„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 95 ✗ 25
II მოსმენა
✓ 85 ✗ 26
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 25
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 205-ე
მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს რეგლამენტის 204-ე მუხლით გათვალისწინებული
თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის
განმსაზღვრელ კომიტეტს/კომიტეტებს. რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის საკითხის
განმსაზღვრელ კომიტეტს წარმოადგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული კომიტეტი ადგენს წარმოდგენილი
თანამდებობის პირის კანდიდატურის საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის
მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს
სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. თავის მხრივ, კომიტეტი
უფლებამოსილია
მოიძიოს/გადაამოწმოს
შესაბამისი
თანამდებობის
პირის
კანდიდატურის შესახებ საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობების,
შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და მოსამართლეობის კანდიდატების
საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადგენის ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის
რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.“.
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინების გადაცემიდან 3
დღის ვადაში ქმნის რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.
22. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინების გადაცემიდან
არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული
მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და
თანდართული მასალები, მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე ეგზავნება პარლამენტის წევრს.“.
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
1
„31. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების კომიტეტის ყველა
წევრისთვის გაგზავნიდან არაუადრეს 1 კვირისა, კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს
თითოეულ კანდიდატს. თითოეული კანდიდატის მომსმენის შემდეგ შესაბამისი
კანდიდატი პასუხობს მის მიმართ დასმულ კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურას კომიტეტთან
შეთანხმებით განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე.“.
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა
სიას და მათ წერილობით თანხმობას. პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების
შემდეგ ცესკოს წევრობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის, საქართველოს სახალხო დამცველობის
და სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება
კენჭი.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს ორგანული კანონის პროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამჭვირვალე, საჯარო,
ღია და ხანგრძლივი პროცედურით შეირჩევა.
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
არჩევის პროცესს, აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განისაზღვრება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატების
მოსამართლის
თანამდებობაზე
არჩევასთან
დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის
ჩატარებამდე, რეგლამენტის 205-ე მუხლით განსაზღვრულია საპარლამენტო კომიტეტის
მიერ ამ კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის პროცედურები.
ვინაიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
შერჩევას, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას და იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის
ასარჩევად წარდგენას ითვალისწინებს უფრო გამჭვირვალე, საჯარო, ღია და ხანგრძლივი
პროცესით, მიზანშეწონილია, ანალოგიური სტანდარტი გავრცელდეს საქართველოს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს
პარლამენტისთვის
წარმოდგენილი
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურა განსაზღვრულია მხოლოდ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილებები
სწორედ აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში განხორციელდეს.
3
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეთა კანდიდატების საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევა მოხდება უფრო
გამჭვირვალე, საჯარო, ღია და დეტალურად გაწერილი პროცედურებით.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად:
ა) ცალსახად განისაზღვრება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
საქართველოს პარლამენტისთვის წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის (აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) კანდიდატების
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით ქმნის შესაბამის სამუშაო ჯგუფს;
ბ) ზუსტდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის
შექმნის ვადა. კერძოდ, განისაზღვრება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნას პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინების
გადაცემიდან 3 დღის ვადაში;
გ) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინების გადაცემიდან
არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული
მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და
თანდართული მასალები, მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე ეგზავნება პარლამენტის წევრს;
დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, შესაბამისი დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან
არაუადრეს 1 კვირისა, კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს.
თითოეული კანდიდატის მოსმენის შემდეგ შესაბამისი კანდიდატი პასუხობს მის მიმართ
დასმულ კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.
ე) ასევე ზუსტდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტმა
პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უნდა უყაროს კენჭი.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
4
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტში ამოქმედების
ვადა უკავშირდება მის გამოქვეყნებას, ანალოგიური სტანდარტი ვრცელდება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან მიმართებითაც და ამოქმედების ვადად
განისაზღვრება გამოქვეყნება.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი მოთხოვნა არ არსებობს.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
ხარჯების
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტს გავლენა არ აქვს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტს გავლენა არ აქვს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
ასეთი არ არსებობს.
5
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
6
გამოყენებული
შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
ასეთი არ არსებობს
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა
მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ
მაჭარაშვილი.
7