„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი
ნომერი
#07-3/244/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. 26-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ ი და მე3 ნაწილები თ გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობი ს თანხით , რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა „1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით; ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის –15 000 ლარით; ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით; ა.დ) მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით; ბ) თვითმმართველ ქალაქში – 2 000 ლარით; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში – 1 000 ლარით; დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში – 500 ლარით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო წერილობით აფრთხილებს სამართალდამრღვევს მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე და დარღვევის გამოსასწორებლად აძლევს 30 დღიან ვადას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ორმაგი ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესები გამოიყენება მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანამდე. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებითი ელემენტებში იგულისხმება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილებითა და "ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერ უზრუნველყოფს დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და განაშენიანების, საცხოვრებელი რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, შენობათა და ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობისთვის დადგენილი სანქციის ეფექტურ აღსრულებას, ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები არ არის განჭვრეტადი და გაუგებარია, თუ რომელი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობაზეა საუბარი. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა წარმოადგენს სამშენებლო სამართლის მოწესრიგების სფეროს, სადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია, რის გამოც, აღნიშნული ნორმა ამოღებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან და ეს ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს სამშენებლო სამართალმა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1782 მუხლის ამოღების შედეგად, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში გაჩნდეს ნორმა, რომელიც დაადგენს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის. რაც შეეხება არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 6 იანვარს მიიღო N41 დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილების შედეგად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში გაჩნდება ნორმა, რომელიც დაადგენს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის, ხოლო მის აღსრულებაზე უფლებამოსილი გახდება სამშენებლო ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მშენებლობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას და მასთან დაკავშირებით აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონის პროექტის მიხედვით, კოდექსს დაემატება 451 მუხლი, რომელიც დაადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის. ამ მუხლის მიზნებისთვის არქიტექტურულ და გეგმარებითი ელემენტებში იგულისხმება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილებით დადგენილი მოთხოვნები. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით და დადგენილია შემდეგნაირად:  ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:  მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;  მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 15 000 ლარით;  მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით;  მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით;  თვითმმართველ ქალაქში – 2 000 ლარით;  მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში – 1 000 ლარით;  მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში – 500 ლარით. კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით გაფრთხილებას და ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება 30 დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკიასრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს, რომ მეორე დაჯარომების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება 30 დღის ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი სანქციის გაორმაგებული ოდენობით. აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ მოვა შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან. რაც შეეხება სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრირებაზე უფლებამოსილორგანოს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. შესაბამისად, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეს აწარმოებენ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მითითებული ორგანოები. კანონის პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 იანვარი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არ საჭიროებენ დამატებით ფინანსურ ან ადამიანურ რესურსებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე სამართალდამრღვევებს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ექნებათ დარღვევის შესაბამისი ჯარიმა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს პირთა დაჯარიმების პრეცედენტი, შეუძლებელია იმის დაზუსტება, თუ რა ოდენობით მოახდენს გავლენას კანონის პროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას, IV კლასს დაქვემდებარებულ შენობანაგებობათა მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებენ აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, თუ ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ხოლო V კლასის ნაგებობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. შესაბამისად, სამართალდარღვევებიდან შემოსული თანხა წარიმართება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანო მოახდენს პირის დაჯარიმებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს შესაბამისი ბიუჯეტებიდან ხარჯების გამოყოფას, რადგან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. შესაბამისად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი ორგანოები კანონმდებლობით უკვე დადგენილია და მშენებლობის ექსპლუატაციაში მირების ეტაპზე, ისინი ამოწმებენ მშენებლობის პროექტთან და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მათ უფლებამოსილებას დაემატება მათ შორის ამ სახის დარღვევების შემოწმება და შესაბამისი რეაგირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისთვის დამატებით არ იქნება საჭირო ხარჯების გამოყოფა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც დაარღვევენ შშმ პირებისთვის არქიტექტურულ და გეგმარებით ნორმებს, რდგან ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაჯარიმება დადგენილი ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დადგენილი გადასახდელის განსაზღვრა ხდება შემდეგი პრინციპით:  ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:  მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;  მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 15 000 ლარით;  მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით;  მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით;  თვითმმართველ ქალაქში – 2 000 ლარით;  მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში – 1 000 ლარით;  მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში – 500 ლარით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) რომელთან არსებობის შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველო პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველო პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 26. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის 1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. 2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით. 3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან: ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის; ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის. 4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ. 41. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 44-ე მუხლითა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევების ჩადენისას, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით დაკისრებული ჯარიმისგან პირის გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმა. 5. მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით. 7. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონს ატარებს ამ კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით. 8. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა.