„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-5522/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-04-05

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-5522/19 28-03-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის N4309-Iს დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“ გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე; პატივისცემით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „იუაი“ (Ernst & Young Global Limited). 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 29 500 ლარით. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საპენსიო სააგენტომ. 4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „იუაი”-სთან (Ernst & Young Global Limited) გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2019 წ. ირაკლი კობახიძე