„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 22 ✗ 35
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/12/2018 სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
205-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
"21. სამუშაო ჯგუფი კომპლექტდება საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და
უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციების მონაწილეობით.
ამასთანავე, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა
ასოციაციისა და სახალხო დამცველის მიერ დასახელებული არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები.
22. ჯგუფი მუშაობს დახურულ რეჟიმში. სამუშაო ჯგუფს აქვს კანდიდატებთან
გასაუბრების, აგრეთვე სხვა პირების გამოკითხვის უფლება. ამასთან, სამუშაო ჯგუფს
უნდა ჰქონდეს წვდომა კანდიდატების შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებზე.
ჯგუფი თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც
ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და წარედგინება იურიდიულ კომიტეტს."
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის
შემდეგ პარლამენტის კომიტეტი სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს, ანბანური
თანმიმდევრობით.
მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისას,
კითხვაპასუხისათვის, საპარლამენტო უმრავლესობას ეთმობა 40 წუთი, უმცირესობას - 30
წუთი, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციას - 15 წუთი,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს - 5 წუთი. გადაწყვეტილებას თითოეული
კანდიდატის თაობაზე ცალკე ეყრება კენჭი, რაც შესაბამისად აისახება დასკვნაში.".
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"5. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად იხილავს და უსმენს რეგლამენტის
204-ე მუხლით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ
თითოეულ კანდიდატს.".
2. 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
"10. საქართელოს კონსტიტუციის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოში 28
მოსამართლის
გამწესებამდე
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატურების კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე მართავს
სარეიტინგო გამოკითხვას. საბოლოო კენჭისყრაზე დადგება ის კანდიდატურა,
რომელიც სარეიტინგო გამოკითხვაში მიიღებს პარლამენტის სრული შემადგენლობის
სამი მეოთხედის მხარდაჭერას.".
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“
ცვლილების შეტანის შესახებ“
რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
დღეისათვის არ გვაქვს მკაფიო პროცედურა, რომლის მიხედვითაც უნდა
მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და
პარლამენტში განხილვა. დამატებით გასაწერია ნორმები იურიდიულ კომიტეტთან
შესაქმნელი სამუშაო ჯგუფის თაობაზე. ასევე განსასაზღვრია პროცედურა, რომელიც
უზრუნველყოფს
საპარლამენტო
პოლიტიკური
ჯგუფების
გარანტირებულ
ჩართულობას და მონაწილეობას კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა
არჩევა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სახელმწიფოში, განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც უნდა შეივსოს 18 ვაკანტური ადგილი 28-დან, რასაც ითვალისწინებს
კონსტიტუცია. იმ ფონზე, როდესაც მართლმსაჯულების სისტემას აქვს სერიოზული
ნდობის კრიზისი და როგორც პოლიტიკურ ჯგუფებში, ისე საზოგადოებაში
გამძაფრებულია სკეპტიკური დამოკიდებულება მიმდინარე პროცესის მიმართ,
აუცილებელია აღნიშნული უნდობლობის გადალახვა ფართო პოლიტიკური
კონსენსუსის ფორმირების გზით.
პროექტი მიზნად ისახავს რეგლამენტში ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფს
კანდიდატურების კენჭისყრის წინ სარეიტინგო გამოკითხვას. ამასთანავე, გაიწერება
სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი და მოსამართლეობის კანდიდატების
განხილვისთვის საპარალმენტო სუბიექტებისთვის დროის განაწილების პრინციპი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში
არსებული საკანონმდებლო ვაკუუმი საჭიროებს აღმოხვრას რეგლამენტში შესაბამისი
ცვლილების შეტანის გზით, იგივე ეხება პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის
საკითხს.
ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღების შედეგად დადგინდება მოსამართლეობის კანდიდატების
შერჩევისა და განხილვის დეტალური პროცედურები. გაიწერება პოლიტიკური
კონსენსუსის მიღწევის კონკრეტული მექანიზმი.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
1. იურიდიულ კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში გარანტირებულად იქნებიან
წარმოდგენილი საპარლამენტო სუბიექტები, სახალხო დამცველის, ადვოკატთა
ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფს ექნება უფლება, მიიღოს კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაცია,
მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ასევე უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს
კანდიდატებს, გამოკითხოს მოწმეები, ხოლო საბოლოო დასკვნა წარუდგინოს
იურიდიულ კომიტეტს.
2. რეგლამენტში დეტალურად გაიწერება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატების საკითხის განხილვის წესი, კერძოდ:
ა) იურიდიულ კომიტეტში კანდიდატთან კითხვა-პასუხისთვის დადგინდება
გარანტირებული დრო ყველა საპარლამენტო ჯგუფისთვის - უმრავლესობა 40 წთ,
უმცირესობა 30 წთ, სხვა ფრაქციები - თითოს 15 წუთი, დამოუკიდებელი დეპუტატი 5
წთ.
ბ) პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან შეხვედრა წარიმართება კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად, რაც გულისხმობს მათთან
შეხვედრასა და კითხვების დასმას.
3. პროექტი ითვალისწინებს ცვლილება რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში,
რაც უზრუნველყოფს მოსამართლეობის კანდიდატურათა კენჭისყრის წინ
სარეიტინგო გამოკითხვის გამართვას. საბოლოო კენჭისყრაზე გავა მხოლოდ ის
კანდიდატურა, რომელიც სარეიტინგო გამოკითხვაში მიიღებს დეპუტატთან ¾
მხარდაჭერას.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
მიმართებაში.
ქვეპუნქტები
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
პროექტთან
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა უზრუნველყოფს ხარვეზიან
მოქმედ კანონმდებლობის დროულ შეცვლას.
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
პროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება განპირობებულია იმით,
რომ 2018 წელს ამოქმედდა საქართელოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის
მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა განსაზღვრულია
არანაკლებ 28 მოსამართლით, შესაბამისად საჭიროა მოსამართლეების დროული
შევსება. ამავდროულად, კანონმდებლობა
ხარვეზიანია და არ იძლევა
კანდიდატურების შერჩევის გამჭვირვალე და დეტალურ პროცედურას, შესაბამისად,
მიზანშეწონილია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის
ბიუჯეტიდან.
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს
სახელმწიფო
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
საქართველოს
ორგანიზაციებში
გ.გ)
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
პროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართა იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: - ასეთი
მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“, ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და
,,ევროპული საქართველო - რეგიონები".
ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები
„ევროპული
საქართველო“,
,,ევროპული
საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის" და ,,ევროპული საქართველო - რეგიონები".