საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის“ (N07-2/240; 09.07.2018) თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#20799/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
20799-3-9-3-201812071341 N 20799 07/12/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში შესრულების აღებული შესახებ რეკომენდაციების შუალედური ანგარიშის“ თაობაზე (07-2/240; 09.07.2018) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში“. ანგარიში ასახავს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეორე ციკლის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ აქტივობებს. 1. შშმ პირთა უფლებები რეკომენდაცია 117.5 რეკომენდაცია ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზებას შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის დებულებებთან და ასევე მისი ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მთავრობის ანგარიშში ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლებს. უწყებათაშორისი ჯგუფის ფორმატში შემუშავდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელზეც სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის საერთაშორისო დონის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები და ფინანსური გაანგარიშების დოკუმენტი. ამჟამად ხდება მიღებული შენიშვნებისა და მოსაზრებების გაანალიზება, ასევე შესაბამისი უწყებების მიერ თავიანთი წილი ფინანსური გაანგარიშების მომზადება. კონვენციასთან სრული ჰარმონიზების მიზნით, ასევე იგეგმება რელევანტურ კანონებში შესატანი ცვლილებების ერთობლივი პაკეტის მომზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი ინიცირებულია, რაზეც სხვადასხვა უწყებები აქტიურად მუშაობენ. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლისთვის დასრულდეს სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობის სისტემური გადახედვის და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ყურადღება უნდა გამახვილდეს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერებისა და ტერმინების აღმოფხვრასა და ჩანაცვლებაზე, ასევე, გაეროს კონვენციის პრინციპების სრულ ასახვაზე.  მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს აღნიშნული ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. რეკომენდაცია 117.21 რეკომენდაცია ითვალისწინებს მუშაობის გაგრძელებას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უფლებების დასაცავად. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს დამტკიცდა „ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია“, რომლის თანახმადაც შემოწმება შესაძლოა გაიაროს ოჯახმა, რომელსაც არ აქვს არანაირი შემოსავალი. მეთოდოლოგია შედგენილია ისეთი ფორმით, რომ ითვალისწინებს ოჯახის საჭიროებებს, მათ შორის ოჯახის წევრთა სპეციალურ სტატუსს, დაავადებებს და ა.შ. ახალი სისტემა ასევე ითვალისწინებს ბავშვის შემოწმებას და მის ბენეფიტს. გაიზარდა მარტოხელა პენსიონერთა საჭიროების ინდექსი და ისინი შეძლებენ შემოწმების მიღებას. პენსიის ასაკს მიღწეული და შშმ პირებისთის განკუთვნილი სოციალური პაკეტების ეტაპობრივი ზრდა მნიშვნელოვანია სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიზნობრივ სოციალურ პროგრამაში ჩართვის უფლება ასევე მოიპოვეს იმ ოჯახებმა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას, მათი შშმ პირის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსის ნიადაგზე, მიღებული თანხა უგროვდებათ საანაბრე ანგარიშზე, რაც მათ შემდგომში აძლევს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების საშუალებას. 2017 წელს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამას დაემატა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი“, რომელიც განკუთვნილია 18 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის შშმ პირებისთვის. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  სასურველია ამ რეკომენდაციის საპასუხოდ აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა 2018 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი და განახორციელა მისი დეტალური ანალიზი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სოციალური რის საფუძველზეც გასცა მუშაკების რაოდენობის ზრდის, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამების რეკომენდაციები შშმ პირების გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სპეციალური პედაგოგების დაფინანსების შესახებ. კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად აისახა 2018 წლის ბიუჯეტში, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვლადი ჯგუფები მიიღებენ ხარისხობრივად და თვისობრივად გაუმჯობესებულ სერვისებს.  მნიშვნელოვანია, ანგარიშში აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელიც საფუძვლიანად აუმჯობესებს სოციალურ სამუშაოს და შესაბამისად, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვას. პროექტი მომზადებულია სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ფართო ჩართულობით, საქართველოში ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ამ რეფორმის იმპლემენტაციის ფაზა უკვე დაწყებულია. 2. ბავშვთა უფლებები რეკომენდაცია 116.1-116.3 რეკომენდაცია ეხება ბავშვისუფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს საქართველო შეუერთდა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებით ოქმს „შეტყობინების პროცედურების შესახებ“, რომელიც ძალაშია 2016 წლის 19 დეკემბრიდან. რეკომენდაცია 117.14-117.16 რეკომენდაცია ეხება ბავშვთა ფიზიკური დასჯის აკრძალვას, მათ შორის სახლში და ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა, მათ შორის ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან დაცვის საკითხს. მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა უფლებების რეალიზაციის და მათი სხვადასხვა სოციალურ თუ სამედიცინო სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ცვლილებები 10-მდე საკანონმდებლო აქტში, რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს. ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა ცნება “მიუსაფარი ბავშვი” და ამით სახელმწიფოს მიეცა საშუალება მოუწესრიგოს მათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია, რაც, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს „მიუსაფარი“ ბავშვების მიერ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უფრო ქმედითი გახდა არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისგან დაცვის მექანიზმები - გაიზარდა სოციალური მუშაკის უფლებამოსილებები. 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთავრობის მიმართვიანობის დადგენილებით (რეფერირების) ახალი დამტკიცდა ბავშვთა პროცედურები, რის დაცვის თანახმადაც გაფართოვდა აღნიშნულ პროცედურებში ჩართული უწყებების წრე, ასევე ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა ბავშვის ფიზიკური დასჯისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება (corporal punishment), ხოლო საქართველოს შესაბამის სამინისტროებს დაეკისრათ ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლის ტექნიკურ ადმინისტრირებას შემდგომში განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2018 წელს პროსტიტუციაში ამოქმედდა ჩაბმის სისხლისსამართლებრივი ახალი თავიდან რეგულაციები აცილების პასუხისმგებლობა ე.წ. არასრულწლოვანთა მიზნით - დაწესდა „სუტენიორებისათვის“ და გამკაცრდა სანქციები არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისათვის. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ კანონმდებლობის ხარვეზებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები პროსტიტუციის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ცვლილებების მიხედვით გამკაცრდა არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის პროსტიტუციაში ზომები და ჩაბმისგან გაუმჯობესდა დაცვისა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენციის მექანიზმები. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  სასურველია, ანგარიშში აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს დაცვისა ბავშვთა და სამოქალაქო ფონდის, ინტეგრაციის სახალხო დამცველის, სამოქალაქო სექტორისა და ექპერტების ჩართულობით მოამზადა „ბავშვის კოდექსის“ პროექტი. „ბავშვის კოდექსი“ ბავშვის უფლებებისა და ბავშვთა დაცვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც, მათ შორის უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც მოცემულ რეკომენდაციაშია ასახული. ვიმედოვნებთ, რომ 2020 წლისთვის “ბავშვის კოდექსთან” დასრულებული იქნება. დაკავშირებული სამუშაო პროცესი  მნიშვნელოვანია, ანგარიშში აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელიც საფუძვლიანად აუმჯობესებს სოციალურ სამუშაოს და შესაბამისად, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვას. პროექტი მომზადებულია სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ფართო ჩართულობით, საქართველოში ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ამ რეფორმის იმპლემენტაციის ფაზა უკვე დაწყებულია. რეფორმა განსაკუთრებულად ითვალისწინებს ბავშვთა და ოჯახის სოცმუშაკის არსებობას, ასევე, განათლების სოცმუშაკის არსებობას, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს რეკომენდაციის ხარისხიანად შესრულებას. რეკომენდაცია 117.17 რეკომენდაცია ითვალისწინებს ბავშვთა ქორწინების პრევენციაზე მუშაობის გაგრძელებას, მათ შორის საქორწინო ასაკად 18 წლის დაწესებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პირს რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა შეუძლია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან. ანგარიშიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით დამტკიცდა ახალი სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე, რომელიც 2018-2019 წლიდან დაინერგება ყველა სკოლაში და ასევე განახლდა საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის განხორციელებაც 20192020 სასწავლო წლიდან დაიწყება. აღნიშნული პროგრამები მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრება, პირადი ჰიგიენის დაცვა, ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობა და ა.შ. აღნიშნულია, რომ ქორწინების მიზეზით სწავლის მიტოვების პრევენციის მიზნით, ინტენსიურად ტარდება ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები იმ რეგიონის მშობლებთან, სადაც ასეთი ფაქტები უკვე არაერთხელ დაფიქსირდა. აღნიშნულია პროცედურის ასევე, თანახმად, რომ განათლების ადრეული სისტემაში ქორწინების მოქმედი ყველა შიდა შემთხვევის გადამისამართება ხდება მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში, რომელიც მომსახურებას. სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ფსიქოლოგიურ 3. საერთაშორისო სამართლებრივი აქტების რატიფიცირება რეკომენდაცია 116.1-116.3 რეკომენდაცია ეხება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმის, ასევე კომუნიკაციების პროცედურის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკვე ძალაში შევიდა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი „შეტყობინების პროცედურების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა 2016 წელს, ხოლო „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა რატიფიცირების საერთაშორისო თაობაზე შიდასახელმწიფოებრივი პაქტის უკვე პროცედურები ფაკულტატური ინიცირებულია და მიმდინარეობს. ოქმის“ შესაბამისი ეს საკითხი განიხილება შესაბამის უწყებებთან. საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების რატიფიცირების კუთხით, ასევე უნდა აღინიშნოს რეკომენდაცია შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის, იძულებით გაუჩინარებისაგან პირთა დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების მიმდინარეობს მუშაობა შესახებ, ეროვნულ რასთან დონეზე, დაკავშირებითაც კომპეტენტური ასევე უწყებების ჩართულობით. რეკომენდაცია 116.4 რეკომენდაცია ეხება “შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირების საკითხის განხილვას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამჟამად, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები „შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  მნიშვნელოვანია, 2020 წელს საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე საქართველომ უზრუნველყოს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება და შესაბამის რეკომენდაციებში ასახული კონვენციების რატიფიცირება. ეს რეკომენდაცია ასევე ეხება 116.1-116.3-ში ასახულ რეკომენდაციებს. 4. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა რეკომენდაცია 117.7 რეკომენდაციაში საუბარია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების გაძლიერებაზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხის ამაღლებაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეკომენდაციის საპასუხოდ, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყვეტი აქტიური ძალისხმევა აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის სამინისტროს ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის საკითხი და აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  მნიშვნელოვანია ანგარიშში აღინიშნოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნებისთვის, კერძოდ კი 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული დისკრიმინაციის ცვლილება, ნიშნებს რომლის დაემატა თანახმადაც გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.  აღსრულების კუთხით, დისკრიმინაციის მნიშვნელოვანია აისახოს ინფორმაცია შემთხვევების შედეგების აღმოფხვრის, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის მატარებელი დისკრიმინაციის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და შესაბამისი აღმკვეთი ღონისძიებების რაოდენობის შესახებ. რეკომენდაცია 117.13 რეკომენდაცია ცვლილებების ეხება შეტანას, კრიმინალიზაცია. საქართველოს რათა მოხდეს სისხლის სამართლის დისკრიმინაციის ყველა კოდექსში ფორმის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წელს სსკ-ში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც დასჯადი გახდა რასობრივი დისკრიმინაცია, ასევე, რასობრივი მოტივი, დისკრიმინაციის სხვა ნიშნებთან ერთად, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. რეკომენდაცია 117.30 რეკომენდაცია ეხება სამთავრობო დონეზე სამოქმედო გეგმის შექმნას, რომელშიც გაწერილი იქნება სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფო უწყებების სავალდებულო აქტივობები. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლებისთვის), რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გასატარებელ ზომებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით. ასეთივე სახის განახლებული დოკუმენტი (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცდა მთავრობის დადგენილებით 2018 წელს და იგი მოიცავს მრავალ ღონისძიებას, რომელებიც ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. რეკომენდაცია 117.32 რეკომენდაცია ითვალისწინებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიზნით ეფექტური და ქმედითი აღსრულების მექანიზმის შექმნასა და საკანონმდებლო აქტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ჩატარებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ მოცემულია ინფორმაცია იმ აქტივობებზე, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელდა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა კეთდება მითითება 117.7, 117.20, 117.43, 117.44, 117.45 და 117.46 რეკომენდაციებთან დაკავშირებით წარდგენილ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.33 რეკომენდაცია ითვალისწინებს აღსრულების ქმედითი მექანიზმის ჩართვას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელთა თანასწორობის ხარისხის გაზრდას, გენდერულ თანასწორობას, რელიგიურ შემწყნარებლობასა და სოციალურ ინკლუზიას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ თანასწორობის უზრუნველყოფა, სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. ღირებულებები საქართველოს ასახულია კანონმდებლობაში, აღნიშნული ხოლო მათი განხორციელების მთავარი ინსტრუმენტი კი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმაა, რომელთა ძირითადი მიზნებია პოლიტიკური და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, კულტურული იდენტობის დაცვა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა. რეკომენდაცია 117.34 რეკომენდაციაში საუბარია ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელებასა და მისი დებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, როგორც საზოგადოებაში, ასევე სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში დასაქმებულ პროფესიონალებს შორის და ამ კუთხით საქართველოს სახალხო დამცველის როლის გაძლიერებაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ რეკომენდაციის თაობაზე ინფორმაცია არ არის მოწოდებული. არის მხოლოდ მითითება შემდეგ რეკომენდაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე 117.7, 117.20, 117.43, 117.44, 117.45 და 117.46. რეკომენდაცია 117.43 რეკომენდაცია ითვალისწინებს რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით ზომების განხორციელებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნულია ისიც, რომ პროკურატურისთვის შეიქმნა სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო მხარეების გამოყენებამაც გამოკითხვის/დაკითხვის მნიშვნელოვნად გაზარდა ამ ინსტრუქცია, კუთხით რომლის განხორციელებული ღონისძიებების ხარისხი და ეფექტიანობა. ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები სიძულვილის მოტივის შესწავლასთან და ასევე ასეთი მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს იმას, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე პროკურატურის თანამშრომელთა ცნობიერება საგრძნობლად ამაღლდა და დაიხვეწა გამოძიების პროცესში ჩადენილი დანაშაულის მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016-2017 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“, სადაც განიხილებოდა დისკრიმინაციის დაუშვებლობასთან, რელიგიის თავისუფლებასთან და სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 2017 წელს მთავრობამ დაამტკიცა საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, სადაც განისაზღვრა სიძულვილის ენის აკრძალვისა და სექსუალური შევიწროების დაუშვებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები. აღნიშნულია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინტენსიურად მუშაობს რეკომენდაციებსა და წინადადებებზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრასთან მიმართებით. აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ მითითება კეთდება ასევე 117.44, 117.45, 117.46, 117.49 და 117.94 რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.44 რეკომენდაცია ითვალისწინებს ყველა საჭირო ზომის განხორციელებას, მათ შორის რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში უტარდებათ აღნიშნულია, კვალიფიკაციის რომ სამართალდამცავებს ასამაღლებელი კურსები პერმანენტულად დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ. 2017 წელს 14 ტრენინგი ჩაუტარდათ შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლებს ლგბტ პირთა უფლებების დაცვის თემაზე. აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ მითითება კეთდება ასევე 117.43, 117.45, 117.46 და 117.49 რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 118.3 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და დასჯადი გახადოს რასისტული გამონათქვამები, როგორც პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის გარემოებად ცალსახა აღიაროს ფორმა, დანაშაულის და პასუხისმგებლობის ჩადენისას რასობრივი, დამამძიმებელ რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ასახულია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მიწოდება დასჯადია და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 5. გენდერული თანასწორობა/ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა რეკომენდაცია 117.6 რეკომენდაციაში საუბარია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე, მათ შორის ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ 2017 წელს მოახდინა ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ საკანონმდებლო კონვენციის ცვლილებების რატიფიცირება, განხორციელება რის შემდგომაც აღნიშნულ მოხდა საერთაშორისო სამართლებრივ აქტთან სრული ჰარმონიზაციის მიზნით. ცვლილებები შევიდა 25მდე საკანონმდებლო აქტში, სადაც გაწერილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის, ქალთა გენიტალიების დასახიჩრების საკითხები და მრავალი სხვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდა შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში და გაუქმდა პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. ახლებური მიდგომები დამკვიდრდა მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხით, რაც გულისხმობს ოჯახის მიღმა ძალადობის მსხვერპლი ქალის უფლებას მიიღოს უფასო იურიდიული კონსულტაცია, თავშესაფარი და 30 დღიანი შვებულება. ცვლილებების თანახმად, ასევე აიკრძალა ძალადობის მსხვერპლი უცხოელი ქალის საქართველოდან გაძევება და გაჩნდა შესაძლებლობა მის მიმართ გაიცეს დროებითი ბინადრობის ნებართვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მოხდა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების, ადევნების და იძულებითი სტერილიზაციის კრიმინალიზაცია. გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ, სამართალდამცველებს მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. გაიზარდა 2017 წელს შექმნილი ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის მოქმედების სფერო და მან მოიცვა როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ შეიცვალა, კერძოდ კი გაიზარდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის უფლებები და მათი დაცვის ხარისხი. ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობის დამატებით სასჯელად განსაზღვრულია იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ პრევენციულ ზომებს და ამიტომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცა საშუალება ქვეყნის მასშტაბით ჩაეტარებინათ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული სოციალური კამპანია „იმოქმედე“, რომლის ფარგლებშიც ჩატარადა არაერთი სასარგებლო ტრენინგი. აღნიშნულ თემზე 3-საათიანი ტრენინგის პროგრამა შემუშავდა ასევე სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე. ამ პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 98 პირი და აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა ორ ენაზე. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე 66 პირი (გურიისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ასევე სამართალდამცავები) გადამზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებულ გასვლით ტრენინგზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია ჩაუტარდათ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ კლუბის წევრებს - სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  მნიშვნელოვანია დაემატოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიზანია: - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება; - პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, კერძოდ პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულებაში მყოფი და მოძალადეებისათვის ფსიქიატრიულ მსხვერპლთან კომუნიკაციის საშუალების შეზღუდვა; - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა და პრევენციული მიდგომისთვის უპირატესობის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლის საკანონმდებლო საფუძვლების დახვეწა; - ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სს საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; - სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის საკითხში; - დამცავი და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში მოძალადის მხრიდან ცივი იარაღის ტარების კრიმინალიზაცია. - "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლის გათავისუფლება ბაჟის გადახდისაგან მოძალადის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე. რეკომენდაცია 117.8 რეკომენდაცია ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის გაუმჯობესებასა და მისი შესაბამისობაში მოყვანა როგორც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დებულებებთან. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა (2018-2020 წ.) ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის გადახედვას, რომლის საჭიროება გამოიკვეთა საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით. რეკომენდაცია 117.10 რეკომენდაცია ითვალისწინებს გენდერული „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონთან, ასევე საზოგადოებაში არსებულ პატრიარქალურ დამოკიდებულებასთან ბრძოლას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებსა და შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და არსებულ პატრიარქალურ დამოკიდებულებასთან ბრძოლის მიზნით. ყოველივე ამის შედეგად, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი. ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ზემოხსენებული საინფორმაციო ხასიათის მქონე შემდეგი აქტივობების შესახებ: - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კამპანია „იმოქმედე“; - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი „შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“; - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“; - სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის საინფორმაციო კამპანია სლოგანით „აიხილე თვალები“. აღნიშნულ რეკომენდაციას ასევე მიესადაგება ის აქტივობები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გატარდა 117.6 და 117.8 რეკომენდაციების საპასუხოდ და შეეხება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტივობებს, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსა და მრავალ სხვა აქტივობას. რეკომენდაცია 117.11 რეკომენდაციაში საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ზომების გატარების გზით უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქალებისათვის სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. უნდა განვითარდეს ქალთა და მამაკაცთა თანაბარი სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობები. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას შრომით და წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის აკრძალვას ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების, მათ შორის, ფინანსური მომსახურების მიწოდების და ხელმისაწვდომობის დროს სქესის ნიშნით და სხვ. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ამჟამად მზადდება ცვლილებები, რომლებიც შეეხება სამუშაო ადგილზე ორსული, მშობიარე და მეძუძური დასაქმებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის საკითხებში კაცისა და ქალისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას. რეკომენდაციის საპასუხოდ ასევე აღნიშნულია, რომ დამტკიცდა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. მნიშვნელოვანია დაკომპლექტებული ისიც, სამუშაო რომ არასამთავრობო ჯგუფი, რომელსაც ორგანიზაციებისგან კოორდინაციას უწევს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, მუშაობს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების საკითხი და PAY GAP-ის გამოთვლის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა. რეკომენდაცია 117.12 რეკომენდაცია ეხება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების საკითხზე არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის გაძლიერებას, მათ შორის დასაქმების სფეროში. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება იკრძალება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, რადგან იგი წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას. ანგარიშში ნახსენებია რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც კრძალავს დისკრიმინაციას და აღიარებულია საქართველოს მიერ. ასევე მოწოდებულია ინფორმაცია, თუ როგორ არის ეს საკითხი ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში. კონკრეტულად არის მიმოხილული რეგულაციები შრომითი ურთიერთობების შესახებ და ნათქვამია, რომ საქართველოს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონი, ისევე როგორც „საქართველოს შრომის კოდექსი“, კრძალავს სამუშაო ადგილას დისკრიმინაციას, შევიწროებას და ა.შ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება აკრძალულია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. 2017 წელს მთავრობის მიერ მიღებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები სხვა რიგ საკითხებთან ერთად არეგულირებს საჯარო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დაწესებულებებში ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სამსახურის ბიურო რეგულარულად ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. UN Women-მა შეიმუშავა ელექტრონული კურსი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის შესახებ, რომლის გავლის საშუალებაც აქვთ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, სხვადასხვა სამინისტროებმა დაიწყეს ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნული აქტივობების ჩატარება და შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმის დანერგვაზე ზრუნვა. აღნიშნულ რეკომენდაციას ასევე მიესადაგება ის აქტივობები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გატარდა 117.7, 117.29, 117.43, 117.44, 117.45 და 117.46 რეკომენდაციების საპასუხოდ. რეკომენდაცია 117.24 რეკომენდაცია ეხება გენდერული საბჭოს გაძლიერებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეკომენდაციის საპასუხოდ ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის საკითხსა და მისი გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებზე, როგორიცაა კანონმდებლობის ადვოკატირება, შიდასაპარლამენტო ინიციატივების დანერგვა - მათ შორის კანონმდებლობის გენდერული ანალიზი (GIA), საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანი თანამშრომლობა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში. რეკომენდაცია 117.25 რეკომენდაციაში საუბარია გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულების გაუმჯობესებაზე შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების გზით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეკომენდაციის საპასუხოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელიც რიგით მე-3 პოლიტიკის დოკუმენტია. რაც შეეხება ბიუჯეტირების პროცესს, აღნიშნულია, რომ იგი დაიგეგმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდაჭერით და სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ბიუჯეტირება. საპასუხო ჩანაწერი ასევე ასახავს ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ 2018-2020 წლების გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ეროვნული გეგმების დამტკიცების შესახებ, რომელთა ბიუჯეტირების პროცესი დაგეგმილია მიმდინარე წელს. რეკომენდაცია 117.32 რეკომენდაცია ითვალისწინებს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიზნით ეფექტური და ქმედითი აღსრულების მექანიზმის შექმნასა და საკანონმდებლო აქტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ჩატარებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ დაამტკიცა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის 2018-2020 წლების და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები, რომლებთან მიმართებაშიც, ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესაბამისი კონსულტაციები გაიმართა დევნილ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და გათვალისწინებულ იქნა მათი რეკომენდაციები. აღნიშნულია ისიც, რომ ეროვნული ჩარჩო-დოკუმენტები აერთიანებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასა და პრევენციაზე, ისე - დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების საჭიროებებზე. ანგარიშში საუბარია ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, როგორც ქმედითი მექანიზმის შექმნის საკითხზე. ასევე ხაზგასმულია სხვადასხვა სამინისტროებში, მერიასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საბჭოების, მრჩევლების, კომპეტენტური უფლებამოსილი პირებისა თუ დეპარტამენტებს გამოყოფა და მათთვის მინიჭებული ფუნქციები, ასევე ამ საკითხზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის კომპონენტი. მნიშვნელოვანია თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე შექმნილი გენდერული საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია საკრებულოს წევრებისგან. აღნიშნულმა საბჭომ, 2016 წლიდან დანიშნულ გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად შეიმუშავა საკრებულოს მიერ 2017 წელს დამტკიცებული გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ რეკომენდაციას ასევე მიესადაგება ის აქტივობები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გატარდა 117.7, 117.20, 117.40, 117.43, 117.44, 117.45 და 117.46 რეკომენდაციების საპასუხოდ. რეკომენდაცია 117.35 აღნიშნული რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს გააძლიეროს მუშაობა თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეკომენდაციის საპასუხოდ, ანგარიშში აღნიშნულია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნის საკითხი. ეს კომისია ახორციელებს სტამბოლის კონვენციით განსაზღვრული მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ შემუშავდა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ რეკომენდაციას ასევე მიესადაგება ის აქტივობები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გატარდა 117.32 რეკომენდაციის საპასუხოდ. რეკომენდაცია 117.36 რეკომენდაცია ითვალისწინებს დამატებითი ზომების მიღებას, მათ შორის კონკრეტული და ეფექტური პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებას ქალთა de facto მდგომარეობის გაუმჯობესების, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციისა და პეკინის სამოქმედო პლატფორმის საფუძველზე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეკომენდაციის საპასუხოდ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, გაჩნდა კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. აღნიშნულია ისიც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების ახალ სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებს. აღნიშნულ რეკომენდაციას ასევე მიესადაგება ის აქტივობები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გატარდა 117.32 და 117.46 რეკომენდაციების საპასუხოდ. რეკომენდაცია 117.37 რეკომენდაცია გულისხმობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას, ასევე ქალთა დასაქმებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითზე პოლიტიკისა და კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და საქართველოში დანერგვის საკითხის განხილვას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ საკითხის გაძლიერების მიზნით, სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობს. ანგარიშში აღნიშნულია ახლად შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მნიშვნელობა და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება, მიმდინარეობს მუშაობა „მართლწესრიგის ოფიცრის“ პროექტზე. ანგარიშში ნახსენებია ასევე საქართველოს პროკურატურის უკვე დამტკიცებული 2017-2021 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლებშიც სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებები განისაზღვრა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისა ასეთი დანაშაულის პრევენციის მიზნით. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელი ერთეული არის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო. აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ მითითება კეთდება ასევე 117.6, 117.39 და 117.46 რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.39 რეკომენდაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მოხდეს ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ასევე ოჯახში ძალადობისა და იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგსა და რეგულარულ ანალიზს, გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის შეფასებას, მონიტორინგის შედეგად ხდება პროკურატურის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპროკურორო ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესების მაჩვენებელია ისიც, რომ გაიზარდა ოჯახური დანაშაულის დაზარალებულთა მიმართვიანობა. ანგარიშში მოყვანილია საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები და ასევე წარმოდგენილია პროკურატურის ფარგლებშიც მიერ ინფორმაცია ოჯახური დანაშაულის თემაზე ჩატარებული კონფერენციის თაობაზე, რომლის ინფორმაცია მოძალადეთა მიმართ მონაწილეებს მიეწოდათ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, როლის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ასეთი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგების აღმოფხვრა. ხსენებული პროექტი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებას, ხოლო შესაბამისი ინდიკატორები ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკის სახით. აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ მითითება კეთდება ასევე 117.6, 117.35, 117.38 და 117.46 რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.40 რეკომენდაცია გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ზომების მიღებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს დამტკიცდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება, რითიც შეიქმნა აღნიშნულ სფეროში მდგრადი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად ახორციელებს ე.წ. „სტამბოლის კონვენციის“ შესრულების მონიტორინგს ეროვნულ დონეზე. ანგარიშში განხილულია აღნიშნული კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილებანი და მუშაობის წესი. ანგარიშში ასევე ასახულია ინფორმაცია 2018 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, ასევე ცალკე თავად არის გამოყოფილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხი. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  სასურველია აღნიშნულ რეკომენდაციასთან წარდგენილ იქნას ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საქმიანობის შესახებ, საქართველოს საბჭოს მიერ კონკრეტულად კი დაკავშირებით პარლამენტის განხორციელებული ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის კუთხით. რეკომენდაცია 117.59 რეკომენდაცია ეხება ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციული ღონისძიებების საკითხს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016-2017 წლებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე “საზოგადოებრივი პროექტების პროკურატურა” “ადგილობრივი ფარგლებში, ქვეყნის საბჭო” და მასშტაბით მრავალრიცხოვანი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები ჩატარდა. შეხვედრებში იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, სახელმწიფო ორგანიზაციების უწყებების, წარმომადგენლები და ადგილობრივი სხხვა არასამთავრობო დაინტერესებული და პირები. შეხვედრების დროს მოხდა ზემოაღნიშნული თემატიკის საკმაოდ დეტალურად გაშლა. აქცენტები გაკეთდა პრევენციულ ზომებზე, ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ადრეული და იძულებითი ქორწინების შედეგებზე და სხვა. კამპანიის ფარგლებში ასევე ჩატარდა თემატური ვიდეორგოლის კონკურსი “მოზარდები ძალადობის წინააღმდეგ”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 307-მა საჯარო სკოლამ. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქრათველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ძალადობის მსხვერპლებს შეუძიათ ისარგებლონ შსს-ს ცხელი ხაზით “112”. ანგარიშში ხაზგასმულია სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ წარმოებული კამპანია “აიხილე თვალები”, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებას ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზის (116-006) შესახებ. ძალადობის შეჩერების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.sheachere.ge. იმისთვის, რომ ყველა შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებამ კოორდინირებულად იმუშაოს, შეიქმნა 2018-2020 წლების ერთიანი ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა სკოლის, ევროპის საბჭოსა (CoE) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით მოხდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სასწავლო მოდულების შემუშავება. ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტრენინგები ჩატარდა სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიერ განხორციელებული კამოანიის “იმოქმედეს” ფარგლებში ჩატარდა ფართო საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმაართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით. ჩატარებული ტრენინგების შედეგად გადამზადდა 800-ზე მეტი ადამიანი. პროქეტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.imowmede.ge , სადაც უაღრესად საჭირო ინფორმაციასთან ერთად განთვასებულია ანონიმური წერილის ფორმა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ძალადობის მსხვერპლებს, ისე თვითმხილველებს. 2017 წელს დაკავშირებულ 98-მა პირი დაესწრო საგანმანათლებლო ზემოაღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც თემატიკასთან ჩატარდა სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის ტრენერების მიერ მომზადებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ტრენინგები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში ტარდებოდა ქართულად და უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე. აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე არის ასახული 117.6; 117.7, 117.38, 117.39, 117.46, 117.59, 117.60 და 117.63 რეკომენდაციებში. რეკომენდაცია 117.60 რეკომენდაცია ეხება ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით ზომების განხორციელებას, მათ შორის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ჩატარებას, ქალთა წახალისებას, რათა მათ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადონ სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევევბის შესახებ. რეკომენდაცია მოგვიქოდებს დავიცვათ მსხვერპლები და ვუზრუნველყოთ ეფექტური გამოძიება, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში გატარებული ეფექტურად ხდება იმ ღონისძიებების საზოგადოებისთვის შესახებ, რომელთა ინფორმაციის მეშვეობით მიწოდება მათი უფლებებისა და ასევე სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სერვისების შესახებ. ანგარიშში წერია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სსიპ ადამიანით (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის “საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირების” პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები. ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაცია წარმოდგენილია ასევე შემდეგ რეკომენდაციებში: 117.6; 117.20, 117.37, 117.38, 117.39, 117.46, 117.59 , 117.60 და 117.63. რეკომენდაცია 117.62 რეკომენდაცია ეხება გენდერული ძალადობის მსხვერპლ ქალთა და გოგონათა დახმარების ცენტრების შექმნას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში (ტრეფიკინგის) მოცემულია მსხვერპლთა, ინფორმაცია სსიპ დაზარალებულთა ადამიანით დაცვისა და ვაჭრობის დახმარების სახელმწიფო ფონდის შესახებ, რომელიც შესაბამის ბენეფიციარებს უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაზარალებულთათვის მომსახურებისთვის განკუთვნილი ცენტრები არსებობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასეთი თავშესაფრით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, ვისაც მინიჭებული აქვთ ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. ანგარიშში ნახსენებია სახელმწიფო კრიზისული ცენტრი, რომელიც განკუთვნილია ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთათვის. რეკომენდაცია 117.63 რეკომენდაცია ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთა მხარდაჭერისა და დახმარების გზით ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით შემუშავდა კონცეფცია ოჯახური დანაშაულის საქმეებში კოორდინატორთა ჩართულობის შესახებ. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის დასწრების უფლებას ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე. კოორდინატორები ინტენსიურად არიან ჩართულები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებში. აღნიშნული კოორდინატორის სამსახურის დახმარებით 2016 წელს ისარგებლა 8573 პირმა, ხოლო 2017 წელს 9913 პირმა. მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულებისთვის მოქმედებეს ცხელი ხაზი 116006, სადაც მათ შეუძლიათ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციის მიღება 7 სხვადასხვა ენაზე. ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო ახორციელებს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და მათთვის სხვა სახის დახმარების აღმოჩენას. რეკომენდაციაში მითითებაა 117.6; 117.20, 117.32. 117.35, 117.37, 117.38, 117.39, 117.46, 117.59 და 117.60 რეკომენდაციებში ასახულ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.83 რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიება, დამნაშავეთა დასჯა და მსხვერპლთათვის ადეკვატური კომპენსაციის გაცემა, დაცვა და დახმარება. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ნათქვამია, რომ სსიპ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი მომსახურებას უწევს ტრეფიკინგის, ოჯახში ძალაოდბის, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებს და მათზე დმაოკიდებულ პირებს. ასეთი სახის დაზარალებულებს აქვთ უფლება მიიღონ კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით. 6. ცნობიერების ამაღლება რეკომენდაცია 117.20 რეკომენდაცია ეხება დამატებითი ზომების განხორციელებას, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელება. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2016-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარიატთან ერთად განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებების განხრით გადამზადდნენ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მიერ 2017 წელს ასევე განხორციელდა პროექტი „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“, რომლის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აღნიშნულ საკითხზე პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობდა პროკურორების მოსახლეობასთან შეხვედრას, 2016-2017 წლებში სისტემატიურად ხორციელდებოდა საქართველოს პროკურატურის მიერ. ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკა ინტეგრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროგრამაშიც. 2017 წელს აღნიშნული საგანმანათლებლო კურსი გაიარა 830-მა მსმენელმა. ანგარიშში საუბარია ასევე იმაზე, რომ 2016-2017 წლებში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ჩატარდა ad hoc ტრენინგები ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე, ხოლო 2017 წელს კი იმავე თემატიკაზე გაიმართა უფასო გადასამზადებელი კურსები 45 ჯგუფისთვის, რომლებსაც ჯამში ყავდა 448 მსმენელი. სამ თვიანი სასწავლო პროგრამა იყო შემოთავაზებული საქართველოს 30 სოფელში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომლებსაც ჯამში დაესწრო 2305 მონაწილე. დამატებითი მითითება კეთდება 117.6-ე რეკომენდაციის საპასუხოდ მომზადებულ ინფორმაციაზე. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  სასურველია, აღნიშნულ მონაცემებს დაემატოს ინფორმაცია 2017-2018 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ადამიანების უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგის თაობაზე, რომლებიც ეხებოდა გაეროს კომიტეტებსა და ყველა ფორმის დისკრიმინაციის საკითხებს.  მიზანშეწონილია აღინიშნოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების კვირეულის შესახებ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით კომიტეტმა ჩაატარა ადამიანის უფლებების კვირეული, რომლის ფარგლებში კომიტეტის წევრების მაღალი ჩართულობით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ბუკლეტების გავრცელება რუსთაველის გამზირსა და მაჟორიტარულ ოლქებში „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“; ვიზიტი N8 საჯარო სკოლაში, შეხვედრა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან; ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; გარდაბანში. შეხვედრა ვიზიტი ეთნიკურ უმცირესობებთან; იმიტირებული კომიტეტის სხდომა სტუდენტებისთვის; კომიტეტის თავმჯდომარის საჯარო ლექცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში; შშმ პირებთან შეხვედრა მიღება პარლამენტში; ვიზიტი N 46 საბავშვო ბაღში - შეხვედრა მასწავლებლებთან და მშობლებთან; შეხვედრა პოლიციელებთან ლექცია შსს აკადემიაში; თავმჯდომარესთან - შეხვედრა ადამიანის პარლამენტში უფლებები კომიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე; დასკვნითი ღონისძიება - მიღება პარლამენტში, რა დროსაც პარლამენტის თავჯდომარის მიერ შეჯამდა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული. რეკომენდაცია 117.22 რეკომენდაცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ყველა პრინციპის დაცვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას, ასევე ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა გაუმჯობესების მიზნით, საქართველო პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა სახის რეფორმებს, მათ შორის არის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უფრო მტკიცე გარანტიები. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის განახლება. ამას გარდა, ეროვნულ კანონმდებლობაში განხორციელდა საქართველოს მიერ რატიფიცირებული ე.წ. „სტამბოლის კონვენციასთან“ შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში შეიქმნა ორი კომისია, რომელთა მიზანიც არის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა და ასევე ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია. რეკომენდაციის საპასუხოდ, ანგარიშში ასახულია ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნისა და მისი ფუნქციების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ხელთ არსებულ ლეგიტიმურ საშუალებას, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამავდროულად, საქართველო აცხადებს, რომ აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის პირველადი პასუხიმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს და კონსტიტუცია, ისევე როგორც სხვა ეროვნული კანონმდებლობა შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ მითითება კეთდება ასევე 117.20 რეკომენდაციაზე. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის ტექსტში მოხდეს სწორი ტერმინების გამოყენება: o ტერმინი „სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქი)“, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; o ტერმინი „პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია“ უნდა შეიცვალოს „მთავრობის ადმინისტრაციით“, როგორც ეს არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით;  სასურველია დაფიქსირდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტი, კერძოდ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ატარებს საინფორმაციო ხასიათის სხვადასხვა აქტივობებს, რათა მოხდეს მოსახლეობის, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე. რეკომენდაცია 117.46 რეკომენდაცია ითვალისწინებს ადეკვატური რესურსებით უზრუნველყოფილი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისათვის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ჩატარებას რათა რათა რასობრივი და გენდერული/სექსუალური იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში „ევროპული აღნიშნულია, რომ 2017 ანტიდისკრიმინაციული წელს უზანაეს სამართლებრივი სასამართლოში ჩარჩოს“ თემაზე მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის ჩატარდა ტრენინგი. აღნიშნულ პირებს იმავე წელს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო კურსი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა ყოველწლიურად ატარებს ტრენინგს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 2016-2017 წლებში 3 ტრენინგი ჩაუტარდა 37 მოქმედ მოსამართლეს თემაზე „მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით“. ანგარიშში ასევე ასახულია ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამაზე მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რომელშიც, სხვა ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ არაქართულენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეებიც. ასეთი სახის საინფორმაციო შეხვედრები 2017 წლის მანძილზე გაიმართა 3000-ზე მეტ მოსწავლესთან. საქართველოს 40 საჯარო სკოლაში გაგრძელდა „სამართლებრივი განვითარების პროგრამა“. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება კეთდება 117.43, 117.44, 117.45, 117.46 და 117.49 რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.49 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მოტივირებული სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და ძალადობის, ასევე ლგბტ პირების სტიგმატიზაციის საკითხებზე საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელების ხელშეწყობა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016-2017 წლებში ატარებდა 2012 წელს ევროსაბჭოს მიერ ინიცირებულ კამპანიას ინტერნეტში სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ, რომლის მიზანიც იყო ამ თემაზე ცნობიერების ამაღლება და ასევე ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ინტერნეტ სივრცეში ნებისმიერი დისკრიმინაციის გამოვლინების წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალები და შეიქმნა მისი ოფიციალური ვებგვერდის ქართული ვერსია, სადაც განთავსებულია სიძულვილის ენის შეტყობინების სისტემა, რომელში ასახული მონაცემებიც ანალიზისთვის ეგზავნება სახალხო დამცველს. კამპანიის ფარგლებში მომზადდა ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეო რგოლი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. ანგარიშში წერია, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კოორდინირებას უწევს ევროპის საბჭოსთან დემოკრატიული მჭიდრო თანამშრომლობით, მოქალაქეობისათვის განათლებისა ადამიანის უფლებების სწავლების ქარტიის, ასევე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვის აქტივობებს. აღნიშნულ თემაზე ევროპის საბჭოს ტრენერებმა, საქართველოს თითქმის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ყველა ჩაატარეს 100 საათიანი ტრენინგი. 2017 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარა ტრენინგი, რომელსაც ჯამში დაესწრო 1071 პირი. 117.20 და 117.46 რეკომენდაციები მითითებულია, როგორც დამატებითი ინფორმაციის წყარო. რეკომენდაცია 117.19 რეკომენდაცია ეძღვნება ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის დებულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზების საკითხს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლიდან ამოქმედდა კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ და ასევე მისი თანმდევი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ცვლილებები. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი სრულ შესაბამისობაში მოდის 1951 წლის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის კონვენციასთან. რეკომენდაცია 117.18 რეკომენდაცია ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების შესახებ არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომი დახვეწის მიზნით მუშაობის გაგრძელებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული რეკომენდაცია მიბმულია 117.95 რეკომენდაციის საპასუხოდ წარმოდგენილ ინფორმაციასთან. 7. სხვა რეკომენდაციები რეკომენდაცია 117.23 რეკომენდაცია ითვალისწინებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დროულად დამტკიცებასა და მისი იმპლემენტაციისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა 2015-2020 წლების სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და მისი შესაბამისი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სტრატეგია ეყრდნობა თანასწორობის პრინციპს „მეტი მფარველობისა და მეტი ინტეგრაციის“ პრინციპს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამას საჭირო შესაბამისი ფინანსურ რესურსებს, პასუხისმგებელი უწყებები ახორციელებენ თავიანთი კომპეტენციისა და ბიუჯეტის ფარგლებში. რეკომენდაცია 117.26 რეკომენდაცია ითვალისწინებს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებასა და მისი ქმედითი მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების მიღებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2016 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს მიენიჭათ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოს გადაღების უფლება, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის და მონიტორინგის ფუნქციის გაუმჯობესებას, სასჯელაღსრულების სისტემის გამჭირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხისა და გაზრდას. ასეთი ფოტო მასალა გამოსადეგი იქნება ასევე კონკრეტული დანაშაულების გამოძიების პროცესშიც. ასეთი ცვლილება დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა. რეკომენდაცია 117.27 რეკომენდაცია ითვალისწინებს ყველა ზომის განხორციელებას საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, მათ შორის სახელმწიფო ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხის განხილვას. ბიუჯეტიდან შესაბამისი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგემა, რომელიც არის რიგით მე-3 პოლიტიკური დოკუმენტი და წარმოადგენს 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულების მთავარ ინსტრუმენტს. მისი ბიუჯეტირების პროცესი დაგეგმილია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდაჭერით. რეკომენდაცია 116.18 რეკომენდაცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და მის მექანიზმებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ასახულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2015 წელს, საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 20162018 წლების ვადით. საბჭოს 34-ე და 37-ე სესიებზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც მიესალმება საქართველოს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და შესაბამის მექანიზმებთან. 36-ე სესიაზე უმაღლესი კომისრის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ოფისი მიესალმება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მთავრობის ნებას, რომ გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა დაცვის ამჟამინდელი სისტემა. ანგარიშში აღნიშნულია ასევე გაეროს წარმომადგენლების მიერ საქართველოში განხორციელებული მრავალრიცხოვანი ვიზიტები, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, ასევე გაერო-ს სპეციალური მანდატის მქონე პირებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ინტენსივობას. ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა, ადამიანის უფლებათა უკეთესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, ძალიან აქტიურად თანამშრომლობს არასამთვარობო სექტორთან და ამ სფეროში ყველა კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავება ხდება ინკლუზიური პრინციპის საფუძველზე. არასამთავროო სექტორთან კონსულტაციები ასევე იმართება გაეროს ადამიანის სახელშეკრულებო და არა სახელშეკრულებო ორგანიზაციების წინაშე სახელმწიფო ანგარიშების მომზადების პროცესშიც. რეკომენდაცია 117.31 რეკომენდაცია ეხება საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელი სპეციალური ეროვნული სისტემის შექმნის საკითხის განხილვას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში წერია, რომ აღნიშნული რეკომენდაცია ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. ხოლო აღნიშნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაციის და მონიტორინგის მიზნით შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო. ხაზგასმულია მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული ადამიანის უფლებათა სამდივნოს როლი და მნიშვნელობა წარმატებული უწყებათაშორისი კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე ეფექტური რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელების კუთხით. ანგარიშში აღნიშნულია ზედამხედველობას ასევე ისიც, რომ ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რეკომენდაცია 117.41 რეკომენდაცია ეხება სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ზომების განხორციელებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ რეკომენდაციაზე გაკეთებულია მხოლოდ მითითება 117.7, 117.43. 117.44, 117.45 და 117.46 118.3 რეკომენდაციებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციზე. რეკომენდაცია 117.42 რეკომენდაციაში არის მოწოდება საქართველოში რასობრივი და ყველა სხვა ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკულად მოქმედების თაობაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ასახულია ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შესახებ. ასევე აღნიშნულია, სამინისტროში რომ გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების იგეგმება შესაბამისი მეთოდოლოგიის მიზნით, სახელმძღვანელოს შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე გეგმავს გამომძიებლების იდენტიფიცირებას და სპეციალიზაციას ოჯახური და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხებზე. აღნიშნული საკითხები ასევე გათვალისწინებულია შს სამინისტროს აკადემიის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება არის გაკეთებული 117.6, 117.7, 117.43, 117.44, 117.45 და 117.46-ე რეკომენდაციებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.45 რეკომენდაცია სასამართლო ითვალისწინებს სისტემის სამართალდამცავ მოსამართლეებისა თანამშრომლების, სისტემებში ასევე დასაქმებული და ზოგადად სასჯელაღსრულებისა პირებისთვის და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას რასიზმთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ კანონების ინტერპრეტაციისა და გამოყენების საკითხზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსამართლეებისთვის ყოველწლიურად ტარდება ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე. 2017 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვის თემაზე შემუშავდა სასწავლო მოდული და უცხოელი ექსპერტების მიერ ქართველ მოსამართლეებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა გადასამზადებელი კურსი ჩაუტარეს სხვა მოსამართლეებს. 2017 წელს, საქართველოს პროკურატურასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODHIR) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 24 პროკურორს ჩაუტარდა ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გამოძიების თემაზე, ხოლო მათ შემდგომ ამავე თემაზე გადაამზადეს პროკურატურის თანამშრომლები. 2016 წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურატურის სისტემაში ჩატარდა 12 ტრენინგი, რომელსაც 264 პირი დაესწრო. იმავე სისტემაში ჩატარდა 4 ტრენინგი შშმ პირებთან კომუნიკაციის თემაზე. პროკურატურის სისტემის 42 თანამშრომელი დაესწრო მოტივირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანი განხორციელების სიძულვილით გამოძიებისა თემაზე და დამატებით ჩატარებულ 2 ტრენინგს. ამავე თემაზე 2017 წელს პროკურორებისთვის დაინერგა ახალი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 2 ჯგუფი. ხოლო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ODIHR-ის მხარდაჭერით პროკურატურის თანამშრომლებისთვის განხორციელდა 3 სასწავლო ვიზიტი და 2 ტრენერთა ტრენინგი. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე 2017 წელს 13 ტრენინგი ჩაუტარდა ყველა ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის 257 წარმომადგენელს. 2017 წელს „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების“ სასწავლო პროგრამა გაიარა პროკურატურის 62 სტაჟიორმა. რეკომენდაცია 117.47 რეკომენდაცია ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მოტივირებულ სოციალურ სტიგმატიზაციასთან, ასევე სიძულვილის ენასთან, დისკრიმინაციასთან და ძალადობასთან ბრძოლას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფრმაცია არა არის წარმოდგენილი და მითითება გაკეთებულია 117.7, 117.20, 117.43, 117.44, 117.45, 117.46 და 117.49-ე რეკომენდაციებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.48 რეკომენდაცია ითვალისწინებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის განხორციელებასა და აღსრულებას, განსაკუთრებით კი სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების დაცვის კუთხით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფრმაცია არა არის წარმოდგენილი და მითითება გაკეთებულია 117.7, 117.20, 117.43. 117.44, 117.45, 117.46 და 117.94 -ე რეკომენდაციებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.50 რეკომენდაცია ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზედამხედველი პირების მიერ ჩადენილი წამების, არასათანადო, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში სამინისტროში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულებისა გაუმჯობესდა შიდა კონტროლი და და პრობაციის ასევე გაფართოვდა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები, რაც ძირითადად გულისხმობს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტო გადაღების უფლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ე.წ. “სტამბოლის კონვენციის” პროტოკოლის მოთხოვნების განხორციელების კუთხით, რაც მოიცავდა აღნიშული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნას, მის ანალიზს და ამის საფუძველზე არაადამიანური ან დამამცირებელი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების მოპყრობის აღრიცხვის შედეგად წესის შესახებ მინისტრის ბრძანების გამოცემას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს აქვთ საჩივრის წარდგენის უფლება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწა პირობით ვადამდე გათავისუფლების არსებული მექანიზმი. რეკომენდაცია 117.51 რეკომენდაცია სასტიკი, ითვალისწინებს არაადამიანურიდა მუშაობის ღირსების გაგრძელებას შემლახავი მოპყრობის წამებისა ან და დასჯის შემთხვევების ეფექტური გამოძიების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებით აღიარებული სტანდარტების შესრულებისმიმართულებით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში არნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში შეიქმნა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ახორციელებს სამინისტროში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და სისტემატიზაციას, ასევე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად სასჯელაღსრულების გენერალურ ინსპექციას სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო, რომელიც აკონტროლებს აღნიშნულ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარისხს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს არასათანადო მოპყრობის ნიშნების გამოვლინებასა და მათზე სწრაფი რეაგირების მოხდენას. 2017 წელს პროკურატურის სისტემის თანამშრომლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციული სახის დოკუმენტი, რომელიც ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს რეკომენდაცია დადებითად შეფასდა ევროსაბჭოს ექსპერტის მიერ. 2017 წელს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თემატიკაზე ტრენინგი გაიარა 39-მა პროკურორმა. ანგარიშში ნათქვამია, რომ შსს-ს აკადემია რეგულარულად ახორციელებს პოლიციელთა ცნობიერების ამაღლებისტვის გამიზნულ აქტივობებს. წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებულია აკადემიის სხვადსხვა სახის სასწავლო პროგრამებში. გადამზადების კურსი გაიარეს შსს-ს დროებთი მოთავსების იზოლატორის ყველა თანამშრომელმა. შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის 13 თანამშრომლისთვის 2017 წელს ქ.ბორჯომში ჩატარდა სასწავლო ვიზიტი დისკრიმინაციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის თემაზე. შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის ახალ დებულებაში დეტალურად არის გაწერილი თანამშრომელთა მიერ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შეტყობინებისგანხორციელების ინსტრუქცია. 2016 წელს დამტკიცდა ასევე შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია, რომელსაც თან ახლავს იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა. ანგარიშში წერია, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია შეისწავლის პოლიციის მხრიდან სავარაუდო სამართალდარრვევის ფაქტებს, მათ შორის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებსაც. ასეთ თითოეულ ფაქტზე ხდება შესწავლა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შეგროვებული ცნობების პროკურატურისთვის მიწოდება. ამას გარდა, გენერალური ინსპექცია აკონტროლებს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული საქმიანობის სისწორესა და ხარისხს. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  მიზანშეწონილია, ანგარიშში აისახოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქრთველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება: o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ; o სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. o სახელმწიფო ინსპექტორი აირჩევა პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სქმიანობის ფუნქციები, ხოლო სისხსლისსამართლებრივი დევნას გამოძიებულ საქმეებზე და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სასამართლოში ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. რეკომენდაცია 117.52-117.53 რეკომენდაცია ეხება პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობის თავიდანმიზნითყველა საჭირო ზომის მიღებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ასახულია ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული მოიცავს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცებას, ბრალდებულ/მსჯავრდებულთაკვებისა და ჰიგიენის ნორმების განსაზღვრას, მათ დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ნუსხის შემუშავებას, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებას და საკანონმდებლო ცვლილებების გზით ამ მექანიზმის დახევწას, შინაპატიმრობის, როგორც არასაპატიმრო სასჯელის დანერგვას, პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოების ჩატარებას. რეკომენდაცია 117.54 რეკომენდაციაში საუბარია სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვაზე, რათა მოხდეს ძალაუფლების გადამეტების შემთხვევების თავიდან აცილება და შესაძლებელი გახდეს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ რეკომენდაციის პასუხად ანგარიშში აღწერილია 2016 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ხაზგასმულია სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ლიბერალური პოლიტიკა, მომსახურე პერსონალის თემატურად გადამზადების საკითხი და ადამიანური რესურსების მართვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. რეკომენდაცია 117.55 რეკომენდაცია ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში სამინისტროს აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულებისა სტრატეგიის მიზანია პენიტენციურ და პრობაციის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და გაუმჯობესება. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ მსჯავრდებულებს, სისტემა ორიენტირებულია დამნაშავეთა რესოციალიზაციაზე და ამზადებს მათ პოსტ-სასჯელაღსრულების პერიოდზე. რეკომენდაცია 117.56 რეკომენდაცია ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, განსაკუთრებით წინასწარი პატიმრობის დროს პირობების გაუმჯობესებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში არა არის წარმოდგენილი ინფორმაცია და გაკეთებულია მითითება 117.55-ე რეკომენდაციის პასუხად წარმოდგენილ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.57 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქალი პატიმრების ხანგრძლივი ვიზიტების ჩატარების შესაძლებლობა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრობის კოდექსი ქალ მსჯავრდებულებს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მიზნით აძლევს რამდენიმე სახის პაემნით სარგებლობის უფლებას. ბრალდებული ქალები კი სარგებლობენ 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. რეკომენდაცია 117.58 რეკომენდაცია ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახშიძალადობის წინააღმდეგბრძოლის კუთხითყველა საჭირო ზომის მიღებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი გაკეთებულია მითითება 117.6; 117.7, 117.38, 117.39, 117.46, 117.59, 117.60 და 117.63-ე რეკომენდაციების პასუხად წარმოდგენილ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.68 რეკომენდაციაში საუბარია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების, შესაბამის უწყებასთან მათი გადამისამართებისა და დაცვის მიმართულებით შესაბამისი პერსონალის უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვისა და მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზნრუნველყოფაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში არნიშნულია, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან მიმართებით უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსხვერპლს გადახდისუნარიანობის მიუხედავად. 2018 წელს დაგეგმილია როგორც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ტრენინგების მოდულის განახლება, ასევე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისტვის ტრენინგების ჩატარება აღნიშნულ თემაზე. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ იურიდიულ სამსახურსა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოხდება ჯეროვანი დახმარების გაწევა შესაბამისი ბენეფიციარებისთვის და ასევე მათი გადამისამართება საჭიროებებიდან გამომდინარე. 2018 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების ვებგვერდი, რომლის მიზანია იურიდიულ დახმარებაზე საქართველოს ხელმისაწვდომობის მოსახლეობისთვის გამარტივება. უფასო ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად დაგეგმილია ცხელი ხაზის მომსახურების დანერგვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გატარდა პროკურორთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით შემუშავდა სახელმძღვანელო მითითებები ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე. ანგარიშში წერია, რომ გაკეთდა გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის ამბულატორიისთვის, ასევე დოკუმენტირების სტაციონალური ფორმები ტიპის როგორც სამედიცინო დაწესებულებისათვის. ანგარიშში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს სსიპ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებს ჩაუტარდათ მრავალრიცხოვანი ტრენინგი. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება გაკეთებულია 117.6; 117.7, 117.38, 117.39, 117.46, 117.59, 117.62 და 117.63-ე რეკომენდაციებზე. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  სასურველია აისახოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახურს კომიტეტსა შორის და 2018 სსიპ წელს იურიდიული გაფორმდა დახმარების თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას მოქალაქეთა საჭირობებზე უფრო სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მოხდენის მიზნით. რეკომენდაცია 117.69 რეკომენდაცია ეხება გენდერული ძალადობის პრევენციის სტრატეგიების შემუშავებას და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის სერვისების შექმნას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2017 წელს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს გენდერული ძალადობის პრევენციას. შინაგანაწესებსა და რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის გეგმებში ინტეგრირებული სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა დაიწყო 2018 წლიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება გაკეთებულია 117.6, 117.7, 117.38, 117.39 და 117.62-ე რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.70 რეკომენდაცია ითვალისწინებს კანონმდებლობის განხორციელებას იდენტიფიცირების საკითხზე და ოჯახში ძალადობის შესახებ ოჯახში ძალადობის შემთხვევათა სამართალდამცავი ორგანოების პერსონალის გადამზადებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში მითითებულია, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში მომზადდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურების პროექტი, რომლის განახლებაც მოხდა 2017 წელს საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება გაკეთებულია 117.6; 117.7, 117.38 და 117.39, 117.46, 117.59, 117.60. 117.62, 117.63, 117.68, 117.69 და 117.71- ე რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.71 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების აქტივობების განხორციელების გზით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ განახორციელა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მშობლების ინფორმირება ადრეული ქორწინების რისკების სამინისტროს წარმომადგენლის, ადგილობრივი სოციალური შესახებ. ფსიქოლოგების, ადგილობრივი მუშაკის განათლების სამართალდამცავისა მონაწილეობით მსგავსი და შეხვედრები ჩატარდა რეგიონებშიც, სადაც ხშირად ფიქსირდება ასეთი ფაქტები. 2016 წელს 634 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დაესწრო ტრენინგ სკოლებში ბულინგის პრევენციისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობის თემაზე. 2016-2017 წლებში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა გადასამზადებელი კურსი ძალადობის, მატ შორის ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სკოლაში მომუშავე მანდატურს სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად აქვს პასუხისმგებლობა განახორციელოს რეფერირების პროცედურები. იმ სკოლებში სადაც მანდატურები არ ოპერირებენ, აღნიშნულ ფუნქციას ითავსებს სკოლის დირექტორი ან მისი მოადგილე. 2015-2017 წლებში განხორციელდა პროგრამა, რომლის მიზანიც იყო მანდატურებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლების გადამზადება ბავშვზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის შემთხვევების ამოცნობის და მათზე რეაგირების კუთხით. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება გაკეთებულია 117.6; 117.7, 117.32, 117.35, 117.38, 117.39, 117.46,117.59, 117.60. 117.62, 117.63, 117.68 და 117.69-ე რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.72 რეკომენდაცია სტრატეგიის ეხება ეფექტურ ოჯახში ძალადობის განხორციელებას, წინააღმდეგ შესრულების ბრძოლის მონიტორინგსა და მდგრადობას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია და გაკეთებულია მითითება შემდეგ რეკომენდაციებზე: 117.6; 117.7, 117.38, 117.39, 117.40, 117.46, 117.59,117.62, 117.63, 117.68, 117.69 და 117.71. რეკომენდაცია 117.73 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ უნდა გაფართოვდეს ტრენინგის პროგრამები პროფესიონალთათვის ქვეყნის მასშტაბით, რათა უზრუნველყოს მათი მზადყოფნა ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების ეფექტური იდენტიფიცირებისთვის. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ტრენინგები ბავშვთა დაცვის რეფერალის და მომიჯნავე აქტებზე. სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ შსს-სა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების თანამშრომლობი. ასეთი სახის საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება 2018 წელსაც. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება არის გაკეთებული შემდეგ რეკომენდაციებზე:117.6; 117.7, 117.38, 117.39, 117.46, 117.59,117.62, 117.63, 117.68, 117.69 და 117.71. რეკომენდაცია 117.74 რეკომენდაცია ითვალისწინებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მუშაობის გაგრძელებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველო ავითარებს ოთხსვეტიან პოლიტიკას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული პოლიტიკას კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორიელებელი საუწყებათაშორისო სააკოორდინაციო საბჭო საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები დადებითად ფასდება საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილება, რომლებიც ამ მიმართულებით გატარდა ბოლო წლებში. რეკომენდაცია 117.75 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს დაცვის უფლებით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ დამოუკიდებელ ინსპექტორს გადაეცა 118 დისციპლინური საქმე. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  სასურველია მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი ინსპექტორის მანდატისა და დღემდე მის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების შედეგებზე. რეკომენდაცია 117.76 რეკომენდაციაში საუბარია სრულად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მისაღებად რეფორმების პოლიტიკის წარმართვაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგია. იგი მოიცავს 5 სხვადასხვა მიმართულებას, ასევე ეხება სტრატეგიის განხორციელების მექანიზმს და მონიტორინგის და შეფასების პროცედურას. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭომ ჩამოყალიბა სამუშაო ჯგუფები. ანგარიშში ასევე წერია, რომ შემუშავდა სასამართლოების სისტემის 20172021 წლების სტრატეგიის იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. რეკომენდაცია 117.77 რეკომენდაციაში წერია, რომ უნდა მოხდეს მოსამართლეთა დანიშვნის, გადამზადებისა და სხვა ადგილას გადაყვანის პროცედურების გადახედვა, რათა უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა და მათ მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ნაკისრი საერთაშორისო გათვითცნობიერება და შესრულება. ვალდებულებების სრულად მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით 2014 წლის 31 დეკემბრამდე საერთო სასამართლოების სისტემაში განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი მოსამართლეთა უვადო დანიშვნის თაობაზე, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე კი მოსამართლეობის 3 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატების დანიშვნის პროცედურა. ახალი რეგულაციების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს უვადოდ უკვე დაინიშნა მოსამართლეები. ანგარიშში ნახსენებია გადამზადების პროგრამის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს მიერ მოქმედი თანამშრომლებისთვის მოსამართლეებისთვის ჩატარებული ტრენინგები. და სასამართლოს ამას გარდა, სხვა იუსტიციის უმაღლესი სკოლა გარკვეული პერიოდულობით იმუშავებს სასწავლო მოდულებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე. რეკომენდაცია 117.78 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ უნდა გაძლიერდეს მუშაობა პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა წამებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლისა და მსგავსი შემთხვევების გამოძიების მიმართულებით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ იწყებს სისხლისსამართლებრივ გამოძიებას და ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება შემჭიდროებულ ვადებში. 2013-2016 წლის მონაცემებით ასეთ საქმეზე დევნა დაიწყო 127 პირის მიმართ, ხოლო 2017 წელს - 17 პირის მიმართ. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითება გაკეთებულია 117.50 და 117.51-ე რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.79 რეკომენდაცია მოგვიწოდებს განვახორციელოთ ზომები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითებულია შემდეგი რეკომენდაციები:117.50, 117.51, 117.78 და 117.81. რეკომენდაცია 117.80 რეკომენდაცია მოგვიწოდებს აღმოვფხვრათ პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მიზნით ვუზრუნველყოთ სწორი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და მათი სამართლებრივი დევნა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი და მითითება გაკეთებულია 117.50, 117.51, 117.78-ე რეკომენდაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციზე. რეკომენდაცია 117.81 რეკომენდაციაში წერია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება დამოუკიდებელი მექანიზმების მიერ. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას. ამ უწყების უფლებამოსილებებში შევა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ფუნქციები, ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითებაა გაკეთებული117.50 და 117.51-ე რეკომენდაციებზე. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  მიზანშეწონილია, ანგარიშში მითითებულ იქნას განახლებული ინფორმაცია აღნიშნული კანონის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2018 წელს და ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან. მიზანშეწონილია დეტალური და წარმოდგენილი განახლებული ინფორმაცია იყოს უფრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, განსაკუთრებით კი უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეს არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. რეკომენდაცია 117.82 რეკომენდაციაში არის მითითება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების, ასევე დამნაშავეთა სამართლებრივი დევნისა და დასჯის უზრუნველყოფაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი და მითითება არის გაკეთებული 117.6; 117.7, 117.38 და 117.39-ე რეკომენდაციებთან დკაავშირებულ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.84 რეკომენდაციაში არი მოწოდება, რომ გაძლიერდეს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების ეროვნული სტრატეგია, კერძოდ კი, შემუშავდეს არასრულწლოვან პატიმართა საზოგადოებაში სწრაფი რეინტეგრაციის პროგრამები. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებისათვის ხორციელდება ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები. ხაზგასმულია რომელიც "გათავისუფლებისთვის არასრულწლოვან მომზადების მსჯავრდებულებს პროგრამა ეხმარება - Re-Entry", საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. რეკომენდაცია 117.85 რეკომენდაცია სასჯელაღსრულების გულისხმობს ეფექტური ზომების გატარებას დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი პირების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან წვდომის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ხორციელდება აღნიშნულია, რომ ოთხ ზოგადი განათლების ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულის-თვის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღება არასრულწლოვანი და მათ ყველა ასეთი ტიპის დაწესებულებაში აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სკოლის საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გამოიყენონ დისტანციური სწავლების მეთოდი. აღნიშნულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული განათლება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დარეგულირებულია ასევე საბაკალავრო პროგრამის გავლის წესი. რეკომენდაცია 117.86 რეკომენდაციაში სამართლის საუბარია მექანიზმების ადამიანის მოთხოვნების უფლებათა შესაბამისად საერთაშორისო ოჯახის, როგორც საზოგადოების შემადგენელი და ფუნდამენტური ნაწილის დაცვაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში საუბარია სიღატაკის შემცირება/პრევენციის მიზნით შექმნილ პროგრამებზე, რომლების სხვადასხვა საშუალებებით ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს და ზრუნავენ მათ გაძლიერებაზე. აღნიშნულია, რომ ოჯახების მხარდაჭერის მიზნით გაიზარდა დღის ცენტრების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ქვეყნის მასშტაბით 17 დღის ცენტრი ფუნქციონირებს მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  მნიშვნელოვანია დაემატოს, რომ როგორც „ბავშვის კოდექსის“ პროექტი, ასევე სოციალური მუშაკის რეფორმა პირდაპირ ითვალისწინებს ოჯახის, როგორც საზოგადოების ფუნდამენტის დაცვისა და გაძლიერების კონკრეტულ ღონისძიებებსა და პროგრამებს საერთაშორისო სტანადრტების გათვალისწინებით. რეკომენდაცია 117.87 რეკომენდაციაში წერია, რომ უნდა შეიქმნას დაბადების რეგისტრაციის სისტემა, რომელიც რასის, ეთნიკური კუთვნილების ან ეროვნების, ისევე, როგორც სქესის ან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე გავრცელდება ყველა ბავშვზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიში განმარტავს, რომ საქართველოში დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თავისი ტერიტორიული სამსახურების დახმარებით. აღნიშნული პროცესი დარეგულირებულია ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც უზრუნველყოფს საქრათველოში სხვადასხვა საფუძვლით მყოფი პირების სავალდებულო რეგისტრაციას. დაბადების რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ხორციელდება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. დაბადების რეგისტრაცია დაწესებულებებიდან ელექტრონულად მიღებული ხდება სამედიცინო ცნობის საფუძველზე. თუ ასეთი ცნობა არ არსებობს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება იურიდიული ფაქტის დადგენა. მიუსაფარი ბავშვების შემთხვევაში, სააგენტო საიდენტიფიკაციო საბუთებს გასცემს უსასყიდლოდ. რეკომენდაცია 117.88 რეკომენდაცია ითვალისწინებს დაბადების რეგისტრაციის სისტემის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილ იყოს თითოეული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია და შესაბამისი დაბადების მოწმობის გაცემა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი და მითითება გაკეთებულია 117.87-ე რეკომენდაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.89 რეკომენდაცია ითვალისწინებს ბავშვთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისი დოკუმენტების გაცემის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის გატარებას, განსაკუთრებით კი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისათვის, რომლებიც ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაშორებულ ადგილებში იბადებიან. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი და მითითება გაკეთებულია 117.87-ე რეკომენდაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. რეკომენდაცია 117.91 რეკომენდაცია მოგვიწოდებს დავიცვათ უმცირესობის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად ვუზრუნველყოთ მათი რელიგიის და რწმენის თავისუფლება. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უმცირესობების უფლებების დაცვისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრა „ეროვნული უმცირესობების ენების“ ცნება და ასევე ამ ენების საჯარო სივრცეში გამოყენების შესაძლებლობები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულია, რომ საქართველო ეთნიკური უმცირესობების დაცვის და ქვეყნის განვითარებაში მათი ღირსეული მონაწილეობის კუთხით ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა მონიტორინგის მესამე ციკლის ანგარიში (2012-2017 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ), რომელიც წარედგინა ევროპის საბჭოს. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ეროვნული კანონმდებლობით დაცულია რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. ამ კუთხით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამოსცა პუბლიკაციები, რომლებიც გადაეცათ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, რელიგიის თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესახებ სრული ინფორმირების მიზნით. დამატებით იხ. ასევე რეკომენდაცია 117.92. რეკომენდაცია 117.92 რეკომენდაცია ამბობს, რომ ხელი უნდა შეეწყოს ინტერკულტურულ და რელიგიებს შორის დიალოგს და თანამშრომლობას ანტიდისკრიმინაციული პროგრამების გასაძლიერებლად და საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებელ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კამპანიებს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან და ხელს უწყობს მათ შორის კომუნიკაციას. აღნიშნულია ისიც, რომ ხსენებულმა სააგენტომ დაამკვიდრა ტოლერანტობის საერთაშორის დღე, როდესაც ერთი რელიგიური თემი სხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებსა და მრევლს მასპინძლობს. სააგენტოს ორგანიზებით, ინტერ-რელიგიური დიალოგის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა კონფერენციები. ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-ს თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“. დამატებით იხ. ასევე რეკომენდაცია 117.91. რეკომენდაცია 117.93 რეკომენდაცია ითვალისწინებს რელიგიათშორისი და ინტერკულტურული დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 20142020 წლების „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია“ და მისი სამოქმედო გეგმა, რომლის განახლებაც ხდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 2018-2020 წლების შესაბამისი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის განმტკიცება; საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ანალიზი და შესაძლო რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევებზე კვალიფიციური კვლევის ჩატარება; რელიგიური პრინციპების, მატ შორის რელიგიური ნეიტრალიტეტის გამყარება ზოგადი განათლების სისტემაში; დისკრიმინაციული და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხარისხის გაზრდა და ასეთი ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კანონმდებლობის დახვეწა აღნიშნულ პრინციპების შესაბამისად და ყოველგვარი დისკრიმინაციული ჩანაწერის აღმოფხვრა; რელიგიური გაერთიანებებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებისთვის სათანადო პირობების შექმნა და ა.