საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1952/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-1952/19 11-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 167-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 166-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინების (№2-1475/19, 4 თებერვალი 2019წ.) საფუძველზე დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი კოვზანაძე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) პაატა კვიჟინაძე; გ) რომან გოცირიძე; დ) ირაკლი (დაჩი) ბერაია; ე) გრიგოლ მიქელაძე; ვ) ხათუნა გოგორიშვილი; ზ) გოგი მეშველიანი; თ) გია ბენაშვილი; ი) ლევან სურგულაძე 2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო პირობები, მოთხოვნები და წესები. 4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი აუდიტორული ფირმა წარუდგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისი 2019 წლის თებერვალი