„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 24 ✗ 42
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შევიდეს
ცვლილება და 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
"21. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დასახელების
უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წევრების მიერ დასახელებულ ყველა
კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დასაბუთებული ინიციატივის
საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია, არ წარუდგინოს პარლამენტს დასახელებული
კანდიდატი, თუ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭერს მხარს საბჭოს სრული
შემადგენლობა. აღნიშნულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი,
რომელმაც დაასახელა განსახილველი კანდიდატი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანულ კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
საქართველოს
კონსტიტუციის
თანახმად,
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო.
კონსტიტუციით
განსაზღვრულია
პარლამენტის
მიერ
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმი - სრული შემადგენლობის
უმრავლესობა, თუმცა ღიად არის დატოვებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
შესაბამისი კანდიდატის წარდგინების პროცედურა.
აღნიშნული არ არის დარეგულირებული არც ორგანული კანონით “საერთო
სასამართლოების შესახებ”, რომელიც არ ითვალისწინებს წესს, რომლითაც უნდა
მოხდეს კანდიდატთა წარდგენა. შესაბამისად, არსებობს გარკვეული საკანონმდებლო
ვაკუუმი, რომლის შევსებასაც მიზნად ისახავს წინამდებარე პროექტი.
პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი
სახელმწიფოს მართლმსაჯულების სისტემაში და მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში. აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას აკონტროლებს მოსამართლეთა
კონკრეტული ჯგუფი, ე.წ. ჩინჩალაძის კლანი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში
პარლამენტს ყოველგვარი გამჭვირვალე პროცედურის გვერდის ავლით, წარუდგინა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, სადაც საბჭოს
მოსამართლე წევრებმა პირდაპირ ჩაწერეს თავიანთი თავი. ამ ცინიკურ
გადაწყვეტილებას, პარლამენტისთვის გადმოეგზავნათ კულუარულად შედგენილი
სია, მხარი დაუჭირა საბჭოს წევრთა 2/3-მა.
შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოსამართლე წევრებს, ამ შემთხვევაში ჩინჩალაძის კლანს ჩამოერთვას მონოპოლია,
რომ პარლამენტს წარუდგინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მხოლოდ
მათთვის მისაღები კანდიდატები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან
ორგანული
კანონი
“საერთო
სასამართლოების
შესახებ”
არ
ითვალისწინებს იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის პროცედურას, აუცილებელია, შეივსოს
აღნიშნული საკანონმდებლო ვაკუუმი.
ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება საკანონმდებლო ვაკუუმი და
განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლო
მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენის წესი.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
კანონის 36-ე მუხლს დაემატება 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ექნება უფლება, საბჭოს წინაშე დაასახელოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის
წარსადგენად.
თუკი დასახელებული კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობისთვის ორგანული კანონის 34-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ
კრიტერიუმებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი), პირი
ავტომატურად მოხვდება პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში.
საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას
დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად
აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი. ცხადია, კენჭისყრაში არ მიიღებს
მონაწილეობას თავად ის წევრი, რომელმაც დაასახელა განსახილველი კანდიდატი.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
მიმართებაში.
ქვეპუნქტები
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
პროექტთან
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტის
გამოქვეყნებისთანავე
ძალაში
საკანონმდებლო ვაკუუმის დროულად აღმოფხვრას.
შესვლა
უზრუნველყოფს
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
პროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება განპირობებულია იმით,
რომ 2018 წელს ამოქმედდა საქართელოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის
მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა განსაზღვრულია
არანაკლებ 28 მოსამართლით, ხოლო სასამართლოში გამწესებულია მხოლოდ 10
მოსამართლე. შესაბამისად, საჭიროა სასამართლოს დროულად დაკომპლექტება.
ამავდროულად, არსებული კანონმდებლობა ხარვეზიანია და არ ითვალისწინებს
კანდიდატურების შერჩევის პროცესს. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია
პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის
ბიუჯეტიდან.
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს
სახელმწიფო
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
საქართველოს
ორგანიზაციებში
გ.გ)
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
პროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართა იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: - ასეთი
მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და
"ევროპული საქართველო - რეგიონები".
ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები
„ევროპული
საქართველო“,
"ევროპული
საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო - რეგიონები".