრიდან რეალური მხარდაჭერით, შეიქმნას კავკასიის, კავკასიელი ერების და კავკასიური დიასპორების მიმართ შეუქცევადი პოლიტიკური პროცესი. განისაზღვროს ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები; • იდეას - „საქართველო კავკასიის ცენტრი“ - განესაზღვროს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა; • შემუშავდეს კავკასიოლოგიის განვითარების სტრატეგიული ხედვა; • შესაბამისი სამინისტროების და ინსტიტუტების/დაწესებულებების მიერ აქტიურად განხორციელედეს კავკასიოლოგიის მხარდამჭერი კონკრეტულ პროექტები და ხელი შეეწყოს საზღვარგარეთ კავკასიოლოგიური ცენტრების შექმნა-განვითარებას; • ჩერქეზული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, მოხდეს ქართული და კავკასიელი ხალხების დიასპორული ორგანიზაციების კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება. მისასალმებელია, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კავკასიელი ხალხები და ქართული დიასპორული ორგანიზაციები ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.  2018 წლის 26 მარტს კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებასა და სამეცნიერო კონფერენციაში. ღონისძიებას ჰქონდა არა მარტო წმინდა სამეცნიერო, არამედ - რეგიონალური და პოლიტიკური მდგენელიც. მას ესწრებოდნენ კავკასიის საკითხით დაინტერესებული სტუმრები ჩრდილო კავკასიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო ყველა კავკასიელი ჰუმანიტარი მეცნიერისა და 19 სტუდენტისთვის, ექსპერტის, საზოგადო მოღვაწისა თუ პოლიტიკოსისთვის, ვინაიდან ენათმეცნიერმა და თეორეტიკოსმა არნოლდ ჩიქობავამ ჩაუყარა რა საფუძველი ქართველურ-კავკასიოლოგიურ სკოლას, განსაზღვრა კავკასიელი ხალხების თანაარსებობის საფუძვლები, საერთო ინტერესები და მიზნები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტმა როგორც საანგარიშო, ისე გასულ სასესიო პერიოდში, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას და პრემიერ მინისტრს - „კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის საერთაშორისო პრემიის აღდგენის თაობაზე. კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობდა კულტურულ-შემოქმედებითი და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებისა და ხელშეწყობის მიმართულებით კულტურათა დიალოგის ფორმატში. ამ კუთხით საინტერესო იყო კომიტეტის მონაწილეობითა და ორგანიზებით გამართული შემდეგი ღონისძიებები: ჩეჩნეთის ჯავახიშვილის რესპუბლიკის სახელობის მეცნიერთა თბილისის დელეგაციასთან სახელმწიფო შეხვედრა, ივანე უნივერსიტეტში (28-29 სექტემბერი, 2017 წ.). დაისახა ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან კავშირების გაღრმავების ხელშემწყობი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ, ქართული სახელმწიფოს ინიციატივით, პანკისის ხეობის სკოლებში დაწყებულია ჩეჩნური ენის სწავლება. საქართველოს მაშტაბით ტარდება ვაინახური დღეები. დელეგაციის წევრებმა მადლიერებით აღნიშნეს, რომ არსებობს საქართველოს კანონი “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“, რაც მათ ეხმარება საქართველოსთან ურთიერთობაში. ყურადღება გამახვილდა, რომ მრავალი ათეული წლის შემდეგ, წელს პირველად მოეწყო თერთმეტი ჩეჩენი ეთნოგრაფით დაკომპლექტებული სამეცნიერო ექსპედიცია საქართველოში.  სამეცნიერო სესია: „ჩერქეზულ-ქართული ტრადიციული რელიგიები და წეს-ჩვეულებანი“, ორგანიზებული ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ. სესიაში მონაწილეობდნენ საპატიო სტუმრები ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩა- ჩერქეზეთის რესპუბლიკებიდან და კრასნოდარის მხრიდან (14-15 დეკემბერი, 2017 წ.);  სამეცნიერო კონფერენცია და ღონისძიებათა ციკლი - „ქისტი განმანათლებელისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადების 155-ე წელი“, ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა კონგრესის“ მიერ (30-31 იანვარი, 2018 წ.). მნიშვნელოვანი იყო ამ ღონისძიებებში პანკისის თემის: უხუცესთა კავშირის, ქალთა საბჭოს, სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის მონაწილეობა; 20  ხსოვნის საღამო - ვაინახი ხალხების გენოციდის 74 წლისთავი, ორგანიზებული „კავკასიის ქალთა კონგრესის“ მიერ (23 თებერვალი, 2018 წ.). საღამოს ესწრებოდნენ: პანკისის ხეობის თემი, სტუმრები ჩრდილო კავკასიიდან, ქართველი და ჩრდილოკავკასიელი მეცნიერ-ფოლკლორისტები და საზოგადო მოღვაწეები. (ვაინახი ხალხის დეპორტაციის წლისთავი საქართველოში 1999 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. საერთო ჯამში, 1944-1948 წლებში საბჭოთა რეპრესიებს ჩეჩნეთის მოსახლეობის თითქმის მესამედი ემსხვერპლა, რაც 2004 წლის 26 თებერვალს ევროპის პარლამენტმა გენოციდის აქტად აღიარა. კომიტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ვაინახები გადაასახლა კავკასიის ყველა კუთხიდან და ერთადერთი გამონაკლისი პანკისის ხეობა იყო, რაც ქართული მოსახლეობის ფაქტიურ გმირობას წარმოადგენდა ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში);  ღონისძიებათა ციკლი და გამოფენა პარლამენტთან არსებულ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში - „ინგუშური პოეზიისა და ეროვნული ჟურნალისტიკის დღეები საქართველოში“ და ინგუში პოეტის ასლან კუაზოს შემოქმედებითი საღამო (1-5 მაისი, 2018წ.). მოყვანილი აქტივობების მიზანია: კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა; კავკასიელ ხალხთა შორის მჭიდრო ისტორიული კონტაქტების აღდგენა და კეთილმეზობლური ურთიერთობის პოლიტიკის გატარება; სახალხო დიპლომატიის წარმოება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება; სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემოქმედებით სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კომიტეტი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას. წმინდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კუთხით საინტერესო იყო კომიტეტის მონაწილეობით გამართული შემდეგი ღონისძიებები:  სამეცნიერო კონფერენცია - „აფხაზები აჭარაში“, რომელიც გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიეძღვნა ქართულაფხაზურ კეთილმეზობლურ ისტორიულ თანაარსებობას (26 ოქტომბერი, 2017 წ.);  საერთაშორისო სამეცნიერო სესია - „რუსუდან ჯანაშია - 80“ (1 ნოემბერი, 2017 წ.) ცნობილი ენათმეცნიერის, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის მკვლევარის, რუსუდან ჯანაშიას მდიდარ მრავალდარგოვან სამეცნიერო მემკვიდრეობასა და აფხაზეთში გაწეულ საქმიანობას ფასდაუდებელი ღირებულება გააჩნია როგორც კავკასიოლოგიის შემდგომი განვითარებისათვის, ისე - ქართველი, აფხაზი და ჩრდილოკავკასიელი ხალხებისათვის, მათი ნათესაური კავშირების განმტკიცებისა და ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებისთვის;  სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრში შემუშავებული, აფხაზურ-ქართული და ჩერქეზული სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გეგმის განხილვა. 21 ამ გეგმის ფარგლებში გამართული, ეთნიკური აფხაზი პოეტის − ნიკა ბაძაღუას შემოქმედებითი საღამო და ახლადგამოცემული კრებულის წარდგენა (29 სექტემბერი, 2017 წ. და 28 თებერვალი, 2018 წ.). ეს იყო, მართლაც, ერთეული შემთხვევა, როდესაც თბილისში, აფხაზური პოეზიის საღამოზე, ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგა, პოეტი სოხუმიდან;  ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიეძღვნა, 2018 წლის 21 მაისს, საქართველოს პარლამენტში, მუჰაჯირობის 140 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ გამართული ფართო ფორმატის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დარგის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გაკეთდა სამეცნიერო მოხსენებები, მოხდა მუჰაჯირობის ამსახველი ისტორიული ფოტო- მასალის გამოფენა, დოკუმენტური ფილმის - „აფხაზი მუჰაჯირები აჭარაში“ ჩვენება. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის მხრიდან მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერა მიზნად ისახავს: აფხაზებთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავებას, სახალხო დიპლომატიისა და ქართულ-აფხაზური დიალოგის წარმოებას; ოკუპირებულ რეგიონთან კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას, კავშირების აღდგენის საკითხში სამეცნიერო და კულტურული პროექტების როლის გაზრდას, ამ გზით ქართველებისა და აფხაზების დაახლოებას. ამ პროექტებში კომიტეტის ჩართულობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზური სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის აფხაზური ენის შენარჩუნება, რომელიც ქართულთან ერთად, საქართველოში სახელმწიფო ენაა. საყურადღებოა, რომ მოხდა კომიტეტისა და მასთან არსებული სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების გაზიარება საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულების, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინის, შექნის თაობაზე.  რეგიონული უსაფრთხოება, კონფლიქტების რეგულირება უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიური კუთხით განხორციელებული აქტივობები, პარალელურად, მოიცავს რეგიონალური პოლიტიკისა და კონფლიქტების რეგულირების საკითხებს, კერძოდ: რეგიონში უსაფრთხო სამეზობლო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებას; რეგიონში კულტურული სახალხო მეშვეობით აფხაზებთან დიპლომატიის დიალოგის და ოსებთან წარმოებას; კავშირებს; ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ინტეგრაციას და დაახლოებას დანარჩენ საქართველოსთან; კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის 22 აღდგენის პროცესში ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის პოპულარიზაციას; პანკისის ხეობაში არსებული გამოწვევების გადაწყვეტას; კავკასიელ ხალხებთან თანამშრომლობით რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობას.  მაგალითად, კავკასიისა და კავკასიოლოგიის თემატიკაზე ჩატარებულ 2018 წლის 19 მარტისა და 30 აპრილის კომიტეტის სხდომებზე, გარდა წმინდა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებისა, განხილული იქნა რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და კონფლიქტების რეგულირებასთან დაკავშირებული შემდეგი თემები: - კავკასიური რელიგიური მოზაიკა თანამედროვეობის კონტექსტში, გამოწვევები და რისკები; - სახელმწიფოს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სამეცნიერო კვლევები კავკასიოლოგიაში. სხდომაზე, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, მიღებული იქნა შემდეგი რეკომენდაციები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს • ხელი შეეწყოს საქართველოში ისლამის სწავლების პროცესს, მოხდეს მისი ორგანიზაციულ-სამეცნიერო უზრუნველყოფა და სისტემატიზაცია; სახელმწიფომ იკისროს მუსლიმი მრევლისთვის ხარისხიანი ისლამური განათლების მიღება, ლიცენზირებული სასწავლებლების შექმნა, რაც თავისთავად მოემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს; • დაინერგოს საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის სწავლება საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში, განსაკუთრებით ოკუპირებული გალის რაიონის მიმდებარე სივრცეში; • სომხეთთან დადებული ხელშეკრულების ანალოგიურად, აზერბაიჯანულ მხარესთანაც გაფორმდეს შეთანხმება, კავკასიოლოგიის რუსულენოვან სამაგისტრო სწავლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების თაობაზე, ამასთან, იმსჯელოს ჩრდილო კავკასიის წამყვან სასწავლო-სამეცნიერო კავკასიოლოგიურ ცენტრებთან მსგავსი კავშირების დამყარების საკითხზე (მემორანდუმების გაფორმების გზით), რაც გაზრდის საქართველოს, როგორც კავკასიოლოგიის რეგიონალური და საერთაშორისო ცენტრის ფუნქციას; • ჩრდილოკავკასიელ სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდის მიზნით, დაისვას საკითხი რუსულ ენაზე სამეცნიერო ხარისხის დაცვის აღდგენის თაობაზე (მით უმეტეს, რომ არსებობს რუსულენოვანი სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები), რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს რეგიონულ მდგომარეობას სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით; 23 • დაიგეგმოს კონკრეტული პროექტები, ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ენობრივი და გენეტიკური ნათესაობის, კულტურულ-ტრადიციული ერთობის, ორმხრივი ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც საქართველოა საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებთან და ოსებთან აწარმოოს სამშვიდობო დიალოგი; ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან გეგმაზომიერ კონტაქტებს, უახლოეს და შორეულ პერსპექტივაში, შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს ქართულ სახელმწიფოს.  