საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-4356/19
15-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების
მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი,
ანზორ მაჭარაშილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,პროფესიული
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტთან დაკავშირებით (1-1585/19, 04.02.2019).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
გთხოვთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-3573/20
27-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების
მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ
მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1585-19; 04.02.2019).
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა
2020 წლის 24 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთაღნიშნული
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა დანიელ დავითაშვილმა.
საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით და მისი მიზანია
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის
განვითარება; მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების
დანერგვა; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა
დასაქმების გაუმჯობესება, პროფესიული განათლების სფეროს დაფინანსების მოდელის
სრულყოფა; პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ზოგადი განათლების
დაუფლება.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით
კომიტეტს გააჩნია შემდეგი შენიშვნები:
1.კანონპროექტით მოქმედ კანონს ემატება 81 მუხლი ,,ინტეგრირებული სწავლება“.
იგი გულისხმობს პროფესიულ პროგრამასთან ერთად სრული ზოგადი განათლების მიღების
შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა ისედაც შექმნილია „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთერთი სახეა საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა,
რომელიც
სრულდება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის
მინიჭებით. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3
პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უნდა
მოიცავდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებს, სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით“. ამავე კანონის მე-16 მუხლის (სწავლის შედეგების დადასტურება) მე-2
პუნქტი კი ადგენს, რომ
დიპლომი, რომელიც გაცემულია იმ საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გათანაბრებულია სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. აღნიშნული დიპლომის გაცემის წინაპირობაა
პროფესიული
სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგების დადასტურება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. კანონპროექტის
ინიციატორთა მხრიდან შემოთავაზებული არ არის საკითხის განსხვავებული გზით
დარეგულირება და ამდენად, ბუნდოვანია, რა მიზანს ემსახურება ცვლილება.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2. კანონპროექტით გათვალისწინებულია 101 მუხლის დამატება (დუალური
პროფესიული განათლება) – უნდა აღინიშნოს, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-11 მუხლი არეგულირებს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და
ადგენს მისი განხორციელების ძირითად გზებს. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ცნება
მოცემულია ტერმინთა განმარტებაშიც. მოქმედი კანონით ასევე შემოთავაზებულია სასწავლო
საწარმოს სტატუსი, რომელიც უკავშირდება საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის
საგანმანათლებლო პროგრამების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სამუშაოზე
დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლების მოპოვებას. სამუშაოზე
დაფუძნებული სწავლება არის ფართე ცნება და მოიცავს სწავლების სხვადასხვა ფორმებს, მათ
შორის დუალურ სწავლებასაც (ETF, CEDEFOP). აღნიშნულ პრინციპებზეა დაფუძნებული
კანონის არსებული რედაქცია და შესაბამისად მისი შეცვლა მიზანშეწონილი არ არის.
3. კანონს ემატება 111 მუხლი (პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის
დაგეგმვის სისტემის განვითარება). მოქმედ კანონში განსაზღვრულია სამინისტროს
მიერ ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და
კარიერის დაგეგმვის სტრატეგიის დამტკიცება. ასევე, კოლეჯების ვალდებულებების ნაწილში
ასახულია ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და
კარიერის დაგეგმვის
სისტემის
ფარგლებში
უზრუნველყოს
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისად
აღნიშნული მუხლის დამატება მიზანშეწონილი არ არის.
4. კანონს ემატება 26-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, რომელიც ეწინააღმდეგება
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებს. ასევე, ხსენებული
მე-6 პუნქტის დამატების შემთხვევაში პრობლემური იქნება პროფესიული განათლების
დამადასტურებელი დიპლომის გაცემის საკითხი. „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულია პროფესიული განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმები და მიზანშეწონილი არ არის განსხვავებული მექანიზმების
დანერგვა საჯარო და კერძო კოლეჯების შემთხვევაში.
5. კანონს ემატება 261 მუხლი, რომელიც აწესრიგებს პროფესიული კოლეჯის
სამეთვალყურეო საბჭოს ინსტიტუტს, აღნიშნული დამატება არ არის მიზანშეწონილი,
ვინაიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კოლეჯის
მართვის ორგანოები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით.
6. კანონს ემატება 271 მუხლი. აღნიშნული მუხლის დამატების საჭიროება არ არსებობს,
იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი
აქტით. მოქმედი კანონი არ ადგენს კოლეჯის მართვის ორგანოებს, იგი განსაზღვრავს მართვის
პრინციპებს და ტოვებს შესაძლებლობას, რომ კოლეჯის სპეციფიკის, მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის გათვალისწინებით, მისსავე წესდებაში განისაზღვროს მართვის
ორგანოები და მათი უფლებამოსილებები.
7. კანონპროექტით ცვლილება შედის მოქმედი კანონის 29-ე მუხლი. უნდა აღინიშნოს,
რომ წარმოდგენილი ცვლილება მიზანშეუწონელია, ვინაიდან ამ ცვლილებით
გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება ხელშეკრულებით.
8. კანონს ემატება 291 მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება პროფესიული
სტუდენტის სოციალური შეღავათები, მოქმედი კანონის
თანახმად,
საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით წესრიგდება პროფესიული სტუდენტის მიერ
სტუდენტური ბარათით ფასდაკლების მიღების წესი, ამდენად აღნიშნული ჩანაწერის
კანონში ასახვა არ არის მიზანშეწონილი.
რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას,
აღნიშნული
საკითხი ვერ დარეგულირდება „პროფესიული განათლების“ შესახებ კანონით და საჭიროებს
შესაბამის ცვლილებას „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ზემოთაღნიშნული შენიშვნების გამო კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია
საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა, თუმცა საჭიროდ ვთვლით საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კომიტეტს
წარმოუდგინოს ინფორმაცია ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
აღსრულებისა და სისტემაში მიმდინარე რეფორმის მდგომარეობის თაობაზე. აღნიშნული
საკომიტეტო მოსმენის გამართვის შემდეგ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ
ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე შესაძლებელია პროცესის გაგრძელება სამუშაო ჯგუფის
ფორმატში, შეთანხმებული საკითხების კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
კომიტეტმა ცნო მიუღებლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გენადი მარგველაშვილი