„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-02-19
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-1952/19
11-02-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ
ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გიგზავნით
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების
განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო
კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 167-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 166-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინების (№2-1475/19, 4 თებერვალი 2019წ.) საფუძველზე დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი კოვზანაძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პაატა კვიჟინაძე;
გ) რომან გოცირიძე;
დ) ირაკლი (დაჩი) ბერაია;
ე) გრიგოლ მიქელაძე;
ვ) ხათუნა გოგორიშვილი;
ზ) გოგი მეშველიანი;
თ) გია ბენაშვილი;
ი) ლევან სურგულაძე
2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო პირობები, მოთხოვნები და წესები.
4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი აუდიტორული ფირმა წარუდგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
თბილისი
2019 წლის თებერვალი
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის პლენარული სხდომა
შესვენების შემდეგ
სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
თავმჯდომარე. ა, ბატონი ირაკლი შემოგვიერთდა, შესაბამისად შეგვიძლია კიდევ ერთი საკითხი განვიხილოთ, ეს არის 65-ე საკითხი, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“, მომხსენებელი ბატონი ირაკლი კოვზანაძე.
ი.კოვზანაძე. გმადლობთ, ქალბატონო თამარ. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ კანონიდან გამომდინარე გვევალება სახელმწიფო აუდიტის, უფრო სწორად, შევადგინოთ კომისია, რომელიც შეისწავლის და დაგროვებითი პენსიის კანონიდან გამომდინარე მოახდენს აუდიტირებას და შეადგენს, ჩამოაყალიბებს კომისიას და შეადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა უნდა ავირჩიოთ. გამომდინარე აქედან ჩვენ გვევალებოდა ამ კომისიის ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, კომიტეტის სხდომაზე გვქონდა აღნიშნული საკითხი განხილული და წარმოვადგინეთ კომისია შემდეგი შემადგენლობით: ბატონი პაატა კვიჟინაძე, ბატონი რომან გოცირიძე, ირაკლი-დაჩი ბერაია, გრიგოლ მიქელაძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოგი მეშველიანი, გია ბენაშვილი და ლევან სურგულაძე, რომელიც გახლავთ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი და ასევე ირაკლი კოვზანაძე, როგორც კომისიის თავმჯდომარე. ეს არის ამ კომისიის შემადგენლობა, რომელიც დასამტკიცებლად წარმოგიდგინეთ თქვენ.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო ირაკლი. კითხვები ხომ არ არის მომხსენებელთან, თანამომხსენებელს ხომ არ სურს გამოსვლა, კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა? განხილულია. მადლობა, ბატონო ირაკლი.
ი.კოვზანაძე. გმადლობთ.
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის პლენარული სხდომა
შესვენების შემდეგ
სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
თავმჯდომარე. კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. გთხოვთ, ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი.
მომხრე- 67 წინააღმდეგი-0
მიღებულია.