ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#22590/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) და 2018 წლის 8-12 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-05-03
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-5388/19 27-03-2019 საორგანიზაციო დეპარტამენტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში“ (N22590/9, 27.12.2018) საკომიტეტო განხილვის ფორმატში. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს დელეგაციის მიერ ჩატარებული შეხვედრების თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ვენეციის კომისიის მდივანთან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან. აგრეთვე, მოწოდებული იქნა ინფორმაცია დელეგაციის წევრების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებში, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის თაობაზე, დელეგაციის წევრთა აქტივობის თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციების მიღების პროცესში. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დელეგაციის მიერ ჩატარებულ კულტურულ-ინფორმაციული ღონისძიების შესახებ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიშს“. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
N 22590 27/12/2018 22590-3-9-3-201812271606 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს, ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2018 წლის 8-12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს. ასევე გეგზავნებათ ამავე დელეგაციის 2018 წლის ანგარიში. დანართი: 6 ფურცელი პატივისცემით, თამარ ჩუგოშვილი
სტენოგრაფიული ჩანაწერი
01/05/2019 შესვენების შემდეგ სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ.ვოლსკი თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი ბატონ ანრის ვთხოვ, რომ დამეთანხმოს ჩემს წინადადებაში, რომ ჯერ განვიხილოთ დელეგაციის ანგარიში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოხსენებას მოუსმინოთ. შემდეგ უკვე, იურიდიულ კომიტეტს. თ. ჩუგოშვილი. მოგესალმებით, კოლეგებო, დიდი მადლობა, ბატონო გია, წარმოგიდგენთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ანგარიშს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ვეცდები, რომ 1 წლიანი, საკმაოდ დატვირთული მუშაობა ჩავატიო რამდენიმე წუთიან პრეზენტაციაში, რაც მარტივი არ არის, მაგრამ შევეხები ძირითად საკითხებს. პირველ რიგში, ჩვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ წელს საქართველოსთვის ევროსაბჭოში, ძალიან მნიშვნელოვანი წელია ამაზე, ამ კვირის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსაუბრობდით და ამაზე, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, აღარ გავაგრძელებ, იცით კარგად რომ 20 წელი შეუსრულდა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების. თავად ევროსაბჭო აღნიშნავს არსებობის 70 წლისთავს და შესაბამისად ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი წელი გვაქვს. გარდა ამისა, ასევე ყველამ კარგად იცით უკვე საზოგადოებასაც მოეხსენება, რომ წლის ბოლოს გადაიბარებს, ევროსაბჭოს პრეზიდენტობას თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და შესაბამისად, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებდით. საპარლამენტო ასამბლეა თავისი განრიგით და გრაფიკით არის საკმაოდ დატვირთული, წლის განმავლობაში იმართება 4 სესია. ასევე არის მრავალი კომიტეტი, სადაც არიან დელეგაციის წევრები წარმოდგენილი. შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი არის. ასევე ჩვენ ყოველთვის, როდესაც სესიები მიმდინარეობს, როდესაც მუშაობა მიმდინარეობს საპარლამენტო ასამბლეაში ვცდილობ ხოლმე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ორმხრივი შეხვედრებივითაც, დელეგაციების ხელმძღვანელებთან, ჩვენს კოლეგებთან, სხვადასხვა ევროპული პარლამენტების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესახებ, სხვადასხვა ქვეყნების დეპუტატები, პოლიტიკოსები იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულნი და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა იყოს მაღალი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცი, რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტში შევიდა ჩანაწერი საქართველოს შესახებ. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა დევნილების თემატიკას. ევროსაბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ და ამ რეზოლუციაში თავდაპირველი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხებოდა, საკმაოდ გაუმართავი იყო. შესაბამისად, ჩვენ ჩავასწორეთ და ძალიან ძლიერი ტექსტი არის მოცემული და იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებთან დაკავშირებით საერთაშორისო აქტში. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ევროსაბჭოში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით რა ხდება, არავინ არ კამათობს იმაზე, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყველაზე უხეში ფორმის დარღვევები ადამიანის უფლებების ხდება სწორედ აქ. ამ სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ობიექტურად ასახონ ზუსტად რა მდგომარეობა არის ამ ტერიტორიებზე და იქ მცხოვრები მოსახლება, განსაკუთრებულად ეთნიკური ქართველები რა ტიპის სირთულეების წინაშე დგანან, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული რეზოლუცია ე. წ. ნაცრისფერი ზონების შესახებ, სადაც არის ჩანაწერები გაკეთებული საქართველოსთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ ამ რეზოლუციის მიღება ხელს შეუწყობს, რომ მონიტორინგის რაიმე ფორმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ერთ-ერთი რეზოლუცია, რომელიც შეხება ე. წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ასახვას ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში. ამასაც ჰქონდა ადგილი. ცვლილება ინიცირებული იყო დელეგაციის, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრების მხრიდან და მან ძალიან დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მხრიდან. ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სტრასბურგს სტუმრობდა და საპარლამენტო ასამბლეას სტუმრობდა სულ ახლახანს, ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჰქონდა, როგორც მაღალი რანგის შეხვედრები, ასევე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო ასამბლეაზე. ეს გამოსვლა ეძღვნებოდა საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავს და იყო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანას შეეჯამებინა თუ რა გზა გამოიარა ამ 20 წლის განმავლობაში. მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით და ყველა ვხედავთ, მათ შორის, ქალბატონი ლილიანის გუშინდელი, სამშაბათის გამოსვლიდან, რომ ყველა აღიარებს ევროსაბჭოში იმას, რომ ამ 20 წლის განმავლობაში, 20 წლის წინა აიღო ქვეყანამ ვალდებულებები და ამ ვალდებების შესრულების კუთხით აქვს ძალიან დიდი წარმატება და როგორც ევროსაბჭო, ასევე საქართველო, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ერთობლივ წარმატებას იმიტომ, რომ სწორედ მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით ვახორციელებდით, ახორციელებდა ქვეყანა რეფორმებს წლების განმავლობაში. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ძალიან დიდი პოზიტივი აქვს ევროსაბჭოს მხრიდან და რომელიც საქართველოს უკავშირდება, ეს არის სტამბულის კონვენციის რატიფიცირება. სტამბულის კონვენცია არის ევროსაბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი კონვენცია, რომელსაც ყველა წევრი ქვეყანა არ არის მიერთებული, მათ შორის, არც ჩვენ არ ვიყავით 2017 წლამდე და გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ეხებოდა თუ როგორ ხორციელდება, როგორ სრულდება სტამბულის კონვენცია, როგორ ხდება იმპლემენტაცია საქართველოში და ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები გვაქვს, ნამდვილად ამ კუთხით. ასევე მინდა ვისაუბრო რამდენიმე ღონისძიებაზე, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვმართავთ ხოლმე, თითქმის ყველა სესიაზე საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი და ცნობადობა იყოს გაზრდილი. ძირითადად ეს შეეხება სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს. ასეთი ტიპის ღონისძიებები აჩენს, ასე ვთქვათ, ჩვენ მცირე ქვეყანას, მცირე დელეგაცია ვართ, მაგრამ ასეთი ტიპის ღონისძიებები გვაძლევს ხოლმე შესაძლებლობას, რომ მივიპყროთ მაქსიმალურად საკმოდ დიდი ასამბლეის ყურადღება. ამ წლის განმავლობაში გვქონდა ოთხი მსგავსი ღონისძიება. ისინი შეეხებოდა ქართულ მხატვრობას, ქართულ ანბანს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, 100 წლისთავს და ასევე ქვევრის ღვინის დამზადების რვა ათასწლოვან ტრადიციას. ეს იყო ოთხი სხვადასხვა საკამოდ დიდი ღონისძიება, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეულობით ევროპელი პარლამენტარი ესწრებოდა, მონაწილეობდა და იღებდა ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, ტრადიციების შესახებ და იყო ძალიან საინტერესო და კარგი შესაძლებლობა იმის, რომ მიგვეპყრო იმ ადამიანების ყურადღება, ვისაც შეიძლება სხვა მხრივ ჩვენს ქვეყანასთან არ აქვს ხოლმე გადაკვეთის წერტილები. ასევე ამ წლის განმავლობაში ჩვენ ვმასპინძლობდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ მომხსენებლებს, რომლებიც საქართველოს თემას ფარავენ. რამდენიმე ასეთი ვიზიტი იყო განხორციელებული და ჩვენი დამოკიდებულება მათი ვიზიტების მიმართ არის შემდეგი: ვცდილობთ ხოლმე, რომ მათი რეკომენდაციები, რომლებიც ვიზიტის ბოლოს, ასე ვთქვათ, რომელსაც გვიზიარებენ ვიზიტის ბოლოს, მაქსიმალურად, დროულად გავითვალისწინოთ ხოლმე, ავსახოთ ჩვენს საქმიანობაში და შედეგები ვაჩვენოთ ევროსაბჭოს და კონკრეტულად, მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ერთეული არის საპარალამენტო ასამბლეის სტრუქტურაში და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი და პოზიტიური გამოხმაურება აქვს ჩვენს მუშაობას ამ კუთხით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობდით და ზოგიერთში საკმაოდ აქტიური როლი გვქონდა, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ანუ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევა. თქვენ იცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში იყო პრობლემა მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით. ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ავირჩიეთ ძალიან დიდი მხარდაჭერით, უდიდესი მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის წევრების მხრიდან ბატონი ლადო ჭანტურია, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ქართველი მოსამართლე. ასევე ამავე პერიოდში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მოგვიწია მონაწილეობის მიღება. ეს იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის არჩევა და ასამბლეამ აირჩია ქალბატონი დუნია მიატოვიჩი, რომელსაც ჩვენ საქართველოში საკმაოდ კარგად ვიცნობთ, როგორც ეუთოს მედიის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელს და მედიის ოფიცერს და ახლა მასთან გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა, როგორც ადამიანის უფლებების კომისართან, ევროსაბჭოს კომისართან და შესაბამისად ყოველთვის, ყველა სესიაზე გვაქვს მასთან კომუნიკაცია, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისგან გვაქვს ასევე დასტური და სურვილი იმისა, რომ აფხაზეთის რეგიონში სცადოს, რომ ჩავიდეს და დააკვირდეს, ნახოს ადგილზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები. ეს ჯერ არ ვიცით, არ არის დადასტურებული, ეს შესაძლებელი იქნება თუ არა, მაგრამ მას სურვილი ნამდვილად აქვს, რაც უკვე მნიშვნელოვანია და შესაბამისად, თუკი, ასე ვთქვათ, მთლიანად ორგანიზაციის სათანადო მხარდაჭერა იქნება, მე იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელი გახდება. ასევე სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ჩვენ გვქონდა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა ამ წლის განმავლობაში, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია ესწრებოდა. იყო ძალიან საინტერესო იმიტომ, რომ სახალხო დამცველი თავის პოზიციებს უზიარებდა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის წევრებს და ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. საერთო ჯამში რაც შემიძლია გითხრათ, რითიც შემიძლია შევაჯამო, ასე ვთქვათ... დიახ, ანუ ბევრს არ ვისაუბრებ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნაზე იმიტომ, რომ, მე მგონი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, წინა თვეში სტრასბურგის მერიამ დაგვდო ძალიან მნიშვნელოვანი პატივი ჩვენ, როგორც ქვეყანას, და ევროპის საბჭოს სასახლის წინ ძალიან მნიშვნელოვანი გვარების გვერდით, ისეთი გვარების გვერდით, როგორიც არის უინსტონ ჩერჩილი, პან გი მუნი და ა.შ. მათ გვერდით პირველად დაიწერება ქართული გვარი და ეს იქნება ზურაბ ჟვანიას გვარი, სიტყვებით „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ საკმაოდ კარგად ვიცით ყველა ჩვენთაგანმა, მე მგონი საზოგადოებამაც იცის ეს ყველაფერი, საერთო ჯამში შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანა არის რამდენიმე საპარლამენტო ასამბლეაში, ერთი ამოცანა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა დელეგაცია, ხილვადობა გვქონდეს მაღალი, ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მცირე დელეგაცია ვართ, მაგრამ მე მგონი საკმაოდ კარგად ვჩანვართ, ასე ვთქვათ, ანუ ეს ხილვადობა საკმაოდ მაღალი გვაქვს, მეორე ამოცანა არის ის რომ ჩვენი მეგობრები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ, როგორც ქვეყნის მიღწევებით, ასევე ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, იმიტომ, რომ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსის მხარდაჭერა შეიძლება რაღაც მომენტში აღმოჩნდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი იყოს მაქსიმალურად დიდი და ასევე ვცდილობთ, რომ ძალიან კარგად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა უწყებებთან, რომელიც ევროსაბჭოში შედის იმისთვის, ერთის მხრივ, ჩვენი მხრიდან რეფორმების განხორციელება იყოს ხარისხიანი, კარგი და მეორეს მხრივ, მათ, ევროსაბჭოს აქვს მე მგონი ამ ეტაპზე ეს განცდა, რომ საქართველო, აქ ჰყავთ ქვეყნები, რომლებიც მაინცდამაინც წარმატებებით დემოკრატიული და ადამიანის უფლებების კუთხით წარმატებით ვერ , წინ, ასე ვთქვათ, დიდად ვერ მიდიან და არის განცდა, რომ საქართველო არის ნამდვილად ის ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად პროგრესირებდა, წინ მიდიოდა და შესაბამისად ამ განცდის, არა მხოლოდ განცდის, არამედ ამ რეალობის ქონა და ამ განცდის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ასეთი მეგობრები და ასეთი მხარდაჭერა და შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ეს მომენტი ყოველთვის გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ეს არის ძალიან მოკლედ, თუ კითხვები გექნებათ სიამოვნებით გავცემ პასუხს. თავმჯდომარე. თანამომხსენებელს, უკაცრავად, ჯერ შეკითხვების დროა, გთხოვთ, შეკითხვებს. მე ვერ ვხედავ მსურველებს შეკითხვების, ქალბატონი გუგული მაღრაძე. გ. მაღრაძე. დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ახლანდელი დელეგაციის აქტიურობა ევროსაბჭოში, მე გახლდით წინა დელეგაციის წევრი, 12-დან 16-წლამდე და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის აქტიურობა იმაში, რასაც ქალბატონი თამარი და დელეგაციის წევრები აკეთებენ. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შესახებ ინფორმაცია და ჩვენი მომხრეების, მეგობრების მხარდაჭერის მოპოვება. ეს ასეთი ადვილი საქმე არ არის, ეს ზუსტად უნდა წარმოაჩინო ვინ ხარ, რა ხარ, უნდა აჩვენო, რომ ხარ ევროპულ, ასე ვთქვათ, კულტურის რაღაცა ნაწილი, რომ მიგიღონ და რომ მხარი დაგიჭირონ ამა თუ იმ ვთქვათ რეზოლუცია თუ სხვა იქნება, რაც საქართველოსთვის საჭიროა. ამიტომ, ამ მხრივ ძალიან დიდი მუშაობაა გაწეული და ძალიან მისასალმებელია. მე მინდა ერთ საკითხს, აი, ხილვადობისთვის, ე.ი. ევროსაბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარდა ჩვენი პრობლემებისა, ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ევროპული კულტურისა, ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე რამდენადაც ვხედავ, აი, კომიტეტის მომხსენებლად ყოფნას, მე მაგალითად დღესაც არ დამავიწყდება ის განცდა, რაც იყო როცა მე კომიტეტიდან მქონდა მოხსენება სრულიად ისეთ საკითხზე, რომელიც უშუალოდ საქართველოს არ ეხებოდა, მაგრამ ევროპის ქვეყნებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების იძულებითი მკურნალობა და განთავსება და როდესაც ასეთი ტიპის მოხსენებას აკეთებ, რომელიც ევროპულ, ასე ვთქვათ, საქმეებში ეწერება, კიდევ უფრო ხაზს უსვამ, რომ ევროპის ნაწილი ხარ და და აი,ამ მექანიზმის გამოყენებას, როგორ აპირებთ და რა შესაძლებლობაა ამ მხრივ და მეორე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ და ახლაც ალბათ, მონიტორინგი და პოსტმონიტორინგის სტადიაზე გადასვლა, ამ მხრივ თუ არის რაიმე წინსვლა და რა ბარიერებია და რა გამოწვევებია. გმადლობთ. თავმჯდომარე. დიდი მადლობა, სხვა შეკითხვა არ არის, გთხოვთ, გასცეთ პასუხი. თ. ჩუგოშვილი. მადლობა, ქალბატონო გუგული, კითხვებისთვის. მომხსენებლის მექანიზმს რაც შეეხება, კი, ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ, რომ დელეგაციის წევრს, ევროსაბჭოს წევრს ბევრად უფრო აქტიურს ხდის თვითონ ასამბლეის მუშაობაში. ჩვენი დელეგაციიდან ქალბატონი ნინო გოგუაძე იყო ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მედიასთან დაკავშირებულ საკითხზე მომხსენებელი და მე ვფიქრობ, რომ ის სულ სხვა კოლეგებთან ერთად ძალიან აქტიური წევრი არის საპარლამენტო ასამბლეის. რომ არ მოგატყუოთ ყველა ვერ ვახერხებთ და ვერც მოვახერხებთ იმიტომ, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის შრომას, დროს და ენერგიას მოითხოვს. ეს ყველაფერი, მომხსენებლობა არის შესაძლებელი, ჩემი აზრით, იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ პარლამენტში ანუ ჩვენ შემთხვევაში, ქართულ პარლამენტში ან აქ, ადგილზე დიდი პასუხისმგებლობები თუ არა აქვს დეპუტატს, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ აქტიურად იყო მომხსენებლობით დაკავებული, მაგრამ როდესაც აქ ადგილზე ძალიან პასუხისმგებლობა აქვს დელეგაციის წევრებს, ძალიან რთულდება, რომ იმ ყველაფრის პარალელულად, მე რაზეც ვისაუბრე, ათეულობით, ასეულობით შეხვედრა, მუდმივად რეზოლუციებზე მუშაობა, მუდმივად აი, ამ ე.წ. საიგივენთების ორგანიზება, რომ მაქსიმალურად ბევრი დაპატიჟო, ბევრს გაეცნო, ბევრს მიაწოდო ინფორმაცია და მაქსიმალურად, ასევე სხვადსხვა სამუშაო შეხვედრების ჩატარება ამ ყველაფრის პარალელურად, ეს არის ჩემთვის პირადად საინტერესო, მაგრამ მე ვიცი, რომ ამას ვეღარ შევძლებ იმიტომ, ისედაც ძალიან ბევრი სხვა პასუხისმგებლობა მაქვს და უბრალოდ, უბრალოდ, ჩემი დრო ფიზიკურად ვეღარ წვდება იმას, რომ მომხსენებლობაც ავიღო. მაგრამ ქალბატონი ნინო იყო და ეს ძალიან კარგი პრეცედენტი იყო და რა თქმა უნდა, თვითონ დელეგაციის თითოეულ წევრზე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მომხსენებლობის საკითხი. რაჩც შეეხება მონიტორინგს და პოსტ მონიტორინგს, მე არ მინდა, ასე ვთქვათ, მოლოდინების გაზრდა ან განსაკუთრებულად ან ა.შ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი შანსი, არის რამდენიმე თემა და თქვენთვის არის ეს ცნობილი, რა თემები არის, პირველ რიგში, ენების ქარტიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ა.შ. რომელსაც ჩვენ თუ მივიღებთ, შესაბამისად, არც, ასე ვთქვათ, მონიტორინგის დახურვის გადაწყვეტილება არ დააყოვნებს ჩემი აზრით, მაგრამ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილებები, ამიტომ, მე ვერ გეტყვით ოქტომბერში შემეძლება, რომ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რა გველის, ასე ვთქვათ, მონიტორინგის დახურვის კუთხით, თუმცა, რა თქმა უნდა, აქ ვმუშაობთ მუდმივად, ეს შემიძლია დაგარწმუნოთ, მუდმივ რეჟიმში, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ ვართ, არამედ მაშინაც, როცა აქ ვართ. მუდმივად ვმუშაობთ ამ თემაზე და თუკი ანუ შრომა და ენერგია ნამდვილად დელაგაციას ამ საკითხისთვის არ დაუკლია, უბრალოდ, სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები და მარტივი არ არის. შესაბამისად,სენსიტიური საკითხია და ამიტომ, დეტალებში არ მინდა, რომ ჩავიდე ამ თემაზე საუბრისას. გმადლობთ. თავმჯდომარე. დიდი მადლობა, დაზუსტებას არ აპირებთ, როგორც ჩანს,აქედან გამომდინარე თანამომხსენებელს ვთხოვ, ადგილიდან სამი წუთი. ქალბატონ სოფიოს. ს. ქაცარავა. გმადლობთ, ბატონო გია, ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა ანგარიშისთვის, მე, რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს ვერ დავამატებ, რადგან თქვენ ძალიან სწორი აქცენტებით წარმოადგინეთ ანგარიში და საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რაც მოკლედ, მაგრამ ფაქტია არის, რომ თუნდაც ამ მოკლე მოხსენებით ჩანს, რომ მართლაც ძალიან დატვირთული დღის წესრიგი აქვს საქართველოს დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ყველა იმ საკითხის გარდა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და იმ ამოცანებზე, რაზეც ისაუბრეთ და რაშიც საქართველოს დელეგაცია უდავოდ ძალიან აქტიურად არის ჩართული, მე, მართლაც, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რაზეც თქვენ ასევე ისაუბრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს ევროპელი კოლეგებისთვის დანახება სხვა კუთხით, იმ სხვა კუთხით, რაზეც თქვენ ილაპარაკეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს და მეტად მოხდება საქართველოს პოპულარიზაცია და მართლაც, უნდა ითქვას ის, რომ თითქმის ყველა სესიაზე ასეთ ღონისძიებებს თქვენ მართავთ ხოლმე და დასწრება არის ყოველთვის ძალიან მაღალი და ესეც არის თავის თავად მაჩვენებელი იმისა, რომ, როგორც თქვენ თქვით პატარა დელეგაცია პატარა ქვეყნიდან, თუმცა ინტერესი არის ყოველთვის ძალიან დიდი და ბევრს არ ვილაპარაკებ გასულ წელზე, რადგან თქვენ ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგად წარმოადგინეთ, წელს, 2019 წელს განსაკუთრებით დატვირთული იქნება, თუ შეიძლება ვთქვათ, რომ განსაკუთრებით დატვირთული არის რომელიმე წელი, რადგან გგონია, რომ ყველა წელი ასეთი არის. წარმატება გისურვოთ თქვენ, როგორც ხელმძღვანელს ამ დელეგაციის და მთლიანად დელეგაციას, იმის გათვალიწინებით, რომ საქართველო გადმოიბარებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას სულ მალე, ნოემბრიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და ...იუბილეც თავისთავად არის ძალიან სიმბოლური და არაჩვეულებრივი. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კარგი ვიზიტი ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში სულ ახლახანს, რამაც კიდევ ერთხელ განამტკიცა ჩვენს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლიას შორის, მართლაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ ყველაფერს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თ. ჩოგუშვილი. მადლობა თქვენ. თავმჯდომარე. დიდი მადლობა. თუ აქვთ შეკითხვები თანამომხსენებელთან? ჩანს, არავინ დარეგისტრირებულა. გთხოვთ, კომიტეტების წარმომადგენლებს სურვილი თუ აქვთ გამოსვლის, ცალკეულ დეპუტატებს, ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობა? ასეთი სურვილი არ ჩანს. შემაჯამებელი სიტყვით შეგიძლიათ გამოხვიდეთ, ქალბატონო თამარ. თ. ჩოგუშვილი. მხოლოდ მადლობას გადავუხდი დელეგაციის წევრებს, ქალბატონ სოფიოს, როგორც საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც ამ დელეგაციაში, ასევე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიმართულებით, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება და მადლობა დელეგაციის ყოფილ წევრებსაც ასევე, ქალბატონო გუგული, იმიტომ, რომ ნამდვილად, არ იკარგება ხოლმე შრომა და რაც არის, ასე ვთქვათ, დატოვებული ჩანს ხოლმე ძალიან კარგად, რაც არ არის დატოვებული ისიც ჩანს ხოლმე, ჰოდა, შესაბამისად მინდა, რომ თქვენც, როგორც ყოფილ წევრს ამ დელეგაციის, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა კოლეგებო, ამით დავასრულებ ჩემს გამოსვლა. (ტაში დარბაზში). თავმჯდომარე. დიდი მადლობა საინტერესო განხილვისთვის.
დანართი
პერიოდი: 2018 იანვარი - 2019 წლის იანვარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წლის სტატისტიკა - რეზიუმე: o o o o o o 1 შეხვედრა ასამბლეის პრეზიდენტთან; 1 შეხვედრა შეხვდა ვენეციის კომისიის მდივანთან; 1 შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან; 21 გამოსვლა დებატებზე; 4 კულტურულ-ინფორმაციული ღონისძიება სტრასბურგში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 3 საკომიტეტო სხდომის ორგანიზება თბილისში. 2018 წლის იანვარი: შეხვედრები:  შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, მიქელე ნიკოლეტისთან - საუბარი იყო საქართველოს დელეგაციის სამომავლო გეგმებზე, საქართველოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეფორმებზე, პოსტმონიტორინგის დიალოგზე გადასვლის პროცედურებზე და მიმდინარე სესიის ფარგლებში შექმნილი საგანგებო კომიტეტის მიზნებსა და ფუნქციებზე. სხვა აქტივობები:     დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გიორგი კანდელაკი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით გაიმართა საქართველოს ახლადარჩეული სახალხო დამცველის შეხვედრა ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან - ნინო ლომჯარიამ საქართველოში ადამიანის უფლებების თემაზე მოხსენება გააკეთა. თამარ ჩუგოშვილმა და სახალხო დამცველმა სტუმართა შეკითხვებს უპასუხეს. თამარ ჩუგოშვილმა გამოფენაზე „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს ქართული ანბანისა და ქართული ღვინის ისტორიაზე ესაუბრა. დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ასევე წარუდგინა „ობზერვერ მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნინო შარაშიძე და ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია გამყრელიძე, რომლებმაც მათ მიერ გამოცემული ჟურნალ „დიპლომატის“ და ჟურნალ „პარლამენტის“ შინაარსსა და ჯგუფის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ეკა ბესელია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ნინო გოგუაძე - კულტურის, მრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო ირინა ფრუიძე - ბავშვთა საკითხებზე ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.  ნინო გოგუაძე ევროპელი კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ბიუროს წევრი გახდა. 2018 წლის აპრილი შეხვედრები:  27 აპრილს, თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახლადარჩეულ კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ. შეხვედრის თემა საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება იყო. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში მიიწვიეს. სხვა აქტივობები:  დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, კანდელაკი.  ორშაბათს, 23 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიქელე ნიკოლეტიმ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის წევრმა, გიორგი კანდელაკმა მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. ასამბლეის წევრებს საშუალება მიეცათ ერთი კვირის განმავლობაში დაეთვალიერებინათ საარქივო ფოტო მასალა, რომელზეც 100 წლის წინანდელი პოლიტიკური მოვლენები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ აღბეჭდილი.  24 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ასამბლეისა და ევროკავშირის დაფინანსებით წევრ ქვეყნებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი სემინარი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმზე და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ მიიჩნევა „საუკეთესო პრაქტიკად“. 26 აპრილს, სესიის ფარგლებში გაიმართა „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა, დანიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ იენსენმა, შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, იონას გუნარსონმა და ასამბლეის თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სერბმა დეპუტატმა ელვირა კოვაჩმა. 25 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა პოლონელი დეპუტატის კილიონ მუნიამას ანგარიში და მიიღო რეზოლუცია „ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების“ შესახებ. დელაგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივით რეზოლუციის პირვანდელ ტექსტში შევიდა ცვლილებები და ტექსტს დაემატა მოთხოვნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცეს უფლება სრულად განახორციელოს მისი მანდატი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში; ტექსტში დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაცია   და გიორგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს ე.