„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/304/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 13 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ.113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური იქმნება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ამ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. 4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს: ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის; გ) ამ კანონის შესრულების მიზნით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) მონაწილეობა მიიღოს თავისი ეკონომიკური კომპეტენციის სფეროს ფარგლებში მარეგულირებელ გამოსცეს და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ე ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან , აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უფლებამოსილებებს ; შესაბამისად ასრულებს საჯარო - სამართლებრივ ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს). 5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია: ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება; ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს; გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას. 6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება). 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით. 2. 101 და 102 მუხლები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროქექტზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიზნად ისახავს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, რაც მისი ეფექტიანად და სამართლიანად მუშაობის ხარისხის გაზრდას გამოიწვევს. კანონპროექტის მიხედვით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, როგორც პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცული და დამოუკიდებელი სამსახურის დაქვემდებარება მოხდება პოლიტიკურად დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოზე- საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს სამსახურის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის დანიშვნა ისეთი დამოუკიდებელი ორგანოს საბჭოს წარდგინებით, როგორიც ეროვნული ბანკია, შექმნის და განამტკიცებს სამსახურის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გარანტიებს. 2014 წელს “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძლევზე მოხდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადაცემა. იმდროინდელი ცვლილება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში აღნიშნული ცვლილებით მოხდა სამსახურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა, რაც გამოიხატება შემდეგში: დღეს მოქმედი კანონი ვერ უზრუნველყოფს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რადგან სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ როცა იგი 2014 წლამდე დამოუკიდებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. მთავრობაზე ფინანსური დამოკიდებულება თავისმხრივ ვერ უზრუნველყოფს სამსახურის პოლიტიკური ზეგავლენებისგან დამოუკიდებლობას. ამას ასევე მომწმობს სამსახურის უფროსის პოსტზე დანიშვნის წესიც. 2014 წლიდან სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და აღნიშნული არ ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, როგორც მანამდე ხდებოდა. აღნიშნული ცვლილებით ფინანსური მონიტორინგის სამსახახურს მოეხსნა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები. ასევე 2014 წლის ცვლილებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა წარმოადგენს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 29.7 რეკომენდაციის უგულებელყოფას. აღნიშნული რეკომენდაციის მოთხოვნებს წარმოადგენს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური იყოს (I) ოპერაციულად დამოუკიდებელი და ავტონომიური (II) ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი ფუნქციები თავისუფლად შეასრულოს და როდესაც სხვა სტრუქტურასთან არსებობს, ჰქონდეს ამ სტრუქტურისგან მკაფიოდ განსხვავებული ძირითადი ფუნქციები (III) სამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად რესურსების მიღებასა და გამოყენებაზე გავლენას არ ახდენდეს არცერთი პოლიტიკური ძალა, მთავრობა ან ბიზნესი, რამაც მისი საოპერაციო დამოუკიდებლობა შეიძლება შეზღუდოს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროში დაბრუნება საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობას. ვინაიდან ეროვნული ბანკი წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკისგან დამოუკიდებელ ორგანოს, იგი ნაკლებად/არ არის დაინტერესებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობაში ჩარევით და გავლენის მოხდენით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამსახურის პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცვას. შესაბამისად, სამსახურის მიერ დაცული იქნება კონფიდენციალური საიდუმლოება, სამსახურს ექნება ფინანსური დამოუკიდებლობა საკუთარი ბიუჯეტის სახით და, რაც მთავარია – სამსახურს ექნება ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა, მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესახებ, ყოველგარი პოლიტიკური, სამთავრობო თუ კომერციული სფეროდან ჩარევის ან გავლენის გარეშე. ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადასვლა შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში შედის რედაქციული ხასიათის ცვლილებები რომელიც გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონში განსახორციელებელი ცვლილებებიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის ძალაში შესვლის და კანონისათვის უკუძალის მინიჭების თარიღად შერჩეულ იქნა 2020 წლის 1 იანვარი. ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს გონივრულ ვადას საპარლამენტო განხილვებისა და თანმდევი პროცედურებისათვის. ასევე, ის იურიდიული პირები, რომლის მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი უზურნველყოფენ ცვლილებებისათვის საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სხვა სახის მომზადებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროქტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ადამიანური რესურსის ცვლილებას. შესაბამისად, მის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, მას გავლენა არ ექნება 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, (სსიპ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ყოველწლიურად გამოყოფილია 2,15 მლნ. ლარი, რომლის დაფინანსების წყაროსაც წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრები. კანონპროექტის ძალაში შესვლა, საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022) გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ყოველწლიურად 2,15 მილიონი ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროში გადაცემა, 2020 წლიდან გამოიწვევს ეროვნული ბანკის მიერ გასაწევი ხარჯების ზრდას. კერძოდ, უფლებამოსილების განხორციელებისათვის მონიტორინგის სამსახურს საჭირო შენობანაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით კანონის ამოქმედების შემდეგ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. 2019-2022 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, (სსიპ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილია 2,15 მლნ ლარი (მათ შორის გათვალისწინებულია შენობანაგებობის იჯარის ხარჯი). შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, ეროვნული ბანკის მიერ გასაწევი დამატებითი ხარჯი, განისაზღვრება დაახლოებით 2,15 მილიონი ლარით. ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში. კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) კანონპროექტის ავტორი რომან გოცირიძე ვ ) კანონპროექტის ინიციატორი რომან გოცირიძე