„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/261/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 230-ე მუხლის: მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ რეგლამენტის 167-ე, 187-ე, 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 2010-ე და 211-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.“ 2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ რეგლამენტის 169-ე, 181-ე მუხლები და 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა.“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.“ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს კანონის სრულად ამოქმედების ვადის გადაწევას 6 თვის. რაც თავის მხრივ განაპირობებს აღნიშნული კანონიდან გამომდინარე მიღებულ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, შესაბამისი ცვლილებების ასახვისა და კანონის ამოქმედების ვადად 2019 წლის პირველი ივლისის მითითების საჭიროებას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი: რეგლამენტის პროექტის მიზანია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტის თანახმად, შემოთავაზებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 230-ე მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილება, ხოლო მე5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ამ რეგლამენტის 169-ე, 181-ე მუხლები და 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა.“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტი არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილია საქართველოს მთავრობასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 230. დასკვნითი დებულებები 1. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) 2012 წლის 22 ივნისის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009); ბ) საქართველოს 1998 წლის 5 მარტის კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201); გ) საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160); დ) საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის კანონი „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36); ე) საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ რეგლამენტთან მათ შესაბამისობამდე. 3. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის 145-ე, 167-ე, 169-ე, 181-ე და 187-ე მუხლებისა, 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 210-ე, 211-ე და 222-ე მუხლებისა, ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. 4. ამ რეგლამენტის 167-ე, 169-ე, 181-ე და 187-ე მუხლები, 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 210-ე და 211-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ რეგლამენტის 145-ე და 222-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.