საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) და 2018 წლის 8-12 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) და 2018 წლის 8-12 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) და 2018 წლის 8-12 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-27
ბიუროს ნომერი 230 (შუადღე)
📜 ტექსტი
წერილი
N 22590
27/12/2018
22590-3-9-3-201812271606
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ეთერ სვიანაიძეს,
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2018 წლის 8-12
ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს.
ასევე გეგზავნებათ ამავე დელეგაციის 2018 წლის ანგარიში.
დანართი: 6 ფურცელი
პატივისცემით,
თამარ ჩუგოშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-5388/19
27-03-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა „ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
საქმიანობის წლიური ანგარიში“ (N22590/9, 27.12.2018) საკომიტეტო განხილვის
ფორმატში. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს დელეგაციის
მიერ ჩატარებული შეხვედრების თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან, ვენეციის კომისიის მდივანთან და ევროპის საბჭოს ადამიანის
უფლებათა კომისართან. აგრეთვე, მოწოდებული იქნა ინფორმაცია დელეგაციის
წევრების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებში,
დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის თაობაზე, დელეგაციის წევრთა
აქტივობის თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციების მიღების
პროცესში. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დელეგაციის მიერ ჩატარებულ
კულტურულ-ინფორმაციული ღონისძიების შესახებ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიშს“.
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
პერიოდი: 2018 იანვარი - 2019 წლის იანვარი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
წლის სტატისტიკა - რეზიუმე:
o
o
o
o
o
o
1 შეხვედრა ასამბლეის პრეზიდენტთან;
1 შეხვედრა შეხვდა ვენეციის კომისიის მდივანთან;
1 შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან;
21 გამოსვლა დებატებზე;
4 კულტურულ-ინფორმაციული ღონისძიება სტრასბურგში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 3 საკომიტეტო სხდომის ორგანიზება
თბილისში.
2018 წლის იანვარი:
შეხვედრები:
შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, მიქელე
ნიკოლეტისთან - საუბარი იყო საქართველოს დელეგაციის სამომავლო გეგმებზე,
საქართველოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეფორმებზე,
პოსტმონიტორინგის დიალოგზე გადასვლის პროცედურებზე და მიმდინარე
სესიის ფარგლებში შექმნილი საგანგებო კომიტეტის მიზნებსა და ფუნქციებზე.
სხვა აქტივობები:
დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად
კვაჭანტირაძე და გიორგი კანდელაკი.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით გაიმართა საქართველოს
ახლადარჩეული სახალხო დამცველის შეხვედრა ევროპის საბჭოს ასამბლეის
წევრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან - ნინო ლომჯარიამ საქართველოში
ადამიანის უფლებების თემაზე მოხსენება გააკეთა. თამარ ჩუგოშვილმა და სახალხო
დამცველმა სტუმართა შეკითხვებს უპასუხეს.
თამარ ჩუგოშვილმა გამოფენაზე „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი
კულტურა“ მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს ქართული ანბანისა და ქართული
ღვინის ისტორიაზე ესაუბრა. დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ასევე წარუდგინა
„ობზერვერ მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნინო შარაშიძე და ჯგუფის
აღმასრულებელი დირექტორი, ნათია გამყრელიძე, რომლებმაც მათ მიერ
გამოცემული ჟურნალ „დიპლომატის“ და ჟურნალ „პარლამენტის“ შინაარსსა და
ჯგუფის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში ქართული
ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ეკა ბესელია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ნინო გოგუაძე - კულტურის,
მრავალფეროვნებისა
და
კულტურული
მემკვიდრეობის
ქვეკომიტეტის
თავმჯდომარედ, ხოლო ირინა ფრუიძე - ბავშვთა საკითხებზე ქვეკომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
ნინო გოგუაძე ევროპელი კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ბიუროს წევრი
გახდა.
2018 წლის აპრილი
შეხვედრები:
27 აპრილს, თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია ევროპის საბჭოს ადამიანის
უფლებათა ახლადარჩეულ კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ. შეხვედრის
თემა საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება იყო.
შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა ადამიანის უფლებათა კომისარი
საქართველოში მიიწვიეს.
სხვა აქტივობები:
დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე,
კანდელაკი.
ორშაბათს, 23 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტმა მიქელე ნიკოლეტიმ, საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის წევრმა,
გიორგი კანდელაკმა მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს
პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ასამბლეის წევრებს საშუალება მიეცათ ერთი კვირის განმავლობაში
დაეთვალიერებინათ საარქივო ფოტო მასალა, რომელზეც 100 წლის
წინანდელი პოლიტიკური მოვლენები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური
ფიგურები იყვნენ აღბეჭდილი.
24 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა
ასამბლეისა და ევროკავშირის დაფინანსებით წევრ ქვეყნებში განხორციელებული
პროექტების შემაჯამებელი სემინარი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ რეფორმების
შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმზე და ამ
მიმართულებით საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე, რომელიც
ევროპის საბჭოს მიერ მიიჩნევა „საუკეთესო პრაქტიკად“.
26 აპრილს, სესიის ფარგლებში გაიმართა „პანელური დისკუსია გენდერული
თანასწორობის შესახებ“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა,
დანიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ იენსენმა, შვედეთის
საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, იონას გუნარსონმა და ასამბლეის
თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სერბმა დეპუტატმა ელვირა კოვაჩმა.
25 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა პოლონელი დეპუტატის კილიონ
მუნიამას
ანგარიში
და
მიიღო
რეზოლუცია
„ევროპაში
იძულებით
გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების“ შესახებ.
დელაგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივით რეზოლუციის
პირვანდელ ტექსტში შევიდა ცვლილებები და ტექსტს დაემატა მოთხოვნა, რომ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცეს უფლება სრულად
განახორციელოს მისი მანდატი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული
საზღვრების ფარგლებში; ტექსტში დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაცია
და გიორგი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს ე.წ. „ეფექტურ
კონტროლს“; ასამბლეა მოითხოვს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნას უფრო
მეტი ე.წ. გამშვები პუნქტი და შეწყდეს რუსი სამხედროების მხრიდან
მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესი,
რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას; რეზოლუცია ასევე აღიარებს
საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ
ტერიტორიებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.
2018 წლის ივნისი
სესიის ძირითადი აქტივობები:
25 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია,
საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყო. საპარლამენტო ასამბლეის 32-ე პრეზიდენტი
გახდა ლილიან მარინ-პასკიე, სოციალისტების ჯგუფიდან. ის ამ საპასუხისმგებლო
თანამდებობაზე მეოთხე ქალია.
სესიის განმავლობაში გამართულ დებატებზე და კომიტეტების სხდომებზე
სიტყვით გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია და გიორგი
კანდელაკი.
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
წევრის,
ეკა
ბესელიას
თავმჯდომარეობით საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის
უფლებათა
დაცვის
კომიტეტის
ევროსასამართლოს
გადაწყვეტილებათა
აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა.
2018 წლის ოქტომბერი
შეხვედრები:
დელეგაციის წევრი სოფიო ქაცარავა კანადის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ისაუბრეს საკუთარ ქვეყნებში
არსებულ სიტუაციაზე და გამოთქვეს მზადყოფნა გააღრმავონ ორ ქვეყანას შორის
არსებული საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები.
სხვა აქტივობები:
დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, ეკა
ბესელია, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.
11 ოქტომბერს ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის
სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი
შემთხვევები.
9
ოქტომბერს,
საქართველოს
დელეგაციის
ორგანიზებით
გაიმართა
არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ღონისძიება
რომლის მთავარი თემა იყო ქვევრის ღვინოს დამზადების 8000 წლოვანი ტრადიცია.
დანართი
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა.
2018 წლის 8-12 ოქტომბერი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის, საშემოდგომო სესიის
მუშაობაში მონაწილეობის მიღება
N/A
1.
თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი;
2.
ეკა ბესელია;
3.
ნინო გოგუაძე;
4.
სოფიო ქაცარავა;
5.
ზვიად კვაჭანტირაძე;
6.
დავით ბაქრაძე;
7.
გიორგი კანდელაკი;
8.
ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი;
9.
ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი.
საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში;
გამართეს ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების,
პოლიტიკური ჯგუფების სხდომებსა და ასამბლეის სესიაზე სხვადასხვა თემებზე
გამართულ დებატებში. სესიის განმავლობაში დებატებზე გამოტანილი
თემებიდან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნების უფლებამოსილებათა დამტკიცებისა
და კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერების თემა, ევროპაში
ისლამის დაფინანსებისა და მიგრანტების რადიკალიზაციის თემა, სისხლის
სამართლის პროცესში შეთანხმებების პროცედურები, გენდერი და მიგრაცია.
ორშაბათი, 8 ოქტომბერი
ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ასამბლეის ბიუროს დროებითი კომიტეტისა და
ერთობლივი კომიტეტების სხდომა, სადაც განიხილებოდა ასამბლეის
რეგლამენტში ცვლილებების შეტანის ინიციატივა, რომლის საფუძველზეც უნდა
გამკაცრებულიყო წევრი სახელმწიფოების მიმართ უფლებამოსილებების
გაუქმების საკითხის აღძვრის პროცედურა და მათთვის სანქციის სახით
ასამბლეის სხდომებზე ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის წინაპირობები.
აღნიშნულ სხდომებზე მონაწილეობა მიიღო დელეგაციის ხელმძღვანელმა,
თამარ ჩუგოშვილმა.
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური ჯგუფებისა და
კომიტეტების მუშაობაში.
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
სამშაბათი, 9 ოქტომბერი
ასამბლეაში გაიმართა დებატები, რომელიც ეხებოდა ასამბლეის მიერ
გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერებას. დებატებზე გამოსვლისას
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა
ასამბლეის წევრები გააფრთხილა, რომ საშიშია ისეთი პრეცედენტის შექმნა, როცა
ერთერთი წევრი ქვეყანა არღვევს თავის უფლება-მოვალეობებს და ასამბლეა კი
ამ ქვეყანას განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ
რუსეთი უნდა იყოს ევროპის საბჭოს წევრი, ოღონდ არა ცალმხრივი
კომპრომისებისა და ფინანსური შანტაჟის ხარჯზე, არა ევროპის საბჭოს სისტემის
შესუსტების ხარჯზე.
გიორგი კანდელაკმა ყურადღება გაამახვილა იმ მცდარ არგუმენტებზე,
რომლითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ცდილობდა დებატების
ბედის გადაწყვეტას. არგუმენტები ეხებოდა ევროსაბჭოს თანამდებობის პირთა
არჩევას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების
მნიშვნელობას და ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურ ფინანსურ
შენატანებს. გიორგი კანდელაკმა სესიის დამსწრეთ შეახსენა, რომ არ შეიძლება იმ
ქვეყანასთან დათმობებზე საუბარი, რომელიც შეიჭრება მეზობელი ქვეყნების
ტერიტორიაზე და ახორციელებს ეთნიკურ წმენდას. ამ დათმობებისათვის ხმის
მიცემა იქნება რუსეთის მომავალი აგრესიული ქმედებების ლეგიტიმაციის
ექვივალენტი.
სამშაბათს საღამოს საქართველოს დელეგაციის ორგანიზებით გაიმართა
არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ღონისძიება
რომლის მთავარი თემა იყო ქვევრის ღვინოს დამზადების 8000 წლოვანი
ტრადიცია.
ამავე დღეს დელეგაციის წევრი სოფიო ქაცარავა კანადის დელეგაციის წევრებს
შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ისაუბრეს საკუთარ
ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და გამოთქვეს მზადყოფნა გააღრმავონ ორ
ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები.