რეგიონული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის შემუშავება-ანალიზის კუთხით, მნიშვნელოვანი იყო 2018 წლის 20 თებერვლის კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოსმენილი იქნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის საინფორმაციო-ანალიტიკური მოხსენება. განხილული საკითხების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში. მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომიტეტისა და სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან, კომიტეტის დარგობრივი სპეციფიკიდან და საქმიანობის რიგი მიმართულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია კონსულტაციები როგორც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე ღონისძიებების დაგეგმვმისას. საანგარიშო პერიოდში, მოხდა კომიტეტის მიერ სამსახურის საქმიანობის ადგილზე გაცნობა.  თანამედროვე მიგრაციული პოლიტიკა, მიგრაციული პროცესები და მათი მართვა მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებისა და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტმა აწარმოა ანალიტიკური სამუშაოები, გამართა ფართო ფორმატის საკომიტეტო მოსმენები და შეხვედრები, რომელთა შორის საყურადღებოა:  2017 წლის 31 ოქტომბრისა და 2018 წლის 13 აპრილის კომიტეტის სხდომებზე ანგარიშით წარსდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი), თემებზე: - საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მნიშვნელობა; - „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამები“ 2017 და 2018 წლებში. პროგრამების მიმდინარეობა და ფინანსური უზრუნველყოფა; - მიგრანტთა დახმარებების მიმართულებები და სტატისტიკური ანალიზი; 24 - რეინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და მათ საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებები; - სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ანგარიშები და ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. საკითხი მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით. დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერა აქტუალური გახდა 2011 წლის დასაწყისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. საკითხი ასახულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში და განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით. რეინტეგრაციის ქმედითი მექანიზმის განვითარება საქართველოს მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. საქართველოში წლიდან 2011 ხორციელდებოდა ევროკავშირის დაფინანსებული ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტები. წლიდან, 2015 მიერ მოქალაქეების დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დაფინანსებით დაიწყო ამ პროგრამების განხორციელება. 2017 წლიდან სახელმწიფომ სრულად რეინტეგრაციაზე აიღო ზრუნვის სამშობლოში ვალდებულება და დაბრუნებული მოიცვა მიგრანტების საქართველოს მთელი ტერიტორია, ოკუპირებული რეგიონების გარდა. საყურადღებოა, რომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა მომართვიანობა. კომიტეტმა, ამ მიმართულებით, გაწია რა მოცულობითი ანალიტიკური სამუშაოები, მივიდა დასკვნამდე: „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამები“ ძირითადად ემსახურება სოციალურ მიზნებს, რაც საკმარისი არ არის. ეს პროგრამა ვერ წვდება არსებულ ყველა გამოწვევას. საჭიროა პროგრამის გაძლიერება და მეტი ფინანსური მხარდაჭერა. პროგრამას, რომელიც რეალურად სასარგებლო და მნიშვნელოვანია, დაბრუნებულ მიგრანტთა შორის არ აქვს სათანადო ცნობადობა. საჭიროა რესურსების ერთად თავმოყრა, მათი ანალიზი და შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის თითოეულ ბენეფიციარამდე სწორად მიტანა. უახლესი სამთავრობო ინიციატივებისა და რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში სახელმწიფოს აქვს არაერთი მიმზიდველი პროგრამა, მაგალითად, სტარტაპები ემიგრანტებისათვის, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას. კომიტეტმა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები: 25 შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს o „სარეინტეგრაციო სახელმწიფო დახმარების პროგრამის“ მიმდინარეობას და შეიმუშავებს სამომავლო მიმართულებებს; o გადაიხედოს „პროგრამის“ გაიზარდოს პროგრამის ფორმატი, ფინანსური მოცულობა და უზრუნველყოფის საკითხი. სახელმწიფო დაფინანსება. გაიმართოს მოლაპარაკებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სამუშაო ჯგუფი ჩართულ იქნას 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში; მოხდეს o „სარეინტეგრაციო პროგრამის“ მეტი პოპულარიზაცია და დაიგეგმოს აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო საზღვარგარეთ დაწესებულებების მეშვეობით, უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დროული და სწორი ინფორმირება „პროგრამისა“ და ,ზოგადად, ქვეყანაში არსებული უახლესი სამთავრობო ინიციატივებისა და რეფორმების თაობაზე; საქართველოში o შეიქმნას პანსიონი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ხანდაზმული თანამემამულეებისთვის (მოხდეს თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რათა წარმატებით გადაწყდეს ხანდაზმულ ემიგრანტთა სამშობლოში ღირსეული დაბრუნების საკითხი).  2018 წლის მარტში პარლამენტში დაიწყო საერთაშორისო პროექტის – „წარმატებული ემიგრანტი ქალები“ კვირეული. პროექტს მესამე წელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ ახორციელებს. კომიტეტმა, პარლამენტის სახელით, უცხოეთში მოღვაწე ჩვენს გამორჩეულ ქალბატონებს საპატიო სიგელები გადასცა. დასკვნით ღონისძიებაზე, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისათვის 16 ემიგრანტი ქალი, მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, დაჯილდოვდა.  ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში გაიმართა კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ (კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა). კონფერენციაზე განხილული იქნა სამეცნიერო შრომები თემებზე: - ქალთა მიგრაცია, ქალთა შრომითი მიგრაცია და ქართული დიასპორის რეალობა; - ისტორიულ ჭრილში ემიგრანტი ქართველი ქალების უცხოეთში მოღვაწეობა; - მიგრაცია და მიგრაციის განვითარების პოლიტიკა, უახლესი მიგრაციული პროცესების გამოწვევები და შესაძლებლობები; 26 მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიგრაციის მიმართულებით, კომიტეტის საქმიანობაში უახლესი სამეცნიერო მიღწევების დანერგვისა და სამეცნიერო მდგენელის გაზრდის თაობაზე.  კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM), სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე, რაც მოიცავს: თანამედროვე მსოფლიო მიგრაციული პროცესების მეცნიერულ ანალიზს; ამ დარგში უცხო ქვეყნების გამოცდილების გაცნობას, კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლას; მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის განვითარებას; შრომით მიგრაციას და ხელშეწყობას; დიასპორულ საინვესტიციო და ინტელექტუალურ პოტენციალს, ფულად გზავნილებს და მათ მართვას; არალეგალური მიგრაციის პრევენციას, მისი გამომწვევი/ხელშემწყობი მიზეზების კვლევას, ამ ფაქტორებთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმის შემუშავებასა და სხვა. კომიტეტმა, 2017 წლის ოქტომბერში, მონაწილეობა მიიღო შრომითი მიგრაციის პოლიტიკის წარმოების საკითხებზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ გამართულ ფართო ფორმატის სამუშაო შეხვედრებში. განხილული იქნა თემები: o მიგრაცია და კარგად მართული შრომითი მობილობის შეფასება, მოსალოდნელი შედეგების გააზრება; o შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის წარმოშობა და მისი დანიშნულების ქვეყნების შრომითი მიგრაციის პოლიტიკაში ინტეგრირება; o მიგრანტთა დანაზოგების შექმნის მხარდაჭერა და ფულადი გზავნილების პროდუქტიულად გამოყენება; o საქართველო შრომითი მიგრაციის მართვის კონტექსტში - მიზნები, ძლიერი და სუსტი მხარეები, აუცილებელი შემდგომი ნაბიჯები; o პოტენციურ მიგრანტებთან კომუნიკაციის სტრატეგიები - ეტაპები, არხები, საინფორმაციო გზავნილები და უკუკავშირი. 2017 წლის 24 ნოემბერს, პარლამენტში, შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიისა და პროგრამების ადგილობრივ ხელმძღვანელებთან. განხილული იქნა საქართველოში შრომითი მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების საკითხები, საქართველოდან შრომითი მიგრაციის რისკები, შრომითი მიგრაციის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისის პროექტის - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში" მიმდინარეობასა და შედეგებზე. დაისვა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების საკითხი, რომლის მიზანიცაა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამართლებრივი სტატუსისა და საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების რეესტრის რეფორმირება, განახლება და განვითარება. 27 დაიგეგმა საპარლამენტო კომიტეტსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, 2018-2019 წლების სამუშაო გეგმის შემუშავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. კომიტეტი, ასევე, აქტიურად იყო ჩართული მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან (18 დეკემბერი) დაკავშირებით, გამართულ სხვადასხვა ფორმატის თანამშრომლობდა რადიო- ღონისძიებებში. საანგარიშო  პერიოდში კომიტეტი გადაცემასთან - „მიგრაციის მარშრუტები“. ეს არის ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატი. გადაცემა ხელს უწყობდა ემიგრაციასთან კავშირების გაღრმავებასა და დიალოგის წარმართვას, აქტუალური პრობლემების გამოკვეთას, ანალიზსა და მათ გადასაჭრელად მუშაობას, სახელმწიფოს დიასპორული და მიგრაციული პოლიტიკის პოპულარიზაციას, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული საქმიანობისა და შეთავაზებული სერვისების თაობაზე ინფორმირებულობის გაზრდას (სამწუხაროდ, პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია).  ანალიტიკური საქმიანობა კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ანალიტიკური საქმიანობა, დარგობრივი სპეციფიკისა და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული სამივე ძირითადი პრიორიტეტული მიმართულების (დიასპორა,მიგრაცია და კავკასია) მიხედვით. ამ კუთხით საინტერესოა შემდეგი აქტივობები:  კომიტეტმა სპეციალური სხდომა (2017 წლის 19 თებერვალი) მიუძღვნა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ანალიტიკური ინფორმაციის განხილვას. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ მდგომარეობას 2013-2017 წლებში. კომიტეტის მიერ გაანალიზებულ იქნა ამ კუთხით არსებული გამოწვევები და აქტუალური საკითხები, შექმნილი მდგომარეობა და არსებული პრაქტიკა.  კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ცალკეული ქვეყნების მიხედვით, დიასპორული საინფორმაციო ბაზის სრულყოფაზე. მომზადებულია 40-მდე ქვეყნის მონაცემები, რომლებიც განთავსებულია კომიტეტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის. პერიოდულად ხდება აღნიშნული საინფორმაციო ბაზის განახლება. აქ თავმოყრილია უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, სათვისტომოების, საკვირაო სკოლების, ქართველოლოგიური ცენტრებისა და ჩვენი თანამემამულეების შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური ხასიათის ინფორმაციები. შესაბამისი მასალების მოძიების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საელჩოებთან და საკონსულოებთან, დიასპორულ 28 ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან. ამ კუთხით, შესრულებულია მოცულობითი საინფორმაციო-ანალიტიკური სამუშაოები. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტთან აქტიურად მუშაობდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან დარგის 21 ცნობილი მეცნიერ-კონსულტანტი (მეცნიერები, მკვლევარები და ცნობილი ექსპერტები). შექმნილია 3 სამუშაო ჯგუფი: დიასპორის, მიგრაციისა და კავკასიის მიმართულებებით. საბჭოში მუშაობდა: უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მეცნიერული ანალიზის, სახელმწიფოს რეგიონალური და მიგრაციული პოლიტიკის, ამ სფეროებში არსებული პრობლემატიკის შესწავლის, გამოწვევებისა და საფრთხეების პრევენციის, პროცესების რეგულაციის, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, კომიტეტის გადაწყვეტილებათა მიღებაში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობისა და კომიტეტის საქმიანობის ღიაობის ხელშეწყობის საკითხებზე. საბჭოს წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საკომიტეტო საქმიანობაში. მათი ჩართულობით ხდებოდა კომიტეტის გადაწყვეტილებების: დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში მიმდინარეობდა მუშაობა „საქართველოს პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიის“ დოკუმენტის პროექტსა და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე.  საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა დარგობრივ ორგანიზაციებთან და უწყებებთან კომიტეტი კომპეტენციისა და დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან და ორგანიზაციებთან, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და აკადემიურ წრეებთან, საზოგადოებრივ, მათ შორის, არასამთავრობო, ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან. სამუშაო შეხვედრებზე მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, დაისახა სამომავლო გეგმები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი აქტივობები:  საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტის უშუალო ორგანიზებითა და ინიციატივით, გაიმართა ღონისძიებათა ციკლი, რომელთა შორის ყურადღებას გავამახვილებთ, 2018 წლის 15 29 მაისს, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გამართულ კონფერენციაზე - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“. კომიტეტთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. კონფერენციაში ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია, თბილისის თბილისის სხვა ივანე ილიას უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციას ესწრებონენ მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. მოხსენებებით გამოვიდნენ მითითებული უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორები, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თემებზე: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება 1918-1921 წლების საქართველოში; საქართველო და ევროპა 1918-1021 ჯავახიშვილი დემოკრატიულ და წლებში: ურთიეთობათა ქართული ემიგრაცია; რესპუბლიკაში; ძირითადი აფხაზეთის საქართველოს ტენდენციები; ივანე საკითხი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და „ბათუმის ოლქის“ ავტონომიის საკითხი (ტერმინოლოგიური ასპექტი); საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (1017-1921) და სხვა. (მოხსენებებზე ძირითადი აქცენტები გამახვილდა იმაზე, რომ დამოუკიდებლობის ხანმოკლე, სამწლიანი პერიოდის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, სადაც დაცული იყო ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მოესწრო საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, რომელიც დაფუძნებული იყო: ადამიანის უფლებებზე, ძალაუფლების დაყოფაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები განათლების, სამხედრო, აგრარულ, ვაჭრობამრეწველობის, ფულად-საკრედიტო, თვითმმართველობის სფეროში, აღმავლობას განიცდიდა ქართული კულტურა. ამ პერიოდში მოხერხდა ის, რაც ბევრმა ქვეყანამ დღემდე ვერ შეძლო. რამდენიმე მიმართულებით შედგა გამრღვევი რეფორმები: ჩამოყალიბდა სრულიად ახალი განათლების სისტემა, აგრარული რეფორმა მისაბაძი იყო იმდროინდელი ევროპისთვის, ჩამოყალიბდა პარლამენტი, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ქალები, ასევე ეროვნული უმცირესობები და ა.შ. ამასთან, იმ წლებში საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული ქვეყანა იყო, ვიდრე ზოგიერთი დღევანდელი დასავლური დემოკრატიები.) კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ მიზანი იყო, რომ ქართულმა საზოგადოებამ, სამეცნიერო წრეებმა, სტუდენტებმა, პოლიტიკურმა ელიტამ გაიაზროს, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებლობა, როგორ შევქმნათ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო, 30 რისთვისაც საქართველოს აქვს ყველა რესურსი - გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ინტელექტუალური. საგულისხმოა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, განახლდა პარლამენტის თბილისის სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზის კედლის ექსპოზიცია. საქართველოს ღონისძიებებში, დემოკრატიული კომიტეტთან რესპუბლიკის თანამშრომლობის 100 რეჟიმში, წლის საიუბილეო აქტიურად იყვნენ ჩართულნი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და დიასპორული ორგანიზაციები. მათი ორგანიზებით, ადგილსამყოფელ ქვეყნებში, გაიმართა მნიშვნელოვანი კულტურულ-სამეცნიერო აქტივობები.  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა - „ახმეტელები საქართველოსთვის”, რომელიც გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით, (10 მარტი 2018 წელი). კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ (ლადო) ახმეტელის, გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკური ემიგრანტის, ბრესლაუსა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორის მიხეილ ახმეტელის, გენერალ სტეფანე ახმეტელისა და დამფუძნებელი კრების წევრის სიმონ (სიკო) ახმეტელის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალა (10 მარტი 2018 წ) და სამეცნიერო შრომები;  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ ვახტანგ მეექვსის კორპუსში, თანამედროვე ქართულ სინამდვილეში ემიგრაციისა და დიასპორის საკითხის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებლის, აკადემიკოს გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი გაიხსნა, სადაც განთავსებულია მისი პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და დაცული ნახატების უნიკალური კოლექცია (17 ოქტომბერი 2018 წ). ამავე კორპუსში განთავსდა გამოჩენილი ქართველი ემიგრანტის, ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედლის მქონე, აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელობის კაბინეტი (1 მარტი 2018 წ).  საქართველოს გადმოეცა, საფრანგეთსა და აშშ-ში მოღვაწე, გამოჩენილი ქართველი ემიგრანტი მხატვრის სვიმონ დადიანის (1916 – 1974 წწ) შემოქმედებითი მემკვიდრეობა (პროექტი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით განხორციელდა). სვიმონ დადიანის ნამუშევრები 50 წლის შემდეგ პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა და მოეწყო გამოფენა. ნახატების დაბრუნების ხანგრძლივი პროცესის წარმატებით დამთავრება მნიშვნელოვანი იყო 31 ქართული საზოგადოებისთვის. მსგავსი პრეცედენტი წარმოადგენს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტს (6 ნოემბერი 2017 წ.);  კომიტეტმა (თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი) მონაწილეობა მიიღო პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში - „იყიდე ქართული“. პროექტის მიზანი იყო ქართული პროდუქციის უცხოეთში პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა (10 ოქტომბერი 2017 წ.). ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, მსხვილი საერთაშორისო საფინანსო, საბანკო და საინვესტიციო ინსტიტუტები, კომიტეტთან მასთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეები, მათ შორის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. აღინიშნა, რომ, 90-იანი წლებიდან 1,5 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა გასული უცხოეთში და მათი მხრიდან იზრდება წმინდა ფულადი გზავნილები, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. დადგა დრო, ეს დიდი დიასპორული პოტენციალი, მათ შორის საინვესტიციო პოტენციალი, გამოვიყენოთ ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართული პროდუქციის უცხოეთში პოპულარიზაციასა და ქართული ექსპორტის გაზრდას. დღეს საქათველოში იმპორტი საგრძნობლად სჭარბობს ექსპორტს, რაც მეტყველებს არსებულ სისტემურ პრობლემაზე. უნდა მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება და გავწეროთ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი, ვიმუშაოთ სამომავლო გეგმებზე და, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შევქმნათ შესაბამისი საინფორმაციო ბაზა, ქართული პროდუქციის ცნობადობის გასაზრდელად. ამ საქმეში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან მხარდაჭერას. ფორუმის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში - „ქართული ნაწარმის ექსპორტის გამოწვევები და დაძლევის გზები“.  კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები და ცალკეული შეხვედრები;  2017 წლის ოქტომბერში, ქართული სათვისტომოს, თურქეთის ქართველ კათოლიკეთა საზოგადოებისა და სიმონ ზაზაძის ოჯახის მიწვევით, კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრები შედგა როგორც ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, თვალსაჩინო ქართველი მამულიშვილისა და მოღვაწის სიმონ ზაზაძის ოჯახთან, ისე თურქეთში ახალი ტალღის ქართული ემიგრაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მსჯელობა დიასპორული გაიმართა თურქეთის ორგანიზაციების რესპუბლიკაში ეფექტური სათვისტომოებისა ფუნქციონირების, და ქართულ 32 სახელმწიფოსთან მათი თანამშრომლობის გაუმჯობესების, ემიგრაციასთან ურთიერთობების თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკისა და ამ სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინების საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებს გაეცნო ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება და ხედვები დიასპორებთან თანამშრომლობის საკითხებზე, ქვეყნის დიასპორული და მიგრაციული პოლიტიკის არსებითი ასპექტები. ისტორიული დიასპორის საკითხებზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიღწევაა 2014 წლიდან თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის არჩევით საგნად სწავლების დანერგვა, რასაც სრულად აფინანსებს თურქული მხარე. ეს არის პირველი მონაპოვარი. გადაწყდა მომავალში მოხდეს: თურქეთში ქართული ენის სწავლების და დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების ფუნქციონირების მხარდაჭერა; სპეციალური ინტეგრირებული სახელმძღვანელოების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს ისტორიულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ქართველოლოგიის მიმართ ინტერესის გაზრდას. ახალი ემიგრაციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შედგა შეთანხმება ახალი შინაარსის, თანამედროვე მოდელის ქართული დიასპორული ორგანიზაციის დაფუძნების თაობაზე. ორგანიზაცია რეალურად იმუშავებს უკანასკნელ წლებში თურქეთში ემიგრირებული მრავალრიცხოვანი ჩვენი თანამემამულის, მათ შორის ბინადრობის უფლების მქონე პირების, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და შრომითი მიგრანტების პრობლემატიკაზე. განხილული იქნა ორგანიზაციის რეგისტრაციის სწორი სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება და რეგისტრაციაში ხელშეწყობა; მისი ეფექტური ორგანიზაციულ-სტრუქტურული ჩამოყალიბება; ზაზაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებულ შენობაში ახალი დიასპორული ორგანიზაციისთვის სამუშაო ფართის გამოყოფა, რა უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას. საკითხის ასეთი სახით გადაწყვეტა მომავალში ხელს შეუწყობს თურქეთის ქართული ისტორიული დიასპორისა და ახალი ტალღის ქართული ემიგრაციის დაახლოებას, მათ ერთობლივ საქმიანობას და ურთიერთდახმარებას ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და შრომითი მიგრანტების პრობლემატიკის გადაჭრის საკითხში. ზაზაძეების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განხილული იქნა ბატონი სიმონის ისტორიული მნიშვნელობის კათოლიკური ეკლესიის, მქონე მდიდარი მემკვიდროების: ქართული სტამბოლის ბიბლიოთეკის, ქართული ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქივების, მუსიკალური ჩანაწერების შენარჩუნებისა და მოვლაპატრონობის საკითხი. სიმონ ზაზაძის (იგი იყო „ქართული კათოლიკური ეკლესიის ფონდის პრეზიდენტი“, „თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის მმართველი საბჭოს“ თავმჯდომარე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის, 33 ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი, საქართველოს საპატიო მოქალაქე) ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა ზაზაძეების ოჯახს - “საქართველოს, ქართული დიასპორის და ემიგრაციის წინაშე მრავალი ათწლეულის მანძილზე გაწეული ღვაწლისა და ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის, სტამბოლის ქართული არქივის მოვლა-პატრონობისთვის“.  2018 წლის თებერვალ - მარტში, ანკარაში, საქართველო-თურქეთიაზერბაიჯანის სამმხრივი საპარლამენტო ვიზიტის ფარგლებში, კვლავ გაიმართა შეხვედრა თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და სიმონ ზაზაძის ოჯახის წევრებთან, 2017 წლის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის საკითხებზე. რაც შეეხება სამმხრივ საპარლამენტო ვიზიტს, მისი მიზანი იყო საპარლამენტო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება. თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების ძირითადი თემები იყო: - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა; - რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობა და სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერება; - რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე; - სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება; - ევროატლანტიკური ინტეგრაცია; - სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში (ევროპის საბჭო, ეუთო) საპარლამენტო დელეგაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა; - კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები; - საპარლამენტო დიპლომატია, კომიტეტთაშორისი თანამშრომლობა და სხვა. აქვე კომიტეტი აღვნიშნავთ, სამინისტროებსა რომ, და საკონტროლო ფუნქციის აღმასრულებელი განხორციელებისას, ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს მიმართავდა შემდეგი რეკომენდაციით - უცხოეთში ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში, ვიზიტის შინაარსის მიუხედავად, დაიგეგმოს შეხვედრები და ღონისძიებები დიასპორული (ქართულ დიასპორებთან და უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობები) მიმართულებითაც. აღნიშნული ხელს შეუწყობს ერთიანი ქართული საზოგადოების ფორმირებას, ემიგრაციის შენარჩუნებასა და ინტეგრაციას საერთო ქართულ სივრცეში და დიასპორული პოტენციალის გამოყენებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. ეს პრაქტიკა უნდა დაინერგოს უცხოეთში საპარლამენტო ვიზიტების დროსაც. 34  2018 წლის მარტში, დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს საელჩოს მიწვევით, კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთში. ათენის ვებსტერის უნივერსიტეტში გაიმართა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოსმენა და ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული „საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის“ პრეზენტაცია. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის – „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ICMPD-ის, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროსა და საბერძნეთის სახალხო დამცველის ჩართულობით. საქართველოს პარლამენტის სახელით, საპატიო სიგელები გადაეცათ პროექტში ჩართულ საბერძნეთში მომუშავე ლიცენზირებულ ქართველ იურისტებს და საინფორმაციო სააგენტოებს (www.diaspora.ge და www.georgians.ge), პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერისათვის. კომიტეტი მომავალშიც გეგმავს ანალოგიური გზამკვლევების შექმნას იმ ქვეყნებში, სადაც მრავალრიცხოვანია ქართული ემიგრაცია. პროექტის მიზნებია: ადგილსამყოფელი ქვეყნის მიგრაციული კანონმდებლობის შესახებ ტექნიკურად და სამართლებრივად გამართული სახელმძღვანელოს შეიქმნა; სწრაფი მიწოდება თანამემამულეები, სამიზნე მათ ჯგუფებისთვის: შორის საჭირო ინფორმაციის უცხოეთში საქართველოს მცხოვრები მოქალაქეები; ჩვენი არსებული შესაძლებლობების თავმოყრა და წარდგენა ერთ დოკუმენტად, რაც ჩვენს ემიგრაციას საშუალებას მისცემს, მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან, საზღვარგარეთ მათი უფლებების დაცვისა და ლეგალური ცხოვრების მიზნით. საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილული იქნა მათთვის აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა სათვისტომოების გამართულ ფუნქციონირებაზე. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შევხვედრები გაიმართა საბერძნეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოსთან საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, დიასპორის სპეციალური საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და დიასპორის საკითხებში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. გადაწყდა ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება და დიასპორული პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში გამოცდილების გაზიარება.  2018 წლის ივნისში, საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს მიწვევით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ვიზიტი საფრანგეთში, ქ. პარიზში, 35 საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, ქართული ემიგრაციის მონაწილეობით, მემორიალური დაფა გაიხსნა პარიზის გარეუბანში, ქ. ვანვში მდებარე სახლის ფასადზე, სადაც პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ცხოვრობდა; მონახულებულ იქნა პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და დამფუძნებელი საბჭოს წევრების, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა საფლავები; გაიმართა ქართული ფოლკლორული ჯგუფებისა და ანსამბლების ერთობლივი კონცერტი და სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ საფრანგეთში მოღვაწე დიასპორელები. უმნიშვნელოვანესი იყო „ლევილის ქართული მამულის“ მონახულება, სადაც მიმდინარეობს შატოსა და „მამულის“ სარეაბილიტაციო სამუშაობი. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, 2017 წლის დასაწყისში „მამულის“ ქართული სახელმწიფოსთვის გადმოცემისა და დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის - ლევილის ქართული აკადემიის“ შექმნის მნიშვნელობას, რაც დიდი მიღწევაა. საბოლოო შედეგი დადგება მომავალში, როდესაც სწორად მოხდება ფუნქციებისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა და „ლევილის აკადემია“ ჩამოყალიბდება ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ევროპაში. ამ მეგა პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპაში ქართულ ემიგრაციასთან/დიასპორასთან თანამშრომლობის, ისე - ქართულ-ფრანგული ურთიერთობების, ევროპულ ოჯახთან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების განმტკიცებისა და საქართველოს პოპულარიზაციის კუთხითაც. აქვე აღვნიშნავთ, რომ, ისტორიული და რეგიონალური ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტი გეგმავს ანალოგიური ძალისხმევით მიუდგეს „სტამბოლის ქართული სავანისა“ და ზაზაძეების უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს.  ვიზიტები, ასევე, განხორციელდა შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სხდომების ფორმატებში, რომელთა ფარგლებშიც იყო აქტივობები დიასპორული, მიგრაციული და რეგიონალური პოლიტიკის მიმართულებებით და შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.  საანგარიშო პერიოდში განხორციელებული შეხვედრებიდან მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანული ორგანიზაცია "Ost trifft West - West trifft Ost e.V."-ის წარმომადგენლების მიღება პარლამენტში (2017 წლის ოქტომბერი). საუბარი შედგა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში საქართველოს ჩართულობაზე, ევროკავშირსა და 36 საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე; 2018 წლის 11 ივნისს კომიტეტი პარლამენტში მასპინძლობდა  საქართველოში იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ტომონორი ჰასეგავას. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობებს, სამომავლოდ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს და დიასპორული არქივების შესწავლასთან დაკავშირებით იაპონური მხარის ჩართულობას. საუბარი, ასევე, ეკონომიკურ კავშირებს და საქართველოსა და კავკასიის რეგიონში იაპონური ინვესტიციების განხორციელებასაც შეეხო.  განცხადებები და წერილები კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა საქმისწარმოებას. იხილავდა მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, უწევდა მათ შესაბამის დახმარებას, ახდენდა სათანადო სამართლებრივ რეაგირებას. აღნიშნული საქმიანობისას, კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იყო მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი გამჭვირვალობა. ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი მათთან მჭიდრო ორგანიზციების, თანამშრომლობა და დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა და გაიცა, კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული, არაერთი საჯარო ინფორმაცია, რომლებიც შეეხებოდა საპარლამენტო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს. კომიტეტი სწავლობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსულ დოკუმენტაციას. ასევე, აგზავნიდა მიმართვებსა და წერილებს სათანადო ინფორმაციების მისაღებად, შუამდგომლობებს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 181 განცხადება, სხვადასხვა სახის შუამდგომლობები და წერილები. ყველა მათგანი იქნა განხილული და მოხდა შესაბამისი რეაგირება. აპარატის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, კავკასიელ ხალხებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, უცხოეთში მოქმედ ქართველოლოგიურ ცენტრებთან აწარმოებდნენ ელექტრონულ მიმოწერას.  კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის სხვა აქტივობები დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრები და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ 37 კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში. კომიტეტი, მომავალ სასესიო პერიოდში, გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე და ახალ პროექტებზე. მოხდება გაწეული სამუშაოების ანალიზი, შემუშავებული იქნება ახალი სამოქმედო გეგმა, რა დროსაც ყურადღება დაეთმობა, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებას. 38