საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-05
ბიუროს ნომერი 250
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-6000/19
03-04-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 42 ფურც.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის მიერ
გაწეული საქმიანობის
ანგარიში
2018 წელი
1
სარჩევი
თავი I . . . . . . . . . . . კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
თავი II . . . . . . . . . ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ
თავი III . . . . . . . . კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
-
კანონის პროექტები, რომლებზედაც კომიტეტი იყო წამყვანი
საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც კომიტეტმა ცნობად მიიღო
კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტები
კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები
კანონის პროექტები, რომლებზეც კომიტეტმა მოამზადა დასკვნა
თავი IV. . . . . . . კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო
უფლებამოსილებათა განხორციელება
თავი V . . . . . . . რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA – Regulatory Impact
Assessment) მეთოდოლოგიის დანერგვა ხე-ტყის სოციალური
ჭრების თაობაზე
თავი VI . . . . . . საკომიტეტო მოკვლევლევები
- ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ
- მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის
შესახებ
თავი VII. . . . . . . კომიტეტის გრძელვადიანი სტრატეგია და 2017-2020 წლების
სამუშაო გეგმა
თავი VIII . . . . . კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და მათი მიზნები
თავი IX . . . . . . . თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
თავი X . . . . . . . . კომიტეტის წევრები შეხვედრები სტუდენტებთან და მოსწავლე
ახალგაზრდობასთან
თავი XI . . . . . . კომიტეტის წევრების და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების
შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურების და საზოგადოების
წარმომადგენლებთან
- კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას შეხვედრები
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
ზაზა ხუციშვილის შეხვედრები
- კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა შეხვედრები
2
თავი I
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოვალეობათა ფარგლებში.
კომიტეტის თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
საკანონმდებლო საკითხების მომზადებას;
პარლამენტის გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობას;
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის
საქმიანობის კონტროლს;
საზოგადოებასთან ურთიერთობას.
კომიტეტის ამოცანებია: ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების განსაზღვრა, გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის შემუშავება,
სატყეო სექტორის რეორგანიზაცია-აღორძინება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური
გამოყენების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის
მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის ხელშეწყობა.
თავი I I
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ
კომიტეტს ჰყავს 14 წევრი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა,
პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი და ორი მოადგილე: ენძელა მაჭავარიანი და
თინათინ ბოკუჩავა. კომიტეტის 10 წევრი საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, 4
საპარლამენტო უმცირესობას.
კომიტეტის აპარატში არის 7 სპეციალისტი და ორი შტატგარეშე მოსამსახურე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა:
33 კომიტეტის სხდომა;
კომიტეტი წამყვანი იყო 18 კანონის პროექტზე;
კომიტეტმა ცნობად
მიიღო ორი
საკანონმდებლო წინადადება,
რომელთა
საფუძველზე მომზადდა კანონის პროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 5 კანონის პროექტი, რომლებიც
2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება პარლამენტს განსახილველად;
3
კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 128 კანონის
პროექტი და 9 საერთაშორისო ხელშეკრულება;
კომიტეტის მიერ ინიცირებულია 2 კანონის პროექტი;
კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების მიერ ინიცირებულია 21 კანონის
პროექტი;
კომიტეტის 7 სხდომა და 3 სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის განხილვას;
ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების
შესრულების მონიტორინგის მიზნით კომიტეტმა ევროინტეგრაციის კომიტეტთან
ერთად ჩაატარა 2 სხდომა;
კომიტეტმა ჩაატარა ხე-ტყის სოციალური ჭრების რეგულირების ზეგავლენის
შეფასება (RIA – Regulatory Impact Assessment);
კომიტეტმა ჩაატარა საკომიტეტო მოკვლევა ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის
მდგომარეობის შესახებ და 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო მეორე საკომიტეტო
მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის
შესახებ;
კომიტეტთან შექმნილია 6 სამუშაო ჯგუფი;
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი თამაშრომლობდა შემდეგ საერთაშორისო
ორგანიზაციებთან: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP),
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და დემოკრატიული
მმართველობის ინიციატივა (GGI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI),
Westminster
Foundation,
გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საზოგადოება (GIZ);
კომიტეტის წევრებმა ჩაატარეს 6 შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობასთან და
სტუდენტებთან;
კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო 167 შეხვედრაში;
კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 86 შეხვედრაში,
ტრენინგში, კონფერენციასა და სემინარში
კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 65 წერილი.
თავი III
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტი იყო წამყვანი შემდეგ კანონის პროექტებზე:
1. საქართველოს მთვარობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნების ძეგლების შექმნისა
4
და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თბილისის ეროვნული
პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/149/9)მიღებულია 2018 წლის 23 მარტს.
"დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში და შესაბამისად,
„ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“, „იმერეთის მღვიმეების დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია აღნიშნული
კანონებით განსაზღვრული ცალკეული დაცული ტერიტორიების საზღვრების
დაზუსტებით. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან და ა(ა)იპ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდიდან“
გამოყოფილი თანხებით დაზუსტდა/დაკორექტირდა დაცული ტერიტორიების
საზღვრები. კერძოდ, განხორციელდა სათაფლიის აღკვეთილის, თეთრი მღვიმის ბუნების
ძეგლის, ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლის, ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლის,
ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლის, ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლის, იაზონის
მღვიმის ბუნების ძეგლის, საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლის, წყალწითელას ხეობის
ბუნების ძეგლის, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის, ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის,
გაბზარული ტბის ბუნების ძეგლის, საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლის, სოლკოტას
მღვიმის ბუნების ძეგლის, დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლის, მელოურის მღვიმის
ბუნების ძეგლის, ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლის, ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლის,
ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის, ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის
ბუნების ძეგლების, ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების
ძეგლების, მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლის, ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლის,
ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლის, ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლის,
მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლის, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლის,
სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის, მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლის, ბოდორნის
კლდის სვეტების ბუნების ძეგლის, ბირთვისის ბუნების ძეგლის, კოლხეთის ეროვნული
პარკის, ყაზბეგის ეროვნული პარკისა და თბილისის ეროვნული პარკის საზღვრების
დაზუსტება;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, კობა ლურსმანაშვილის,
სულხან მახათაძისა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ტყის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/152; 12.04.2018) - მიღებულია 2018 წლის 4 მაისს.
ტყე მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ საქართველოს უნიკალური
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში, არამედ მოსახლეობისთვის სხვა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსის
უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებას და ადამიანთა კეთილდღეობას.
ტყის აღრიცხვა სატყეო სექტორის მდგრადი მართვის საკვანძო საკითხია. „საქართველოს
ტყის კოდექსი“ ითვალისწინებდა სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვას, რომელიც
5
მოიცავდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტყეებს. ტყის ეროვნული
აღრიცხვის მიზანი განსხვავდება ტყის აღრიცხვის მიზნისგან, ვინაიდან გულისხმობს
მონაცემთა უფრო ფართო და ზოგად ბაზას, რაც გამოიყენება მაღალი დონის
პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის და არა უშუალოდ
ტყის მართვის დროს. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო, რომ საკანონმდებლო დონეზე
გაჩენილიყო საქართველოს ტყის აღრიცხვის ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა ტყის
ეროვნული აღრიცხვა. კანონპროექტის მიზანს წარმოადეგნდა სწორედ სათანადო
სამართლებრივი საფუძვლის შექმნა ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის.
3. საქართველოს მთვარობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველო საზღვაო სივრცის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/133, 05.10.2017) მიღებულია 2018 წლის 23 მარტს.
მიღებული კანონით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა
სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შავი ზღვის დაცვის სტრატეგიისა და საზღვაო
გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამის
შემუშავება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის შემუშავება განპირობებულია
ასოცირების შეთანხმებით (შეთანხმების 26-ე დანართი);
4.
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, კობა
ლურსმანაშვილის, ენძელა მაჭავარიანის და ზაზა ხუციშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით მომზადებულ კანონის პროექტებს „წყლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - მიღებულია მე-3
მოსმენით 2018 წლის 29 ივნისს.
საქართველოს კანონმდებლობაში არ არის გაწერილი საკანალიზაციო სისტემების
ექსპლუატაციის ნორმები და შესაბამისი სანქციები მათი დარღვევისთვის. შედეგად, ამ
სფეროს მარეგულირებელ ორგანოებს არ გააჩნიათ ავარიის გამომწვევ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე ზემოქმედების ბერკეტები. მაგ.: თბილისის შემოგარენში არსებულ
იურიდიული პირები საკანალიზაციო სისტემებში სისტემატიურად უშვებენ
არასათანადო ნარჩენებს, რომლის შედეგადაც სისტემა გამოდის მწყობრიდან. აღნიშნული
განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულის დღეებში, როდესაც ავარიის შედეგად დგება
აუტანელი სუნი და ავარიის შედეგების თანმდევი ანტისანიტარია საფრთხეს უქმნის
მოსახლეობის ჯანმრთელობას. სწორედ ეს გახდა ორი კანონის პროექტის ინიცირების
საფუძველი - ცვლილების შეტანა საქართველოს კანონში „წყლის შესახებ“ და
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. უკანასკნელმა განსაზღვრა
შესაბამისი სანქცია.
6
5.
საქართველოს მთვარობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაცული ტერიტორიების
სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,თუშეთის,
ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/259;
04.10.2018) - მიღებულია 2018 წლის 27 დეკემბერს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო
ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით (8 250 000 ევრო) დაზუსტდა დაცული
ტერიტორიების საზღვრები. აღნიშნული თანხიდან 1 854 000 ევრო მოხმარდება ყაზბეგის
დაცული ტერიტორიების განვითარებას. საზღვრების დემარკაციის პროცესში დაცული
ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნა
დაცული ტერიტორიისათვის
არატიპიური ინფრასტრუქტურა (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები,
ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული საკარმიდო ნაკვეთები,
ხეხილის ბაღები და სხვა.). ასევე, დაცული ტერიტორიების საზღვრებში შეტანილ იქნა
ტყით დაფარული და გატყევებული ფართობები, რომლებიც, ძველი საზღვრებით,
დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იყო დარჩენილი.
6. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა
მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი კანონების პროექტები: „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და
„წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/205/9; 28.06.2018) - მიღებულია 2018 წლის 22 დეკემბერს.
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შედეგად საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში აისახა
,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით (CITES) განსაზღვრულმა საკითხებმა. ამ ეტაპზე
საქართველოს კანონმდებლობა მიეკუთვნება მე-2 კატეგორიას, რომელსაც ქვეყანას
ანიჭებს კონვენციის სამდივნო შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, რაც
ნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება კონვენციის
მოთხოვნებს. მიღებული ცვლილება საშუალებას აძლევს საქართველოს გადავიდეს იმ
ქვეყნების კატეგორიაში, რომელთა კანონმდებლობა შეესაბამება კონვენციის
მოთხოვნებს. შესაბამისი ცვლილებები შევიდა ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.
7.
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა
მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/240; 05.11.2018) - მიღებულია
2018 წლის 26 დეკემბერს.
7
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა
და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას. აღნიშნული ნებართვის გაცემის წესი
განისაზღვრება
კანონით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ ნებართვის ერთ-ერთ სახედ
დადგენილია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა“, რომლის გაცემის წესი
განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის
დადგენილებით. ამავდროულად,
კონვენცია ითვალისწინებს აღნიშნული ნებართვის რეტროსპექტიულად (ანუ
ტრანსსასაზღვრო გადაადგილების განხორციელების შემდეგ ნებართვის გაცემა) გაცემის
შესაძლებლობას, რაც ეროვნულ კანონმდებლობაში არ იყო ასახული. ცვლილება
ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს და განსაზღვრავს
გამონაკლის შემთხვევებში ზემოაღნიშნული ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემის
შესაძლებლობას.
8.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
კანონის
პროექტები:
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის
ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-3/239; 05.11.2018) - მიღებულია 2018 წლის 26 დეკემბერს.
წარმოდგენილ ცვლილებამდე სახელმწიფო ტყის ფონდის კონტროლის ფუნქცია
გადანაწილებული იყო ტყის ფონდის მართვის ორგანოსა და გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის.
ფუნქციების მეტ-ნაკლებად გამიჯვნის
პირობებში, მათი აღსრულებისას არსებობდა მრავალი ხარვეზი - განსაკუთრებით
ზედამხედველობა-კონტროლის ნაწილში ფუნქციების გადაფარვის თუ დუბლირების
სახით, რაც საბოლოო ჯამში ვერ იძლეოდა სასურველ შედეგს.
პრობლემების გადაჭრის გზად მიჩნეულ იქნა კონტროლის ერთიან სისტემაში მოქცევა და
ამ მიზნით აღნიშნული ფუნქციის მატარებელი ერთიანი სტრუქტურის შექმნა.
კონტროლის ფუნქციის ერთი ორგანოსათვის მინიჭება უზრუნველყოფს უკანონო
ტყითსარგებლობის ფაქტების პრევენცია-გამოვლენა-აღკვეთაზე ორიენტირებული
სპეციალიზებული სისტემის შექმნას, რომელიც ფუნქციურად ფოკუსირებული იქნება
მხოლოდ ერთ მიმართულებაზე - კონტროლის განხორციელებაზე, რაც დადებითად
იმოქმედებს უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და აღკვეთაზე.
8
კომიტეტმა ასევე ცნობად მიიღო საკანონმდებლო წინადადება - არასამთავრობო
ორგანიზაციების (თ. ჭავჭანიძე, ს. ჯიბუტი, თ. აქუბარდია, ს. ბეროშვილი) მიერ
წარმოდგენილი „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები.
ამჟამად არსებული სამართლებრივი ნორმები და კერძოდ საქართველოს კანონი
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ არეგულირებს მხოლოდ გარეული ცხოველების დაცვასა
და გარემოდან ამოღებას. ამასთან, აუცილებელია ე. წ. ადამიანის პარტნიორი ცხოველების
კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისათვის
აუცილებელი უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. კანონპროექტი არეგულირებს
ადამიანის კომპანიონ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს და აწესებს მათი
კეთილდღეობის
უზრუნველსაყოფად
აუცილებელ
სტანდარტებს.
ასევე,
კანონპროექტით გათვალისწინებულია კომპანიონ ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის
აუცილებელი მოთხოვნები, კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრებში მოთავსების
შესაძლებლობა და ა.შ. ადგენს თავშესაფრებში საჭირო პირობების აუცილებლობას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარის 2018 წლის 15 იანვრის
N4 განკარგულებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ არასამთავრობო
ორგანიზაციების, თბილისის მუნიციპალიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს და აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის
წარმომადგენლები. კომიტეტმა ორი სხდომა (2017 წლის 11 დეკემბერი და 2018 წლის 21
თებერვალი) მიუძღვნა კანონპროექტების განხილვას. ამასთან, სამუშაო ჯგუფის
რამდენიმე შეხვედრაზე დაიხვეწა კანონპროექტის ცალკეული მუხლები და შეთანხმდა
სადაო საკითხები. ამჟამად საკანონმდებლო პაკეტი გადაგზავნილია საქართველოს
მთავრობაში წინასაწარი შეთანხმების მისაღწევად.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის
პროექტები:
1. „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის
ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/239; 05.11.2018) - მიღებულია 2018 წლის 26
დეკემბერს.
2. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/265; 25.12.2018) - ინიცირებულია 2018 წლის 25 დეკემბერს.
კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები:
1.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე ფრუიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი
კახიანის, კახაბერ კუჭავას, გუგული მაღრაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის
9
2.
3.
4.
5.
6.
7.
რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/113/9; 14.12.2017) - მიღებულია
2018 წლის 18 აპრილს;
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (073/131/9; 01.03.2018);
საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა
მდინარაძის, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, გიორგი ხატიძის
და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონების პროექტები „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/156/9; 19.04.2018);
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/125; 20.02.2018) - მიღებულია 2018 წლის 4 მაისს;
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, და ზაზა
ხუციშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის
პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/208/9; 05.07.2018) - მიღებულია 2018 წლის 21
ივლისს;
საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა
მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი კანონების პროექტები: „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და
„წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/205/9; 28.06.2018) - მიღებულია 2018 წლის 22 დეკემბერს.
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, კობა
ლურსმანაშვილის, ენძელა მაჭავარიანის და ზაზა ხუციშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით მომზადებულ კანონის პროექტებს
„წყლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
8.
(07-3/199/9; 20.06.2018) - მიღებულია მე-3 მოსმენით 2018 წლის 29 ივნისს.
საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, კახაბერ კუჭავას და ნინო
წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
10
კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/188; 07.06.2018) - მიღებულია 2018 წლის 21 სექტემბერს;
9. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის
ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-3/239; 05.11.2018) - მიღებულია 2018 წლის 26 დეკემბერს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომიტეტის წევრების მიერ შემუშავებული
შემდეგი კანონის პროექტები:
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, არჩილ თალაკვაძის და მამუკა
მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/210;
18.07.2018) - მიღებულია 2018 წლის 30 ნოემბერს.
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურება
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
პრობლემაა.
საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა
მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმნიშვნელოვანესი წყაროა
გაფრქვევები,
რომლებიც
მთლიანი
გაფრქვევების
71%
1
-ს
საავტომობილო
შეადგენენ.
თუ
გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს ქალაქები
განსაკუთრებით გადაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა ტექნიკური
გამართულობა, ბევრ შემთხვევაში, არ შეესაბამება სტანდარტებს, ნათელი ხდება ამ
მიმართულებით ქმედითი და დროული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ელექტრო ძრავიანი ავტობუსებისა და
მიკრო ავტობუსებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს
ელექტროძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდას.
საბოლოოდ,
აღნიშნული
ემსახურება
მწვანე
ეკონომიკურ
ზრდას
და
მდგრად
განვითარებას, რაც, თავის მხრივ, საქართვლოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს
დადებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
1. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
11
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ .
საქართველოს გზებსა და ქალაქებში საავტომობილო ტრანსპორტის რაოდენობის
მნიშვნელოვანი ზრდის გამო შექმნილია მძიმე ვითარება. ამ მხრივ განსაკუთრებით
გამოირჩევა თბილისი, სადაც ცენტრალურ მაგისტრალებზე ხშირია საცობები,
განსაკუთრებით პიკის საათებში. კერძო მანქანების მოუწესრიგებელ მოძრაობას ემატება
მიკროავტობუსების და ტაქსების სიმრავლე და შეფერხებული მოძრაობა (შეჩერება,
გაჩერება, დგომა) საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებზე. დღეისთვის
უცნობია დედაქალაქში მოსახლეობის მომსახურე ტაქსების რაოდენობა და მათი
მძღოლების პროფესიონალიზმი, რაც დამატებით რისკებს უქმნის საგზაო მოძრაობას და
მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
წარმოდგენილი კანონის პროექტებით:
შეიზღუდა ტრანზიტული მოძრაობა თბილისში;
თბილისში შემოღებულ იქნა ტაქსებზე ნებართვის გაცემის სისტემა;
თბილისში შეიზღუდა სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება
და გაჩერება დადგენილი გრაფიკისა და გაჩერების სპეციალური ადგილების
ფარგლებში;
თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე (დასაწყისში 14 ქუჩაზე) აიკრძალა ავტობუსებისა და
სამარშრუტო ტაქსების გაჩერება სხვა ადგილებში, გარდა ავტობუსის გაჩერებისა;
თბილისში (დასაწყისში 14 ქუჩაზე) ავტობუსის გაჩერებებზე აიკრძალა სხვა
სატრანსპორტო საშუალებები გაჩერება, გარდა ავტობუსისა და სამარშრუტო
ტაქსისა.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა
ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის,
გიორგი გაჩეჩილაძის, ირაკლი ხახუბიას, გოგი მეშველიანის, სულხან მახათაძის,
მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირინე ფრუიძის, ანრი ოხანაშვილის,
ცოტნე ზურაბიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, სვეტლანა კუდბას და მერაბ ქვარაიას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - ამჟამად მიმდინარეობს
შეთანხმების პროცესი საქართველოს მთავრობასთან;
კანონპროექტის მიზანია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან
მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების
თანამშრომელთა
(რომლებიც
მონაწილეობდნენ
სტიქიური
უბედურების
სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს
დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და
აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის
გარანტიების განსაზღვრა, რადგან ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული
ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, როგორც
12
სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. ეკოსისტემების და ბუნებრივი
რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი
განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით. ეს საკითხები ხაზგასმულია
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ არაერთ დოკუმენტში, მაგ.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ეროვნულ სატყეო კონცეფციაში
და სხვ.