წ. „ეფექტურ კონტროლს“; ასამბლეა მოითხოვს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნას უფრო მეტი ე.წ. გამშვები პუნქტი და შეწყდეს რუსი სამხედროების მხრიდან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესი, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას; რეზოლუცია ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ ტერიტორიებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. 2018 წლის ივნისი სესიის ძირითადი აქტივობები:    25 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია, საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყო. საპარლამენტო ასამბლეის 32-ე პრეზიდენტი გახდა ლილიან მარინ-პასკიე, სოციალისტების ჯგუფიდან. ის ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მეოთხე ქალია. სესიის განმავლობაში გამართულ დებატებზე და კომიტეტების სხდომებზე სიტყვით გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია და გიორგი კანდელაკი. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა. 2018 წლის ოქტომბერი შეხვედრები:  დელეგაციის წევრი სოფიო ქაცარავა კანადის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ისაუბრეს საკუთარ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და გამოთქვეს მზადყოფნა გააღრმავონ ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები. სხვა აქტივობები:    დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. 11 ოქტომბერს ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევები. 9 ოქტომბერს, საქართველოს დელეგაციის ორგანიზებით გაიმართა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ღონისძიება რომლის მთავარი თემა იყო ქვევრის ღვინოს დამზადების 8000 წლოვანი ტრადიცია.
დანართი
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა. 2018 წლის 8-12 ოქტომბერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის, საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება N/A 1. თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი; 2. ეკა ბესელია; 3. ნინო გოგუაძე; 4. სოფიო ქაცარავა; 5. ზვიად კვაჭანტირაძე; 6. დავით ბაქრაძე; 7. გიორგი კანდელაკი; 8. ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი; 9. ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი. საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებში; გამართეს ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების, პოლიტიკური ჯგუფების სხდომებსა და ასამბლეის სესიაზე სხვადასხვა თემებზე გამართულ დებატებში. სესიის განმავლობაში დებატებზე გამოტანილი თემებიდან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნების უფლებამოსილებათა დამტკიცებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერების თემა, ევროპაში ისლამის დაფინანსებისა და მიგრანტების რადიკალიზაციის თემა, სისხლის სამართლის პროცესში შეთანხმებების პროცედურები, გენდერი და მიგრაცია. ორშაბათი, 8 ოქტომბერი ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ასამბლეის ბიუროს დროებითი კომიტეტისა და ერთობლივი კომიტეტების სხდომა, სადაც განიხილებოდა ასამბლეის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის ინიციატივა, რომლის საფუძველზეც უნდა გამკაცრებულიყო წევრი სახელმწიფოების მიმართ უფლებამოსილებების გაუქმების საკითხის აღძვრის პროცედურა და მათთვის სანქციის სახით ასამბლეის სხდომებზე ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის წინაპირობები. აღნიშნულ სხდომებზე მონაწილეობა მიიღო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური ჯგუფებისა და კომიტეტების მუშაობაში. 2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება სამშაბათი, 9 ოქტომბერი ასამბლეაში გაიმართა დებატები, რომელიც ეხებოდა ასამბლეის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერებას. დებატებზე გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ასამბლეის წევრები გააფრთხილა, რომ საშიშია ისეთი პრეცედენტის შექმნა, როცა ერთერთი წევრი ქვეყანა არღვევს თავის უფლება-მოვალეობებს და ასამბლეა კი ამ ქვეყანას განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს ევროპის საბჭოს წევრი, ოღონდ არა ცალმხრივი კომპრომისებისა და ფინანსური შანტაჟის ხარჯზე, არა ევროპის საბჭოს სისტემის შესუსტების ხარჯზე. გიორგი კანდელაკმა ყურადღება გაამახვილა იმ მცდარ არგუმენტებზე, რომლითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ცდილობდა დებატების ბედის გადაწყვეტას. არგუმენტები ეხებოდა ევროსაბჭოს თანამდებობის პირთა არჩევას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურ ფინანსურ შენატანებს. გიორგი კანდელაკმა სესიის დამსწრეთ შეახსენა, რომ არ შეიძლება იმ ქვეყანასთან დათმობებზე საუბარი, რომელიც შეიჭრება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე და ახორციელებს ეთნიკურ წმენდას. ამ დათმობებისათვის ხმის მიცემა იქნება რუსეთის მომავალი აგრესიული ქმედებების ლეგიტიმაციის ექვივალენტი. სამშაბათს საღამოს საქართველოს დელეგაციის ორგანიზებით გაიმართა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ღონისძიება რომლის მთავარი თემა იყო ქვევრის ღვინოს დამზადების 8000 წლოვანი ტრადიცია. ამავე დღეს დელეგაციის წევრი სოფიო ქაცარავა კანადის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ისაუბრეს საკუთარ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და გამოთქვეს მზადყოფნა გააღრმავონ ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები. ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი დელეგაციის წევრმა სოფიო ქაცარავამ ასამბლეის მომავალთან დაკავშირებულ დებატებზე სამი მიმართულებით გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში, მისი აზრით, საპარლამენტო ასამბლეამ მეტი დრო უნდა დაუთმოს ძირითად პრიორიტეტულ საკითხებს. ასამბლეამ ასევე უნდა გაამყაროს მისი სტრუქტურული და სამართლებრივი საფუძვლები. დეპუტატის აზრით პროცედურების ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს ერთი მიზნით გამტკიცდეს და გამყარდეს ასამბლეის ძირითადი პრინციპები. ამ ჭრილში კორუფციასთან ბრძოლა სოფიო ქაცარავას აზრით უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციისადმი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მნიშვნელობას. აღნიშნულ თემაზე გამოსვლისას გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს აქტიური ქმედებით სჭირდება დაცვა და არა ინდიფერენტულობით. მისი აზრით საჭიროა ძირითად და 2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება უმნიშვნელოვანეს საბაზისო თემებზე ფოკუსის გაკეთება. იგი მიესალმა ასამბლეის მიერ წინა დღით გაკეთებულ არჩევანს არ დაუშვას გამონაკლისები. ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი ხუთშაბათს სესიის შუადღის დებატები შეეხო ლტოლვილთა და მიგრანტთა ოჯახის ერთიანობის თემას. აღნიშნულ საკითხზე დებატებზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, დავით ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ ევროპა ყოველთვის იყო იმ პირთა თავშესაფარი, ვინც ომს, სიღარიბეს და ექსტრემალურ გაჭირვებას გაურბის და რომ მიგრაცია ცალმხრივი არასოდეს არაა - ევროპის მოქალაქეებიც თავის მხრივ მიდიან საზღვარგარეთ უკეთესი შესაძლებლობების გამოსაყენებლად. საქართველოს შემთხვევაში ემიგრანტთა უმეტესობა ქალია. მათ არალეგალურად უწევთ სამუშაოს შესრულება მიმღებ ქვეყანაში, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ხელი არ მიუწვდებათ ძირითად სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე. დეპუტატის აზრით, ამ სიტუაციიდან გამოსავალია მიგრანტებისთვის სამუშაო შესაძლებლობების კანონის საფუძველზე ან ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე მოგვარება. შუადღით ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევები. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის უფროსმა ფრედერიკ სანდბერგმა, სასამართლოს რეესტრის საქმეთა-მართვისა და სამუშაო მეთოდების განყოფილების უფროსმა პაოლა ტონარელი-ლაკორემ და Redress-ის (გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ და მართლმსაჯულების აღსადგენად) დირექტორმა რუპერტ სკილბეკმა. პარასკევი, 12 ოქტომბერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულმა სხდომამ პარასკევს განიხილა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანგარიში: „სასამართლოს გარეშე განხილვის პროცედურები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში: უპირატესობები და რისკები“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი თქმით, 2017 წლის გასაჩივრების სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ დღეს საპროცესო გარიგებას ბრალდებული აღიქვამს როგორც ერთგვარ შეთანხმებას, რომელიც უბრალოდ ამარტივებს მართლმსაჯულების პროცესს. მან აღნიშნა, რომ საპროცესო გარიგებების იძულებითი ხასიათის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მყარი გარანტიების შექმნა. დღეს საქართველო დასახელებულია ამ რეზოლუციის პროექტში როგორც კარგი მოდელი, დაცვის კარგი სტანდარტი და იმ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა: საფრანგეთი, შვეიცარია და ესტონეთი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები დაცვისთვის და დღეს, ეს სტანდარტი გამყარდა ჩვენი კანონმდებლობით. მოამზადა ალექსანდრე რამიშვილმა 2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება