საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედური საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-4191/19
13-03-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
44-ე მუხლის შესაბამისად
გიგზავნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2018 წელში
გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 27 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი კახიანი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ანგარიში
2018
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2018 წელში გაწეული მუშაობის ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
თავის საქმიანობას წარმართავდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის და კომიტეტის დებულების შესაბამისად.
კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და
კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
თითოეული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა
კომიტეტის სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებების
პროექტები, ინფორმაციები ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი
რეაგირებისათვის.
29 სხდომა და
საანგარიშო პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის
გაფორმდა სათანადო ოქმები.
I. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მთლიანობაში იმუშავა 163
საკანონმდებლო აქტსა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების 4
პროექტზე.
კომიტეტმა, როგორც წამყვანმა იმუშავა 19
საკანონმდებლო
აქტზე,
აქედან 6 იყო კანონპროექტთა პაკეტი, 7 - საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტი და საქართველოს
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი. აღნიშნულ ინიციატივებს ახლდა
თანმდევი 46 პროექტი. გარდა ამისა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით მუშაობდა
საქართველოს პარლამენტის 4 დადგენილებაზე.
სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტმა იმუშავა 3
კანონპროექტსა და 9 პაკეტზე, სულ 88 საკანონმდებლო აქტზე. კომიტეტის
შენიშვნები და მოსაზრებები გაგზავნილია ყველა მათგანზე.
1. საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა წამყვანი კომიტეტის სტატუსით
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტის, „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“,
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „საქართველოს
სახელმწიფო
ჰიმნის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს
სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების
განსაზღვრის
შესახებ“
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.
2
აღნიშნული პაკეტი წარმოდგენილი იყო კომიტეტის წევრების გიორგი
კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით.
წარმოდგენილი
ინიციატივით,
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა,
გერბი, ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული
კანონით და გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი
წესით, შესაბამისად ხდება საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს
სახელმწიფო გერბის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
კანონების გაერთიანება ერთ ორგანულ კანონში ,,საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოების შესახებ“, რომელიც დაადგენდა სახელმწიფო სიმბოლოებს, ასევე
აღნიშნული პაკეტით წარმოდგენილი
კანონპროექტი „საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, დაადგენდა
საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გამოყენების წესების
მარეგულირებელი ნორმებს.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ პროექტებზე, განიხილა სამი მოსმენით
კომიტეტის სხდომაზე და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. მიღებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სახელმწიფო
ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებიც საქართველოს პარლამენტის
წევრების: გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ამ კანონპროექტების შემუშავება
განპირობებული იყო საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული
ცვლილებებით, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებსა
და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს ანიჭებს
კანონით დადგენილი წესით. წარმოდგენილი ცვლილებით ხდებოდა
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ
სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების მინიჭებასთან დაკავშირებული
საკითხების
კონსტიტუციურ
ცვლილებებთან
ჰარმონიზაცია.
ასევე,
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოდიოდა
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი და
საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლესი სპეციალური წოდებების
მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების შესაბამისი რეგულირება.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტები განხილა სამი მოსმენით,
ინიციატორებთან შეთანხმებით კანონპროექტების კონკრეტული მუხლები
დაიხვეწა სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით და დაზუსტდა
რედაქციულად. კომიტეტის შესაბამისი დასკვნები წარედგინა პარლამენტის
ბიუროს. კანონპროექტები მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე
მოსმენით.
3
საქართველოს
კანონის
პროექტი
,,საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“, ამ კანონპროექტის წარმოდგენას წინ უძღოდა
კომიტეტის ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გამართული შეხვედრა
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის
დახვეწასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის
წევრები, საჯარო სამსახურის ბიუროს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე შეჯამდა ერთწლიანი
მონიტორინგის შედეგები და ქონებრივი დეკლარაციების შევსების პროცესში
გამოვლენილი ხარვეზების
აღმოფხვრის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული საკანონმდებლო ცვლილების მომზადება.
ზემოაღნიშნული კანონპროექტი
საქართველოს
პარლამენტის
წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი(დაჩი) ბერაიას,
ალაქსანდრე ქანთარიას, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ოთარ ჩრდილელის,
შალვა კიკნაველიძის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძისა და ალექსანდრე ერქვანიას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
კანონპროექტის მიზანი იყო იმ რეგულაციების დახვეწა, რომელიც
შეეხებოდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
მონიტორინგს, რათა აღნიშნული რეგულაციები გამხდარიყო უფრო მოქნილი,
მოსულიყო შესაბამისობაში პრაქტიკასთან და დეკლარაციების მონიტორინგის
შედეგები გამხდარიყო უფრო მეტად სამართლიანი და ლოგიკური. კერძოდ,
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციაში საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა
საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშების ან/და შენატანების
(რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს)
შესახებ მონაცემები ნაცვლად შევსების დღის მდგომარეობისა, უნდა
შეტანილიყო დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით.
დგინდებოდა შემთხვევები, როცა დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად
ბიუროს ეძლეოდა შესაძლებლობა მიეღო გადაწყვეტილება თანამდებობის
პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის
არსებობის შესახებ. აღნიშნული წესის დარღვევისათვის გათვალისწინებული
იყო თანამდებობის პირის მიმართ გაფრთხილების გამოცემა ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით, არსებითი დარღვევის
შემთხვევაში
კი, 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად განისაზღვრებოდა
თანამდებობრივი სარგოს 20%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილა სამივე მოსმენით.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ რამდენიმე არგუმენტირებულ შენიშვნას და
მოსაზრებას დაეთანხმა ინიციატორი და მოხდა მათი ასახვა კანონპროექტში,
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
4
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 2017 წლის 13
ოქტომბრის
№1324-რს
კონსტიტუციური
კანონის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით,
საქართველოს
კონსტიტუციასთან
საქართველოს
საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით,
შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო
აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია, საქართველოს პარლამენტის
ბიუროს N155/12, 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით კომიტეტებს დაევალათ
ზემოაღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციიდან გამომდინარე გადასასინჯი საკანონმდებლო აქტების
ნუსხით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება
და წარდგენა. ამ მიზნით კომიტეტის წევრების გიორგი კახიანისა და გურამ
მაჭარაშვილის ინიციატივით მომზადებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო
აქტების პროექტები:
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე;
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე;
საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ .
თვითოეული წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი იყო საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული კანონპროექტები განხილული იქნა
კომიტეტის მიერ სამივე მოსმენით და კომიტეტის დასკვნები თითოეული
მოსმენისათვის წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
5
როგორც წამყვანი, კომიტეტი მუშაობდა ასევე საქართველოს პარლამენტის
წევრების, საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივით
წარმოდგენილ შემდეგ კანონპროექტებზე:
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას
და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი. კანონპროექტიის მიზანი იყო შესაბამისობაში მოეყვანა
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და ,,საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, საკრებულოს
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი
სარგოს ზედა ზღვარი უნდა დარეგულირებულიყო კანონმდებლობის
შესაბამისად.
კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილა სამივე მოსმენით.
კომიტეტის მოსაზრება რომ ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
გარდამავალ
დებულებაში
უნდა
მითითებულიყო თუ რა წესით განისაზღვრებოდა 2018-2020 წლებში
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე
გასაცემი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი, გაზიარებულ იქნა
ინიციატორის მიერ. ნორმის კონკრეტული ფორმულირება ჩამოყალიბდა
კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს. კომიტეტის მიერ შესაბამისი
დასკვნები წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კანონპროექტი
მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი. კანონპროექტის
თანახმად ცვლილება შედიოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 1261
მუხლის
პირველ
პუნქტში
(გარდამავალ
პერიოდში
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ზოგიერთი
სამართლებრივი
ურთიერთობის
განხორციელების წესი)და კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის
დასრულების თარიღად, ნაცვლად 2018 წლის 31 დეკემბრისა, მიეთითებოდა
2019 წლის 31 დეკემბერი. ამ ცვლილების წარმოდგენა გამოწვეული იყო შემდეგი
გარემოებებით:
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის გავრცელებისათვის სათანადო პირობების შექმნას და
პრაქტიკაში მის უხარვეზო განხორციელება მოითხოვდა დამატებით დროს,
ვიდრე ეს განსაზღვრული იყო გარდამავალი პერიოდით. ასევე დამატებით
დროს მოითხოვდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების - მოხელეთა სერტიფიცირების სათანადო
უზრუნველყოფა და მისი პროგრამულად გამართვა. გარდა ამისა, საჯარო
სამსახურის სისტემაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
6
სრულად გავრცელებამდე მნიშვნელოვანი იყო საჯარო დაწესებულებებს
მიცემოდათ ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესაძლებლობა.
კომიტეტმა ერთი მოსმენით განიხილა აღნიშნული ცვლილების პროექტი
და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. კანონპროექტი
მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ.
საქართველოს კანონის პროექტები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ
კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტები წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული
ოცნება-ძლიერი საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივით და მისი მიზანი
იყო სტაჟირების ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებაში მოქცევა და მისი
კანონმდებლობაში ასახვა. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენდა ასევე საჯარო და
კერძო ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-3 მუხლს ემატებოდა ,,გ1“
ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა სტაჟირების ზოგადი ცნება და
მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები, კერძოდ, დგინდებოდა, რომ
სტაჟირება შეიძლება ყოფილიყო ანაზღაურებადი, ასევე ვადიანი და სტაჟირების
წესი უნდა განესაზღვრა კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოს, ან კონკრეტულ
დაწესებულებას, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ამგვარი საქმიანობის
განხორციელება. ასევე დგინდებოდა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
მოწმობის გაცემის საკითხები. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად სტაჟირების
ვადა ითვლება საჯარო სამსახურის საერთო სტაჟში.
კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ ინიციატივაზე, მისი
კომიტეტის სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზნით. საანგარიშო
პერიოდში ცალკეული
საკითხების დაზუსტებისა და დამატებითი
კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, კომიტეტს
გაუგრძელდა განხილვის ვადა პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 3 დეკემბრის
N216/5 გადაწყვეტილებით.
კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა კომიტეტის წევრების, ასევე
პარლამენტის სხვა წევრებისა და საპარლამენტო ფრაქციის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ
,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შემდეგ პროექტებზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტი
კომიტეტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ინიციატივის
მიხედვით დგინდებოდა საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო
საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების, ან ახალი ასამბლეის შექმნაში
მონაწილეობის წესი. აღნიშნული საკითხი არ იყო დარეგულირებული
საქართველოს პარლამენტის მოქმედი რედაქციით. წარმოდგენილი ცვლილების
7
თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლს ემატებოდა
მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტი იღებდა
გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების ან
ახალი
ასამბლეის
შექმნაში
მონაწილეობის
თაობაზე.
აღნიშნულ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებდა დადგენილებით.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა განიხილა სამი
მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. პროექტი მიღებულია სამივე
მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ამ პროექტის
ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ
ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე და ეკა ბესელია.
პროექტი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო მოქალაქეთა ჩართულობისათვის ისეთ
მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა
საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვას. პროექტი
განსაზღვრავდა
შეხვედრების
ჩატარების
გეოგრაფიულ
არეალს,
სავალდებულოს ხდიდა პარლამენტის ვებ გვერდზე შეხვედრების გრაფიკის
გამოქვეყნებას და შესაძლებლობას აძლევდა მოქალაქეებს მიეწოდებინათ
საკუთარი მოსაზრებები საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიისათვის.
ასევე, რეგლამენტს ემატებოდა შესაბამისი რეგულაცია, რომლის
თანახმად კომიტეტები შეიმუშავებდნენ სამოქმედო გეგმებს და მოხდებოდა
მათი გასაჯაროება, ეს კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას
მისცემდა დროულად მიეღო ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო
პროცესების შესახებ.
გარდა ამისა, პროექტით სავალდებულო გახდებოდა ყოველწლიური
შეხვედრები საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებს შორის. ყოველწლიური შეხვედრები ინიციატორთა აზრით
უზრუნველყოფდა საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას, საჯარო სექტორში
კეთილსინდისიერების ამაღლებას და კორპორაციული ანგარიშვალდებულების
გაზრდას.
საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა
მთავრობის
მიერ
ღია
მმართველობის
პარტნიორობის
ფარგლებში
განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობას, რაც საჭიროებდა
რეგლამენტით რეგულირებას. ასევე პროექტით იგეგმებოდა საბჭოს სახელის
ცვლილება, რითაც საბჭოს მუშაობის არსი იქნებოდა გადმოცემული.
კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი განიხილა კომიტეტის სხდომაზე.
გაიმართა დისკუსია პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.
კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული იყო შენიშვნები და მოსაზრებები,
ცალკეულ შემთხვევაში
ინიციატორებს შესთავაზეს შესაბამისი ნორმების
სხვაგვარი ფორმულირება. კომიტეტის წევრების მიერ პირველი მოსმენით
განხილვის დროს სხვადასხვა საკითხზე
გამოთქმული
შენიშვნები და
8
მოსაზრებები ინიციატორის მხრიდან იყო გათვალისწინებული და ასახული
რეგლამენტის პროექტში. კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა განიხილა სამივე
მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. პარლამენტის რეგლამენტის
აღნიშნული პროექტი მიღებულია სამი მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც
საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის და
გიორგი
კახიანის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით იქნა
წარმოდგენილი. ეს პროექტი მიზნად ისახავდა კანონშემოქმედებით პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვას. კერძოდ,
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების, ელექტრონულად ან/და წერილობითი
შეგროვების გზით ექნებოდა შესაძლებლობა წარედგინა, ან პარლამენტის
შესაბამის ვებ გვერდზე შეევსო პეტიცია. ასევე, რეგლამენტის პროექტის მიზანი
იყო ამომრჩევლებს ჰქონდათ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების
დროს ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების შესაძლებლობა, რაც
გაუმარტივებდა მათ შესაბამისი ინიციატივების წარმოდგენას პარლამენტში და
მნიშვნელოვნად გაზრდიდა საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას. გარდა
ამისა, პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში
ელექტრონული
მმართველობისა
და
ელექტრონული
ჩართულობის
თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, პარლამენტის ვებ გვერდის
პოპულარიზაციას და დაინტერესებული პირებისათვის მეტი ინფორმაციის
მიწოდებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ. ამასთანავე, წარმოდგენილი
პროექტი ამკვიდრებდა საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით
პარლამენტის ვებ გვერდზე კანონპროექტის გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.
კომიტეტმა იმუშავა რეგლამენტის აღნიშნულ პროექტზე, კომიტეტის
სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები, რაც გაზიარებულ იქნა ინიციატორის მიერ და
მოხდა მათი ასახვა პროექტში. კომიტეტმა სამივე მოსმენით განიხილა
აღნიშნული პროექტი და თვითოეული მოსმენისათვის დასკვნები წარუდგინა
პარლამენტის ბიუროს. რეგლამენტის პროექტი მიღებულია საქართველოს
პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის
ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“. ამ პროექტების ინიციატორები იყვნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა
ბესელია, გიორგი კახიანი და კახაბერ კუჭავა.
რეგლამენტის
პროექტის
მიზანს
წარმოადგენდა
საპარლამენტო
უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრების მიერ მათი
მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებისა და მათი
ანგარიშვალდებულებების ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტში
ეთიკის საბჭოს შექმნა და ამით ეთიკური ნორმების დაცვის ზედამხედველობის
9
უზრუნველყოფა, აგრეთვე ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის
ერთ-ერთი ვალდებულების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის
რეკომენდაციის
შესრულება.
ამ
პროექტით
პარლამენტის
წევრის
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის
გარკვეული
საკითხები
ასევე
წესრიგდებოდა
პარლამენტის
წევრის
ეთიკის
კოდექსით,
კოდექსს
დადგენილებით ამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის
პროექტი ასევე ითვალისწინებდა ეთიკის საბჭოს შექმნის წესსა და პირობებს,
მისი საქმიანობის, და შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს,
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხევევაში შესაძლო
დისციპლინურ სანქციებს და სხვა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა აღნიშნულ
საკანონდებლო აქტებზე. რეგლამენტის პროექტი განხილულ იქნა პირველი და
მეორე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე წარმოდგენილი იყო
არგუმენტირებული შენიშვნები, კერძოდ, აღნიშნულ პროექტით პარლამენტის
რეგლამენტს ემატებოდა 2861 მუხლი, რომლის თანახმადაც პარლამენტის წევრის
მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომების
ჩამონათვალში აღნიშნული მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტში პასუხისმგებლობის
ზომად განსაზღვრული იყო, რომ დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს
შესაძლებელი იყო შეჩერებოდა საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში
გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის უფლება, კომიტეტის
აზრით პასუხისმგებლობის აღნიშნული ზომა ხელს შეუშლიდა პარლამენტის
წევრს სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა პარლამენტის საერთაშორისო
ურთიერთობებში და წარმოედგინა საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო
საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში, ამიტომ
პასუხისმგებლობის ეს ზომა ამოღებული უნდა ყოფილიყო ჩამონათვალიდან.
გარდა ამისა პარლამენტის წევრისათვის ეთიკის კოდექსის დარღვევის
შემთხვევაში სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესაძლებლობის შესახებ
უმჯობესი იყო მითითებულიყო ,,პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტში.
გამოთქმულ მოსაზრებებს დაეთანხმა ინიციატორი და მოხდა მათი ასახვა
რეგლამენტის პროექტში. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით, იმის გამო, რომ ამ
ცვლილებით დასარეგულირებელი საკითხი აისახა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ახალ პროექტში, აღარ იყო საჭიროება აღნიშნული პროექტი
განხილულიყო მესამე მოსმენით. ხოლო საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის
კოდექსის დამტკიცების შესახებ“, პირველი მოსმენითაა მიღებული.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, პარლამენტის
რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის
10
წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის და გიორგი კახიანის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა საქართველოს
პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო და არასაპატიო
მიზეზით გაცდენის საკითხების და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების
განმსაზღვრელი ნორმების დახვეწას. აგრეთვე, პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე პარლამენტის წევრთა რეგისტრაციისა და დასწრების აღრიცხვის
საკითხის ახლებურად მოწესრიგებას. გარდა ამისა, პროექტის მიზანი იყო
კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ კომიტეტის წევრის დროებით შეცვლის
მექანიზმის მარეგულირებელი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის აღნიშნულ პროექტზე. ამზადებდა მას კომიტეტის სხდომაზე
განსახილველად, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებდა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი, ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი
პროექტი არ განხილულა კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო პარლამენტის
წევრების რომან კაკულიასა და ლევან კობერიძის საკანონმდებლო ინიციატივის
წესით და მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის მიერ წამყვანი და
სავალდებულო დასკვნის წარმდგენი კომიტეტებისათვის
პარლამენტში
ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ვადების გახანგრძლივებას.
ინიციატორთა აზრით, წარმოდგენილი ცვლილებით კომიტეტებს
საშუალება მიეცემოდათ ყოველი ინიციატივა განეხილათ ოპტიმალური დროის
ფარგლებში, ექნებოდათ შესაძლებლობა კონსულტაციები გაემართათ ყველა
დაინტერესებულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან, რაც გაზრდიდა კომიტეტების
ინფორმირებულობისა
და
მიღებული
გადაწყვეტილებების
ხარისხს,
კომიტეტების
ეფექტიანობას
პარლამენტის
კანონშემოქმედებით
და
საზედამხედველო საქმიანობაში. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით
დაუშვებელი ხდებოდა დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის
შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე
10 დღით ადრე.
კომიტეტმა აღნიშნული პროექტი განიხილა პირველი მოსმენით და
წარმოადგინა არგუმენტირებული შენიშვნები, მათ შორის ცვლილების იმ
ნაწილზე, რომლის მიხედვით დაუშვებელი ხდებოდა დაჩქარებული წესით
კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე. კომიტეტის
მოსაზრებას დაეთანხმა ინიციატორი და განხორციელდა ამ ნაწილის ამოღება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ, კომიტეტმა გასულ წელს რეგლამენტის პროექტს
პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ ვადების ცვლილებასა
და კონკრეტული ვადების დაფიქსირებათან დაკავაშირებით
კანონპროექტის
მეორე
მოსმენით
განხილვამდე გაიმართებოდა კონსულტაციები.
11
მართლაც, ინიციატორებთან და სხვა კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად
გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და მოხდა საბოლოოდ მოსაზრებების
შეჯერება. კომიტეტის შესაბამისი დასკვნები წარედგინა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული პროექტი
მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც
პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
იყო წარმოდგენილი, რეგლამენტის პროექტის წარმოდგენის მიზანს
წარმოადგენდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ,
პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრული სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს
პარლამენტისათვის
პრემიერ-მინისტრის
მიერ
ანგარიშის
წარდგენის
ვალდებულების სიხშირის ზრდას. ინიციატივის თანახმად, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო საქართველოს პარლამენტისათვის
წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული
სხდომების პირველივე კვირაში, წარედგინა ანგარიში სამთავრობო პროგრამის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
კომიტეტმა განიხილა აღნიშნული პროექტი კომიტეტის სხდომაზე.
სხდომაზე გამართული დისკუსიისას გამოიკვეთა მთელი რიგი შენიშვნები, რის
გამოც კომიტეტმა არ გაიზიარა ინიციატორის მოსაზრებები და რეგლამენტის
აღნიშნულ
პროექტზე კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს. რეგლამენტის აღნიშნული პროექტი
განხილულ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით,
თუმცა არ იქნა მიღებული.
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი თანმდევ 33
კანონპროექტთან ერთად, რომლის ინიციატორები არიან საქართველოს
პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე,
გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილოი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ
თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი.
ინიციატივის თანახმად მოქმედმა პარლამენტის რეგლამენტმა პრაქტიკაში
ბევრი ხარვეზი გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო
პროცესის კუთხით. არსებული ნორმები გათვლილი იყო მეტწილად
დაჩქარებულ საკანონმდებლო საქმიანობაზე, რაც ვერ უზრუნველყოფდა
სათანადოდ ხარისხიან კანონშემოქმედებას. პარლამენტის საზედამხედველო და
სხვა ფუნქციები არაერთგვაროვნად და არასისტემურად იყო მოწესრიგებული,
რაც ზოგ შემთხვევაში მათ პრაქტიკაში ამოქმედებას ართულებდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში
შედიოდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ეფუძნება
თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის პრინციპებს და შესაბამისად,
12
მოითხოვს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი
ინსტიტუტის როლის ზრდას და მისი საქმიანობის ახლებურ მოწესრიგებას,
ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ახალი პროექტის წარმოდგენა.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა
ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო
პაკეტის
კომიტეტის
სხდომაზე
განხილვისათვის მომზადების მიზნით, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა.
კომიტეტის სხდომებზე განხილვას კომიტეტის წევრების გარდა ესწრებოდნენ
პარლამენტის სხვა წევრები, არასამთავრო ორგანიზაციებისა და სამთავრობო
სტრუქტურების წარმომადგენლები. ფართო დისკუსიების დროს გამოითქვა
მთელი რიგი მოსაზრებები და შენიშვნები, რომელთა ნაწილი გაზიარებულ იქნა
და კიდევ უფრო დაიხვეწა წარმოდგენილი პროექტი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი თანმდევ 33
კანონპროექტთან ერთად მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე
მოსმენით.
2. საკანონმდებლო აქტების პროექტებზე მუშაობა სავალდებულო
დასკვნების მოსამზადებლად
სავალდებულო დასკვნების მომზადების მიზნით კომიტეტი მუშაობდა
შემდეგ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე:
საქართველოს კანონი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო
სარეზერვო სამსახურის შესახებ“ თანმდევ 10 კანონპროექტთან ერთად.
კანონპროექტთა ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით.
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის
შესახებ“,
კანონპროექტის მიხედვით, ყალიბდებოდა რეზერვის და
მობილიზაციის ახალი სისტემა, რომელიც მიმართული იქნებოდა
რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის
გაუმჯობესებისაკენ,
ასევე
ქვეყნის
თავდაცვის
უზრუნველყოფაში
მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ.
კომიტეტმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთობლივ სხდომაზე
განიხილა კანონპროექტთა ზემოაღნიშნული პაკეტი და შენიშვნები და
მოსაზრებები გაუგზავნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“და საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციით
საქართველომ სხვადასხვა სფეროში მოქმედი რეგულაციების ევროკავშირის
13
კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება იკისრა. მოქმედი კანონის
თანახმად, განმარტებით ბარათში აუცილებელი იყო წარმოდგენილიყო
ინფორმაცია მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის
საკითხზე. ასოცირების შეთანხმების მიხედვით კი, საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზება სავალდებულო იყო არა მხოლოდ
ევროკავშირის დირექტივებთან, არამედ სხვა სამართლებრივ აქტებთანაც.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს კანონს ექნებოდა ახალი დანართი N1, რომლის შევსება
სავალდებულო
იქნებოდა
კანონპროექტის
ინიციატორისთვის,
თუ
კანონპროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთანთან ჰარმონიზებადაახლოებას გულისხმობდა. შესაბამისობის ცხრილი იქნებოდა ძირითადი
ინსტრუმენტი
კანონმდებლობის
დაახლოებისთვის,
რადგან
ის
კანონმდებლობის ხარვეზების შეფასების ეფექტური საშუალება იყო და კარგად
წარმოაჩენდა
ახალი
კანონმდებლობის
მიღების
ან
ცვლილების
აუცილებლობას. ამგვარი ცხრილის დართვა განმარტებით ბარათზე
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარეობდა.
კომიტეტმა განიხილა აღნიშნული ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე
წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მოსაზრებები როგორც ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე, ასევე საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტზე.
კომიტეტის შენიშვნებს დაეთანხმა ინიციატორი. კომიტეტის შესაბამისი
დასკვნა გაეგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ თანმდევ 29 კანონპროექტთან ერთად. კანონპროექტთა ეს
პაკეტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
იყო წარმოდგენილი.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი
იყო საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით
ეფექტიანი რეფორმების გატარების საერთაშორისო ვალდებულებების
სათანადოდ შესრულების, სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი
ორგანიზაციისა თუ დამოუკიდებელი ექსპერტის, აგრეთვე საქართველოს შიდა
კანონმდებლობით დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან
დაკავშირებული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული შესაბამისი
ვალდებულებების აღსრულებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის
შემუშავება და ერთიანი, დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნა, რომელიც
უზრუნველყოფდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და
ეფექტურ გამოძიებას, აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
კანონიერებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული
საქმიანობის კონტროლს. თანმდევი კანონპროექტების წარმოდგენის მიზანი იყო
14
მათი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომიტეტი
საანგარიშო
პერიოდში
მუშაობდა
წარმოდგენილ
კანონპროექტთა პაკეტზე. განიხილა კომიტეტის სხდომაზე. წარმოადგინა
არგუმენტირებული შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა უმეტესობას
დაეთანხმა ინიციატორი. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი ,,დიპლომატიური სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს
კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს კანონის პროექტი „საკონსულო
მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის ინიციატივით.
საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების ძირითადი მიზეზი იყო „საჯარო
სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისს. კანონი
ითვალისწინებდა მთელ რიგ სიახლეებს საჯარო სამსახურის სისტემის
მოსამსახურეთათვის. კერძოდ, ახლებურად აწესრიგებდა საჯარო სამსახურის
სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და საჯარო სამსახურის
გავლის პირობებსა და საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საჯარო სამსახურის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან
ჰარმონიზების მიზნით, ცვლილებებს საჭიროებდა ,,დიპლომატიური
სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომელშიც უნდა ასახულიყო
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სიახლეები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური სამსახურის
საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებობდა განსხვავებული
რეგულირების აუცილებლობა, უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი
ცვლილებები. ამასთან, პროექტში ასევე ასახული იყო საკანონმდებლო
ნოვაციები, რომელთა დანერგვის საჭიროება გამოიკვეთა დიპლომატიურ
კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული პრაქტიკის შესწავლის
შედეგად.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივა განიხილა
კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი იყო შენიშვნები და
მოსაზრებები, განსაკუთრებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით.
ინიციატორის მიერ ნაწილი შენიშვნებისა გაზიარებულ იქნა. კომიტეტის
შენიშვნები და მოსაზრებები წარედგინა წამყვან კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“,
რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. კანონპროექტის
მიღების მიზეზს წარმოადგენდა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში
კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი
15
ანაზღაურების რეგულირება და მათთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა
ზღვრის დაწესება.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა განიხილა
კომიტეტის სხდომაზე, სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების წევრების შრომის ანაზღაურებას არ
განსაზღვრავდა და ამ საკითხის რეგულირებისას მითითებას სპეციალურ
კანონზე აკეთებდა, აქედან გამომდინარე, ეროვნულ მარეგულირებელ
ორგანოებს ეძლეოდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განესაზღვრათ მათი
წევრების
შრომის ანაზღაურების საკითხები.
აღნიშნული
მიდგომა
განპიროვნებული იყო ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტატუსით
და დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიით.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება
გარკვეულწილად ზღუდავდა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების
ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზეც
აისახებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განსახილველად გატანას. კომიტეტის შენიშვნები და მოსაზრებები გაეგზავნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ; საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის
წევრის, რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით. კანონის
პროექტის თანახმად იცვლებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
გენერალური აუდიტორის მოადგილეების თანამდებობაზე არჩევისა და
თანამდებობიდან გათავისუფლების წესი. კერძოდ, გენერალური აუდიტორის
მოადგილეებს
თანამდებობაზე
აირჩევდა
და
თანამდებობიდან
გაათავისუფლებდა საქართველოს პარლამენტი გენერალური აუდიტორის
წარდგინებით.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ კანონპროექტსა და რეგლამენტის
პროექტზე. კომიტეტის მოსაზრებით, შემოთავაზებული ცვლილებები მოქმედი
კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ქმნიდა გენერალური აუდიტორის
მოადგილეების შერჩევის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ხელმძღვანელის ექსკლუზიური უფლების შეზღუდვის შესაძლებლობებს.
მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საჭიროებდა
დამატებით სიღრმისეულ ანალიზს, დამუშავებასა და სხვა მნიშვნელოვანი
ცვლილებას მოქმედ კანონმდებლობაში, მათ შორის შინაარსობრივ და
პროცედურულ საკითხებზე ისე, რომ არ შეზღუდულიყო ინსტიტუტის
დამოუკიდებლობა და მიღებულიყო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი
მართვის მოდელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ ინიციატივა არ იქნა
16
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და კომიტეტის უარყოფითი დასკვნა
წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის რევაზ
არველაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
კანონპროექტის მიზანი იყო თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო
დეკლარაციის გასაჯაროებისას არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი ის ნაწილი სადაც
აღნიშნული იყო მასთან მუდმივად მცხოვრები პირის ფინანსებთან
დაკავშირებული ინფორმაცია, რაც შესაძლოა ხელისშემშლელი აღმოჩენილიყო
თანამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრები პირის საქმიანობისათვის.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნულ
ინიციატივაზე, თუმცა კანონპროექტი გათხოვილ იქნა ინიციატორის მიერ.
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
კანონპროექტის მიღება
განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა საქართველოს ეროვნული
ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე, ხოლო ეროვნული
ბანკის აპარატზე აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ
არ იყო დადგენილი. კანონპროექტის მიზანი იყო შექმნილიყო სამართლებრივი
საფუძველი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემდა შესაძლებლობას
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებულად
დაერეგულირებინა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი
საკითხებისა, რათა კიდევ უფრო ეფექტურად და დამოუკიდებლობის მეტი
გარანტიებით განეხორციელებინა საქართველოს კონსტიტუციითა და
ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რაც სრულყოფილად ვერ
განხორციელდებოდა
ეროვნული ბანკის აპარატის დამოუკიდებლად
ფორმირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების
გარეშე.
კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნულ ინიციატივაზე.
კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები,
რომელსაც დაეთანხმა ინიციატორი. კომიტეტის დასკვნა „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე გაეგზავნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
17
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო
საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით და პაკეტის წარმოდგენის მიზანი იყო
„სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახურის მიერ მასზე დაკისრებული
უფლება/მოვალეობების უფრო ქმედითი და შეუფერხებელი განხორციელების
უზრუნველყოფა. კანონში არსებული რიგი კოლიზიური ნორმების შესწორება.
დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის
გარანტიების დაწესება, უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა
დაცვის ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა და სამსახურის
ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა. ასევე სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის სისტემაში შემავალ ორგანოებზე (სსიპ - საქართველოს
სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ - სახელისუფლებო სპეციალური
კავშირგაბმულობის სააგენტო), რომლებიც სარეჟიმო დაწესებულებებს
წარმოადგენენ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4
მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის გავრცელების საჭიროების არსებობა, რომლის
თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება
აღნიშნულ დაწესებულებებზე გავრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ
სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნებოდა დადგენილი და სხვა.
კომიტეტმა განიხილა
აღნიშნული კანონპროექტები და კომიტეტის
შენიშვნები და მოსაზრებები გაუგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტები
„საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად
გამოცხადების
თაობაზე“,
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .ეს პაკეტი საქართველოს პარლამენტის
წევრების: რომან გოცირიძის, სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას, თინათინ
ბოკუჩავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
წარმოდგენილი
ინიციატივა ითვალისწინებდა „საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად
ცნობას,
ბიზნესომბუდსმენის
ინსტიტუტის
გაუქმებას
და
მისი
უფლებამოსილებების საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებას.
კანონპროექტის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა
განაპირობა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუციურმა არამდგრადობამ და მისი
დამოუკიდებლობის დაბალმა ხარისხმა, რის გამოც ინიციატორთა მოსაზრებით,
მიზანშეწონილი იყო ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილებების საქართველოს
სახალხო დამცველისათვის გადაცემა.
18
კომიტეტის მიერ განხილულ იქნა ზემოაღნიშნული პაკეტი,
კომიტეტის მოსაზრებები გაეგზავნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
დაგროვებითი პენსიის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს
კანონის პროექტები და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის
საპარლამენტო
უმცირესობაში
შემავალი
ფრაქციების
„ევროპული
საქართველოს“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და
„ევროპული საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით იყო წარმოდგენილი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
ითვალისწინებდა საპენსიო სააგენტოს, როგორც საპენსიო შენატანების
ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
გაუქმებას და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებების შესაბამის
სუბიექტებზე, მათ შორის, კომპეტენციების ძირითადი ნაწილის აქტივების
მმართველ კომპანიაზე გადაცემას, რომელიც არის საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ლიცენზირებული და
აღიარებული იურიდიული პირი.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ პაკეტზე, კომიტეტის სხდომაზე
წარმოდგენილ იქნა არგუმენტირებული შენიშვნები, რის გამოც კომიტეტმა
მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს გაუქმებით სუსტდება სახელმწიფო
კონტროლი საპენსიო შენატანების ადმინისტრირებისა და დაგროვებითი
საპენსიო შენატანების
ინვესტირების პროცესზე, რითაც შესაძლებელია
საფრთხე შეექმნას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილე ფიზიკური პირების
კანონიერ ინტერესებს.
კომიტეტის შენიშვნები და მოსაზრებები გაეგზავნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტები „ეროვნული უსაფრთხოების
პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო, შინაგან საქმეთა
19
ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში
დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში
„თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის დაგეგმვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ . ეს პაკეტი წარმოადგენილი იყო
საქართველოს მთავრობის ინიციატივით. ამ ინიციატივის თანახმად
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ,
ქვეყანაში ახალი კონსტიტუციური მოდელი ამოქმედდა, რომელიც
ითვალისწინებს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, ეროვნული უშიშროების
საბჭოს გაუქმებას. შედეგად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა
და კოორდინაციის სფეროში, სტრატეგიულ დონეზე იქმნება გარკვეული
ინსტიტუციური ვაკუუმი, რადგან არსებული კანონმდებლობით, აღნიშნული
პოლიტიკის მაკოორდინირებელ ერთადერთ ორგანოდ რჩება მხოლოდ
საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ვაკუუმის შევსების მიზნით,
მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სფეროში შეიქმნას მთავრობის მეთაურის,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო - ეროვნული უსაფრთხოების
საბჭო.
პროექტის მიღების მიზანია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესის პასუხისმგებელი უწყებების
განსაზღვრა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანობის ამაღლება,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირების უზრუნველყოფა უმაღლესი
დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.
კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები, კომიტეტის
სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომელიც გაეგზავნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.
3. საკანონმდებლო წინადადების განხილვა
20
კომიტეტმა
განიხილა
მოქალაქე ივანე ბლუაშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადებით ახლებურად უნდა ჩამოყალიბებულიყო საჯარო
სამსახურის შესახებ კანონის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საჯარო
სამსახურში კონკურსანტების დანიშვნა უნდა მოხდეს წერით კონკურსში
მიღებული უმაღლესი ქულების საფუძველზე, ტესტები კი უნდა შედგებოდეს
სამსახურის შესაბამისი კანონმდებლობის და საჭირო უნარ-ჩვევების
გათვალისწინებით საკანონმდებლ წინადადების ავტორის მოსაზრებით
კონკურსი, რომელიც მხოლოდ გასაუბრების ფორმით ტარდება, არის
ფორმალობა. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა აგრეთვე
,,სარეზერვო სიების“ შემოღებას, რომლის შესაბამისად, თუ კონკურსანტი ვერ
მიიღებს სამსახურში მოსახვედრად საჭირო ქულებს, მოცემულ სამსახურში
ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში უნდა მოხდეს სარეზერვო სიაში უმაღლესი
ქულის მქონე კონკურსანტის დანიშვნა.
იმის გამო, რომ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
ადგენს საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ობიექტურად და მიუკერძოებლად
ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების სამართლიან გარანტიებს, კომიტეტმა
არ გაიზიარა ავტორის მოსაზრებები და გადაწყვიტა, რომ არ არსებობს
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადებით
გათვალისწინებული
ცვლილებების ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანის
საჭიროება. კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
II. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა.
1.
სამანდატო საქმიანობა
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტში
მიმდინარეობდა
მუშაობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით
განსაზღვრულ შემდეგ საკითხებზე:
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28
აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N54 საარჩევნო ოლქში
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გივი ჭიჭინაძის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. საქართველოს კონსტიტუციის 54ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადდა კომიტეტის დასკვნა და
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,№54 საარჩევნო ოლქში
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის
წევრის გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე
ზურაბიშვილისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა
21
და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადდა კომიტეტის დასკვნა და
საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,სალომე ზურაბიშვილისათვის
საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ.“
2. ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის
მდგომარეობის შესწავლა
კომიტეტი სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო, აგრეთვე
სხვა დროებით კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში ფრაქციათა
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.
საჭიროების
შემთხვევაში
ფრაქციებს
მიეთითებოდათ
სხვადასხვა
კომიტეტებიდან წევრების გამოყვანის, ან დასანიშნი წევრების თაობაზე. ასევე
განიხილებოდა ფრაქციებიდან მიღებული წერილები კვოტების დათმობის
თაობაზე.
იმის გამო, რომ პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია,
კომიტეტმა მოამზადა კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილების პროექტი:
,,2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი
დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“
დროებით
საგამოძიებო
კომისიაში
ფრაქციათა
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.
3. არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა საინიციატივო
ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა:
არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს
კონსტიტუციაში“
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების
მიზნით შექმნილი მოქალაქეთა (კ. დავითაშვილი, შ. გლურჯიძე, რ. ბენიძე, გ.
ნიშნიანიძე, მ. თოფურია, გ. ქებურია, მ. გიორგობიანი,, ი. ბიწაძე, ლ.
დავითაშვილი, ზ. მახარაძე, ი. ინაშვილი, ლ. მოროშკინა, გ. ლომია, ნ.
ქარსელაძე-ჟორდანია, ნ. ჟორდანია, თ. ივანიშვილი) საინიციატივო ჯგუფის
განცხადება;
არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს
კონსტიტუციაში“
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების
მიზნით შექმნილი მოქალაქეთა (გ. ვაშაძე, პ. ბურჭულაძე, გ. ვაშაძე, ზ.
უდუმაშვილი, კ. ნაყოფია, ზ. ხარატიშვილი, ნ. ვაშაკიძე, მ. გამყრელიძე, პ.
მანჯგალაძე, ი. ნადირაძე, ბ. ქარდავა, ლ. ბეჟაშვილი, მ. ჯებაშვილი, ნ. მაჭუტაძე,
ზ. მელიქიშვილი, შ. მალაშხია, ნ. მელია, ნ. კვიტაიშვილი, გ. ბოტკოველი)
საინიციატივო ჯგუფის განცხადება.
22
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფების
განცხადებები და თანდართული მასალები ორივე შემთხვევაში წარმოდგენილ
იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი და მე-2
პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია
აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, გადასცა
სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ
აღნიშნული
კანონპროექტის
მხარდამჭერთა
ხელმოწერების
შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
4. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა საინიციატივო
ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა
და შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება
კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
წარმოდგენილი არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით
შექმნილი მოქალაქეთა (ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი
ლორთქიფანიძე, გიორგი ჯანმდელიანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, როინ
მიგრიაული, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ირაკლი აბაშიძე, ნიკოლოზ
დარსაველიძე, ზურა მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე, დავით ნოზაძე, ზაზა
სიამაშვილი, მამუკა კვარაცხელია, მარინა კაჭარავა, ნანა ხურითი, მიხეილ
ონიანი, გიორგი ჯანაძე, დავით ლილუაშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ალექსანდრე
კეზევაძე, ზაზა დავითაია) საინიციატივო ჯგუფის განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის
ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და
თანდართული მასალები წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაში გატარება. გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის(ფურცლის) ნიმუში.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა შეგროვებული ხელმოწერები. კომიტეტმა
შეისწავლა შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სულ წარმოდგენილი 35 019
ამომრჩევლის ხელმოწერიდან
(2394 ფურცელი), რიგ შემთხვევებში
დარღვეული იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ დროისათვის
მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რის
საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 4 897
ხელმოწერა,
თუმცა
წარმოდგენილი
ხელმოწერებიდან
ნამდვილი
ხელმოწერების რაოდენობა(30 122 ხელმოწერა) აღემატებოდა 30000
23
ამომრჩევლის ხელმოწერას და იძლეოდა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე
მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის
განხორციელების უფლებას.
კომიტეტის დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
5. ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვა
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 25
აპრილის №153/13 გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილა მოქალაქე ანზორ
ჯაიანის
მიერ
„სამშენებლო
ობიექტების
მდებარეობისა
და
ურთიერთგანლაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად
რეგისტრაციის შესახებ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები
განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად
გამოვლინდა, რომ მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საბუთები არ
აკმაყოფილებდა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნებს, რის გამოც მოქალაქე ანზორ ჯაიანს უარი ეთქვა ლობისტად
რეგისტრაციაზე. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის
ბიუროს.
6.
სხვადასხვა საკითხზე მუშაობა
კომიტეტმა მოამზადა
„მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის
წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის
განკარგვის წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი,
ცვლილება ითვალისწინებდა დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში და მე-3
მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ტერმინის - ,,შრომითი ხელშეკრულება’’
შეცვლას ტერმინით -,,ადმინისტრაციული ხელშეკრულება”, საჯარო სამსახურში
განხორციელებული რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ახალი კანონის შესაბამისად, რომელმაც ამ ტიპის მოხელეებისათვის განსაზღვრა
და შემოიტანა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულის ცნება.
ცვლილების პროექტი და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი
გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის შესაბამისად
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი პარლამენტის
წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია
მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. საანგარიშო
პერიოდში კომიტეტმა უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციების მოძიება და
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ 2017 წელს გაწეული ხარჯების
შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნება.
24
კომიტეტი
სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ
დეკლარაციებს და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის
საკითხებს, იხილავდა ცალკეული პარლამენტის წევრებისგან წარმოდგენილ
სათანადო ინფორმაციებს;
კომიტეტმა 2018 წლის საგაზაფხულო სესიიის ბოლოს განიხილა
პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების შესახებ
მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები პარლამენტის
ვებ გვერდზე განთავსების მიზნით;
ასევე, პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით
2018 წლის განმავლობაში კომიტეტი ყოველთვიურად იხილავდა პარლამენტის
მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებულ
ინფორმაციებს პარლამენტის წევრთა მიერ კომიტეტების
სხდომების
არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და სათანადო ინფორმაციას უგზავნიდა
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
კომიტეტი იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური
სტრუქტურებიდან შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში
აგზავნიდა მათ შესაბამის სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 1089 ხოლო კორესპოტენცია მათ
შორის მოქალაქის 30 განცხადება. მოქალაქეთა 16 განცხადება მიღებულია
ცნობად, ხოლო 14 განცხადებაზე განხორციელდა რეაგირება. კომიტეტიდან
გასულია 182 კორესპოდენცია.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლი პირველი
პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, 46-ე მუხლის, 201-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 204 -ე
მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 18 ივნისსა და 2018 წლის 13 ივლისს გამართულ
კომიტეტის სხდომებზე განიხილა სამთავრობო პროგრამა და საქართველოს
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი. სამივე სხდომაზე კომიტეტმა
მოუსმინა სამთავრობო პროგრამას, აგრეთვე განიხილა წარმოდგენილი
მთავრობის წევრთა კანდიდატურები. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით,
სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, ორივე შემთხვევაში ნდობა გამოუცხადა
საქართველოს მთავრობას.
III. საკონტროლო საქმიანობა და პარლამენტის მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 236-ე მუხლის პირველი
პუნქტისა და 237-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომიტეტი თავისი
25
კომპეტენციის
ფარგლებში
აკონტროლებდა
მისი
გამგებლობისათვის
მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული
აქტების აღსრულების მდგომარეობას, ასევე კანონებისა და პარლამენტის
დადგენილებების გარდამავალი დებულებებით მისი გამგებლობისათვის
მიკუთვნებულ სფეროში შემავალი აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში
შესრულებას. ამ მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურის რეფორმის ყველა ეტაპზე, მათ
შორის, კომიტეტი სისტემატურ კონტროლს უწევდა „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობას და
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში
შესრულებას.
აღნიშნული
კანონების
გარდამავალი
დებულებებით
გათვალისწინებულ
იქნა
კანონის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მისაღები
იყო მთელი რიგი ნორმატიული აქტებისა, რომელიც შეეხებოდა ამავე კანონით
გათვალისწინებულ სხვადასხვა
საკითხებს, მათ შორის მისაღები იყო
საქართველოს მთავრობის დადგენილებები: „პროფესიულ საჯარო მოხელეთა
სერტიფიცირების ჩატარების წესის, სტანდარტისა და თემატიკის განსაზღვრის
შესახებ“; „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების
საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა
და წესის დამტკიცების შესახებ“; „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ
პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და
პირობების შესახებ“. ყველა ეს დადგენილებები მიღებულ იქნა საანგარიშო
პერიოდში.
გარდა ამისა გარდამავალ პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ
საქართველოს კანონის 1261 მუხლის აღსრულების მიზნით საჯარო სამსახურის
ბიურომ შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები წერილობითი ფორმით,
რომელიც დაეგზავნათ საჯარო დაწესებულებებს, ხოლო მათი მომართვის
საფუძველზე ბიურო გასცემდა დამატებით რეკომენდაციებს, როგორც
წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. ბიუროს მიერ ელექტრონული სახით
ინფორმაცია მიეწოდათ დაახლოებით 178 დაწესებულებას, ხოლო მათი
მომართვის საფუძველზე წერილობით გაცემული იქნა 5 რეკომენდაცია.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დებულების შესაბამისად
ახორციელებდა
ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის
დადგენილებებითა
და
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს,
რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა
სტრუქტურებთან. აღრიცხავდა და აანალიზდა კომიტეტებიდან და მთავრობის
საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან წარმოდგენილ ინფორმაციებს, ყოველი
თვის დასაწყისში კომიტეტის ვებ გვერდზე ათავსებდა მიღებულ
გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველ განახლებულ
26
ინფორმაციებს, რითაც პარლამენტის სუბიექტებსა და აღმასრულებელი
ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია
როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მომზადდა და გაიგზავნა შემდეგი
ინფორმაციები:
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2016 წლის 18 ნოემბრიდან
2018 წლის 1 ივნისამდე
პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის
დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის
შესახებ.
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1ივნისამდე პერიოდში საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 დეკემბერამდე პერიოდში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
ყველა ზემოაღნიშნული
პარლამენტის ბიუროს მიერ.
ინფორმაცია
განხილულია
საქართველოს
წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია ყველა ის ძირითადი სამუშაო, რაც
საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების
მოთხოვნათა შესაბამისად შეასრულა კომიტეტმა
კანონშემოქმედებით,
საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის
მიმართულებით.
27