საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#21490/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

წერილი
N 21490 14/12/2018 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. დანართი: 28 ფურცელი. 1. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა (13 ფურცელი); 2. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 25.06.2018-7.12.2018 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (15 ფურცელი). პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა 2018 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე N2478-რს, 6.06.2018 საქართველოს კანონში მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 21.09.2018 უზრუნველყოფილ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 6.12.2018) 2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2481-რს, 6.06.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 21.09.2018-მდე საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 6.12.2018, მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტის პროექტზე) 3. საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2473-რს, 6.06.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 21.09.2018-მდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 6.12.2018) 1 ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 6.12.2018, მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტის პროექტზე). განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N104-Iს, 16.12.16 მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 27.06.17-მდე შეიმუშაონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებაში (დებულებაში) შესატანი ცვლილების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინონ შესაბამის სამინისტროს.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 01.11.2018 გამოცემულია მინისტრის ბრძანებები N111/ნ, N113/ნ, 6.07.2017, დარჩენილია მხოლოდ ერთი სამეცნიეროკვლევითი დაწესებულება, რომლის წესდებაში შესატან ცვლილების პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა) 2. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ N4558-Iს, 25.11.15 მუხლი 15. 4. ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა: ა) ავტორიზაციიდან 2 წლის 11.02.18 - მდე ვადაში დაამტკიცოს და განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები და შექმნას საბაზისო ლაბორატორიები.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 01.10.2018 ინფრასტრუქტურული პროექტები მომზადებულია და მიმდინარეობს მუშაობა) 3. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2523-IIს, 13.06.2018 მუხლი 4 1. 2018 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია N19534, 19.11.2018 პროექტი შემუშავებულია, შეჯერდა პროცესში ჩართული სუბიექტების მოსაზრებები და უახლოეს მომავალში მოხდება ზემოაღნიშნული ბრძანების მიღება) 2 ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესის დამტკიცება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია N19534, 19.11.2018 პროექტი შემუშავებულია, შეჯერდა პროცესში ჩართული სუბიექტების მოსაზრებები ერთ პოზიციაზე და უახლოეს მომავალში მოხდება ზემოაღნიშნული ბრძანების მიღება) გ) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების განსაზღვრა;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია N19534, 19.11.2018 პროექტი შემუშავებულია, შეჯერდა შენიშვნები და მოსაზრებები და უახლოეს მომავალში მოხდება ზემოაღნიშნული ბრძანების მიღება) 2. 2018 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყონ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია N19534, 19.11.2018 ბრძანების პროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტი შემუშავებულია და უახლოეს მომავალში მოხდება აღნიშნული ბრძანების მიღება). 4. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2148-IIს, 18.04.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 1.08.2018-მდე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია N19534, 19.11.2018 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებში ცვლილებები არ განხორციელებულა) 5. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ცვლილება N3041-რს, 5.07.2018) მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 11.10.2018-მდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 7.12.2018 მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N 401, 6.08.2018, მინისტრის ბრძანება 54/ნ, 3.12.2018) 3 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მუხლი 24 41. (ცვლილება N4736-IIს, 17.02.16) 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია დასრულებულია მუშაობა, უახლოეს პერიოდში გამოიცემა) 7.11.2018 პროექტზე 7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე (N2307-IIს, 30.04.14).  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 2.11.2018 არსებული დაცული ტერიტორიების დემარკაცია დასრულებულია, მათ შორის დასრულდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დემარკაციის სამუშოები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა „ფშავხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების პროექტზე). 2. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” მუხლი 48 (ცვლილება N2994-რს, 26.12.14) 3. ამ კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაციით 2.11.2018 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებული აქვს 60 მუნიციპალიტეტს, თუმცა დამტკიცებული არ არის). 4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2017 წლის 1 ივლისამდე(ცვლილება N124-რს, 21.12.16)  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 2.11.2018 კომპანიათა უმეტესობას ნარჩენების მართვის გეგმა წარმოდგენილი აქვს, თუმცა პერმანენტულად კვლავაც ხდება ასეთი გეგმების წარმოდგენა). 3. საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N125-რს, 21.12.16) მუხლი 53 7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: 4 ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 5.11.2018 წარმოდგენილია კანონის პროექტი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქრთველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ითხოვენ ვადის გადაწევას 2020 წლის პირველ იანვრამდე) 4. საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890-IIს, 1.06.2017 მუხლი 49. 2. შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 5.11.2018) 5. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ იმ სამართლებრივი აქტების ამ კოდექსის მე20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების მომენტისთვის ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესაძლებლობას ან შესაბამის პროცედურას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 2.11.2018) 5. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (ცვლილება N891-IIს, 1.06.2017) მუხლი 581. 2. 2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 2.11.2018 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამინისტროებიდან შემოსული პასუხების შესაბამისად და მიმდინარეობს შენიშვნების და წინადადებების განხილვა) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N1818-რს, 22.12.2017 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 11.02.2018-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ახალი საავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმის დამტკიცება. ამ გეგმის ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას 5 ინარჩუნებს „საავიაციო ძებნა - შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №734 დადგენილება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 31.10.2018 ახალი პროექტი მომზადებულია და შეთანმხებულია შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან. უახლოესი პერიოდის განმავლობაში პროექტი წარეგინება ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებისთვის) 2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტის დამტკიცება: ბ) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესი;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 31.10.2018 პროექტი შემუშავებულია და შეთანმხებულია დაინტერესებულ უწყებებთან და წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში ინიცირებისთვის). გ) უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესი .  მიმდინარეობს მუშაობა ( შემუშავების პროცესშია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი) 2. საქართველოს კანონი ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” N2273-IIს, 4.05.2018 მუხლი 37. 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს: გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N16249, 26.09.20118 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე). 2. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის სამართლებრივი აქტებისა შესაბამისობაშია მოყვანილი) ინფორმაცია 6.12.2018) უმეტესი 3. საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ N1918-რს, 23.12.2017 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 11.07.2018-მდე. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღება; 6  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 15.11.2018 აღნიშნული პროექტის მომზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით საქპატენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ WTO ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და (WHO) ინტელექტუალურ საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ექსპერტები, ასევე შესაბამისი საჯარო უწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე შემუშავებული დადგენილებების პირველადი პროექტები ამ ეტაპზე დასრულების სტადიაშია და უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს მთავრობას) ბ) პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 15.11.2018 აღნიშნული პროექტის მომზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით საქპატენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ WTO ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და (WHO) ინტელექტუალურ საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ექსპერტები, ასევე შესაბამისი საჯარო უწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე შემუშავებული დადგენილებების პირველადი პროექტები ამ ეტაპზე დასრულების სტადიაშია და უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს მთავრობას) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” N2608-IIს, 27.06.2018 მუხლი 70. 8. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/ უზრუნველყოფენ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.11.2018 ინვენტარიზაცია დაწყებულია მაგრამ შრომატევადი პროცესის გამო ჯერ არ დასრულებულა). 7 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (ცვლილება N5446-IIს, 22.06.16) მუხლი 21 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა (შესრულების ვადა არ არის მითითებული).  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია სამუშაო საკმაოდ მოცულობითია, მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზის შექმნის მიმართულებით) 2. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ მუხლი 28 1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ (ცვლილება N493-IIს, 23.03.2017): ა) მიიღოს დადგენილება დადგენის თაობაზე; დაწესებულების ავტორიზაციის წესის  მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს მუშაობა დადგენილების პროექტის ორ დანართზე). ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შემუშავებულია და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტების პროცესი) ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით ნორმატიულ აქტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება) 2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი (ცვლილება N493-IIს, 23.03.2017): 8  არ არის შესრულებული (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით ნორმატიული აქტის პროექტზე ჯერ არ დაწყებულა მუშაობა) ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით ნორმატიული აქტის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა ) გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.  დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით შემუშავებულია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ- მოდული, რომელიც გადის სამართლებრივ ექსპერტიზას). . 3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მეცნიერების სამინისტრომ (ცვლილება N493-რს, 23.07.2017): განათლებისა და ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა 4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ(ცვლილება N493-IIს, 23.03.2017): ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (7.12.2018 -ის მდგომარეობით მიღებულია 49 თვითმმართველი ერთეულის მიერ) ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (7.12.2018 -ის მდგომარეობით მიღებულია 51 თვითმმართველი ერთეულის მიერ) გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (7.12.2018 -ის მდგომარეობით მიღებულია 51 თვითმმართველი ერთეულის მიერ) 9 დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა (7.12.2018 -ის მდგომარეობით მიღებულია 49 თვითმმართველი ერთეულის მიერ) ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი. მიმდინარეობს მუშაობა (7.12.2018 -ის მდგომარეობით მიღებულია 50 თვითმმართველი ერთეულის მიერ) შენიშვნა: 7.12.2018-ის მდგომარეობით ხუთივე ნორმატიული აქტი გამოცემული აქვს 47 მუნიციპალიტეტს. არცერთი - 12 მუნიციპალიტეტს სულ გამოცემულია 250 ნორმატიული აქტი  6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 24.12.16-მდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად .  მიმდინარეობს მუშაობა ( მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად გეგმის შემუშავების მიზნით). 3. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1198-IIს, 30.06.2017 მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში იუსტიციის მინისტრის N144, 30.07.2010 ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტზე). რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ №1958-IIს, 5.02.14 მუხლი 160 (ცვლილება N1252-რს, 26.07.2017) იუსტიციის სამინისტრომ: ა) 2017 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესი.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია შემუშავებულია, ჯერ დამტკიცებული არ არის). 6.12.2018 პროექტი მუხლი 162. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს 10 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 6.12.2018 სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, დაგეგმილია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება დეცენტრალიზაციის პროცესის გაუმჯობესება და ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობის მიღწევა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში მოხდება 162-ე მუხლით გავალისწინებული ვალდებულების საკითხის მოწესრიგება, ზემოაღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებში მიმდინარეობს მუშაობა). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ N5386-IIს, 8.06.16 მუხლი 28. 6. სამსახურმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაციით 29.11.2018 სამსახურის უფროსის ბრძანებების პროექტები მომზადებულია, თუმცა ჯერ დამტკიცებული არ არის). 2. საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1327Iს, 2.11.2017 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 29.11.2018 მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს სტატისტიკური მონაცემების დამუშავება). 3. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N812-IIს, 4.05.2017 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 29.05.2018-მდე საზოგადოებრივი დაინტერესების პირმა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი აუდიტის კომიტეტის ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 29.11.2018 კომერციულ ბანკებში შექმნილია აუდიტის კომიტეტები. ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სდპ-ების რაოდენობიდან გამომდინარე, ეტაპობრივად მოხდება სხვა სუბიექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის განახლება). 11 4. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N813-IIს, 4.05.2017 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 29.05.2018-მდე ანგარიშვალდებულმა საწარმომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი აუდიტის კომიტეტის ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 29.11.2018 ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ანგარიშვალდებული საწარმოების რაოდენობის და თავისებურებებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი პერიოდულად ანახლებს ამ ინფორმაციას). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1820-რს, 22.12.2017 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში (11.02.2018-მდე) უზრუნველყოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 8.11.2018 სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარდგენილ იქნა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, მთავრობის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ხელახალი ვერსია, რომელიც შესათანხმებლად დაიგზავნა დაინტერესებულ უწყებებთან) 2. საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N859-IIს, 17.05.2017 მუხლი 2 1. 2018 წლის 1 მაისამდე: ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-10 მუხლის 13 პუნქტით 13. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. განსაზღვრული ნორმატიული აქტები;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 8.11.2018 აეროპორტის სატრანზიტო ზონებში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესისა და აგრეთვე ამ ოთახისათვის სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის საჭიროება საქართველოს მთავრობის ნორმატიული 12 აქტით ამ ეტაპზე აღმოჩნდა რომ არ არსებობს, ვინაიდან ჯერ-ჯერობით მოქმედ აეროპორტებს არ გააჩნიათ სატრანზიტო ფუნქცია და არც აეროპორტის სატრანზიტო ზონა) 3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” N2606-IIს, 27.06.2018 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.10.2018, შემუშავების პროცესშია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში) 13
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 25.06.2018 -7.12.2018 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ (ცვლილება N646-IIს, 07.12.2017) მუხლი 14. 1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 14.12.2018-მდე დადგენილებით დაამტკიცოს: ა.ა) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N336, 13.06 2018 ა.გ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N336, 13.06 2018 2. საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N972-IIს, 15.06.2017 მუხლი 336 1. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N524, 6.11.2018 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ (ცვლილება 20.09.2018) N3436-Iს, მუხლი 88 8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და 1 მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება N 414, 13.08.2018 საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ (ცვლილება N1367-Iს, 15.12.2017) მუხლი 8913. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ვეტერინარის ბაკალავრიატის 240კრედიტიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადაყვანა, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N19534, 19.11.2018 საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა, რომელიც ერთადერთი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებაა, კანონით განსაზღვრულ ვადაში შეასრულა კანონის მოთხოვნა). 3. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1933-რს, 23.12.2017 შესახებ“ მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 11.07.2018-მდე განახორციელოს ღონისძიებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N19534, 19.11.2018 შესაბამისი ცვლილებები შევიდა მინისტრის 2010წლის1 ოქტომბრის N99/ნ და 2011წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებებში) 2 4. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ N3040-რს, 5.07.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 11.09.2018-მდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“  შესრულებულია (განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინფორმაციით (N19534, 19.11.2018) ცვლილება გამოწვეული იყო „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N2473-რს, 6.06.2018) საქართველოს კანონით, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადი ნომრის მინიჭებას იმ პირებისათვის, რომლებიც ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის N13/ნ/N29 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერის გასცემისა და გადატანის წესის მე-3 და მე-4 მუხლები სრულად შეესაბამება დაგეგმილ ცვლილებებს, ამიტომ დავალება შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს). 5. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2523-IIს, 13.06.2018 მუხლი 4 2. 2018 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყონ: ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცება.  ერთობლივი ბრძანება N 11/ნ/N83, 2.08.2018 დ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მინისტრის ბრძანება N53/ნ, 29.11.2018 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890-IIს, 1.06.2017 მუხლი 49. 6. 2018 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ბ) „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“;  მინისტრის ბრძანება N2-827, 11.10.2018 3 2. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1620-რს, 7.12.2017 მუხლი 2 13. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 14.06.2018-მდე საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა სათანადო უწყებების წარდგინებით უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტები.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 2.11.2018 რაც ეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასახელება შეიცვალა ყველა დოკუმენტში) 3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ( ცვლილება №2756-IIს, 29.06.2018) მუხლი 313 19. სასმელი წყლის მიმწოდებელმა კომპანიებმა (წყალმომარაგების ლიცენზიატებმა) 2018 წლის 10 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.  შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია: საქართველოს გაერთიანებული წყლის კომპანიას, რომელიც 53 სერვის ცენტრს აერთიანებს, GWP-ს დამტკიცებული აქვთ, ასევე დანარჩენ კომპანიებშიც დასრულებულია). 4. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” მუხლი 49 (ცვლილება N2198-IIს, 20.04.2018) 10. სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ,,ტექნიკური რეგლამენტის-,,პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N472, 14.09.2018 5. საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ ( ცვლილება N2755-IIს, 29.06.2018) მუხლი 93 ჰ.ვ) „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი; აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს 2018 წლის 10 აგვისტომდე.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N431, 20.08.2018 4 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ N1918-რს, 23.12.2017 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 11.07.2017-მდე. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: გ) „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N328, 12.06.2018 2. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2326-IIს, 4.05.2018 მუხლი 2 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ: გ) 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მინისტრის ბრძანება N1-1/326, 27.06.2018 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის (აქტების) ამ კანონთან შესაბამისობა.  მინისტრის ბრძანება N1-1/326, 26.06.18 „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე 3. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1187-IIს, 30.06.2017 მუხლი 2 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ: ა) 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცება;  კომისიის დადგენილება N22, 31.08.2018 5 4. საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე N1928-რს, 23.12.2017 საქართველოს კანონში მუხლი 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ: ბ) 2018 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა. კომისიის გადაწყვეტილება 2018 წლის 31 მაისის N331/21, 31.05.18  5. საქართველოს კანონი ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” N2273-IIს, 4.05.2018 მუხლი 37. 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული თანამშრომლობის სააგენტოს დებულება; პირის − საჯარო და კერძო საქართველოს მთავრობის დადგენილება N452, 5.09.2018  ბ) საჯარო და განხორციელების წესი;  კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილება N426, 17.08.2018 დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N428, 17.08.2018 6. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2275-IIს, 4.05.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მიზნით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N428, 17.08.2018 7. საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N1818-რს, 22.12.2017 მუხლი 2 2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება: ა) საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესი;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N514, 31.10.2018 6 8. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა მიმოქცევის კოდექსი (ცვლილება N3689-Iს, 31.10.2018) და თავისუფალი მუხლი 103 31. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს: ა) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის დამტკიცება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N540, 14.11.2018 ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N539, 14.11.2018 გ) პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესის დამტკიცება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N539, 14.11.2018 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” N2608-IIს, 27.06.2018 მუხლი 70. 1. 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.11.2018 საქართველოს მთავრობის დადგენილება N387, 31.07.2018) 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.11.2018 სამსახურის უფროსის ბრძანებები N8-N32) 7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ: 7 ა) 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.11.2018) ბ) 2018 წლის 1 აგვისტომდე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადასცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.11.2018) მუხლი 72 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ლ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“;  სამსახურის უფროსის ბრძანება N25, 5.09.2018 2. საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე N3622Iს, 31.10.2018 მუხლი 2 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის 21.12.2018- მდე ვადაში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N558, 22.11.2018 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ (ცვლილება N654-IIს, 21.04.2017) მუხლი 12 3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი.  მინისტრის ბრძანება N315, 29.06.2018 8 2. საქართველოს კანონი ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” N639-IIს, 21.04.2017 მუხლი 13. 5. საქართველოს მთავრობამ: ბ) 2018 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტი.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N343, 28.06.2018 6. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი.  მინისტრის ბრძანება N 28.06.2018 3. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ მუხლი 28 . 3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ცვლილება N493-რს, 23.07.2017): გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელისშეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.  მინისტრის ბრძანება N97/ნ, 29.06.2018 4. საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ მუხლი 60 11. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება (ცვლილება N3270-რს 21.08.2018)  საქართველოს მთავრობის დადგენილება N503, 26.10.2018 9 5. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3024-რს, 5.07.2018 მუხლი 2 16. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში 21.07.2018-მდე საქართველოს მთავრობამ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისათვის გადაცემას. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N371, 24.07.2018 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” N2260IIს, 4.05.2018 მუხლი 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესი. აღნიშნული ერთიანი საინფორმაციო ბაზა უნდა შეიქმნას არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა. იგი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N24-80, 27.07.2018 2. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2262-IIს, 4.05.2018 მუხლი 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება.  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N24-80, 27.07.2018 10 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3024-რს, 5.07.2018 მუხლი 2 9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა 21.07.2018-მდე საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.  საქართველოს მთავრობის განკარგულება N1420, 18.07.2015 2. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ მუხლი 28. 11. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებამდე მეოთხე კატეგორიის საწარმომ იხელმძღვანელოს „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი სტანდარტით, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის №10 დადგენილებით. სამსახურმა ამ პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე (ცვლილება N1734-Iს, 14.12.2017).  სამსახურის უფროსის ბრძანება N ნ-10, 26.06.2018 11 3. საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1895-რს, 23.12.2017 შესახებ“ მუხლი 2 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის 11.07.2018-მდე ვადაში ნორმატიული აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი.  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N173/04, 27.07.2018 4. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1894-რს, 23.12.2017 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულმა ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა 6 თვის ვადაში 11.07.2018-მდე უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა საქმიანობა განაგრძონ არსებული რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ფულადი გზავნილები განახორციელონ მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მისი აგენტის სტატუსით.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაციით 29.11.2018 ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ყველა ფულადი გზავნილების განმხორციელებელ პირს გაუუქმდა რეგისტრაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციას, ხოლო რაც შეეხება საგადახდო მომსახურების პროვაიდერების აგენტებს, ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია პროვაიდერების აგენტებზე (ბანკების და მისოების აგენტების გარდა), თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია რომელი იყო ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირი. შესაბამისად, თუ ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ რომელიმე სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებული იყო ფულადი გზავნილების განმხორციელებელ პირად, აგრძელებს საგადახდო მომსახურების მიწოდებას შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, აღნიშნულის შესახებ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს). 5. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1894-რს, 23.12.2017 მუხლი 3 2. 2018 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებები N195/04, N 193/04; 27.08.2018 12 5. 2018 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებები N217/04, 218/04; 27.09.2018 6. საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1897-რს, 23.12.2017 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 11.07.2018-მდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 29.11.2018, ეროვნული ბანკიდან მიღებული ინფორმაციით: რაც შეეხება, პროვაიდერების მიერ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო საქმიანობის განხორციელებას, აღნიშნულის გამოვლენა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხორციელდება შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შემოწმების ფარგლებში. ამჟამად, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა, სხვა საქმიანობას განხორციელების თაობაზე). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ N3303-რს, 21.07.2018 მუხლი 38. 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N421, 15.08.2018 2. სამეთვალყურეო საბჭომ 2018 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 9.10. 2018, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცდა 14.09.2018) სააგენტოს დირექტორი სააპენსიო 3. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებები N259/04, N256/04, N257/04; 30.11.2018 13 2. საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N3090-რს, 5.07.2018) მუხლი 23 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 21.06.2018-მდე უზრუნველყოს ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.   საქართველოს მთავრობის დადგენილება N381, 27.07.2018 საქართველოს მთავრობის დადგენილება N382, 27.07.2018 2. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 11.10.2018 –მდე უზრუნველყოს ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-15 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გამოცემა.  მინისტრის ბრძანებები: N01-25/ნ, 31.10.2018; N01-11/ნ, 12.09.2018; N01-1/ნ, 19.07.2018 3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” N2606-IIს, 27.06.2018 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ბ) იმ მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N517, 31.10.2018 4. საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ N746IIს, 4.05.2017 მუხლი 78. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის 24.11.2017-მდე ვადაში მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წერილობით დაადასტურონ შვილად აყვანის სურვილი, განაცხადონ თანხმობა შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 24.07.2017-მდე შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვალდებულებათა შესახებ მშვილებლებს მათი 14 საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეესტრში აღრიცხვის ან /და რეგისტრაციის მისამართზე.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 8.11.2018 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ შესრულებულია 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა) 5. საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N859-IIს, 17.05.2017 მუხლი 2 1. 2018 წლის 1 მაისამდე: ე) შესაბამისმა დაწესებულებებმა/უწყებებმა სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. უზრუნველყონ თავიანთი  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 8.11.2018 ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია შესაბამისი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა) 6. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2117-IIს, 4.04.2018 მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 18.10.2018 -მდე უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მინისტრის ბრძანება N01-14/ნ, 3.10.2018 15