„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/261/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 28-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2019 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. 2019 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. 3. 2019 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.“ 2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე.“ 3. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები, მე-19−27-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის ივლისიდან მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმების გატარების საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების, სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციისა თუ დამოუკიდებელი ექსპერტის, აგრეთვე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების აღსრულების მიზნით 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის მიღების მიზანს წარმოადგენდა დამოუკიდებელი ინსტიტუციისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას, აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლს. კანონის შესაბამისად, განსაზღვრულია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა, რომელიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლეს და მის უფლებამოსილებაში, გარდა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებებისა (პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი) დამატებით ექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების, ასევე ამავე პირების მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ითვალისწინებს მოსამზადებელ პერიოდს კანონის სრულად ასამოქმედებლად საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურისთვის სათანადო მატერიალურ- ტექნიკური ბაზის და ფინანსური რესურსების გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. ამასთან, კანონის 29-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება 2019 წლის 01 იანვრიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე. მიმდინარე წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცა შენობა-ნაგებობა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი ითვალისწინებს აპარატის საშტატო რიცხოვნობის ზრდას ათი ერთეულით და ასევე, დამატებით 800 000 ლარის გამოყოფას საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რაც შესაძლებელს ხდის კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას, თუმცა არასაკმარისია „სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულებისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია გადავადდეს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების ვადები, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს შესაბამის უწყებებს განახორციელონ საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები კანონით გათვალისწინებულ ფუნქციათა 2019 წლის 1 ივლისიდან სრულად ასამოქმედებლად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ეფექტური ფუქნციონირების უზრუნველსაყოფად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური და სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით გადავადდეს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ვადა, ისევე როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კანონის თანახმად მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების ვადა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, შემოთავაზებულია კანონის 28-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლისა და 30-ე მუხლი პირველი და მე-2 პუნქტების ახალი რედაქცია, რაც ითვალისწინებს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისა და საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების განსხვავებული ვადის დაწესებას. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, 28-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ყალიბდება შემდეგი რედაქციით: 1. 2019 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. 2019 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. 3. 2019 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად. 29-ე მუხლი შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი ფორმულირება: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე.“ ხოლო, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები, მე-19−27-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არსებით გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები შეადგენს 2.8 მლნ ლარს, რაც შესაძლებელს ხდის კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას. რაც შეეხება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებას 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, აღნიშნული 2019 წლისათვის საჭიროებს დამატებით სახსრებს 8.5 მლნ ლარს ოდენობით, მათ შორის, ხარჯების მუხლით - 3.7 მლნ ლარი (მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 1.75 მლნ ლარი საგამოძიებო ნაწილის 80 საშტატო ერთეულის 6 თვის შრომის ანაზღაურების მიზნით, საქონელი და მომსახურება - 1.95 მლნ ლარი) და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით - 4.8 მლნ ლარი. რაც შეეხება 2020 წელს, 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებების ოდენობასთან შედარებით(2.8 მლნ ლარი), დამატებით საჭირო ასიგნებების წლიური ოდენობა შეადგენს 7 მლნ ლარს, მათ შორის, ხარჯების მუხლით - 5.4 მლნ ლარი და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით - 1.6 მლნ ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის სრულყოფილად ამოქმედების ვადის 6 თვით გადაწევისა და მისი თანმდევი ცვლილებების გავლენით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ორმხრივ ისეთი და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება “მუხლი 28. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2018 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. 2019 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. 3. 2019 წლის 1 იანვრამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად. 4. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება. 5. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურისთვის სათანადო მატერიალურტექნიკური ბაზის და ფინანსური რესურსების გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 29. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე. მუხლი 30. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−27-ე მუხლებისა, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები, მე-19−27-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.”