„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 31
II მოსმენა
✓ 87 ✗ 31
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 33
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 34-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს მოქალაქე 30
წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი, ამ
მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს
სახელმწიფო ენას.
8. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული
მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ჩაითვლებიან:
ა) მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი
გამოცდილება.
ბ) ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი
გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10
წელი;
გ) სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.“
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 და 342 მუხლები:
„მუხლი 341. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის
ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი პროცედურით
იწყებს საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო
1
შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი
ორგანოს მეშვეობით.
2. შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება აქვთ 34-ე მუხლის მე-7 და მე-8
პუნქტებით განსაზღვრულ პირებს.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში
მონაწილეობისათვის განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას.
წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური
მონაცემების) ამ კანონის 352 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე.
4. ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის
განმავლობაში. ამ კანონის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
იმ პირთათვის, რომლებსაც არ აქვთ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდა ან შესაბამისი გამოცდის შედეგები ძალადაკარგულია, შერჩევის პროცედურის
დაწყებიდან არაუადრეს 21-ე და არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდა.
5. იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო
დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა განცხადებებსა და
თანდართულ დოკუმენტებს. განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება განმცხადებელთა კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ
შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში,
თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ პირის ასაკს, განათლებასა და პროფესიული მუშაობის
გამოცდილებას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის
ვადაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული გასაჩივრებისა და განხილვის ვადების გასვლის
შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს მიერ განსაზღვრული
პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ
ეტაპზე გადაყვანის თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ფარულად შემოხაზავს არაუმეტეს გამოცხადებული
ვაკანსიის ოდენობის კანდიდატს. აღნიშნული ბიულეტენები ჩაიყრება დალუქულ ყუთში.
კენჭისყრის პროცედურის დამთავრებისთანავე ყუთი იხსნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრების თანდასწრებით. ხმების დათვლა ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების
მიერ. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შემოხაზავს არაუმეტეს გამოცხადებული
ვაკანსიის ოდენობაზე მეტ კანდიდატს, ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა. კენჭისყრის
დასრულებისას დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი. თუ
შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატის ერთ ან ორ ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის
საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 3-ჯერ მეტი
შერჩევის პროცედურაში მონაწილე. თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი
2
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არანაკლებ 3 ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ
ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე
საუკეთესო შედეგის მქონე 2,5-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე (შერჩევის
შემდგომ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა განისაზღვრება ნამრავლის
მთელი რიცხვით). კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების
შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის
უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შერჩევის პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე
გადასულთა სია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ შერჩევის
პროცედურაში მონაწილეთა რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია გამოცხადებული შემდგომ
ეტაპზე გადასაყვანთა კვოტისა, ეს მონაწილეები კენჭისყრის გარეშე გადადიან შემდგომ
ეტაპზე. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრი, იგი არ სარგებლობს ამ პუნქტით გათვალისწინებული ხმის მიცემის
უფლებით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე
გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში იწყება
კანდიდატების მოსმენა. მოსმენა ტარდება საჯაროდ.
9. მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭოს თითოეულ წევრს
შესასწავლად გადაეცემა ამ კანონით დადგენილი წესით კანდიდატის შესახებ მოძიებული
ინფორმაცია.
10. მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ
კითხვით მიმართონ თითოეულ კანდიდატს.
11. კანდიდატების მოსმენების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
უახლოეს სხდომამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სამოსამართლო
გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს აფასებენ ქულებით ამ კანონის 351
მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე
კანდიდატს - 364 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
12. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე
ფარულად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით კენჭს უყრის კანდიდატებს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობამდე
დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე გამოცხადებული
ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების
დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს
პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. თუ უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი არ სარგებლობს ამ
პუნქტით გათვალისწინებული ხმის მიცემის უფლებით. შემდგომ ეტაპზე გადასულ
კანდიდატთა ვინაობა ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული წესით კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების
შემდეგ კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ
კანდიდატს, ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული
3
შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. თუ საქართველოს პარლამენტისთვის იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ ვერ იქნა წარდგენილი გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის
შესაბამისი კანდიდატი, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შერჩევის პროცედურაში
შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების
დარჩენილი ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით, ფარულად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით
დადგენილი წესით კენჭს უყრის კანდიდატებს. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო
შედეგის მქონე გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ
თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ
კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. ამ
კანდიდატთაგან წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრით
მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების ორ მესამედს მაინც. თუ უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი
უფლებამოსილი არ არის ხმა მისცეს მისი კანდიდატურის საქართველოს პარლამენტში
წარდგენას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.
14. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების
შერჩევისას ხელმძღვანელობენ ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3-მე-14 მუხლებით
დადგენილი კრიტერიუმებით.
15. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი კანდიდატის თაობაზე განსხვავებული აზრის
შემთხვევაში, უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს.
აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა თითოეულ საქართველოს პარლამენტის
წევრს. აგრეთვე, თითოეულ საქართველოს პარლამენტის წევრს გადაეცემა ინფორმაცია ამ
მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე კანდიდატისთვის მინიჭებული ქულის შესახებ.
16. თუ საქართველოს პარლამენტში კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე განწესება ვერ მოხდა, ვაკანსიის შესავსებად, 2 კვირის განმავლობაში
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ
სიაში დარჩენილ პირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის
ოდენობამდე დაყვანის მიზნით, ფარულად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით
კენჭს უყრის. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე დარჩენილი ვაკანსიის
ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების
შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის
უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. ამ კანდიდატთაგან წარდგენილად ჩაითვლება ის
კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრთა ხმების ორ მესამედს მაინც. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს
ვებგვერდზე. ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ერთჯერადია.
4
17. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით ვერ მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის ვაკანსიის შევსება, 1 თვის ვადაში ხელახლა იწყება შერჩევის პროცედურა.
18. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, ვინც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს
საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობას, ერთი და იმავე მოწვევის
პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
19. ამ მუხლის მე-13 პუნქტით წარდგენილმა კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად გაცემული ცნობა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ
და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული ცნობები მიღებისთანავე
გადაეცემა საქართველოს პარლამენტს.
20. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას
გამოსაყენებელი რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს
ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 342. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება
1. ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად
შესაფასებლად, ამ კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შერჩევის
პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო
ინფორმაციის მოძიებას ამ კანონით დადგენილი წესით.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის
წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, საფუძვლიანად სწავლობს
მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი
ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე კანდიდატთა მიმართ წარსულში არსებული
სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების
თაობაზე ინფორმაციას.
3. ამ მუხლის შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ
მოძიებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ
კანდიდატების შესაფასებლად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის კენჭისყრისას გაითვალისწინოს მის შესახებ
მოძიებული ინფორმაცია.
4. ინფორმაციის მოძიების შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მიღებული
მონაცემები კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელია.
5
5. ამ მუხლის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ
ინფორმაციის მოძიებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული
ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ
დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და აკადემიურ
პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატის
ნასამართლობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური დავების და დარღვევის ჩადენის
შესახებ. ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი
სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის
წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.
6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული იყენებს
რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს. იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა გამონაკლისის სახით შეიძლება
ინფორმაციის მიმწოდებელს დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ან/და ინფორმაციის
მისაღებად მის მიმწოდებელთან ზეპირი კომუნიკაცია გამოიყენოს, რაც წერილობით უნდა
გაფორმდეს და ინფორმაციის მიმწოდებელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
7. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად
განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია ერთიან შემაჯამებელ ოქმში
უნდა აისახოს.
8. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის
დარღვევით მოძიებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ
გაითვალისწინება.
9. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე, იუსტიციის უმაღლესი
საბჭო ვალდებულია აცნობოს კანდიდატს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და
უზრუნველყოს თითოეული კანდიდატისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მას შემდეგ რაც ინფორმაციის მოძიების შედეგები
ხელმისაწვდომი გახდება, კანდიდატს უფლება აქვს 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით
მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და
სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები. კანდიდატს ასევე
უფლება აქვს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ
ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. კანდიდატი აღნიშნულ
ინფორმაციას ეცნობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას.
10. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია
დალუქული ინახება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ დაცულ
ადგილას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
6
3. 36-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი
როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადისა, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.“
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად
წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები
ითვლებიან გაწვეულად.
2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არსებული საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შესავსებად საქართველოს პარლამენტისათვის
წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა
დაიწყოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების
არჩევის ზოგად წესი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
განსაზღვრულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილება, მიიღოს
გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით, ხოლო 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,
აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის
არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით. ამის შემდგომ კი, საქართველოს პარლამენტი, უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის
თანახმად, მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების საკითხი დეტალურად არის
მოწესრიგებული მხოლოდ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს
მოსამართლეებთან მიმართებით. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას, ერთადერთი
წინაპირობა, რომელსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, მოცემულია „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმადაც:
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება
უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის
ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე
ასარჩევად წარდგენილი პირი“.
წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა
კანდიდატების წარდგენისა და არჩევის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, საჯარო, ღია და ხანგრძლივი
პროცესი, რამაც უნდა უზრუნველყოს პროცესის რამდენიმე ეტაპად საზოგადოებრივი დაკვირვების
ქვეშ წარმართვა. საბოლოოდ კი შეიქმნება წინაპირობა მაღალი კვალიფიკაციითა და
კეთილსინდისიერებით გამორჩეული კანდიდატების არჩევისთვის.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო
8
ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც ადგენს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას
ქვედა ინსტანციის სასამართლოებისათვის. შესაბამისად, იმ უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან
გამომდინარე, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლო ასრულებს, მიზანშეწონილია,
საკანონმდებლო დონეზე დეტალურად იყოს გაწერილი პროცედურული ღონისძიებები, რომელიც
უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განმახორციელებელი უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს
შესაფერისი მოსამართლეებით დაკომპლექტებას.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების მომენტიდან,
კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეები თანამდებობაზე უნდა განწესდნენ უვადოდ, ორგანული კანონით
დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცესი,
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული
კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურები
დეტალურად იყოს გაწერილი საკანონმდებლო დონეზე, რათა, ერთი მხრივ, ყველა შესაფერის
კანდიდატს მიეცეს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, საზოგადოებას
ჰქონდეს აღნიშნული პროცესის მიმართ ნდობა.1
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იქიდან გამომდინარე, რომ საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების
საკითხები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით რეგულირდება,
აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მიერ შერჩევის პროცესი, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის
პროცედურები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის გზით დარეგულირდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა
კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო
მოთხოვნების დადგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების
საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენა მოხდება გამჭვირვალე, საჯარო, ღია და
ხანგრძლივი პროცესით, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი საკანონმდებლო დონეზე.
1
განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად ეფუძნება სლოვენიის უზენაესი
სასამართლოს მოსამართლისა და ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) ვიცეპრეზიდენტის ნინა ბეტეტოს ანგარიშს „ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეთა შერჩევის პრაქტიკის შესახებ“.
9
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის
პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის
პროცედურა.
აღნიშნული პროცედურა პირობითად შესაძლოა დაიყოს 5 ეტაპად:
პირველი ეტაპი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაბამისი
ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
კანონპროექტით გათვალისწინებული წესით იწყებს საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას. ვაკანსიაზე
განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი განცხადებით შეიძლება მიმართოს პირმა, თუ ის
დააკმაყოფილებს კანონპროექტით გათვალისწინებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს
საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება
არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების
დიპლომი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული
მუშაობის გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ითვლება:
ა) მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი
გამოცდილება;
ბ) ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი
გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი;
გ) სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით
მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს.
განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე
ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის
თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი
საბჭო იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია
10
განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა
ნახევარზე მეტი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის
ვადაში, შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს
უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც წარდგენილ საჩივარს იხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.
კანონპროექტით განისაზღვრება პრინციპი, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის
საკვალიფიკაციო
გამოცდა.
შესაბამისად,
კანონპროექტით
შემოთავაზებულ
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი,
რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა), რომელსაც არ აქვს ჩაბარებული მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდა ან შესაბამისი გამოცდის შედეგები ძალადაკარგულია, შერჩევის
პროცედურის დაწყებიდან არაუადრეს 21-ე და არაუგვიანეს 25-ე დღისა ეძლევა შესაძლებლობა
გაიაროს სპეციალურად დანიშნული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
მეორე ეტაპი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და განხილვის ვადების
გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს მიერ განსაზღვრული
პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე
გადაყვანის თაობაზე. თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატის ერთ ან ორ ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული
კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 3-ჯერ
მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე. ხოლო, თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არანაკლებ 3 ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ
ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო
შედეგის მქონე 2,5-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე (შერჩევის შემდგომ ეტაპზე
გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა განისაზღვრება ნამრავლის მთელი რიცხვით).
კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა
მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება.
შერჩევის პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სია ქვეყნდება იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ აღმოჩნდება, რომ შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა
რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია გამოცხადებული შემდგომ ეტაპზე გადასაყვანთა კვოტისა, ეს
მონაწილეები კენჭისყრის გარეშე გადადიან შემდგომ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ, თუ უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრი, იგი ამ ეტაპზე არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.
მესამე ეტაპი - შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და
არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში იწყება კანდიდატების მოსმენა რომელიც ტარდება საჯაროდ.
11
მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად
გადაეცემა ამ კანონით დადგენილი წესით კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია.
საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ,
კითხვით მიმართონ თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენების დასრულების შემდეგ,
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები
სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს აფასებენ ქულებით „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის
შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს 364 მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე ფარულად უყრის
კენჭს უზენაესი კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის
ოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე
გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის
ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს
პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა
ვინაობა ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ თუ უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრი, იგი არც ამ ეტაპზე სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.
მეოთხე ეტაპი - კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი ეყრება საქართველოს
პარლამენტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის
წარდგენას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატი არჩეულად
ითვლება, თუ კანდიდატს, ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა
სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი უფლებამოსილი არ არის ხმა მისცეს მისი
კანდიდატურის საქართველოს პარლამენტში წარდგენას.
