„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1
ამ კანონის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების
სახით, იმ ფიზიკური პირების ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება,
რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და
რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის
ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
მუხლი 2
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდება:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის
ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;
ბ) ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება
გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა
და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან.
მუხლი 3
1.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულმა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის
პირებმა
ამ
კანონის
პირველი
მუხლით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა
საქმეებზე
ადმინისტრაციული
სახდელისა
გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
ადმინისტრაციულ
და
საურავისაგან
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეწყვიტოს
მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსათვის მიკუთვნებული საქმეების
აღსრულება.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის ინიცირება დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული ფულადი
სახის ადმინისტრაციული სახდელების აღსრულების პროცესში სოციალურად დაუცველი
ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების (პირები,
რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე
ნაკლებია), ასაკით პენსიონერების (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან),
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების დევნილების (შემდგომში - დევნილი) და მარტოხელა მშობლების ინტერესების დაცვა. აღნიშნული
კატეგორიის პირებს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის გამო
დაეკისრათ ჯარიმა, რომლის გადახდა და მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავი, მძიმე
ტვირთად აწვება როგორც მათ, ასევე მათ ოჯახებს, რის გამოც მნიშვნელოვანია გარკვეული
შეღავათის შემოღება.
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს
ქვემოთ მყოფი პირების (რომელთა ოჯახის სოციალურ ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი
100 001 ქულაზე ნაკლებია) მიმართ, კანონპროექტის მომზადების ეტაპისათვის (2019 წლის 15
იანვარი), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში - აღსრულების
ეროვნული ბიურო) წარმოებაში იყო 26 086 გაპასიურებული სააღსრულებო საქმე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“
ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება და იძულებითი აღსრულების განხორციელება არ
დაიშვება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ
ოჯახის წევრის ქონებაზე, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული
ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილ ზღვარზე ნაკლებია („სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006
წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით ასეთ ნიშნულად განსაზღვრულია 100 001 ქულაზე
ნაკლები).
აღნიშნული მოწმობს, რომ ხსენებული კატეგორიის მოვალეების მიმართ აღსრულების
პერსპექტივა დაბალია, გარდა იმ
ალბათობისა, რომ მათ უახლოეს მომავალში შეეცვლებათ
სოციალური ქულა.
2. მოვალე პენსიონერებთან მიმართებაში საგულისხმოა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის“ 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ყადაღას არ
ექვემდებარება საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი. რაკი დღეისათვის საქართველოში
არსებული პენსიონერების უმრავლესობის (გარდა პენსიონერების გარკვეული კატეგორიისა,
რომელსაც 200 ლარზე მეტი აქვს პენსია) შემოსავალი დადგენილ საარსებო მინიმუმის ფარგლებშია,
მისი დაყადაღება და პენსიის თანხიდან აღსრულების განხორციელება ვერ ხდება.
3. დევნილები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ. დევნილების
მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა დევნილობის პერიოდში მათი უფლებების დაცვას და
პრობლემების გადაჭრაში ხელშეწყობას მოიცავს.
ხსენებული კატეგორიის მოვალეების მიმართ აღსრულების პერსპექტივა დაბალია. ასეთ
დროს აღმასრულებლის მიერ ხდება ქონების მოძიება, პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია,
ქონების დაყადაღება (მისი არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელ ადგილას მისვლა და საოჯახო
ნივთების დაყადაღება. როგორც წესი, ასეთი კატეგორიის პირებს არ გააჩნიათ ისეთი ქონება,
რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება და თანხის ამოღება.
კანონპროექტის მომზადების ეტაპისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია 6
099 სააღსრულებო საქმე.
4. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ომისა და სამხედრო ძალების
ვეტერანებს და მარტოხელა მშობლებს, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კატეგორიის პირები,
სახელმწიფო განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს წარმოადგენენ.
კერძოდ:
ვეტერანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებს: ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის შექმნას; სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების
შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის
წევრებისათვის ნორმატიული აქტებით დაგენილი სამართლებრივი და სოცილურ-ეკონომიკური
შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემას;
ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების
სოციალური
გარანტიების
უზრუნველყოფის
პროგრამებისათვის
საბიუჯეტო
სახსრების
გამოყოფას;
სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ
დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და
საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის;
სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ასევე მარტოხელა მშობელიც. ამგვარ
სტატუსს ღებულობს პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის
შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის/მამის
შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც
ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
აღნიშნული კატეგორიის პირების მიმართ აღსრულების განხორციელება პრაქტიკულად
უპერსპექტივოა. ასეთ დროს, აღმასრულებლის მიერ ხდება ქონების მოძიება, პირის მოვალეთა
რეესტრში რეგისტრაცია, ქონების დაყადაღება (მისი არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელ
ადგილას მისვლა და საოჯახო ნივთების დაყადაღება. როგორც წესი, ასეთი კატეგორიის პირებს არ
გააჩნიათ ისეთი ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება და თანხის ამოღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, და საქართველოს მთავრობის სოციალურ
საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია
ზემოხსენებული კატეგორიის პირების ერთჯერადად გათავისუფლება ადმინისტრაციული
სახდელისაგან, რაც მათ გარკვეულ ფინანსურ შეღავათს მისცემთ.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით 6 კატეგორიის ის ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან ფულადი
სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის
დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
ადმინისტრაციული
სახდელისაგან
გათავისუფლდება
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
მყოფი პირი (რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001
ქულაზე ნაკლებია); ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან);
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; მარტოხელა
მშობელი; დევნილი - იმ შემთხვევაში, თუ მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს
2019 წლის 15 იანვრამდე და მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის
ხარჯების დაზოგვას, რადგან აღარ იქნება საჭირო უპერსპექტივო საქმეების აღსრულების მიზნით
სააღსრულებო საქმიანობის წარმოება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარება
ქვემომოყვანილი თანხები, რომელთა ამოღება ამ ეტაპზე ისედაც პრაქტიკულად უპერსპექტივო
ჩანს:
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს
ქვემოთ მყოფი პირების (რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი
100 001 ქულაზე ნაკლებია) მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 26
086 სააღსრულებო საქმიდან - 16 940 271.34 ლარი;
ასაკით პენსიონერის (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან) მიმართ
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 2 410 სააღსრულებო საქმიდან - 1 891
593.1 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმოებაში არსებული 2 196 სააღსრულებო საქმიდან - 1 469 339.72 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმოებაში არსებული 1 215 სააღსრულებო საქმიდან - 666 381.21 ლარი;
მარტოხელა მშობლის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 134
სააღსრულებო საქმიდან - 54 568 ლარი;
დევნილთა მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 6 099
სააღსრულებო საქმიდან - 2 644 383.18 ლარი.
მოცემული ციფრები ასახავს კანონპროექტის მომზადების დროისათვის (2019 წლის იანვარი )
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული საქმეების ოდენობასა და შესაბამის
თანხებს. დასახელებული თანხა კანონის მიღებისა და ამოქმედების დროისათვის შესაძლოა
მცირედით შეიცვალოს იმ პერიოდისათვის ბიუროში არსებული საქმეების რაოდენობისა და
მოვალეების მიერ გადახდილი თანხებიდან გამომდინარე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით დაიზოგება ერთ სააღსრულებო საქმეზე გასაწევი, დაახლოებით
14.22 ლარი. ჯამში, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება 38 140 სააღსრულებო საქმეზე გასაწევი
ხარჯი, დაახლოებით 542 350.8 ლარის ოდენობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ პირების
ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
კანონპროექტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე
დაკისრებულ ჯარიმასა და საურავს აღარ გადაიხდიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან
ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (რომლის ოჯახის სოციალურ
ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია) 26 086 პირი - 16 940 271.34
ლარი; 2 410 ასაკით პენსიონერი - 1 891 593.1 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 2 196
პირი - 1 469 339.72 ლარი; ომისა და სამხედრო ძალების 1 215 ვეტერანი - 666 381.21
ლარი;
მარტოხელა 134 მშობელი - 54 568 ლარი; 6 099 დევნილი - 2 644 383.18 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
კანონპროექტით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები (რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური
მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია), ასაკით პენსიონერები (ქალი 60 წლის
ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომისა და
სამხედრო ძალების ვეტერანები, დევნილები და მარტოხელა მშობელები აღარ გადაიხდიან
დაკისრებულ
ჯარიმებსა
და
საურავებს
იმ
შემთხვევაში,
თუ
მათ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და მათ მიმართ ადმინისტრაციული
სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.