შ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების კულტურული იდენტობის დაცვა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა. ამ კუთხით სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია არაერთი პროექტი და ღონისძიება. ანგარიშში წერია, რომ რეგულარულად ტარდება საჯარო მოხელეთა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, რათა მოხდეს სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დამკვიდრება. დამატებით იხ. ასევე რეკომენდაცია 117.92. რეკომენდაცია 117.94 რეკომენდაცია ითვალისწინებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე თითოეული ადამიანის, მათ რელიგიური პასუხისმგებელ შორის შევიწროებისა პირთა რელიგიური წარმომადგენლთა რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფას. დასჯის და გზით უმცირესობების მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში დადებითად არის შეფასებული რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. ხაზგასმულია შეუწყნარებლობასთან რეკომენდაცია, რომელიც ახდენს რელიგიურ დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მოცემულ ნორმათა განმარტებას და ამ კუთხით განიხილავს სხვა აქტუალურ საკითხებს. აღნიშნულ რეკომენდაციას გაეცნენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითებულია შემდეგი რეკომენდაციები:117.43, 117.44, 117.45, 117.46 და 117.49. რეკომენდაცია 117.95 რეკომენდაცია ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისა და მედია პლურალიზმის სრულ უზრუნველყოფას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში პარტნიორობის აღნიშნულია, სხდომაზე რომ 2013 ლონდონში წლის „ღია მმართველობის საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აიღო ვალდებულება მიეღო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი. რეკომენდაცია 117.96 რეკომენდაციაში არის მითითება, რომ უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები მედია გარემოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, გაკეთებულია მითითება 117.95-ე რეკომენდაციაზე. რეკომენდაცია 117.97 რეკომენდაციაში საუბარია მედიის თავისუფლების საკითხზე პრიორიტეტული წესით მუშაობის გაგრძელების თაობაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, გაკეთებულია მითითება 117.95-ე რეკომენდაციაზე. რეკომენდაცია 117.98 რეკომენდაცია ითვალისწინებს პლურალიზმის პატივისცემისა და თავისუფალი დიალოგის ხელშეწყობას, ისეთი გარემოს დამკვიდრების გზით, სადაც თავისუფლად ოპოზიციური იქნება შესაძლებელი მოსაზრებების მედიასაშუალებების წინააღმდეგ განსხვავებული, დაფიქსირება, პოლიტიკურად ასევე მათ შორის კრიტიკული მოტივირებული ზომების გამოყენების თავიდან აცილება. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, გაკეთებულია მითითება 117.95-ე რეკომენდაციაზე. რეკომენდაცია 117.99 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევისაგან და უზრუნველყოს მათი მუშაობისთვის საჭირო უსაფრთხო გარემო. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა პირებს თავისუფლად და შეუფერხებლად შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, რადგან ამ კუთხით ქვეყანაში შექმნილია უსაფრთხო გარემო. უფლებადამცველები აქტიურად არიან ჩართული განსაზღვრავენ იმ დოკუმენტების სახელმწიფო შემუშავების პოლიტიკას პროცესში, ადამიანის რომლებიც უფლებათა დაცვის მიმართულებით. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  ინფორმაციის სახით სასურველია აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის საერთაშორისო ძალიან დიდი ჩართულობას. ორგანიზაციები მნისვნელობა აქვს არასამთავრობო და რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, მათ შორის კანონშემოქმედებით სამიქნობაში (ექსპერტიზის წარმოდგენის კუთხით და სხვა). რეკომენდაცია 117.100 რეკომენდაცია ეხება სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოში გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე ქალთა ჩართულობას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი და მითითება გაკეთებულია შემდეგ რეკომენდაციებზე 117.32 და 117.102-ე. რეკომენდაცია 117.101 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს მუშაობა თანასწორობის პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად, დისკრიმინაციის გარეშე, ქალთა პოლიტიკური თანამდებობებზე მონაწილეობის მათი გაძლიერებისა წარმომადგენლობის და აღმასრულებელ ხელშეწყობის მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეს ეხება სოფლად მცხოვრებ ქალებს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმაციისთვის მითითება გაკეთებულია 117.32-ე და 117.102-ე რეკომენდაციებზე. რეკომენდაცია 117.102 რეკომენდაციაში ითვალისწინებს მუშაობს გაგრძელებას და რესურსების გამოყოფას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალთა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნულ დონეზე განიხილება სავალდებულო კვოტირების საკითხი. 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა საბოლოო ჯამში, მხარდამჭერთა ნაკლებობის გამო აღნიშნული კანონპროექტი არ დამტკიცდა. რეკომენდაცია 117.103 რეკომენდაცია ეხება უმცირესობების ინტეგრაციისა და საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გატარებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში წერია, რომ საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკო თავის საქმიანობაში ეყრდნობა 2015-2019 წლების სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს. აღნიშნულია ისიც, რომ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდათ თანაბარი მონაწილეობის მიღების უფლება. რეკომენდაცია 117.104 რეკომენდაცია ეხება სოციალურად დაუცველ პირთა ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლიდან, მოწყვლადი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. რეკომენდაცია 117.105 რეკომენდაციაში საუბარია ჯანდაცვისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარისხიან სერვისებზე ქალთა წვდომის გაუმჯობესებაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ჯანმრთელობის ასახულია ინფორმაცია ხელშეწყობის 2017-2030 დედათა წლების და ახალშობილთა ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ. 2017 წელს დასრულდა პერინატალური რეგიონალიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების დონეები, როლი და პასუხისმგებლობა. ზემოხსენებული პროექტი მიზნად ისახავდა პაციენტების სწორ გადამისამართებას სამედიცინო დაწესებულებებში და შესაბამისად რეფერირების ეფექტურობის გაზრდას. 2017 წელს დაიწყო დედიდან ბავშვზე სქესობრივად გადამდები დაავადებების ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. რეკომენდაცია 117.110 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ უნდა გატარდეს დამატებითი ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის განხორციელების მიზნით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში დაქირავებულმა საერთაშორისო ექსპერტმა 2016 წლის განმავლობაში საქართველოში განახორციელა ორი ვიზიტი. პირველ შემთხვევაში იგი შეხვდა დაინტერესებულ მხარეებს და ზედმიწევნით შეისწავლა არსებული მექანიზმის ფუნქციონირების სპეციფიკა. მეორე ჩამოსვლისას კი მან ჩაატარა საკუთარი შეფასებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია, ხოლო აუდიტორიისგან მიღებული შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინებით მან მოამზადა შესაბამისი ანგარიში. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით გეგმავს საქართველოს მთავრობა, 2018 წლის განმავლობაში განავითაროს გაეროს კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმი. რეკომენდაცია 117.114 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს აუცილებელი ზომები წარმომადგენლების ეთნიკური დასაცავად და რელიგიური ძალადობისა და უმცირესობების დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრული იყო 2016-2017 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით, გაიმართა შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მათი უფლებების, ეთნიკურ უმცირესობათა უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. 2017 წელსაც განხორციელდა მსგავსი პროექტი სახელწოდებით „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინების შედეგებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. რეკომენდაცია 118.25 რეკომენდაცია გაუმჯობესებას ეხება სამართლიანი მართლმსაჯულების სასამართლოს სისტემის უფლებასთან შემდგომ დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების სრულად განხორციელების გზით. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სტანდარტები მოიცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებას, შეხვდნენ ადვოკატს და დაცული იქნეს მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობა, ასევე ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ქალებისა და უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე განხორციელების გარანტიებს. რეკომენდაცია 118.15 – 118.16 რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა გააუმჯობესოს პროგრამები, რომლებიც მიმართულებით ოჯახში ხორციელდება, ძალადობის კერძოდ შექმნას წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობისა და გამოძიების ქმედითი მექანიზმები. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელიც ამ სფეროს მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით. რეკომენდაცია 118.4-118.5 რეკომენდაცია მოგვიწოდებს ვუზრუნველყოთ ბავშვთა ქორწინების პრევენცია რაიმე გამონაკლისის გარეშე, ქორწინების ასაკად 18 წლის განსაზღვრის გზით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით 2015 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც აიკრძალა 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნების ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, თუმცა 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად პირს რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა შეუძლია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან. ამას გარდა, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოხდა იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია. რეკომენდაცია 118.54 რეკომენდაცია ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერებას, მათ შორის იძულებით გამოსახლებისგან დაცვით და მათ მიერ დაკავებულ სივრცეებთან დაკავშირებული იურიდიული საკუთრების საკითხების მოგვარებით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ დევნილები დაცულები არიან იძულებით გამოსახლებისგან. უფრო მეტიც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს დევნილთა განსახლების საკითხზე. საქართველოში არსებობს დევნილებისთვის და ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა. განსახლების გარდა, სამინისტრო ასევე გასცემს ფინანსურ დახმარებას და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას სხვადასხვა პროგრამებში, მატ შორის პროფესიული განათლების და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტებში. დღემდე, საცხოვრებელი ფართი კერძო საკუთრებაში გადაეცა 28,032 დევნილს ოჯახს და 474 ეკომიგრანტ ოჯახს. 2016-2017 წლებში 296 ეკომიგრანტისთვის მოხდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა, ხოლო 249 ოჯახი განსახლდა ასეთი ტიპის საცხოვრებელში. კომიტეტის შენიშვნა/რეკომენდაცია  მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულია 2016-2017 წლების მონაცემები. ამ ინფორმაციას უნდა დაემატოს 2018 წლის მონაცემებიც. რეკომენდაცია 118.53 რეკომენდაციაში საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფრო მეტად ჩართვა იმ პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც გავლენას ახდენს მათზე, განსაკუთრებით კი სათანადო საცხოვრისის ხელმისაწვდომობაზე. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში აღნიშნულია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ისევე როგორც ეკო მიგრანტებს აქვთ საშუალება თვითონ აირჩიონ კონკრეტული საცხოვრებელი ან რეგიონი, სადაც სურთ განსახლება და ისინი საცხოვრისს სახელმწიფოსგან იღებენ კერძო საკუთრების სახით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ზედამხედველობს დევნილთა ჩამოყალიბებული სამეთვალყურეო სამოქმედო ჯეროვან გეგმის საბჭო შესრულებას. აღნიშნული სამინისტროს მაღალჩინოსნები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს დევნილებთან და მხედველობაში იღებენ მათ საჭიროებებს, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რეგულარულად რთავენ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დევნილთა უფლებები დაცულია და გათვალისწინებული გრძელვადიანი განსახლების პროცესში. იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში მოხდა ეკო მიგრანტებისთვის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რაც საშუალებას აძლევს ბენეფიციარებს ჰქონდეთ სერვისზე. ხელმისაწვდომობა 2018 დევნილებისთვისაც. წელს იუსტიციის ანალოგიური სახლებში სერვისი წარმოდგენილ იქნება ყველა შეთავაზებული 8. შეჯამება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და მხარს უჭერს აღნიშნულ დოკუმენტს. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე