საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/292; 27.02.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-5457/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-5457/19 28-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 4 მარტის N238/4 გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (073/292;27.02.2019) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად და საკომიტეტო მოსმენის ვადა განისაზღვრა 8 აპრილამდე. კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხი კომპლექსურია, მოითხოვს დამატებით შესწავლას და პოზიციების შეჯერებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge