სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვების პროცედურების გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№563
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №563

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვების პროცედურების გამოყენების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 29 ნოემბრის №5506-რს დადგენილებით რატიფიცირებულ, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს გაფორმებული ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, მიეცეს უფლება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის მიზნობრივი გრანტის განკარგვისას იხელმძღვანელოს ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვების პროცედურებით.

პრემიერ-მინისტრი                                გ. კვირიკაშვილი