„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1781 და 1782 მუხლები ამოღებულ იქნეს;
2. 239-ე მუხლის 45-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1781
მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის
კანონმდებლობით დადგენილი პირობების შექმნისაგან თავის არიდებისთვის, ხოლო
ამავე კოდექსის 1782 მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას დასახლებული პუნქტების
დაპროექტებისა და განაშენიანების, საცხოვრებელი რაიონების ფორმირების,
საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, შენობათა და ნაგებობათა
მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობისთვის. ამავე
კოდექსის 239-ე მუხლის 45-ე ნაწილის თანახმად, ამ სამართალდარღვევებთან
დაკავშირებით ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
მიუხედავად სამართალდაღვევათა კოდექსში არსებული ჩანაწერისა,
აღნიშნული ნორმა პრაქტიკაში არ მოქმედებს და არ შედგენილა შესაბამისი
სამართალდარღვევის ოქმები, რადგან ამ ნორმებში მითითებულ საკითხებზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია. აგრეთვე, საკითხები მთლიანად მოცულია
სამშენებლო სამართლით, რომელშიც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,
კომპეტენცია გააჩნია სამშენებლო ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოებს.
ამდენად, დღემდე არ არის სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით
განსაზღვრული
აღნიშნული
სამართალდარღვევის
აღსრულებაზე
უფლებამოსილი პირი. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1781 და 1782 მუხლის დანაწესის აღსრულება შეუძებელია. გარდა ამისა,
მითითებული ნორმების შინაარსი ბუნდოვანია და კონკრეტულად რა სახის
მოთხოვნების შეუსრულებლობის გამოა დადგენილი პასუხისმგებლობა, ნათლად არ
იკვეთება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული ნორმა
ამოღებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან და უფრო
განჭვრეტადი ფორმულირებით გადავიდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსში,
სადაც
მოცემულია
სამშენებლო
სამართალდარღვევები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების
აღმოფხვრას და მშენებლობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი
ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას და
მასთან დაკავშირებით აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონის
პროექტის
მიხედვით,
საქართველოს
ადმინიტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებული იქნება 1781 და 1782 მუხლები,
რომლებც ითვალისწინებს ჯარიმას ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის
მიერ
საცხოვრებელი,
საზოგადოებრივი
და
საწარმოო
შენობებით,
ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და
ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, აგრეთვე მისი თავისუფალი
გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობების შექმნისაგან თავის არიდების გამო,
ხოლო მეორე მხრივ, დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და განაშენიანების,
საცხოვრებელი
რაიონების
ფორმირების,
საპროექტო
გადაწყვეტილებების
შემუშავების, შენობათა და ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების
გაუთვალისწინებლობისთვის.
შესაბამისად, ამორებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 239-ე მუხლის 45-ე ნაწილიც, რომელიც ამ სამართალდარღვევებთან
დაკავშირებით
ადმინისტრირებაზე
უფლებამოსილ
ორგანოდ
განსაზღვრავს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.1
გამომდინარე იქედან, რომ სამინისტროს არ გააჩნია დარგობრივი კომპეტენცია
სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა გადავა
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, სადაც
მოცემულია სამშენებლო სამართალდარღვევათა შემადგენლობები და ახალი ნორმის
მიხედვით პასუხისმგებლობა დაუკავშირდება საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესების დარღვევას.
1
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების
შეტანის თაობაზე" 2005 წლის 23 დეკემბრის №2461_რს კანონით ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებულ იქნა 1783 მუხლი, ხოლო 239-ე მუხლის 45-ე ნაწილში
დღემდე განსაზღვრულია ამ სამართალდარღვევის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი ორგანოები.
შემოთავაზებული ცვლილებით, გასწორდება ასევე აღნიშნული ხარვეზიც.
ამასთანავე, ნორმის შემადგენლობის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსში
გადატანით,
სამართალდარღვევის
ადმინისტრირებაზე
უფლებამოსილი იქნება სმშენებლო ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო,
რომელიც ახდენს ზედამხედველობას სხვა სამშენებლო სამართალდარღვევებზეც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
შემდეგ გარემოებათა გამო: ნორმები, რომელთა ამოღებასაც ითვალისწინებს
კანონპროექტი,
პრაქტიკაში
არ
მოქმედებს,
რადგან
ვერ
ხდება
ამ
სამართალდარღვევების ადმინისტრირება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს
არარსებობის გამო. თუმცა, აღნიშნული სამართალდარღვევები, წარმოდგენილი
ინიციატივის მიხედვით, დარეგულირდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და დაწესდება განსხვავებული, უფრო მაღალი
ადმინისტრაციული სასჯელები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია იმ ნორმებით,
რომლებიც ამოღებულ იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რადგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ სამართალდარღვევებთან
დაკავშირებით არ გასწევდა ხარჯებს და არ ჰყავდა დასაქმებული პირები აღნიშნულ
საკითხებზე ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი აუქმებს ადმინისტრაციულ სახდელს იმ პირთათვის, რომლებიც
დაარღვევენ შშმ პირებისთვის არქიტექტურულ და გეგმარებით ნორმებს.
იმავდროულად, ამ დარღვევებისათვის პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით წესდება
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რაც
გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც დაარღვევენ შესაბამისი
ნორმების მოთხოვნებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი::
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველო პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით
მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო
კილაძე, ვანო ზარდიაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველო პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი,
ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო
ზარდიაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლების
მოქმედი რედაქცია, რომლებშიც კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1781. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონმდებლობით
დადგენილი პირობების შექმნისაგან თავის არიდება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და
საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით,
კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, აგრეთვე
მისი თავისუფალი გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობების შექმნისაგან თავის
არიდება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
მუხლი 1782. ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირის
საჭიროებებისა
და
მოთხოვნილებების
გაუთვალისწინებლობა
დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და განაშენიანების, საცხოვრებელი
რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, შენობათა და
ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე.
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ
საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ
კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური;
21.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
დევნილთა,
423
მუხლით
შესახებ
საქართველოს
ოქმს
შრომის,
გათვალისწინებულ
ადგენს
ადმინისტრაციულ
ოკუპირებული
ჯანმრთელობისა
და
ტერიტორიებიდან
სოციალური
დაცვის
სამინისტრო.
3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 1735 მუხლებით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენ
ტექნიკური
ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 571, 58-ე–59-ე, 593, მე-60,
603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796
მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798, 821–
824, 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და
1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
უფლებამოსილი თანამშრომლები.
41.
ამ
კოდექსის
592
მუხლით
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
უფლებამოსილი თანამშრომლები.
42. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).
43. ამ კოდექსის 51-ე, 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
5. (ამოღებულია);
6.
ამ
კოდექსის
95-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ
უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
7. (ამოღებულია);
8. (ამოღებულია);
9.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
921
მუხლით
შესახებ
ოქმს
გათვალისწინებულ
ადგენს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში
შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
101. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის
88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
განათლების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
11.
ამ
კოდექსის
1071
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და
სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების
დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები;
13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და
127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1395, 150ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761,
1771,
180-ე–183-ე,
190-ე,
1902,
191-ე
და
1991
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოები,
ხოლო
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სამხედრო
მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197 მუხლებით გათვალისწინებული
2
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
ჩადენის
შემთხვევებში
შესაბამის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
131.
ამ
კოდექსის
173-ე
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის
მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
132.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევის
173
-ე
შესახებ
მუხლით
ოქმს
გათვალისწინებული
თავისი
კომპეტენციის
ადმინისტრაციული
ფარგლებში
ადგენს
აღსრულების პოლიციელი.
14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 553 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6
ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე−151-ე, 152ე და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.
15. (ამოღებულია).
16. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ
შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ
უფლებამოსილი
პირები,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
საგადასახადო
ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები.
161.
ამ
კოდექსის
15910
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.
17. (ამოღებულია).
18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე;
19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 და მე13–მე-20 ნაწილებით, 1555, 1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე
და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილი პირები.
[191.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
1558
მუხლით
გათვალისწინებულ
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.
ადმინისტრაციულ
ფინანსთა
სამინისტროს
(ამოქმედდეს 2022 წლის 31
დეკემბრიდან)]
20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს
ადგენს სახალხო დამცველი;
21.
ამ
კოდექსის
1735
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
22.
ამ
კოდექსის
1792
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
23.
ამ
კოდექსის
1742
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი
პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
24.
1778,
1779
და
17710
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის
ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;
241. ( ამოღებულია);
242. ( ამოღებულია);
243. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004);
27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252
და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1461, 1501,
1511, 1522 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.
28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმების
შედგენის
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ
პირს.
28 1. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572–574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.
29.
ამ
კოდექსის
912
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
30. (ამოღებულია);
31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმს
ადგენენ
მმართველობის
ადგილობრივი
ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
32. (ამოღებულია);
33.
ამ
კოდექსის
1571–1574
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
34.
ამ
კოდექსის
ადმინისტრაციულ
94-ე
მუხლით
ენერგეტიკის
სამართალდარღვევათა
შესახებ
სფეროში
ოქმს
გათვალისწინებულ
ადგენს
საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
35. ამ კოდექსის 141-ე–142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით და 1553 მუხლის მე-11–მე-12
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და
გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის
დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში
ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და
1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის
სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
37.
ამ
კოდექსის
1595–1599
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.
38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4412, 462–464 და 1557 მუხლებით და 1711 მუხლით (მხოლოდ
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ
კუთვნილ
ტერიტორიებზე
ადმინისტრაციულ
ოკუპირებული
ჩადენილი
დარღვევებისათვის)
სამართალდარღვევათა
ტერიტორიებიდან
ოქმებს
დევნილთა,
გათვალისწინებულ
ადგენენ
შრომის,
საქართველოს
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
39. ამ კოდექსის 1052 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ღვინის ეროვნული სააგენტო.
391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
40. (ამოღებულია);
41. ამ კოდექსის 582 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).
ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და
სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ
გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
შესაბამისი
ორგანოები
(საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).
42.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
461
მუხლით
შესახებ
ოქმს
გათვალისწინებულ
ადგენენ
ადმინისტრაციულ
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
43. (ამოღებულია);
44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სანიტარიული
სამართალდარღვევისათვის
ზედამხედველობის
ოქმს
ადგენენ
განმახორციელებელი
სახელმწიფო
ორგანოების
საამისოდ
უფლებამოსილი პირები;
45.
ამ
კოდექსის
1781–1782
სამართალდარღვევათა
მუხლებით
შესახებ
ოქმს
გათვალისწინებულ
ადგენენ
ადმინისტრაციულ
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმს
ერთობლივად
ადგენენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ
უფლებამოსილი პირები.
46.
ამ
კოდექსის
425–429
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის
ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები;
47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
სახმელეთო
ტრანსპორტის,
სააგენტოების
საზღვაო
უფლებამოსილ
ტრანსპორტისა
თანამდებობის
და
პირებს,
სამოქალაქო
ხოლო
1394
ავიაციის
მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული
სახდელების
დადების
უფლება
–
შესაბამისი
ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
471. ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.
48. ამ კოდექსის 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და
ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტისა)
მძღოლის,
რკინიგზის,
საზღვაო
და
საჰაერო
ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის
მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 1713 და 191-ე მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
50.
ამ
კოდექსის
961
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის
სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
51.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
444
მუხლით
შესახებ
გათვალისწინებულ
ოქმებს
ადგენენ
ადმინისტრაციულ
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
და
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
შესაბამისი
სამსახურის
საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
52. (ამოღებულია).
521.
ამ
კოდექსის
1291
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში
ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები
პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
შესაბამისი
სამსახურის
სათანადოდ
უფლებამოსილი
თანამდებობის პირები.
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის
45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
შემთხვევაში
აღნიშნული
მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662).
55. ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
56.
ამ
კოდექსის
1282
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
ორგანოები.
57. ამ კოდექსის 99-ე და 16510 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
58. (ამოღებულია).
59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653).
60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების
და
უფლებამოსილი
მეურვეობისა
პირები,
გათვალისწინებულ
და
ხოლო
მზრუნველობის
ამ
ადმინისტრაციულ
კოდექსის
172
7
ორგანოების
საამისოდ
და
173
მუხლებით
შესახებ
ოქმებს
სამართალდარღვევათა
13
–
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.
601. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.
602.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
177-ე
მუხლით
ოქმებს
ადგენს
გათვალისწინებულ
სახელმწიფო
ადმინისტრაციულ
სახანძრო
და
სამოქალაქო
უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
61.
ამ
კოდექსის
964
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.
62.
ამ
კოდექსის
149-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი
კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად .
63.
ამ
კოდექსის
17312
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო .
64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში
შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
არასაპატიმრო
სასჯელთა
და
პრობაციის
აღსრულებისა
ეროვნული
და
სააგენტოს
პრობაციის
(მათ
ეროვნული
შორის,
სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ
კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში
საქართველოს
აღნიშნული
სასჯელაღსრულებისა
სამართალდარღვევის
და
პრობაციის
შესახებ
ოქმს
სამინისტროს
ადგენს
გენერალური
ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი.
65.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევათა
უფლებამოსილი პირები.
15911
მუხლით
შესახებ
ოქმებს
გათვალისწინებულ
ადგენენ
ადმინისტრაციულ
კონკურენციის
სააგენტოს
66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის
მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმების
შედგენის
უფლება
აქვს
მუნიციპალიტეტის
მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი
თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
68.
ამ
კოდექსის
1726
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
საქართველოს
ჯანმრთელობისა
განათლებისა
და
და
სოციალური
მეცნიერების
დაცვის
სამინისტროს,
სამინისტროს,
ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის
პირები.
69.
ამ
კოდექსის
17712
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი
პირები.
70. ამ კოდექსის 1537 და 1538 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.
71. ამ კოდექსის 1711 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობანაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
ორგანოები.
72. ამ კოდექსის 1712 და 1714 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის უფლებამოსილი პირები.
73.
ამ
კოდექსის
17713
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმს ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
74.
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევის
1911
მუხლით
ჩადენის
გათვალისწინებული
შემთხვევაში
საქართველოს
ადმინისტრაციული
ტერიტორიაზე
ოქმს
თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
სათანადოდ
უფლებამოსილი
თანამდებობის
პირები,
ხოლო
ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს
ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
შესაბამისი
სამსახურის
სათანადოდ