„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/304/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: ი) ამ ორგანული კანონის შესაბამისად განახორციელოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა მასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით; 2. მე-6 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ეროვნული ბანკის ორგანიზება 1. ეროვნული ბანკი ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა. ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. 2. ეროვნული ბანკი ამ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს. 3. მე-20 მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ ან ყოფილ წევრს, ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის არც ერთ თანამშრომელს ან აუდიტორს არა აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, უფლება – გათქვას ან გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. 1 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ინფორმაციის დაცვის წესი და პირობები განისაზღვრება კონფიდენციალური „უკანონო ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. შემოსავლის 8. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულება, რომელიც ჯამში აღემატება (აჭარბებს) 10,000 ლარს. 4. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს დაემატოს შემდეგი შინარიის IX1 თავი თავი IX. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუხლი 53. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – მონიტორინგის სამსახური). 2. მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობისას არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოსა და თანამდებობის პირს. მონიტორინგის სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ ორგანული კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების შესაბამისად. 3. მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში. 4. მონიტორინგის სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით. 5. მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 6. მონიტორინგის სამსახური საქართველოს მთავრობას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 54. მონიტორინგის სამსახურის უფროსი 1. მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მონიტორინგის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მან დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა; გ) თუ იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობის გამო; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას. 3. მონიტორინგის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. მუხლი 55. მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი 1. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით და ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით და ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. მონიტორინგის სამსახურის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. 5. მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ მონიტორინგის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს, მონიტორინგის სამსახურის დაფინანსება განხორციელდება მონიტორინგის სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით. მუხლის 2. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 თვისა რეორგანიზებულ იქნას და საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო ფინანსური მონიტორინგის სამსახური. 2. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამონაცვლე. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსთან სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში, უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაფინანსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არა უგვიანეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვისა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქონების გადაცემა. 6. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე სხვა სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ორგანიზებასთან და მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალაშია მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს. შესაბამისმა ორგანოებმა 4 თვის ვადაში უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მის რეორგანიზაციამდე მომუშავე პირები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ინიშნებიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირ - საქართველო ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე. 8. ამ კანონის ამოქმედებამდე არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს მთავრობა, ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების მიღება მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიზნად ისახავს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, რაც მისი ეფექტიანად და სამართლიანად მუშაობის ხარისხის გაზრდას გამოიწვევს. კანონპროექტის მიხედვით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, როგორც პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცული და დამოუკიდებელი სამსახურის დაქვემდებარება მოხდება პოლიტიკურად დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოზე- საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს სამსახურის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის დანიშვნა ისეთი დამოუკიდებელი ორგანოს საბჭოს წარდგინებით, როგორიც ეროვნული ბანკია, შექმნის და განამტკიცებს სამსახურის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გარანტიებს. 2014 წელს “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძლევზე მოხდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადაცემა. იმდროინდელი ცვლილება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში აღნიშნული ცვლილებით მოხდა სამსახურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა, რაც გამოიხატება შემდეგში: დღეს მოქმედი კანონი ვერ უზრუნველყოფს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რადგან სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ როცა იგი 2014 წლამდე დამოუკიდებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. მთავრობაზე ფინანსური დამოკიდებულება თავისმხრივ ვერ უზრუნველყოფს სამსახურის პოლიტიკური ზეგავლენებისგან დამოუკიდებლობას. ამას ასევე მომწმობს სამსახურის უფროსის პოსტზე დანიშვნის წესიც. 2014 წლიდან სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და აღნიშნული არ ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, როგორც მანამდე ხდებოდა. აღნიშნული ცვლილებით ფინანსური მონიტორინგის სამსახახურს მოეხსნა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები. ასევე 2014 წლის ცვლილებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა წარმოადგენს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 29.7 რეკომენდაციის უგულებელყოფას. აღნიშნული რეკომენდაციის მოთხოვნებს წარმოადგენს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური იყოს (I) ოპერაციულად დამოუკიდებელი და ავტონომიური (II) ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი ფუნქციები თავისუფლად შეასრულოს და როდესაც სხვა სტრუქტურასთან არსებობს, ჰქონდეს ამ სტრუქტურისგან მკაფიოდ განსხვავებული ძირითადი ფუნქციები (III) სამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად რესურსების მიღებასა და გამოყენებაზე გავლენას არ ახდენდეს არცერთი პოლიტიკური ძალა, მთავრობა ან ბიზნესი, რამაც მისი საოპერაციო დამოუკიდებლობა შეიძლება შეზღუდოს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროში დაბრუნება საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობას. ვინაიდან ეროვნული ბანკი წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკისგან დამოუკიდებელ ორგანოს, იგი ნაკლებად/არ არის დაინტერესებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობაში ჩარევით და გავლენის მოხდენით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამსახურის პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცვას. შესაბამისად, სამსახურის მიერ დაცული იქნება კონფიდენციალური საიდუმლოება, სამსახურს ექნება ფინანსური დამოუკიდებლობა საკუთარი ბიუჯეტის სახით და, რაც მთავარია – სამსახურს ექნება ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა, მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესახებ, ყოველგარი პოლიტიკური, სამთავრობო თუ კომერციული სფეროდან ჩარევის ან გავლენის გარეშე. ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადასვლა შესაბამისად ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შედის შემდეგი ხასიათის ცვლილებები:        საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მე-3 მუხლს „ეროვნული ბანკის ფუნქციებს“ ემატება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა მასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით;“ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მე-6 მუხლის ყალიბდება ახლებურად „ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მე-20 მუხლში შედის რედაქციული ცვლილებები. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მე-9 თავი ყალიბდება ახლებურად. კერძოდ, განისაზღვრება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზანი, დამოუკიდებლობა, საქმიანობის წესი, ანგარიშვალდებულება, მონიტორნიგის სამსახურის უფორსის არჩევის წესი რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოსთან წარდგინებით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნვას და თანამდებობიდან გათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე თავში განისაზღვება მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი: მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით და ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით და ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური  საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად დაამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლის და კანონისათვის უკუძალის მინიჭების თარიღად შერჩეულ იქნა 2020 წლის 1 იანვარი. ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს გონივრულ ვადას საპარლამენტო განხილვებისა და თანმდევი პროცედურებისათვის. ასევე, ის იურიდიული პირები, რომლის მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი უზურნველყოფენ ცვლილებებისათვის საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სხვა სახის მომზადებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროქტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ადამიანური რესურსის ცვლილებას. შესაბამისად, მის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, მას გავლენა არ ექნება 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, (სსიპ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ყოველწლიურად გამოყოფილია 2,15 მლნ. ლარი, რომლის დაფინანსების წყაროსაც წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრები. კანონპროექტის ძალაში შესვლა, საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022) გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ყოველწლიურად 2,15 მილიონი ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროში გადაცემა, 2020 წლიდან გამოიწვევს ეროვნული ბანკის მიერ გასაწევი ხარჯების ზრდას. კერძოდ, უფლებამოსილების განხორციელებისათვის მონიტორინგის სამსახურს საჭირო შენობანაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით კანონის ამოქმედების შემდეგ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, (სსიპ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილია 2,15 მლნ ლარი (მათ შორის გათვალისწინებულია შენობანაგებობის იჯარის ხარჯი). შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, ეროვნული ბანკის მიერ გასაწევი დამატებითი ხარჯი, განისაზღვრება დაახლოებით 2,15 მილიონი ლარით. ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში. კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) კანონპროექტის ავტორი რომან გოცირიძე ვ ) კანონპროექტის ინიციატორი რომან გოცირიძე