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი
დელეგაციის წევრმა სოფიო ქაცარავამ ასამბლეის მომავალთან დაკავშირებულ
დებატებზე სამი მიმართულებით გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში, მისი
აზრით, საპარლამენტო ასამბლეამ მეტი დრო უნდა დაუთმოს ძირითად
პრიორიტეტულ საკითხებს. ასამბლეამ ასევე უნდა გაამყაროს მისი
სტრუქტურული და სამართლებრივი საფუძვლები. დეპუტატის აზრით
პროცედურების ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს ერთი მიზნით გამტკიცდეს და გამყარდეს ასამბლეის ძირითადი პრინციპები. ამ ჭრილში
კორუფციასთან ბრძოლა სოფიო ქაცარავას აზრით უმნიშვნელოვანესი
პრიორიტეტია. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციისადმი ფინანსური
ვალდებულებების შესრულებისა და ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მნიშვნელობას.
აღნიშნულ თემაზე გამოსვლისას გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ
საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს აქტიური ქმედებით სჭირდება დაცვა და
არა
ინდიფერენტულობით.
მისი
აზრით
საჭიროა
ძირითად
და
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
უმნიშვნელოვანეს საბაზისო თემებზე ფოკუსის გაკეთება. იგი მიესალმა
ასამბლეის მიერ წინა დღით გაკეთებულ არჩევანს არ დაუშვას გამონაკლისები.
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი
ხუთშაბათს სესიის შუადღის დებატები შეეხო ლტოლვილთა და მიგრანტთა
ოჯახის ერთიანობის თემას. აღნიშნულ საკითხზე დებატებზე მონაწილეობა
მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, დავით ბაქრაძემ. მან
აღნიშნა, რომ ევროპა ყოველთვის იყო იმ პირთა თავშესაფარი, ვინც ომს,
სიღარიბეს და ექსტრემალურ გაჭირვებას გაურბის და რომ მიგრაცია ცალმხრივი
არასოდეს არაა - ევროპის მოქალაქეებიც თავის მხრივ მიდიან საზღვარგარეთ
უკეთესი შესაძლებლობების გამოსაყენებლად. საქართველოს შემთხვევაში
ემიგრანტთა უმეტესობა ქალია. მათ არალეგალურად უწევთ სამუშაოს
შესრულება მიმღებ ქვეყანაში, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ხელი არ
მიუწვდებათ ძირითად სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე. დეპუტატის
აზრით,
ამ
სიტუაციიდან
გამოსავალია
მიგრანტებისთვის
სამუშაო
შესაძლებლობების კანონის საფუძველზე ან ორმხირივი შეთანხმების
საფუძველზე მოგვარება.
შუადღით ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის
სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი
შემთხვევები. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: ევროპის ადამიანის
უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის
უფროსმა ფრედერიკ სანდბერგმა, სასამართლოს რეესტრის საქმეთა-მართვისა და
სამუშაო მეთოდების განყოფილების უფროსმა პაოლა ტონარელი-ლაკორემ და
Redress-ის (გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ და
მართლმსაჯულების აღსადგენად) დირექტორმა რუპერტ სკილბეკმა.
პარასკევი, 12 ოქტომბერი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულმა სხდომამ პარასკევს
განიხილა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
ანგარიში: „სასამართლოს გარეშე განხილვის პროცედურები სისხლის
სამართლის მართლმსაჯულებაში: უპირატესობები და რისკები“. აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის
დელეგაციის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა
ბესელია. მისი თქმით, 2017 წლის გასაჩივრების სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს,
რომ დღეს საპროცესო გარიგებას ბრალდებული აღიქვამს როგორც ერთგვარ
შეთანხმებას, რომელიც უბრალოდ ამარტივებს მართლმსაჯულების პროცესს. მან
აღნიშნა, რომ საპროცესო გარიგებების იძულებითი ხასიათის აღმოსაფხვრელად
აუცილებელია მყარი გარანტიების შექმნა. დღეს საქართველო დასახელებულია
ამ რეზოლუციის პროექტში როგორც კარგი მოდელი, დაცვის კარგი სტანდარტი
და იმ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა: საფრანგეთი, შვეიცარია და ესტონეთი. ჩვენ
გვჭირდება მყარი გარანტიები დაცვისთვის და დღეს, ეს სტანდარტი გამყარდა
ჩვენი კანონმდებლობით.
მოამზადა ალექსანდრე რამიშვილმა
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება