„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა, შოთა ხაბარელი
ნომერი
#07-3/302/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2551, 2594 და 284-ე მუხლები, 285ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები, 3442 მუხლის პირველი ნაწილი;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, კოდექსს ემატება 3442 მუხლი, რომლითაც დასჯადი იქნება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის თავისუფლებების მისაღებად დარღვევის საქართველოს შესახებ მცდარი მოქალაქისთვის ინფორმაციის უფლებებისა წარდგენის ან ხელის შეწყობა/ორგანიზება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების პროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, ან ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუხლებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. შესაბამისად, დაუშვებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ამ გზით საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, თუ აღნიშნული პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. წინამდებარე კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ეფექტიანად და სრულყოფილად გამოძიებისათვის სათანადო სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, რა მიზნითაც ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ეფექტიანად გამოძიების მიზნით აუცილებელია ცვლილების განხორციელება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოძიების საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მიზნით შესაძლებელი იქნება ფარული ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მიეთითება 3442 მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების დროდ შერჩეულ იქნა იგივე თარიღი, რაც ძირითადი კანონის პროექტის ამოქმედებისთვის არის განსაზღვრული. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ბოლო პერიოდში, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. კერძოდ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, საფრანგეთის რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო, რაც შეიძლება გახდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვის წინაპირობა. ზემოაღნიშნული ქვეყნები სახელმწიფო ხელისულებისგან მოითხოვენ ამ არასახარბიელო ტენდენციასთან გასამკლავებლად კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ეს საკითხი ასევე განხილული იყო 2019 წლის 5 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, სადაც ევროკომისიამ გამოთქვა რეკომენდაცია შესაბამისი ზომები სწრაფად იქნეს მიღებული. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანესი ახალი შესაძლებლობაა, რომლის გაფრთხილება და შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. დაუშვებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ შეღავათით სარგებლობა და ქვეყნის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგეს ზოგიერთი ადამიანის არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო. ამიტომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეიქმნას სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ებრძოლოს უკანონო მიგრაციას და მინიმუმადე დაიყვანოს უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება შესაბამისი უწყებების მიერ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება შესაბამისი უწყებების მიერ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა.