„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/278/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-30
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) 28-ე მუხლის: 1. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. იმ პირებს რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭებათ სამსახურისათვის წარდგენილი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. აღნიშნულ პირებს, რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესების შემთხვევაში ქვეპუნქტით ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლებათ. ამ პუნქტის მიზნებისთვის სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება სამსახურის მიერ.“. 2. მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „141. 2019 წლის 1 ივნისამდე, სამსახურმა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) დაარეგისტრიროს, წევრი ორგანიზაციების შესაბამისი მიმართვის წევრი ფიზიკური საფუძველზე, პირები საქართველოს რეესტრში სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების გარეშე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელია გარიგების პარტნიორს ჰქონდეს შესაბამისი სპეციალიზაცია კონკრეტულ ინდუსტრიაში. ასეთი ვიწრო სპეციალიზაცია წარმოადგენს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას და , შესაბამისად, ეს მოთხოვნა გამომდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აუდიტორულმა ფირმამ უნდა უზრუნველყოს გარიგების პარტნიორისა და სხვა საკვანძო პერსონალის შიდა როტაცია არანაკლებ 7 წელიწადში პირის ერთხელ, თითოეული საზოგადოებრივი დაინტერესების მიმართ, რომელსაც ის ემსახურება. აღნიშნულისათვის კი აუცილებელია შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე გარიგების პარტნიორი, ვისაც შეუძლია არსებული პარტნიორის ჩანაცვლება. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა აუდიტორულ მომსახურებაზე, რადგან გაიზარდა იმ საწარმოთა წრე, რომლებსაც მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება. დამატებითი სამუშაოს შესრულება ხარისხის გაუარესების გარეშე მოითხოვს მეტ კვალიფიციურ გარიგების პარტნიორს, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი სპეციალიზაცია კონკრეტულ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, კვალიფიციური გარიგების პარტნიორების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდულია, ამიტომ ტრადიციულად, წლების განმავლობაში, ხდებოდა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, თუმცა დღეს არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია საქართველოში აუდიტორის სტატუსი მოიპოვოს პირმა შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის გარეშე. აღნიშნული მდგომარეობა ზიანს აყენებს არა მხოლოდ აუდიტორულ ფირმებს, რომლებიც ვერ უწევენ მომსახურებას ახალ კლიენტებს პარტნიორთა სიმცირის გამო, არამედ უშუალოდ მეწარმეებსაც (სუბიექტებსაც), რომლებიც ვერ ახერხებენ ხარისხიანი მომსახურების მიღებას. პარტნიორების მიმდინარე დატვირთვის გათვალისწინებით, ახალი კლიენტების აყვანის ერთადერთი გზა გარიგების პარტნიორების მიერ პროექტებზე დახარჯული დროის შემცირებაა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარისხის გაუარესებას. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიტორად ითვლება მხოლოდ ის სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია, მის მიერვე დადგენილი წესით, საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე დაარეგისტრიროს რეესტრში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ აუდიტის ჩატარება საქართველოში. იმისათვის რომ საქართველოში განხორციელდეს პროფესიული სერტიფიცირება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, პროფესიულმა ორგანიზაციებმა სამსახურის მიერ დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარება. დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციები არ არიან მზად უზრუნველყონ სამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება. შესაბამისად, ფაქტობრივად შეუძლებელია საქართველოში რეესტრში რეგისტრაცია განახორციელოს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრმა ფიზიკურმა პირებმა. გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს აუდიტორულ მომსახურების სფეროში წარმოქმნილ ამ შეფერხებების თავიდან აცილებას. აღნიშნული პრობლემა წარმოიშვა ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-14 პუნქტთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულია, რომ იმ პირებისათვის, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე (25.06.2016) არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამავე კანონის ამოქმედების შემდეგ ვერ ჩაითვლებოდნენ სერტიფიცირებულ ბუღალტრებად, სამსახურს უნდა დაედგინა პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესი, ხოლო ტესტირება უნდა განხორციელებულიყო ამ წესის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. სამსახურის მიერ მიღებულ იქნა „პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის Nნ-3 ბრძანება, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 აპრილიდან და შესაბამისად იმ პირებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და კანონის შესაბამისად არ იყვნენ სერტიფიცირებული ბუღალტრები, გამარტივებული წესით ტესტირება უნდა გაევლოთ 1 წლის ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 1 აპრილამდე. ამ მიზნით, დამტკიცებული წესის თანახმად, გამარტივებულ ტესტირებაზე დაშვების მიზნით, დაინტერესებულ პირებს სამსახურისათვის უნდა წარედგინათ დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სამსახური მიიღებდა გადაწყვეტილებას პირის 7 წლიანი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დადასტურებისა და მისი ტესტირებაზე დაშვების თაობაზე. პროფესიული ორგანიზაციები, კი თავის მხრივ ვალდებული იყვნენ ტესტირება უზრუნველყოთ არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილამდე. პროფესიული ორგანიზაციების მიერ ვერ მოხდა საგამოცდო პროცესის აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა, რითაც ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას განეხორციელებინათ გამარტივებული ტესტირება. ამასთან, კანონის 28-ე მუხლის მე-14 პუნქტის რედაქციის თანახმად, სწორდება ხარვეზი, კერძოდ, აღნიშნული პუნქტი არის უმოქმედო ნორმა, რომლის თანახმად, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი პირს უნდა ჩაუტარდეს მაშინ როცა იგი ჯერ არ იქნება აუდიტორი, რაც ეწინააღმდეგება კანონპროექტის მიზანს. საყურადღებოა, რომ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი რამოდენიმე კომპონენტისაგან ხორციელდება, მონიტორინგისას უნდა შემოწმდეს აუდიტორის მიერ გამოყენებული პროცედურების სტანდარტებთან და კანონთან შესაბამისობა (მათ შორის, რეესტრში არსებული ინფორმაციების გადამოწმება). ამასთან, მონიტორინგისას ხორციელდება უკვე რეგისტრირებული აუდიტორის ეთიკის წესების დაცვის შემოწმება, რომელზეც შესაბამის ინფორმაციას გასცემენ პროფესიული ორგანიზაციები. მონიტორინგმა უნდა მოიცვას რესურსების ხარისხი/რაოდენობა და აუდიტორის მიერ აუდიტორული მომსახურებისას მიღებული ანაზღაურების შეფასება. აუდიტორების/გარიგების პარტნიორების შეფასება უნდა განხორციელდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, კანონის 24ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმადაც, განსაზღვრულია, რომ ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისათვის ჯარიმდება არა არარეგისტრირებული პირი, არამედ აუდიტორი ან გარიგების პარტნიორი. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პირი, რომელიც არ იქნება რეესტრში რეგისტრირებული, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს მისი მონიტორინგი. მას შემდეგ რაც აუდიტორი დარეგისტრირდება რეესტრში, სამსახურის მიერ 3 ან 6 წელიწადში ერთხელ განხორციელდება მისი მონიტორინგი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: პროექტის მიზანია პროფესიული ორგანიზაციების მიერ ხარისხიანი საგამოცდო პროგრამის (ტესტირების) შემუშავებამდე და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრმა ფიზიკურმა პირებმა 2019 წლის 1 ივნისამდე შეძლონ ტესტირების გავლის გარეშე რეესტრში რეგისტრაცია. პროექტის მიზანია აუდიტორების რეესტრში რეგისტრაცია გამარტივდეს იმ პირებისათვის, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე (25.06.2016) არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამავე კანონის ამოქმედების შემდეგ ვერ ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. შესაბამისად, პროექტის მიზანია შესაძლებელი გახდეს კვალიფიციური გარიგების პარტნიორების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე, რაც აამაღლებს მომსახურების ხარისხს აუდიტის სფეროში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება ხორციელდება კანონის 28-ე მუხლის მე-14 პუნქტში, რომლის თანახმადაც, იმ პირებს რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭებათ სამსახურისათვის წარდგენილი განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის აუდიტორული მომსახურების საფუძველზე. დოკუმენტაციის განხილვისა და სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, პუნქტის რედაქციიდან ამოღებულ იქნა უმოქმედო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა არარეგისტრირებული პირის მონიტორინგს. ამასთან, კანონის 28-ე მუხლს ემატება 141 პუნქტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც ინდივიდუალურად ან აუდიტორული ფირმის სახელით აუდიტორული მომსახურების საქართველოში გაწევა სურთ. კერძოდ დგინდება რომ აღნიშნული პირების რეესტრში რეგისტრაცია 2019 წლის 1 ივნისამდე განხორცილდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების გარეშე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლის მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრ ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში განახორციელონ აუდიტორული მომსახურება და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, აუდიტორული ფირმები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული კვალიფიკაციის მქონე პირების დასაქმებას, შეძლებენ უზრუნველყონ უფრო მეტი რაოდენობის აუდიტორული მომსახურების განხორციელება, რაც თავის მხრივ გაზრდის როგორც კომპანიის აუდიტორული ფირმების ბიუჯეტს, ისევე აუდიტორული მომსახურების ხარისხს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, ან მოსაკრებლის ან სხვა სახის სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება 28. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 თვისა უზრუნველყოს: ა) სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ბ) საბჭოს დებულების დამტკიცება და საბჭოს წევრთა კანდიდატურების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) სამინისტროს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; დ) სამსახურის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყოს სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პრემიერ- მინისტრისათვის წარდგენა. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა უზრუნველყოს კანდიდატურის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. 4. სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს რეესტრის წარმოება. აღნიშნულ თარიღამდე ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აგრეთვე არარეგისტრირებულ, მაგრამ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ აუდიტორებს/აუდიტორულ ფირმებს უფლება აქვთ, აუდიტორული მომსახურება ამ კანონით განსაზღვრულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განახორციელონ. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს რეესტრთან დაკავშირებული სავალდებულო და არასავალდებულო მონაცემები. 5. სამსახურმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრა. 6. სამსახურმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება. 7. ის სუბიექტები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ატარებდნენ აუდიტს, უფლებამოსილი არიან, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგინონ სამსახურს. სამსახურმა 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ვებგვერდის წარმოება და სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად. 8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი. მის ამოქმედებამდე: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია და მონიტორინგი განახორციელოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად; ბ) შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოებმა საბჭოს (IVSC) უზრუნველყონ წევრმა აკრედიტებულმა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიის ხელმისაწვდომობა; გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების სერტიფიკაციის განხორციელების ორგანოს მიერ და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; დ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა განათლების, მათ მიერ ეთიკური ნორმების დაცვისა და მათი საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი სერტიფიკაციის სქემის თანახმად. 9. აუდიტორული ფირმა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის ჰქონდა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, რაც დასტურდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაციის სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრით, ან რომელმაც 2013 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაატარა სავალდებულო აუდიტი ან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ჩაატარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, უფლებამოსილია სამსახურს არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა მიმართოს სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით. დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესს ადგენს სამსახური. კონტროლის მინიჭებული სისტემის უფლებამოსილების დროებითი მონიტორინგის მინიჭების საფუძველია უფლებამოსილება შედეგების მოქმედებს გამოვლენამდე. აუდიტორული ფირმის ხარისხის აღნიშნული სარეგისტრაციო განაცხადში მოცემული ინფორმაცია ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად აუდიტორული ფირმის და, საჭიროების ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიერ წარდგენილი შემთხვევაში, სხვა იმ მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ჰბარდებოდა აუდიტორული დასკვნა/ანგარიში. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭება ხდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე და მოქმედებს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. სამსახური ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართა, და შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს. სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება უქმდება, თუ აღნიშნული უფლებამოსილების მქონე პირი 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არ მიმართავს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. ამასთანავე, იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრამდე აქვთ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ აუდიტორულ ფირმებს, რომლებსაც ამ მუხლის საფუძველზე მიენიჭებათ დროებითი უფლებამოსილება. ამასთანავე, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ პირებს იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც ვალდებულებების შესრულების არის ქონების დადასტურებასთან მმართველი, განსაზღვრული დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების დასრულებამდე, ხოლო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ 2017 წლის 1 იანვრამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება – 2017 წლის 1 მარტამდე. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულმა აუდიტორულმა ფირმებმა სდპ-ებისათვის შეასრულონ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხელშეკრულებებით 2016 წლის საანგარიშგებო ან წინა პერიოდთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები. 10. სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დადგენა. 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება. 11. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე მეოთხე კატეგორიის საწარმომ იხელმძღვანელოს „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი სტანდარტით, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №10 დადგენილებით. სამსახურმა ამ პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე. 12. სდპ-მა და პირველი და მეორე კ ატეგორიების საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება, და შემდგომ პერიოდებში. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოები უფლებამოსილი არიან, უზრუნველყონ ანგარიშგების იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის წარდგენა, რომლისთვისაც ეს ამ კანონით არ ევალებათ. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება იმ სუბიექტზე, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად სავალდებულო აუდიტს ექვემდებარება. 13. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის სერტიფიკატის მფლობელი, რომლის სერტიფიკატი ძალაშია 2013 წლის 1 იანვრისათვის, და ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელი ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ეთვლება, თუ იგი ამ კანონის ამოქმედებამდე აუდიტორულ მომსახურებას დამოუკიდებლად, აუდიტორული ფირმის სახელით, აუდიტორის ან გარიგების პარტნიორის სტატუსით ახორციელებდა, რაც წერილობით დასტურდება. 14. იმ პირთან მიმართებით, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, სამსახურმა დაადგინოს პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესი ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა გამარტივებული წესით ტესტირება გაიაროს აღნიშნული წესის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება, თუ იგი გაივლის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს. 15. სამსახურმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მხოლოდ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართვის საფუძველზე, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან – სავალდებულო წესით. 16. 2016 წლის 1 ივნისიდან სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე გამოიყენება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და გამოცემული: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); ბ) მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs); გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიული ეთიკის კოდექსის (IESBA code) ბოლო ვერსიები; დ) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC) და აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტები. 17. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში 2013 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტებისა და წესების გამოყენების ვალდებულების ამოქმედებამდე. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმებს და მათი გამოყენების წესებს მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი ადგენს/ცვლის შესაბამისი დაქვემდებარებული მარეგულირებელი/საზედამხედველო სფეროებისთვის ორგანო, ხოლო იმ სფეროებისთვის, რომლებიც რეგულირებას/ზედამხედველობას არ ექვემდებარება, – სამსახური. 18. სამსახური არის საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს სამართალმემკვიდრე. 19. ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პროფესიული ორგანიზაციების წარდგინებით, საბჭოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 იანვრამდე საბჭოში მოწვეული უნდა იქნეს 2 პრაქტიკოსი. 20. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 21. პროფესიული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ერთჯერადად, საბჭოს პირველად დაკომპლექტების მიზნით სამინისტროს წარუდგინონ საბჭოს წევრის 2 კანდიდატურა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურის საბჭოს წევრად უფლებამოსილების ვადაა 1 წელი. არჩევის შემთხვევაში საბჭოს აღნიშნული წევრის