„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N40 18.07.2005. მუხ.264) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 266 მუხლი:
მუხლი 266. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის,
იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესი
1.
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გარეშე განხორციელებულ
ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე,
გამონაკლისი სახით შესაძლებელია ამ ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემა.
2.
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, მათ შორის მისი
რეტროსპექტიულად გაცემის წესი, განისაზღვრება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“
და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII1 თავით.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვარს
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ცვლილებების განხორციელების საჭიროება დადგა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“
და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის
განხილვის შედეგად მიღებული შენიშვნებისა და კომენტარების ასახვის პროცესში.
კონკრეტულად კი ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის
სახეობებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შესახებ”
კონვენციის
(CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის,
იმპორტის,
რეექსპორტისა
და
ზღვიდან
ინტროდუქციის
ნებართვის
რეტროსპექტიულად გაცემის საკითხთან მიმართებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზანია „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, „გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“
კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და
დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის
ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემის წესთან დაკავშირებით. CITES კონვენციის
მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, კონვენციის დანართებში შეტანილი
სახეობების
ნიმუშების
ტრანსსასაზღვრო
გადაადგილება
შესაძლებელია
განხორციელდეს ასეთ გადაადგილებამდე წინასწარ გაცემული ნებართვის ან
სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, თუმცა გამონაკლისი სახით შესაძლებელია
ამ ნებართვის გარეშე განხორციელებულ ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის შემთხვევებზე, გაიცეს იგივე ტიპის ნებართვა რეტროსპექტიულად.
დღეისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით ერთერთ ნებართვის სახედ დადგენილია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების
ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა“.
ხოლო აღნიშნული ნებართვის გაცემის წესი განსაზღვრულია ,,გადაშენების საფრთხის
წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის
შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და
დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის
ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებით. გარდა
ამისა,
კონვენციით
გათვალისწინებულია
აღნიშნული
ნებართვის
რეტროსპექტიულად (ანუ ტრანსსასაზღვრო გადაადგილების განხორციელების
შემდეგ ნებართვის გაცემა) გაცემის შესაძლებლობა, რაც დღემდე ეროვნულ
კანონმდებლობაში არ იყო ასახული, თუმცა კონვენციაზე დაყრდნობით შესაბამის
შემთხვევებში (კონვენციით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში)
ხდებოდა ასეთი ნებართვების გაცემა. რეტროსპექტიულად ნებართვის გაცემის
პირობები განსაზღვრულია კონვენციის N12.3 რეზოლუციით ნებართვებისა და
სერტიფიკატების შესახებ. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს „წითელი ნუსხისა“
და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი
(რომელიც მიღების შემდეგ გააუქმებს მთავრობის N18 დადგენილებას) სხვა
საკითხებთან ერთად მოიცავს აღნიშნული ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემის
პირობებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 266 მუხლი,
რომლის თანახმადაც „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის
სახეობებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შესახებ“
კონვენციის
(CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის,
იმპორტის,
რეექსპორტისა
განხორციელებულ
და
ექსპორტის,
ზღვიდან
ინტროდუქციის
რეექსპორტისა
და
ნებართვის
ზღვიდან
გარეშე
ინტროდუქციის
შემთხვევებზე, გამონაკლისი სახით შესაძლებელია ამ ნებართვის რეტროსპექტიულად
გაცემა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ვინაიდან როგორც „ა.ბ“ პუნქტში აღინიშნა „გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“
კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და
დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის
ნებართვის სახე უკვე არსებობს. გარდა ამისა, ამ ნებართვის რეტროსპექტიულად
გაცემა შესაბამის შემთხვევებში ხორციელდება კონვენციის N12.3
რეზოლუციაზე
დაყრდნობით. ზოგადად, ვინაიდან ნებართვების რეტროსპექტიულად გაცემა ხდება
იშვიათად, მხოლოდ კონვენციით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში, ასეთი სახით
გაცემული ნებართვებიდან შემოსული სანებართვო მოსაკრებელი ძალიან მცირეა.
სტატისტიკურად ბოლო ათი წლის მანძილზე ასეთი სახით ნებართვა გაიცა მხოლოდ
ორჯერ. კანონპროექტის მიღება კი ვერ მოახდენს რეტროსპექტიულად გაცემული
ნებართვების რაოდენობის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ არ უნდა გამოიწვიოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის ხარჯვითი ნაწილის
ზრდა, ვინაიდან წარმოდგენილი რეგულაციების აღსრულება როგორ „ა.ბ“ პუნქტში
აღინიშნა
მოქმედი
კანონმდებლობით
თუ
კონვენციის
საფუძველზე
უკვე
ხორციელდება. კონკრეტულად კი, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების
ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვების
გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების
შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6
თებერვლის
№18
დადგენილების
საფუძველზე.
ხოლო
ამ
ნებართვის
რეტროსპექტიულად გაცემა ხდება კონვენციის N12.3 რეზოლუციაზე დაყრდნობით.
ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემასთან დაკავშირებით ჩანაწერის დამატება არ
გამოიწვევს დამატებით ხარჯს იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი სახით ნებართვების
გაცემა პრაქტიკაში უკვე ხორციელდება კონვენციაზე დაყრდნობით. გარდა ამისა,
ასეთი სახით ნებართვების გაცემა ხდება ძალიან იშვიათად, გამონაკლისის სახით, რაც
საბიუჯეტო დანახარჯებზე ზეგავლენას ვერ ახდენს, ვინაიდან არ იწვევს დამატებითი
ადამიანური რესურსის საჭიროებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ უჩნდება დამატებითი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
დღეისათვის ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის
სახეობებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შესახებ”
კონვენციის
(CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის,
იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის“ გაცემისათვის
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილია
სანებართვო
მოსაკრებელი
50
ლარის
ოდენობით.
აღნიშნული
მოსაკრებლის გადახდა უწევთ იმ პირებსაც რომლებიც აღნიშნულ ნებართვას
რეტროსპექტიული სახით იღებენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი,
ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი,
ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული