საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-01
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-5522/19
28-03-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ
ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის N4309-Iს
დადგენილების
შესაბამისად,
გიგზავნით
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების პროექტს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო
სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის
განსახორციელებლად
აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე;
პატივისცემით,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს
2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი
დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი
საკონკურსო
კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „იუაი“ (Ernst & Young Global Limited).
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 29 500 ლარით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საპენსიო სააგენტომ.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „იუაი”-სთან (Ernst & Young Global Limited) გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
თბილისი,
2019 წ.