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი კანდიდატის
თაობაზე განსხვავებული აზრის შემთხვევაში, უფლებამოსილია წერილობით მიმართოს
საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა საქართველოს
პარლამენტის თითოეულ წევრს. მათ აგრეთვე გადაეცემათ ინფორმაცია კანდიდატისთვის
მინიჭებული ქულის შესახებ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილმა
მოსამართლეობის კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის
გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინოს ცნობა ქონებრივი
12
მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
აღნიშნული ცნობები მიღებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარედგინება
საქართველოს პარლამენტს.
მეხუთე ეტაპი - თუ საქართველოს პარლამენტში კანდიდატის უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ვერ მოხდა, ვაკანსიის შესავსებად, 2 კვირის განმავლობაში
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონპროექტით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით
გამოქვეყნებულ სიაში დარჩენილ პირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის
ოდენობამდე დაყვანის მიზნით, ფარულად, უყრის კენჭს. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო
შედეგის მქონე დარჩენილი ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც
აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. ამ კანდიდატთაგან წარდგენილად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრთა ხმების ორ მესამედს მაინც.
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს
პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანონპროექტით დადგენილი
წესით ვერ მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შევსება, 1 თვის
ვადაში ხელახლა იწყება შერჩევის პროცედურა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატების წარდგენა, ვინც
კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობას,
ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
კანონპროექტის მიხედვით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს ასევე ემატება ახალი
342 მუხლი (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება), რომლის თანახმად:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, კანდიდატთა ობიექტურად
და სრულფასოვნად შესაფასებლად, კანონპროექტით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების
შესახებ“ ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შერჩევის
პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის კანონით
დადგენილი წესით მოძიებას. ამ მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი
სტრუქტურული ერთეული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად,
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას,
საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ
წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე კანდიდატთა მიმართ წარსულში არსებული
სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე
ინფორმაციას.
13
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ კანდიდატების შესაფასებლად.
ინფორმაციის მოძიების შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მიღებული
მონაცემები კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელია.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის უფლებამოსილებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას
დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი
სასწავლებლის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა
ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატის ნასამართლობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური
დავების და დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს
კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ვალდებულია, აცნობოს კანდიდატს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და
უზრუნველყოს თითოეული კანდიდატისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული
ინფორმაცია დალუქული ინახება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ
დაცულ ადგილას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომლის თანახმად,
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს
პარლამენტისთვის
ასარჩევად
წარდგენილი
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატები ითვლებიან გაწვეულად.
გარდამავალი დებულება ასევე ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის ვაკანსიის შესავსებად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების ვადას, რომლის
თანახმად, კანდიდატის შერჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
14
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობით დროულად
დაკომპლექტების აუცილებლობიდან გამომდინარე, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად
შერჩეული იქნა გამოქვეყნების მომენტი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი მოთხოვნა არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის
გამოყოფილი ასიგნებები. ასევე დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს უზენაესი სასამართლოსთვის
გამოყოფილი ასიგნებები იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის 341 მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაესი
სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ საკუთარი
შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით შემოთავაზებულ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს (სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის
სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და
ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა) მოსამართლის საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩასაბარებლად შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევთ. აღნიშნული თანხიდან კი დღგ-ს
სახით გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შესაბამის გავლენას იქონიებს
მის საშემოსავლო ნაწილზე.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონპროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება დამატებითი
ადამიანური რესურსის დამატებას მოითხოვს, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
დამატებით დასაქმებულ პირებს ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
15
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონპროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება დამატებითი
ადამიანური რესურსის დამატებას მოითხოვს, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი ასიგნებებზე იმ თვალსაზრისით, რომ იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს დამატებით დასაქმებული პირისთვის შესაბამისი ხელფასის გადახდა მოუწევს.
ასევე კანონპროექტმა შესაძლოა შესაძლოა გავლენა იქონიოს უზენაესი სასამართლოსთვის
გამოყოფილ ასიგნებებზე იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის 341 მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაესი
სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების
წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტს გავლენა ექნება კანონპროექტით შემოთავაზებულ „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ იმ პირებზე, რომელთაც ჩაბარებული არ აქვთ მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდა, ასეთი გამოცდის შესაბამისი საფასურის გადახდის თვალსაზრისით.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონპროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება დამატებითი
ადამიანური რესურსის დამატებას მოითხოვს, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასაქმებულ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი);
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
16
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების დროს გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ხელისუფლების სამივე შტოს
წარმომადგენლების,
საერთაშორისო
ორგანიზაციების,
დიპლომატიური
კორპუსის
წარმომადგენლობის და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად ეფუძნება სლოვენიის უზენაესი
სასამართლოს მოსამართლისა და ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) ვიცეპრეზიდენტის ნინა ბეტეტოს ანგარიშს „ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პრაქტიკის შესახებ“.
ე) კანონპროექტის ავტორი:
17
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
18