„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს ცვლილება და 28-ე მუხლის
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს
მთავრობამ 2019 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ
საკანონმდებლო აქტი. მის ამოქმედებამდე:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა
ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია და
მონიტორინგი განახორციელოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული წესებისა და
პროცედურების შესაბამისად;
ბ) შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრმა აკრედიტებულმა
შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოებმა უზრუნველყონ შეფასების საერთაშორისო
სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიის ხელმისაწვდომობა;
გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც
დასაქმებულია
აკრედიტებული
სერტიფიცირებული
შემფასებელი.
შემფასებელთა
სერტიფიკაციის
ორგანოს
შეფასების
განხორციელების
და
მიერ
შეფასების
ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა
სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს;
დ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის
ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა განათლების, მათ მიერ ეთიკური
ნორმების დაცვისა და მათი საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი სერტიფიკაციის სქემის
თანახმად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეული ნორმების
გადავადების აუცილებლობა, კერძოდ ხორციელდება საშემფასებლო საქმიანობის შესახებ
საკანონმდებლო აქტის შემუშავებისათვის კანონით დადგენილი ვადის გადაწევა. აღნიშნული
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო
აქტი
წარმოადგენს
პარტნიორი
სპეციფიკურ
ორგანიზაციების
დოკუმენტს,
მიერ
რომლის
მოწვეული
შემუშავებაც
უცხოელი
ხორციელდება
ექსპერტების
აქტიური
ჩართულობით. დღეის მდგომარეობით, კანონპროექტის პირველადი ვერსია მომზადებულია,
თუმცა
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის, ასევე სხვა უწყებების, კერძოდ,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აკრედიტაციის ერთიანი
ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის და G4G - ,,მმართველობა განვითარებისათვის“თან ერთად ხორციელდება პროექტის დახვეწა, კერძოდ, პროექტით განსახორციელებელი
ღონისძიებების დაფინანსებისა და სხვა რიგ საკითხებზე შეთანხმება. აღნიშნული
გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია საშემფასებლო საქმიანობის შესახებ
საკანონმდებლო აქტისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შემუშავების ვადის
გადაწევა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საშემფასებლო საქმიანობის
შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღების ვადის გადაწევა, რათა მიღებულ იქნეს სრულყოფილი
აქტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება ხორციელდება 28-ე მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის
თანახმადაც გადავადდება საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო
აქტის მიღების ვადა 2019 წლის 1 ივლისამდე ნაცვლად 2018 წლის 31 დეკემბრისა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება
არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
ფინანსური ვალდებულებები.
არ
წარმოიშობა
სახელწიფოს ახალი
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომლის
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
გადასახდელის ოდენობადა ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4
თვისა უზრუნველყოს:
ა) სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა;
ბ) საბჭოს დებულების დამტკიცება და საბჭოს წევრთა კანდიდატურების
საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
დ) სამსახურის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2
თვისა უზრუნველყოს სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პრემიერმინისტრისათვის წარდგენა.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
დანიშვნა უზრუნველყოს კანდიდატურის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
4. სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს რეესტრის წარმოება.
აღნიშნულ თარიღამდე ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
რეგისტრირებულ,
აგრეთვე
არარეგისტრირებულ, მაგრამ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ აუდიტორებს/აუდიტორულ ფირმებს უფლება
აქვთ, აუდიტორული მომსახურება ამ კანონით განსაზღვრულ რეესტრში
რეგისტრაციის გარეშე განახორციელონ. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური
ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად აკრედიტებული
ორგანიზაცია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს რეესტრთან დაკავშირებული
სავალდებულო და არასავალდებულო მონაცემები.
5. სამსახურმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ხარისხის კონტროლის
სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელების
წესის განსაზღვრა.
6. სამსახურმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის
მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით,
მე-16 მუხლის პირველი პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება.
7. ის სუბიექტები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ატარებდნენ აუდიტს,
უფლებამოსილი არიან, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ამ კანონის მე-9
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგინონ სამსახურს. სამსახურმა 2018
წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ვებგვერდის წარმოება და სუბიექტების მიერ
წარმოდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად.
8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს
მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის
შესახებ საკანონმდებლო აქტი. მის ამოქმედებამდე:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა
ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა შემფასებელთა სერტიფიკაციის
ორგანოს აკრედიტაცია და მონიტორინგი განახორციელოს აკრედიტაციის ცენტრის
მიერ მიღებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
ბ) შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრმა აკრედიტებულმა
შემფასებელთა
სერტიფიკაციის
ორგანოებმა
უზრუნველყონ
შეფასების
საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიის ხელმისაწვდომობა;
გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს,
რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს
მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების
ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული
შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს;
დ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის
ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა განათლების, მათ მიერ
ეთიკური ნორმების დაცვისა და მათი საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი
სერტიფიკაციის სქემის თანახმად.
9. აუდიტორული ფირმა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის ჰქონდა
სავალდებულო
აუდიტის
ჩატარების
უფლებამოსილება,
რაც
დასტურდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის
შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:
260000000.05.001.016869)
შესაბამისად
აკრედიტებული
ორგანიზაციის
სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრით, ან რომელმაც
2013 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაატარა სავალდებულო აუდიტი
ან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ჩაატარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი,
უფლებამოსილია სამსახურს არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა მიმართოს სდპის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით.
დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესს ადგენს სამსახური. მინიჭებული
დროებითი უფლებამოსილება მოქმედებს ხარისხის კონტროლის სისტემის
მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე. აღნიშნული უფლებამოსილების
მინიჭების საფუძველია აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო განაცხადში
მოცემული ინფორმაცია ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, სამსახურის
მოთხოვნის შესაბამისად აუდიტორული ფირმის მიერ წარდგენილი სხვა
ინფორმაცია/დოკუმენტაცია
და,
საჭიროების
შემთხვევაში,
იმ
მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია,
რომელსაც ჰბარდებოდა აუდიტორული დასკვნა/ანგარიში. სდპ-ის აუდიტის
ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭება ხდება 2016 წლის 31
დეკემბრამდე და მოქმედებს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. სამსახური
ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული
ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის
კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართა, და
შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს. სდპ-ის აუდიტის
ჩატარების
დროებითი
უფლებამოსილება
უქმდება,
თუ
აღნიშნული
უფლებამოსილების მქონე პირი 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არ მიმართავს სამსახურს
ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.
ამასთანავე, იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი,
განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული
აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება 2018 წლის 1
იანვრამდე აქვთ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების
განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა
და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და
აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ აუდიტორულ
ფირმებს, რომლებსაც ამ მუხლის საფუძველზე მიენიჭებათ დროებითი
უფლებამოსილება. ამასთანავე, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ
„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ
ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“
მითითებულ პირებს იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი,
განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული
აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება უნარჩუნდებათ
ამ
კანონის
ამოქმედების
თარიღისთვის
დადებული
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების დასრულებამდე, ხოლო ამ
კანონის ამოქმედების შემდეგ 2017 წლის 1 იანვრამდე დადებული ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
აუდიტორული
მომსახურების
განხორციელების
უფლებამოსილება – 2017 წლის 1 მარტამდე. ამასთანავე, ამ პუნქტით
გათვალისწინებულმა აუდიტორულმა ფირმებმა სდპ-ებისათვის შეასრულონ 2016
წლის
1
ნოემბრამდე
დადებული
ფინანსური
ანგარიშგების
აუდიტის
ხელშეკრულებებით 2016 წლის საანგარიშგებო ან წინა პერიოდთან მიმართებით
ნაკისრი ვალდებულებები.
10. სამსახურმა 2016 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით
განსაზღვრული დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დადგენა. 2017
წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური
ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების
გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილება.
11. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური
ანგარიშგების სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე მეოთხე კატეგორიის
საწარმომ
იხელმძღვანელოს „მცირე
საწარმოთა
ბუღალტრული
აღრიცხვის
გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005
წლის 5 აპრილის №9 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი სტანდარტით,
ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – „არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი
სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული
აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №10 დადგენილებით.
სამსახურმა ამ პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები დაადგინოს 2018 წლის 1
ივლისამდე.
12. სდპ-მა და პირველი და მეორე კ ატეგორიების საწარმოებმა ამ კანონის მე-9
მუხლის მოთხოვნები შეასრულონ 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული
საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის
საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო
პერიოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის
სრულდება. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოებმა ამ კანონის მე-9 მუხლის
მოთხოვნები შეასრულონ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო
პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში, ხოლო თუ სუბიექტის საანგარიშგებო
პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს – იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის,
რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომი თარიღისთვის სრულდება, და
შემდგომ პერიოდებში. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოები უფლებამოსილი
არიან, უზრუნველყონ ანგარიშგების იმ საანგარიშგებო პერიოდისთვის წარდგენა,
რომლისთვისაც ეს ამ კანონით არ ევალებათ. ამ პუნქტით გათვალისწინებული
გამონაკლისი არ ვრცელდება იმ სუბიექტზე, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვისა
და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შესაბამისად სავალდებულო
აუდიტს ექვემდებარება.
13. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს
მიერ გაცემული აუდიტორის სერტიფიკატის მფლობელი, რომლის სერტიფიკატი
ძალაშია 2013 წლის 1 იანვრისათვის, და ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის
აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიონალი ბუღალტრის
სერტიფიკატის მფლობელი ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ეთვლება, თუ იგი ამ
კანონის
ამოქმედებამდე
აუდიტორულ
მომსახურებას
დამოუკიდებლად,
აუდიტორული ფირმის სახელით, აუდიტორის ან გარიგების პარტნიორის სტატუსით
ახორციელებდა, რაც წერილობით დასტურდება.
14. იმ პირთან მიმართებით, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის
განმავლობაში ასრულებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის
შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, სამსახურმა დაადგინოს
პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესი ამ კანონის ამოქმედებიდან
არაუგვიანეს 6 თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა გამარტივებული
წესით ტესტირება გაიაროს აღნიშნული წესის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა.
ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება, თუ იგი
გაივლის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს.
15. სამსახურმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება
2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მხოლოდ აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის მიმართვის საფუძველზე, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან –
სავალდებულო წესით.
16. 2016 წლის 1 ივნისიდან სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით
განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე
გამოიყენება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციის
მიერ სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და გამოცემული:
ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);
ბ) მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო
სტანდარტები (IFRS for SMEs);
გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) და ბუღალტერთა საერთაშორისო
ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიული ეთიკის კოდექსის (IESBA code)
ბოლო ვერსიები;
დ) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC) და აუდიტისა და
მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული და
დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა
მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტები.
17. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს
კოლეგიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის
სტანდარტების
კომისიის
დადგენილებებით
დამტკიცებული,
აგრეთვე
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში 2013 წლის 1 იანვრისათვის
მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული
შესაბამისი სტანდარტებისა და წესების გამოყენების ვალდებულების ამოქმედებამდე.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების
კომისიის დადგენილებებით დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა
გეგმებს და მათი გამოყენების წესებს მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს
რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სფეროებისთვის
ადგენს/ცვლის შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო, ხოლო იმ
სფეროებისთვის, რომლებიც რეგულირებას/ზედამხედველობას არ ექვემდებარება, –
სამსახური.
18. სამსახური არის საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული
საქმიანობის საბჭოს სამართალმემკვიდრე.
19. ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
საბჭოს დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პროფესიული ორგანიზაციების
წარდგინებით, საბჭოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 იანვრამდე საბჭოში
მოწვეული უნდა იქნეს 2 პრაქტიკოსი.
20. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი
სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
21. პროფესიული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, ამ კანონის 21-ე მუხლის მე6 პუნქტის შესაბამისად, ერთჯერადად, საბჭოს პირველად დაკომპლექტების მიზნით
სამინისტროს წარუდგინონ საბჭოს წევრის 2 კანდიდატურა, რომლებიც არ
აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის
მოთხოვნას. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურის საბჭოს წევრად
არჩევის შემთხვევაში საბჭოს აღნიშნული წევრის უფლებამოსილების ვადაა 1 წელი.
საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის კანონი №1734 – ვებგვერდი, 25.12.2017წ.