თანახმად კანონის პროექტისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული
ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და
სოფლის
მეურნეობის
თანამშრომელთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
ოჯახის წევრებს ყოველთვიურად დაუწესდებათ 1000 ლარიანი
კომპენსაცია.
კომიტეტი იყო სავალდებულო დასკვნის მიმცემი შემდეგ კანონის პროექტებზე:
1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და მისგან
გამომდინარე კანონის პროექტები (07-2/2/9, 24.11.2016) - მიღებულია 2018 წლის 20
ივლისს;
2.
„საქართველოს 2018
კანონის პროექტი;
3.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკს
შორის
სასესხო
შეთანხმება
(ენგურის
ჰიდროელექტროსადგურის
რეაბილიტაციის
პროექტი
კლიმატური
პირობებისადმი
მდგრადობის
გაუმჯობესება) (07-2/169,14.02.2018) - მიღებულია 2018 წლის 7 მარტს;
4.
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი
საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის
საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/139;
20.03.2018) - მიღებულია პირველი მოსმენით;
5.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/182; 28.03.2018) მიღებულია 2018 წლის 30 მაისს;
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესახებ“
საქართველოს
13
6.
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით
დათარიღებული
განვითარების
მიზნის
შესახებ
საგრანტო
შეთანხმება
(ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“
(07-2/193, 10.04.2018) - მიღებულია 2018 წლის 17 მაისს;
7.
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 12
აგვისტოს
ხელშეკრულების
(ინფრასტრუქტურისა
და
ეკონომიკური
შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების
მხარდაჭერისათვის)“ ცვლილება ნომერი შვიდი“ (07-2/195; 11.04.2018) - მიღებულია
2018 წლის 17 მაისს;
8.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
(N07-2/207;
03.05.2018) - მიღებულია 2018 წლის 18 მაისს;
9.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
,,საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას
შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმება (N07-2/215;
15.05.2018) - მიღებულია 2018 წლის 30 მაისს;
10. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (072/209;03.05.2018) - მიღებულია 2018 წლის 27 ივნისს;
11. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის,
ირინე ფრუიძის, გიორგი კახიანის, ანრი ოხანაშვილის, ეკა ბესელიას, მამუკა
მდინარაძის, არჩილ თალაკვაძის, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, გურამ
მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის
პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და მისგან გამომდინარე
კანონის პროექტები (07-3/187; 31.05.2018) - მიღებულია 2018 წლის 6 დეკემბერს;
12. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „საბუნკერო
საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი
სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია (07-2/222;
30.05.2018) - მიღებულია 2018 წლის 29 ივნისს.
13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-2/222; 30.05.2018) - მიღებულია 2018 წლის 31 ოქტომბერს.
14. საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
„საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას
14
(როგორც E5P დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო
„საქართველოში საჯარო შენობების ენეგროეფექტურობის გაუმჯობესება და
განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) შორის საგრანტო
შეთანხმება (07-2/243; 30.07.2018) - რატიფიცირებულია 2018 წლის 13 დეკემბერს
15. საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
„საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო
შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენეგროეფექტურობის გაუმჯობესება
და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) (07-2/244; 30.07.2018) რატიფიცირებულია 2018 წლის 13 დეკემბერს
16. საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ვანო ზარდიაშვილის,
დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი ხატიძის, ეკა ბესელიას, გედევან
ფოფხაძის და ოთარ ჩრდილელის მიერ საკანონმდებლო ინციატივის წესით
წარმოდგენილი კანონის პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები (07-3/197; 14.06.2018) მიღებულია პირველი მოსმენით.
17. საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
„საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება (072/261; 04.10.2018) - რატიფიცირებულია 2018 წლის 12 დეკემბერს.
18. საქართველოს
მთავრობის
მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“
(07-2/263; 19.10.2018) - ინიცირებულია 2018 წლის 19 ოქტომბერს.
თავი IV
კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო
უფლებამოსილებათა განხორციელება
კომიტეტი საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელების
პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროსთან. სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის
თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი სხდომები:
1. 2018 წლის 13 თებერვლის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის
ანგარიში გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის
ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.
კომიტეტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ბიუჯეტის ფორმირების პროცესს და მისი
შესრულების მდგომარეობას. ანგარიშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ორი
15
სახელმწიფო სტრუქტურის - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის
მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების ფონზე. მინისტრმა დეტალურად
წარმოადგინა 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები. ისაუბრა იმ
მიმართულებებზე, რომელთა დაცვისა და მართვის ღონისძიებებიც განხორციელდა
წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. ხარჯვითი ნაწილი ორ ნაწილად წარმოადგინა საბიუჯეტო ნაწილი და საკუთარი შემოსავლების ნაწილი. ისაუბრა სამინისტროს
შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ების და საქვეუწყებო დაწესებულების მიერ
განხორციელებული პროგრამებისა და სახსრების ხარჯვის შესახებ. ასევე აღინიშნა, რომ
სამინისტრომ 2017 წელს საბიუჯეტო სახსრები 108.78% -ით შეასრულა, ხოლო
საკუთარი სახსრების კუთხით 87.81%-ით. მან დეტალური ანგარიში წარმოადგინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის, დაცული ტერიტორიების სისტემის, სატყეო
სისტემის, ეროვნული საშენი მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვის,
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების
ხელშეწყობის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვისა და სხვა
მიმართულებებით განხორციელებული პროგრამების შესახებ.
2. 2018 წლის 3 აპრილის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაცია დაბა
კაზრეთში გარემოს დაბინძურების მდგომარეობის თაობაზე. მინისტრის
განცხადებით, RMG COPPER-სა და კომპანია RMG GOLD-ს დაბა კაზრეთში,
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში დარღვევები უფიქსირდებათ. მისი
თქმით, სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები სხვადასხვა ტიპის
და მიმართულებისაა.
კომპანიების საქმიანობის შედეგად, გამოიკვეთა ზემოქმედება წლის რესურსებზე,
ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში
განსაკუთრებით მწვავედ დგას RMG Cooper-ის და RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად
წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების
ფარგლებში, კომპანიებს მიეცათ მითითება, რომ უპირველესად საოპერაციო არეალების
მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება აღმოფხვრან. გარდა აღნიშნულისა,
დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენებით გარემოს
დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებითაც. შესაბამისად, მასალები, სადაც
დეტალური დასკვნებია მოცემული თითოეულ დარღვეულ სანებართვო პირობასთან
დაკავშირებით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა.
ზედაპირული წყლების დაცვის მიზნით, კომპანია RMG Copper-ს დაევალა
დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე
კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31
დეკემბრამდე უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან მდინარის ნებისმიერი დაბინძურების
შემთხვევა. კომპანიებმა ერთი თვის ვადაში სამინისტროს უნდა წარუდგინონ დეტალური
ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის ღონისძიება, რასაც
RMG Cooper და RMG Gold სამინისტროს მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში
განახორციელებენ
შესაბამის
ღონისძიებებს
ტერიტორიაზე
გარემოსდაცვითი
პრობლემების აღმოსაფხვრელად.
16
3. 2018 წლის 16 აპრილის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნოდარ
კერესელიძის ანგარიში ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული
ასოცირების
შეთანხმების
ფარგლებში
საქართველოს
მიერ
აღებულ
ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ;
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების
შესრულებასთან დაკავშირებით, 2017 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრისას,
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის შესახებ, ფაქტობრივად,
100%-ით
არის
შესრულებული.
მომხსენებელმა
დეტალურად
ისაუბრა
განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის, როგორიცაა სურსათის კვლევებისთვის
ლაბორატორიული კვლევების გაძლიერება, ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების
დანერგვა,
ვეტერინარული
დაავადებების
დიაგნოსტიკა,
თანამშრომლების
შესაძლებლობების ამაღლება და ტრენინგ-პროგრამების დანერგვა, საინფორმაციო
შეხვედრების გამართვა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მოთხოვნებთან დაკავშირებით,
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად მეწარმე სუბიექტების დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან
ადაპტაციის მიზნით და სხვა. აქტივობები ასევე ეხებოდა ვაჭრობასა და მდგრად
განვითარებას, ტყის კოდექსის პროექტის შემუშავებას, რომელიც პარლამენტს
მიმდინარე წელს წარედგინება.
4. 2018
წლის
14
მაისის
სხდომა,
რომელზედაც
მოსმენილ
იქნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის
გიორგი ჩიქოვანის ანგარიში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის
წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, ასევე ევროპის
ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების
შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული
კომისიის მიერ ენერგეტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე.
2017 წლის ივლისიდან საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრია, რომელიც
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირის ბაზართან და სამართლებრივ
ნორმებთან დაახლოებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, „ენერგეტიკული გაერთიანების“
დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთების ოქმის თანახმად საქართველომ აიღო
კონკრეტული ვალდებულებები ენერგეტიკის სფეროში, რომელიც გაწერილია ვადაში და
მიმართულია კონკურენტული და ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის,
მიწოდების უსაფრთხოების ამაღლების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი
ენერგიების ათვისების ხელშეწყობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის ნორმების
გაუმჯობესებისაკენ.
2017 წლის ბოლოდან „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოს დახმარებით დაიწყო
აქტიური მუშაობა ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებასთან
17
დაკავშირებით. სამინისტროსა და ენერგეტიკულ უწყებებს შორის შეჯერდა მისი
საბოლოო ვერსია და მოკლე ხანში წარდგენილი იქნება საჯარო განხილვაზე.
5. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას სადეპუტატო
კითხვებით მიმართა სხვადასხვა უწყებებს.
თავი V
რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA – Regulatory Impact Assessment)
მეთოდოლოგიის დანერგვა ხე-ტყის სოციალური ჭრების თაობაზე
რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის პროცესი, როდესაც შემოთავაზებული
პოლიტიკის მოსალოდნელი გავლენის დადგენა და შეფასება კეთდება ისეთი
ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად - ხარჯსარგებლის ანალიზი. ამასთან, RIA არის შედარების პროცესი: იგი ეყრდნობა არსებული
პრობლემის გადაჭრისთვის დასახული ამოცანების შესასრულებლად ,,რეალისტური
ალტერნატივების“ მოძიებასა და დადგენას. აღნიშნული პროცესის შედეგად მიიღება
,,რეგულაციების გავლენის შეფასების ანგარიში”, რომელიც მიკრო დონის პოლიტიკის
დოკუმენტია ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში. რეგულირების ზეგავლენის შეფასება
მზადდება ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავებამდე ან მისი შემუშავების
პარალალურად და ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განუყოფელი ნაწილია.
ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს სატყეო სექტორის რეფორმა და მომზადების
პროცესშია ახალი „ტყის კოდექსი“, რომელიც დაარეგულირებს ტყის დაცვისა და
ტყითსარგებლობის სხვადასხვა ასპექტს. ამდენად, ლოგიკურია, რომ კომიტეტის
ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით, კომიტეტის აპარატში
დაიწყო ტყითსარგებლობის ერთ-ერთი კომპონენტის, ე. წ. „სოციალური ჭრის“ რეფორმის
რეგულირების გავლენის შეფასება (RIA).
„სოციალური ჭრის“ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავების
მიზნით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
აპარატში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის საბიუჯეტო
ოფისის თანამშრომელთა შემადგენლობით. რეგულირების შეფასების დოკუმენტზე
სამუშაო პროცესი გაგრძელდა 2018 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 21 ივნისამდე. 20 მარტს
გაიმართა რეგულირების გავლენის შეფასებაზე მომუშავე ჯგუფის პირველი სამუშაო
შეხვედრა, სადაც განისაზღვრა, პროექტის განხორციელების განრიგი და დაიგეგმა
მომავალი სამუშაო. რეგულირების გავლენის შეფასებაზე მომუშავე ჯგუფმა ჩაატარა
დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები, რომელიც დაიწყო 2018 წლის 3 თებერვალს და
გაგრძელდა 2018 წლის 9 მარტამდე. აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა ინდივიდუალური
შეხვედრები როგორც მუნიციპალიტეტების მერებთან, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო
ორგანიზაციასთან. დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუები ჩატარდა თვისებრივი
ინფორმაციის შესაგროვებლად. შეხვედრების პარალელურად სამუშაო ჯგუფი ეცნობოდა
შესაბამის ლიტერატურას და პრობლემებთან დაკავშირებულ კვლევებს. რეგულირების
18
გავლენის შეფასების პროცესში გაკეთდა როგორც თვისებრივი შეფასება, ასევე
ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი.
რეგულირების გავლენის შეფასების პირველად შედეგებს 2018 წლის 23 მარტს
გაეცნენ კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები.
საქართველოს ტერიტორიის 40% ტყით არის დაფარული. ტყის განახლება წელიწადში
მხოლოდ 4 მილიონი კუბმეტრით ხდება, მაშინ როდესაც საშუალოდ 6 მილიონი მ3 ხე
იჭრება. შედეგად, სავარაუდოა, რომ ტყის მასები მცირდება. საქართველოში სოფლად
მცხოვრები მოსახლეობის 95% სათბობად შეშას იყენებს. შეშას ასევე მოიხმარს მცირე
ქალაქების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. შეშის გარკვეული რაოდენობა გამოიყენება
დიდ
ქალაქებშიც.
მნიშვნელოვანი
რაოდენობის
შეშა
გამოიყენება
საჯარო
დაწესებულებებში და კერძო სასტუმროებში, რესტორნებში და პურის საცხობებში.
„სოციალური ჭრა“ ერთმნიშვნელოვნად გაუმართლებელი პრაქტიკაა, რომელიც გარემოს
სერიოზულ ზიანს აყენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია შემდეგი
პრობლემური სფეროების გამოყოფა, რომელთა გამოც არსებული მდგომარეობა კიდევ
უფრო რთულდება:
- მართვისა და აღსრულების პრობლემები, კერძოდ: მოსახლეობისათვის გამოყოფილი
ბილეთებით სარგებლობენ (ხშირად მრავალჯერადად ერთი და იმავე ბილეთით)
არაფორმალური ჯგუფები;
- პრობლემები მერქნული რესურსების უშუალო მოპოვების კუთხით: ხეს ჭრიან
არაკვალიფიციური პირები/ჯგუფები. არსებობს ფაქტები, რომ აღნიშნული ჯგუფები,
როგორც წესი, არ იცავენ ჭრის წესებს და მოიპოვებენ ბილეთებით გამოყოფილზე მეტ
მერქნულ რესურსებს, რითაც ზიანი ადგება როგორც ბუნებას, ასევე მნიშვნელოვნად
იზრდება უბედური შემთხვევების რისკებიც.
-
კადრების
სიმცირესთან
დაკავშირებული
პრობლემები:
ტყეზე
კონტროლის
განმახორციელებელ პირთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მათზე დაკისრებული
მოვალეობის შესრულება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.
ზემოაღნიშნული პრობლემების შესწავლისა და ანალიზის მიზნით განისაზღვრა
კომიტეტის აპარატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად იმუშავებდა აღნიშნულ
პროექტში. პროექტში ასევე ჩაერთვნენ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის
სპეციალისტებიც. საწყის ეტაპზე ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი RIA-ს მეთოდოლოგიაში.
ტრენინგი ჩაატარეს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) წარმომადგენლებმა.
ჩატარდა 20 მდე სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან
(საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები, ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლები). ჩატარდა დოკუმენტური მასალების (კვლევების, პუბლიკაციების,
სამართლებრივი ბაზის) კვლევა/ანალიზი. მუშაობის პროცესში ჩატარდა 5 სამუშაო
შეხვედრა კომიტეტის აპარატის წევრებსა და GGI-ს შორის პროექტის მიმდინარეობის
თაობაზე.
19
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ:
სათბობი შეშის მომხმარებელთა რეალური რიცხვი 419,328 შეადგინა. ამ რიცხვიდან
ცალკე გამოიყო 29,944 ოჯახი, რომელიც გასათბობად ბუნებრივ აირთან ერთად
შეშასაც იყენებს.
რეალური
მოთხოვნის
მაქსიმალური
დაკმაყოფილების
პარალელურად,
მნიშვნელოვანია რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სხვა
სამთავრობო უწყებების ჩართულობით იზრუნოს მოსახლეობის სათბობ შეშაზე
დამოკიდებულების
შემცირებაზე
ენერგიის
ალტერნატიული
წყაროების
განვითარებით.
შესამუშავებელია ერთიანი სახელმწიფო მიდგომა ამ უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი
და ენერგეტიკული რესურსის ჩანაცვლების და მისი ეფექტური გამოყენებისათვის,
რომელიც უნდა გამოიხატოს ბიომასის მდგრადი გამოყენების სტრატეგიასა და
სამოქმედო გეგმაში. პრობლემის გადაწყვეტასა ასევე ესაჭიროება ნარჩენების მართვისა
და სოფლის მეურნეობის სექტორებთან თანამშრომლობის პროგრამა. ასევე საჭიროა,
ჩამოყალიბდეს
განახლებად
ენერგიის გამოყენების
ტექნოლოგიაზე მომუშავე
ბიზნესების ხელშემწყობი გარემო.
შეშის ალტერნატივად განიხილება ბუნებრივი გაზი, რომლის მოხმარება უფრო
კომფორტული და ეკოლოგიურია, მაგრამ ძვირია და ქვეყნის მასშტაბით იწვევს
ეკონომიკური
აქტივობის
შემცირებას
და სხვა
ქვეყნებზე
ეკონომიკური
და
ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდას.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით WEG-ის მიერ ჩატარებული ნარჩენი
ბიომასის შესწავლა აჩვენებს, რომ როგორც სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის
გადამუშავების ასევე სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობა
შეიძლება ჩართულ იქნას ენერგომომარაგების ამოცანის გადაწყვეტის საქმეში. მათ
შორის არის: ტყეში უკანონო და კანონიერი ჭრის შედეგად დაგროვილი ნარჩენები,
ვაზის
და
ხეხილის
გასხვლით
მიღებული
ნარჩენები,
ტყის
სანიტარული
ღონისძიებების შედეგად მისაღები ბიომასა და სხვ. აღნიშნული ბიომასა შეიძლება
გამოყენებულ იქნას თანამედროვე მყარი ბიო-საწვავის პელეტების, ბრიკეტების ან
ნაფოტების მისაღებად, რაც ნაწილობრივ შეამცირებს მოთხოვნას შეშაზე.
შეშის ალტერნატივად ასევე შეიძლება ქვანახშირის განხილვაც, იმ შემთხვევაში, თუკი
მისი ხარისხი ევროკავშირის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ტყისა და მისი რესურსების მნიშვნელობის
შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება.
დოკუმენტზე მუშაობისას რეგულირების გავლენის შეფასებაზე მომუშავე ჯგუფი
შეხვდა დაინტერესებულ მხარეებს. პირველ ეტაპზე განხორციელდა დაინტერესებულ
მხარეთა იდენტიფიკაცია და განისაზღვრა მათი თანმიმდევრობა.
კონსულტაციების შედეგად, სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა შეესწავლა შემდეგი
ოთხი ალტერნატივა:
20
“სტატუს-კვო“ - არსებული პოლიტიკური მოცემულობა უცვლელი რჩება;
ალტერნატივა 1: საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) დაარსება, რომელიც საკუთარი
ძალებით მოიპოვებს, დაასაწყობებს მოსახლეობისთვის მარტივად მისაწვდომ ადგილზე და
გასცემს მერქნულ რესურსებს. გარდა ზემოხსენებულისა, აღნიშნულ დაწესებულებას ექნება
მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება;
ალტერნატივა 1*: საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) დაარსების პარალელურად
ალტერნატიული საწვავის გამოყენების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება;
ალტერნატივა 2: სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების (შპს) დაარსება, რომელიც საკუთარი ძალებით მოიპოვებს, დაასაწყობებს
მოსახლეობისთვის მარტივად მისაწვდომ ადგილზე და გასცემს მერქნულ რესურსებს. გარდა
ზემოხსენებულისა, აღნიშნულ დაწესებულებას ექნება კონტროლის უფლებამოსილება;
ალტერნატივა 2*: სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს-ის დაარსების პარალელურად
ალტერნატიული საწვავის გამოყენების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება.
დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების, რეფორმის ინიციატორებთან და ავტორებთან
განხილვის საფუძველზე ჩამოყალიბდა რეფორმის შემდეგი ძირითადი მიზნები:
1. მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფა;
2. მიმდინარე ეტაპზე RIA-ს საბოლოო დოკუმენტი არის მზად არის და დაგეგმილია
დოკუმენტის საჯარო განხილვა და წარდგენა შესაბამის დაინტერესებულ პირებთან.
3. ქმედითი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება;
4. ტყის ეკოსისტემების დაცვა და ბიომრავალფეროვნების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება.
თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე სამუშაო ჯგუფმა შეადარა
ალტერნატიული სცენარები და დაადგინა, რომელი მათგანი პასუხობს მიზნებს ყველაზე უკეთ.
ანგარიშის ძირითადი დასკვნები
1) საჭიროა სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა ტყის მართვის
ორგანოს ეფექტურობის გასაზრდელად და ტყეზე ზეწოლის შესამცირებლად;
2) აუცილებელია სათანადო მონიტორინგის სისტემის შექმნა მართვის ორგანოსათვის;
3) საჭიროა გამჭვირვალე ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიის შექმნა მართვის ორგანოსათვის
და ეფექტური მარეგულირებლის განსაზღვრა;
4) საბიუჯეტო ორგანიზაციების გადაყვანა ალტერნატიულ საწვავზე მნიშვნელოვნად
დაზოგავს საშეშე მერქნულ რესურსს;
5) სოციალური ჭრის ჩანაცვლების პირობებში, განხორციელდება ალტერნატიული საწვავი
რესურსების ბიზნესის სტიმულირება;
6) ტყის მდგრადი მართვისათვის აუცილებელია ინფორმაციის შეგროვება და ტყის
ინვენტარიზაცია.
თავი VI
საკომიტეტო მოკვლევები
საკომიტეტო მოკვლევა არის საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის განხორციელების
თანამედროვე და ეფექტური მექანიზმი. ის პირდაპირ ეხმიანება ღია პარლამენტის
პრინციპებს (OGP), იძლევა საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის პირდაპირი
21
ჩართულობის
შესაძლებლობას
საკომიტეტო
(საზედამხედველო)
მუშაობაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკას აქტიურად იყენებენ
მოწინავე, საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი (ინგლისი
და შოტლანდია), აშშ, ავსტრალია, კანადა და ა.შ.
საკომიტეტო მოკვლევის მიზნებია:
კომიტეტის კომპეტენციაში არსებული გამოწვევების სიღრმისეული შესწავლა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან/და ინდივიდუალური მოქალაქეებისაგან
კვალიფიციური ინფორმაციის მიღების გზით;
საკომიტეტო მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული დასკვნების,
რეკომენდაციების და წინადებების შემუშავება შესაბამისი სუბიექტებისთვის.
საკომიტეტო მოკვლევა ქ. თბილისში ატმოსფერული
ჰაერის მდგომარეობის შესახებ
პირველად, საქართველოს პარლამენტის პრაქტიკაში კომიტეტმა, Westminster Foundation
-ის მხარდაჭერით საფუძველი ჩაუყარა ახალ საპარლამენტო ინიციატივას „საკომიტეტო
მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“, რომლის საჯარო
პრეზენტაცია გაიმართა 19 მარტს, სასტუმრო რუმსში.
კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას 2018 წლის 18 აპრილის განკარგულებით
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების შემადგენლობით და დამტკიცდა
სამუშაო ჯგუფის დებულება.
მოკვლევის ფარგლებში პირველ ეტაპზე შედგა შემდეგი სამუშაო შეხვედრები:
ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომელიც წარმართა
Westminster Foundation-ის ეგიდით მოწვეულმა სპეციალისტმა - დიდი
ბრიტანეთის პარლამენტის გარემოს დაცვისა კომიტეტის აპარატის უფროსმა Alistair Doherty (ალისტერ დოჰერტი). შეხვედრის მიზანი: დიდი ბრიტანეთის
საპარლამენტო მოკვლევის პრაქტიკის გაზიარება და პროცედურული საკითხების
შესახებ კონსულტაციის გაწევა;
ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან. შეხვედრის
ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა ოფიციალურად მოკვლევის
არსი, მნიშვნელობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის
მნიშვნელობა აღნიშნულ პროცესში. საჯარო განხილვას დაესწრო 40-მდე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია. შეხვედრას ასევე წარმართავდა Alistair Doherty
(ალისტერ დოჰერტი);
Westminster Foundation-ის მხარდაჭერით შერჩეულ და მოწვეულ იქნა
ატმოსფერული ჰაერის ტექნიკური ექსპერტი;
კომიტეტის აპარატის შიგნით განისაზღვრა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემდგომ
იმუშავებდა, განიხილავდა მიღებულ პოზიციებს, წინადადებებს;
22
წინასწარ დადგენილ ვადებში, სხვადასხვა სუბიექტებისგან (ფიზიკური და
იურიდიული პირები - საზოგადოებრივი ორგანიზაციები) მიღებულ იქნა 15
ოფიციალური წინადადება - დოკუმენტურად დასაბუთებული პოზიცია
თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით;
შედგა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა კომიტეტის აპარატის სამუშაო ჯგუფთან.
ტექნიკური ექსპერტის ჩართულობით მოხდა თითოეული შემოსული პოზიციის
განხილვა, ანალიზი;
2018 წლის 7-8 ივლისს ჩატარდა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრების სამუშაო
შეხვედრა (workshop). შეხვედრაზე, ტექნიკური ექსპერტის ჩართულობით, სამუშაო
ჯგუფის წევრებმა განიხილეს წარმოდგენილი პოზიციები; განსაზღვრეს ყველა
დაინტერესებული მხარე/პირი, ვინც შემდგომში იქნება მოწვეული საკომიტეტო
მოსმენაზე; განისაზღვრა სამინსიტროებიდან და სხვადასხვა უწყებებიდან
დამატებით მისაღები ინფორმაცია. დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის
წარმატებით ჩატარებისთვის სამუშაო ჯგუფის წევრებს განესაზღვრათ
კონკრეტული ფუნქციები და ქმედებები.
2018 წლის 27 აგვისტოს ჩატარდა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
(workshop) დამატებით შემოსული სამი პოზიციის განხილვის მიზნით. სამუშაო
შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს წარმოდგენილ პოზიციებზე, იმ
კითხვებზე, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა უწყებებიდან საჭიროებენ
ინფორმაციის მიღებას.
2018 წლის 3 სექტემბერს ჩატარდა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და
განისაზღვრა საკომიტეტო მოკვლევის ზეპირი მოსმენის თარიღები და ჩატარების
ადგილი; ასევე, განისაზღვრა ის სუბიექტები, რომლებიც რომლებიც წარადგენენ
საკუთარ პოზიციებს.
მოკვლევის პროცესში სამუშაო ჯგუფმა მიიღო 20-მდე დოკუმენტურად დასაბუთებული
პოზიცია თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შემოსული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე:
➢ დადგინდა ყველა დაინტერესებული მხარე, ვინც შემდგომში მოწვეული იქნება
საკომიტეტო მოსმენაზე;
➢ განისაზღვრა სამინისტროებიდან და სხვადასხვა უწყებიდან დამატებით მისაღები
ინფორმაცია;
➢ სამუშაო ჯგუფის წევრებს განესაზღვრათ კონკრეტული ფუნქციები და ამოცანები;
➢ დადგინდა საკომიტეტო მოკვლევის ზეპირი მოსმენის თარიღები და გამართვის
ადგილი;
➢ განისაზღვრა ის სუბიექტები, რომლებიც მომავალში წარადგენენ საკუთარ
პოზიციებს.
საკომიტეტო მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში
არსებული მდგომარეობის შესახებ
2018 წლის 3 ოქტომერს კომიტეტმა დაიწყო ახალი საკომიტეტო მოკვლევა
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული
23
პროექტი ხორცილედება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD), გაეროს
განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით
ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანი მუშაობა, ერთის მხრივ, ასოცირების
შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტია, ხოლო მეორეს მხრივ, პირდაპირ კავშირშია
გარემოს დაცვის საკითხსა და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასთან.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა შეიცავს
გარკვეულ ხარვეზებს, თუმცა ამ დროისთვის, სხვადასხვა სიტყვიერი რეკომენდაციების
გარდა, არ არსებობს ფაქტებით სათანადოდ დადასტურებული პოზიცია.
საკომიტეტო მოკვლევის კოორდინირებულის და ეფექტიანი მუშაობის მიზნით
კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის პირველი
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის არასამთავრობო
ორგანიზაციებთან, შედგა 2018 წლის 30 ოქტომბერს. შეხვედრაზე იმსჯელეს საკომიტეტო
მოკვლევის მნიშვნელობაზე, მოკვლევის ფორმატზე და მოსალოდნელ შედეგებზე.
ამჟამად კომიტეტში შემოსულია 10-ზე მეტი მასალა. შემოსული მასალის ანალიზის
შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინებათ შესაბამის
სტრუქტურებს.
თავი VII
კომიტეტის გრძელვადიანი სტრატეგია და 2017-2020 წლების სამუშაო გეგმა
2017 წლის აპრილიდან კომიტეტის სრული შემადგენლობით ინტენსიურად
მუშაობდა კომიტეტის 2017-2020 წლების სამუშაო გეგმის და გრძელვადიანი, ათწლიანი
სტრატეგიის შემუშავებაზე. სამოქმედო გეგმის შემუშავება ხორციელდება გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
2018 წლის 19 მარტს სასტუმრო რუმსში გაიმართა კომიტეტის მიერ შემუშავებული
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიისა
და 2017-2020 წლების სამუშაო გეგმის საჯარო პრეზენტაცია. კომიტეტის 2018-2030
წლების სტრატეგია დამტკიცებულ იქნა კომიტეტის 2018 წლის 23 მარტის სხდომაზე.
თავი VIII
კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და მათი მიზნები
თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოკვლევის
სამუშაო ჯგუფი
ჯგუფის მთავარი ამოცანა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესწავლაა.
ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხმიანება ღია პარლამენტის პრინციპებს (OGP) და
მოქალაქეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა
24
მიიღონ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაში. ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია,
კომიტეტში წერილობით ან ელექტრონულად წარადგინოს დედაქალაქში ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების შესახებ მასალა, რომელიც მტკიცებულებებით და ფაქტებით
იქნება გამყარებული.
კომპანიების „RMG Gold“-ისა და „RMG Copper“-ის მიერ სამთო-მოპოვებითი
სამუშაოების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი
2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან
დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ, კომიტეტის თავმჯდომარის
ინიციატივით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომიტეტთან შეიქმნას „ქვემო ქართლის
რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“. სამუშაო ჯგუფი
შედგება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან: „საყდრისის კომიტეტი
კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი
პლატფორმა“.
2018 წლის 15 აგვისტოს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან
არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო
ჯგუფი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კომპანიაზე
დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის სამოქმედო გეგმებს და გაწეულ
სამუშაოებს კომპანიის ტერიტორიაზე გაეცნო. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან ერთად გაიმართა
გასვლითი სამუშაო შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold)
წარმომადგენლებთან, შეხვედრის შედეგად სამუშაო ჯგუფმა შეაფასა არსებული
მდგომარეობა.
2018 წლის, 23 აგვისტოს საქართველოს პარლამენტში გაიმართა, კომპანია RMG-სთვის
დაკისრებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის განხილვა. შეხვედრაზე
კომპანია RMG-ის მიერ განსახორციელებელი პროგრამის იმ ნაწილზე იმსჯელეს,
რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და პრევენციის ზომებს
გულისხმობს.
სამუშაო ჯგუფის წევრების კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold)
წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე - ნინო
თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საყდრისის
დაცვის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის
საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის“ წარმომადგენლები.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა:
1. მხარეებს შორის სამუშაო რეჟიმში დიალოგი მუდმივად გაგრძელდება;
25
2. 2018 წელს სამუშაო ჯგუფი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ეწვევიან ქვემო ქართლს და გაეცნობიან გეგმით
განსაზღვრული სამუშაოების შედეგებს;
3. კომპანია RMG-სგან სამუშაო ჯგუფი მიიღებს სრულ ინფორმაციას კვირაცხოვლის
მდინარესთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე;
4. კომპანია RMG რეკულტივაციასთან დაკავშირებულ საკთხებზე, სამუშაო ჯგუფს
მიაწვდის ინფორმაციას თუ როგორ და რა ფორმით დაგეგმავს ითანამშრომლობას
ფიზიკის ინსტიტუტთან;
5. მტვრის ჰაერში გაფრქვევის პრევენციის გზებზე სამუშაო ჯგუფი მიაწვდის
ინფორმაციას კომპანიას, თავის მხრივ კომპანიაც მოიკვლევს სხვა ქვეყანაში
არსებულ საუკეთესო გამოცდილებას და პრევენციის გზებზე გაიმართება
მსჯელობა;
6. კარიერში დაგროვებულ წყლებთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ შემუშავებული
პროექტი წარედგინება სამუშაო ჯგუფს;
7. სამუშაო ჯგუფი განსახილველად მიაწვდის კომპანიას ინფორმაციას კინეტიკური
აფეთქებების თაობაზე;
8. კომპანია 2018 წელს დაგეგმილი ვიზიტისას, სამუშაო ჯგუფს დაათვალიერებინებს
ბარიტის კუდსაცავს;
9. კომპანია „RMG“ მოიძიებს და ითანამშრომლებს წამყვან ლაბორატორიასთან.
10. სამუშაო ჯგუფი ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარების უზრუნველსაყოფად
გაივლის კონსულტაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან;
11. კომპანია „RMG“ სამუშაო ჯგუფს მიაწვდის „მე-5“ უბანთან დაკავშირებულ სრულ
ინფორმაციას;
12. სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც
გაეგზავნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სამუშაოების
განხორციელების საშუალება კომპანია “RMG”-ს არ უნდა მიეცეს მხოლოდ ახალ
საბადოზებზე, არსებულ საბადოზე სამუშაოები არ უნდა შეჩერდეს, კომპანიას
უნდა მიეცეს შესაძლებლობა გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების
მიზნით აწარმოოს სამუშაოები, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოცემულ საკითზე
გაიმართება შეხვედრა.
2018 წლის 27 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში,
გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორსა და ბოლნისის,
დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერებთან. შეხვედრაზე ქვემო
ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებს გააცნეს ის ინფორმაცია, რომელსაც გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ახორციელებს რეგიონში გარემოს დაცვის მიმართულებით. აღინიშნა ის შედეგებიც,
რომლის მიღწევაც ამ მხარეში პარლამენტის კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის
ერთობლივი ძალისხმევით უკვე მოხდა და რაც კომპანია RMG-ის მიერ იმ პროგრამის
განხორციელებას უკავშირდება, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრას
და პრევენციის ზომების გატარებას გულისხმობს.
26
2018 წლის 11 დეკემბერს ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების
შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გამართა შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper
და
RMG
Gold)
წარმომადგენლებთან.
მხარეები
კომპანიაზე
დაკისრებული
ვალდებულებების შესრულებისათვის გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე
ეტაპზე
კომპანიის
მიერ
ნაკისრი
ვალდებულებები
სრულდება
განსაზღვრული
სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან
არსებული
სამუშაო
ჯგუფი,
კომიტეტის
თავმჯდომარის
კახა
კუჭავას
ხელმძღვანელობით, ცხრა თვის მანძილზე ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
კომპანია
„RMG“-სთვის
დადგენილი
გეგმის
შესრულებაზე ზედამხედველობას, რის შედეგადაც კომპანია გეგმას დათქმულ ვადებში
ასრულებს.
2018 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა
სადაც სამუშაო ჯგუფი, კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეაჯამებს
მიმდინარე წლის შედეგებს. სამუშაო შეხვედრის შემდეგ მომზადდება ქვემო ქართლის
რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წლიური ანგარიში.
2018 24 დეკემბერს სამუშაო ჯგუფის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას
ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს კომპანია „RMG“-ის
წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის საწარმოებში
გარემოსდაცვითი პროგრამის მიმდინარე და განხორციელებულ ღონისძიებებზე,
აღინიშნა ის პროგრესიც, რაც მიღწეულია კომპანიის მუშაობის შედეგად.
„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ და „ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტებსა და თანმდევ კანონპროექტებში
ცვლილებების შეტანის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი
სამუშაო ჯგუფში შევიდნენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების, „საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები; აგრეთვე, აგრარული
უნივერსიტეტის და სხვა ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები.
საკითხის განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადებები გაერთიანდა და
ადაპტირდა
საერთაშორისო
საკანონმდებლო
რეგულაციების
შესაბამისად;
გადამუშავებული
კანონპროექტი
წინასწარი
განხილვისათვის
გადაეგზავნა
27
საქართველოს მთავრობას. კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის
შესახებ“ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.
სტიქიური საფრთხეებისა და ბუნებრივი კატასტროფების საკითხებზე
შექმნილი სამუშაო ჯგუფი
საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც
ხშირად ბუნებაზე ადამიანის ზეგავლენის შედეგია. ჩეხვის შედეგად დაზიანებული ტყის
ეკოსისტემა ბევრგან ვეღარ ასრულებს წყლის მარეგულირებელ, ზვავ და
მეწყერსაწინააღმდეგო ფუნქციებს. ხანძრები სტიქიურად ან ადამიანის ცეცხლთან
დაუდევარი მოპყრობით ჩნდება. ტყის მასივების წვისას და სხვა სტიქიური
უბედურებებისას, როგორიცაა წყალდიდობა, მიწისძვრა, სამრეწველო ავარიები და სხვ.,
აუცილებელია მოსახლეობის დროული ევაკუაცია და ინფორმირება. სწორედ ამ
გამოწვევებიდან გამომდინარე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი და ამოცანაა:
➢ ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება, შეფასება,
მონიტორინგი და ანალიზი;
➢ რეკომენდაციების შემუშავება;
➢ გაწეული მუშაობის შესახებ
ანგარიშის და, საჭიროების შემთხვევაში,
საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;
➢ საქართველოში ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული მდგომარეობის შეფასება;
➢ ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების პრევენციის კონკრეტული
გეგმის შემუშავება;
➢ მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
სატყეო სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი სამუშაო ჯგუფი
სამუშაო ჯგუფი აერთიანებს პარლამენტის წევრებს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და
დამოუკიდებელ ექსპერტებს. სამუშაო ჯგუფი შექმნის რეფორმისთვის საჭირო
რეკომენდაციებს, ასევე მოამზადებს წინადადებებს სატყეო სექტორის მარეგულირებელი
საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის
დასანერგად საქართველოში.
ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვითი განათლების
გაძლიერების სამუშაო ჯგუფი
სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც არიან
ჩართულნი, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო
თანამშრომლობის გზით, შემდეგი ამოცანები დაისახა:
➢ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
➢ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კომიტეტის
ვებგვერდის საშუალებით;
➢ რეკომენდაციების შემუშავება გარემოსდაცვითი განათლების გასაუმჯობესებლად.
28
თავი IX
კომიტეტის ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან. ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი
საქმიანობა ასეთია:
➢ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი
პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“
მხარდაჭერით შემუშავდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
➢ შესაძლებლობათა გაძლიერების და სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის
მიზნით, კომიტეტმა აქტიურად ითანამშრომლა აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოსა და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან
(GGI);
➢ ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) დახმარებით, კომიტეტის
თავმჯდომარემ საქართველოს რეგიონებში წაიკითხა საჯარო ლექციები
უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან. ასევე, ჩატარდა
რამდენიმე მცირე კვლევა გარემოსდაცვითი მიმართულებით.
➢ GGI-სთან
თანამშრომლობით კომიტეტმა შეიმუშავა RIA-ს
„სოციალური ჭრის“ რეფორმაზე და მოაწყო მისი საჯარო განხილვა;
დოკუმენტი
➢ პირველად საქართველოს პარლამენტის პრაქტიკაში, Westminster Foundation-ის
მხარდაჭერით, კომიტეტმა საფუძველი ჩაუყარა ახალ საპარლამენტო ინიციატივას
და ჩაატარა „საკომიტეტო მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის
მდგომარეობის შესახებ“; ასევე, აღნიშნული ორგანიზაცია დაეხმარა კომიტეტს
საბიუჯეტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით ბიუჯეტის შესრულების
შესახებ ანგარიშების დახვეწაში;
➢ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ ) ერთად,
კომიტეტმა იმუშავა „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტის სამართლებრივ
ექსპერტიზაზე, გამოავლინა სექტორული რეფორმის პრიორიტეტები და
საჭიროებები;
თავი X
შეხვედრები სტუდენტებთან
29
კომიტეტის წევრები აქტიურად თანამშრომლობენ მოსწავლე ახალგაზრდობასთან
და სტუდენტებთან.
კომიტეტის თამჯდომარემ კახაბერ კუჭავამ ჩაატარა საჯარო ლექციები
სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისთვის:
ქ. თელავში - 2018 წლის 16 მარტს
ქ. ზუგდიდში - 2018 წლის 20 მარტს
ქ. ბათუმში - 2018 წლის 17 აპრილს
GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია და მემორანდუმის
გაფორმება - 2018 წლის 25 მაისს
მონაწილეობა მიიღო ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში კეცხოველის პრემიის
გადაცემის ცერემონიაში - 2019 წლის 17 აპრილი
კომიტეტის წევრები ზაზა ხუციშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე შეხვდნენ
თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში არსებული ეკოკლუბის წევრებს.
თავი XI
კომიტეტის წევრების და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების
შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურების და საზოგადოების წარმომადგენლებთან
კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას შეხვედრები და ოფიციალური ვიზიტები
1. 10.09.2017 – 14.09.2017 - სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში.
2. 18.09.2017 - შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან.
3. 29.09.2017 - ჩინეთის საელჩოს მიღება.
4. 02.10.2017 - გერმანიის საელჩოს მიღება.
5. 16.10.2017 - ვიზიტი ბრიუსელში, STOA Workshop.
6. 23.10.2017 - მიღება ჩეხეთის საელჩოში.
7. 30.10.2017 - მიღება თურქეთის საელჩოში.
8. 07.11.2017 – 12.11.2017 ვიზიტი უკრაინაში.
9. 13.11.2017 - შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან.
10. 14.11.2017 - შეხვედრა გაეროს ოფისში ნილ სკოტთან.
11. 05.12.2017 – 09.12.2017 ვიზიტი შვედეთში.
12. 11.12.2017 – 13.12.2017 - საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი დიდ
ბრიტანეთში.
13. 17.12.2017 – 20.12.2017 ვიზიტი ვენაში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო
პლენუმზე.
14. 17-21 იანვარი - ვიზიტი უკრაინაში
15. 11- 14 აპრილი - ვიზიტი ესტონეთში
16. 05.09.2017 - უკრაინის საელჩოს მიღება თბილისის საკრებულოს შენობაში.
17. 19.09.2017 - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხზე.
18. 21.09.2017 - შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მიხეილ
კუკავასა და ზურაბ გარაყანიძესთან.
30
19. 25.09.2017 - სლოვაკეთის ელჩის მოწვევა გამოფენაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის
ხელოვნების მუზეუმში.
20. 26.09.2017 - შეხვედრა, ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაცია.
21. 28.09.2017 - მიღება ჩეხეთის საელჩოში.
22. 28.09.2017 - საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით.
23. 29.09.2017 - მწვანე მოხმარების ხელშემწყობი საბჭოს შეხვედრა.
24. 29.09.2017 - სამუშაო შეხვედრა: მეტყევეებისათვის კომპენსაციების კანონპროექტზე.
25. 03.10.2017 - შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელთან რეზო
გეთიაშვილთან.
26. 04.10.2017 - ეროვნული ბანკის პრეზენტაცია (ფინანსური პირამიდების შესახებ)
27. 05.10.2017 - შეხვედრა სატყეო რეფორმის საკითხებზე. რეზო გეთიაშვილი, ელისო
შანავა, ნათია ზედგინიძე.
28. 07.10.2017 - კონფერენცია სამედიცონო უნივერსიტეტში, ჭიათურაში ჯანმრთელობის
შესახებ კვლევების პრეზენტაცია.
29. 07.10.2017 - დასწრება ღონისძიებაზე “ბოლნისობა”.
30. 08.10.2017 - სუამ-ის სამიტის 20 წლის იუბილე, სუამ-ის მინისტრთა საბჭოს სპეციალური
შეხვედრა.
31. 09.10.2017 - შეხვედრა GGI-სა და კახა მაღრაძესთან კომუნიკაციის სტრატეგიაზე.
32. 10.10.2017 - ღონისძიება “მეტყევის დღე”-სთან დაკავშირებით.
33. 18.10.2017 – ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა.
34. 19.10.2017 - ევროპასთან ინტეგრეციის კომიტეტის სამოქმედო გეგმის განხილვა
35. 20.10.2017 - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სატყეო რეფორმის საკითხებზე.
36. 20.10.2017 - შეხვედრა G4G-სთან სამთამადნო რეფორმაზე.
37. 21.10.2017 - ნასას პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
38. 23.10.2017 - ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის კონცეფციის განხილვა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
39. 23.10.2017 - შეხვედრა მწვანე ეკონომიკის საკითხებზე: მწვანე ეკონომიკა - მარი
ქუჩულორიასა და დავიდ ლიისთან.
40. 24.10.2017 - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს შეკრება
41. 25.10.2017 - შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-სთან.
42. 25.10.2017 - შეხვედრა მარინე გოგოშაძესთან (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტი) ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის საკითხებზე.
43. 27.10.2017 - 28.10.2017 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის
გასვლითი სამუშაო შეხვედრა.
44. 30.10.2017 - შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან.
45. 31.10.2017 - შეხვედრა ყაზახეთის ელჩ ერმუხამეტ ერტისბაევთან.
46. 31.10.2017 - შეხვედრა ავსტრიელ ექსპერტთან ვინფრიდ სუსისთან და არასამთავრობო
ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებთან.
47. 01.11.2017 - სამუშაო შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე.
48. 02.11.2017 - სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა, ტყის რეკრეაციული მართვის სამოქმედო
გეგმა - CENN- ავსტრალიელი ექსპერტი.
49. 06.11.2017 - შეხვედრა G4G-სთან სამთამადნო რეფორმის საკითხებზე.
50. 21.11.2017 - შეხვედრა ჩინეთის ელჩთან.
51. 22.11.2017 - შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
52. 24.11.2017 - შეხვედრა GGI-სთან RIA-ს პილოტირებაზე.
53. 24.11.2017 – NDI-ს სტაჟიორებთან გასაუბრება.
54. 24.11.2017 - სამუშაო შეხვედრა პარლამენტის რეგლამენტის შესახებ.
55. 24.11.2017 - ლიტველი ფოტოგრაფების გამოფენა.
31
56. 27.11.2017- კომიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შესახებ სამუშაო შეხვედრა.
57. 28.11.2017 - Belt & Road თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ღონისძიება.
58. 30.11.2017 - ჭიათურელთა კავშირის წარმომადგენელთან შეხვედრა.
59. 01.12.2017 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კომუნიკაციის
სტრატეგიის განხილვა.
60. 25.12.2017 - შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოში -"ყაზბეგის ეროვნული
პარკის გაფართოების საკითხზე”.
61. 26.12.2017 - შეხვედრა ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხილვის შესახებ ალექსანდრე ჯაფარიძესთან.
62. 26.12.2017 - შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ენიელ კაპონესთან.
63. 27.12.2017 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შეკრება.
64. 29.12.2017 - შეხვედრა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან.
65. 3.01.2018 - ეფექტური პოლიტიკური სტრატეგიის ფორმულირება (რედისონი)
66. 8-9 იანვარი 2018 - გასვლითი შეხვედრა მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფებზე (TBD)
67. 15 01.2018 - GGI-RIA მეთოდოლოგია აპარატში
68. 16.01.2018 - შეხვედრა: G4G მაინინგზე
69. 16.01.2018 - შეხვედრა: NDI - კვლევით ცენტრზე
70. 22.01.2018 - GIZ, ISET - RIA ბიომრავალფეროვნება
71. 23.01.2018 - საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა #1,
72. 23.01.2018 - სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართება ღია მმართველობა საქართველოს
ფორუმის შეხვედრა. შეხვედრაზე IRM-ის მკვლევარები IRM-ის ანგარიშს
წარმოგვიდგენენ.
73. 24 იანვარი- ავსტრიელ ექსპერტი - ვინფრიდ სუსი - გარემოსდაცვითი და სატყეო
პოლიტიკის საკითხებში - CENN
74. 24.01.2018 - GGI - Vice President for Operations
75. 30.01.2018 - გენდერული თანასწორობა UNDP, PROLOG/USAID
76. 31.01.2018 - შეხვედრა: ეკონომიკის სამინისტრო & World Bank
77. 1.02.2018 - შეხვედრა: PROLOG, რეგიონებში ჩართულობა - ადამიანის უფლებები
78. 1.02.2018 - საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა #2
79. 2.02.2018 - CENN - ტყის თემაზე ვიდეო რგოლების დამზადება
80. 2.02.2018 - შეხვედრა გუბერნატორებთან
81. 5.02.2018 - OGP საბჭოს მიერ ანგარიშის წარდგენა
82. 6.02.2018 - მსოფლიო ბანკი - FOREST Sector mission
83. 8.02.2018 - STOA livestream from Strasbourg
84. 8.02.2018 - თსუ 100 წლის იუბილე - გალა კონცერტი
85. 12.02.2018 - შვედეთის ელჩი +SIDA
86. 12.02.2018 - საპატრიარქოს მოსაწვევი ავტოკეფალიის აღდგენი 100 წლის იუბილესთან
დაკავშირებით
87. 12.02.2018 - კახის პრეზენტაცია - "ჩემი იდეა თბილისის მერს"
88. 13.02.2018 - კონფერენცია ელექტრონულ ნარჩენებზე
89. 13.02.2018 - TI - Parliament oversight
90. 15.02.2018 - სამთავრობო კომისის: “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი
ღინისძიებების შესახებ” სხდომა
91. 16.02.2018 - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - 2017 წლის საქმიანობის მიმოხილვა
92. 19.02.2018 - Dinner: Richard Longstaff (G4G-Longstaff)
93. 20.02.2018 - ქუთაისი - საჯარო ლექცია
94. 27.02.2018 - მთის საბჭოს შეხვედრა
95. 27.02.2018 - შეხვედრა: ამერიკის ებრაელთა კომიტეტი
32
96. 1.03.2018 - შეხვედრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შესახებ
97. 1.03.2018 - საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა #3
98. 2.03.2018 - ახალციხე- საჯარო ლექცია
99. 5.03.2018 - ევროინტეგრაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
100. 6.03.2018 - შეხვედრა: GiZ
101. 6.03.2018 - GWP
102. 12.03.2018 - NDI - USAID
103. 13.03.2018 - საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე
104. 14.03.2018 - "მწვანე მოძრაობა", ახალი პროექტის პრეზენტაცია "NGO capacity
development in Decition making"
105. 14.03.2018 - OGP: წლიური ანგარიშები (განხილვა)
106. 14.03.2018 - კომპანიონი ცხოველების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა #1
107. 15.03.2018 -NDI- evaluation expert meeting
108. 16.03.2018 - თელავი - საჯარო ლექცია
109. 19.03.2018 -კომიტეტის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
110. 20.03.2018 -ზუგდიდი საჯარო ლექცია
111. 20.03.2018 -ოზურგეთი-საჯარო ლექცია
112. 21.03.2018 - ნიკო კეცხოველის პრემია
113. 23.03.2018 - შეხვედრა 2018-2019 OGP სამოქმედო გეგმის ახალი ვალდებულებების
შემუშავება
114. 26.03.2018 - შეხვედრა: Geof CNF
115. 27.03.2018 - UK ელჩთან შეხვედრა
116. 27.03.2018 - UK საელჩოში მიღება - მაკო აბაშიძის წერილის საფუძველზე
117. 28.03.2018 - GIPA - ნატალია ფარცხალაძე (გარემოს დაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის
MBA )
118. 28.03.2018 - თბილისის გენგეგმის პრეზენტაცია
119. 28.03.2018 - შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან
120. 29.03.2018 - "მწვანე მოძრაობა" - ტყის კოდექსის განხილვა
121. 29.03.2018 - NDI კვლების პრეზენტაცია
122. 29.03.2018 - ლანჩი შვედეთის ელჩთან და MR Andreas von Breckerath - შვედეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის
დეპარტამენტის დირექტორი
123. 30.03.2018 - IDFI- ღია პარლამენტი
124. 2.04.2018 - IDFI event on OGP -meeting the private sector
125. 10.04.2018 RIA პროექტი - ალტერნატივების განსაზღრა და შუალედური დოკუმენტის
წარდგენა
126. 17.04.2018 - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმიწფო უნივერსიტეტი - საჯარო ლექცია
127. 17.04.2018 - ბათუმის ნავთობნარჩენები (ტბეთის ქუჩის თაობაზე)- შეხვედრა აჭარის
მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებთან
128. 18.04.2018 - ქუთაისის #1 საჯარო სკოლა - კეცხოველის პრემიის საჩუქრის გადაცემა
129. 27.04.2018 - The Embassy of Ukraine in Georgia has the honor to invite You to participate in the
Ukrainian Film Festival “Ukraine in Focus” - A Cocktail Reception on the occasion of opening
Film Festival
130. 28.04.2018 - თბილისი გარდენსის პრეზენტაცია
131. 1.05.2018 - შეხვედრა "ტექნოპარკში" სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ
კომპანიებთან
132. 01.05.2018 - არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა საკომიტეტო
მოკვლევის შესახებ
33
133. 14.05.2018 - სუფთა რეგიონი - გახსნითი პრეზენტაცია - შვედეთის საეჩო, გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, CSO-ბი
134. 15.05.2018 - TED Jonas (დაცული ტერიტორიების თემატიკაზე)
135. 15.05.2018 - GGI-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა ბიუჯეტის მონიტორინგის შესახებ
136. 15.05.2018 - შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის NDI-ს წარმოადგენლებთან
137. 17.05.2018 - შეხვედრა საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფთან
138. 18.05.2018 - BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრეზენტაცია
139. 22.05.2018 - შეხვედრა TED Jonas - 2030 კონფერენცია მდგრადი განვითარების მიზნების
შესახებ
140. 22.05.2018 - შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლებთან სოსო ქარცივაძესთან ბიომრავალფეროვნების გასვლითი ღონისძიების შესახებ
141. 23.05.2018 - შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ს წარმომადგენლებთან
142. 23.05.2018 - შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან
143. 23.05.2018 - დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების განხორციელება - 2-17 წლის
ანგარიში, შეხვედრა თამარ ჩუგოშვილის პატრონაჟით
144. 24.05.2018 - შეხვედრა GIZ - გიორგი კოლბინთან ტყის თემატიკაზე
145. 24.05.2018 - შეხვედრა ნინო სულხანიშვილთან
146. 24.05.2018 - 24.05.2018 - საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა #2
147. 24.05.2018 - მიწვევა ჩეხეთის საელჩოში - ჩეხეთის ელჩის MR.Tomas Pernicky მიწვევა
148. 25.05.2018 - შეხვედრა ინგლისის სამეგობრო ჯგუფთან
149. 25.05.2018 - GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია და მემორანდუმის
გაფორმება
150. 28.05.2018 - მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ კონფერენცია
151. 29.05.2018- 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან დაკავშირებით
გამართული კონფერენციის პარალელური სესია სინერგიებისა და კავშირების შექმნის
შესახებ
152. 04.06.2018- მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება და მონიტორინგის
ინიციატივა (SDG)
153. 03.09.2018 - შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია GGI-სთან.
154. 03.09.2018 - თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესახებ საკომიტეტო მოკვლევის
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
155. 05.09.2018 - შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს
კომიტეტის წევრებთან.
156. 08.09.2018 - USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და ბიზნესისა
და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, პარლამენტში გაიმართა საჯარო
და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: „წყლის რესურსების მართვის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტი: შესაძლებლობები და გამოწვევები“.
157. 18.09.2018 - შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.
158. 26.09.2018 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის საკითხებზე ზეპირი მოსმენა გამართა.
159. 27.09.2018 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი და
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მირიან
წიკლაური პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in
Entwicklungsländern) მონაწილეებს შეხვდნენ.
160. 1-12.10.018 - ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრამა ღია სამყაროს
ფარგლებში. (open world Program)
161. 18.10.2018 - შეხვედრა შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებთან.
34
162. 30.10.2018 -შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან “მუნიციპალური ნარჩენების
სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ” საკომიტეტო მოკვლევის საკითხზე.
163. 21.11.2018 - კონფერენცია “სუფთა ჰაერი”.
164. 22.11.2018 - „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ -ევროკავშირის
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დასკვნითი კონფერენცია.
165. 26.11.2018 - გარემოს ეროვნული ლაბორატორიის გახსნა.
166. 04-06.12.2018 - სამუშაო ვიზიტი სერბეთში.
167. 10.12.2018 - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა.
კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის ზაზა ხუციშვილის შეხვედრები
1. 04.12.2017 - შეხვედრა ინდონეზიის გარემოს დაცვის კომიტეტის სამთავრობო წევრებთან;
2. 14.03.2018 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ადამიანის
კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო
შეხვედრა გაიმართა;
3. 29.03.2018 - ზაზა ხუციშვილი დამოუკიდებელ მოსწავლეთა და სტუდენტთა
გაერთიანების წევრებს შეხვდა;
4. 10.05.2018 - ზაზა ხუციშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის საკითხებით
დაინტერესებულ მოსწავლეებს შეხვდნენ;
კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა შეხვედრები
1. 2017 წლის 1 ნოემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე, სასტუმრო
„ჰოლიდეი ინ“-ში, დაესწრო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ
ორგანიზებულ
დაინტერესებულ
მხარეთა
შეხვედრას
თემაზე:
"მწარმოებელთა
გაფართოებული ვალდებულებების" პრინციპების დანერგვა;
2. 2017 წლის 2 ნოემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო
მრჩეველთა საბჭოს მე-4 შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო არასამთავრობო
ორგანიზაცია CENN-ის მიერ პროექტის "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში;
3. 2017 წლის 6 ნოემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო
არასამთავრობო ორგანიზაცია REC CAUCASUS-ის მიერ, პროექტის "მიწის დეგრადაციისა და
სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის
რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა" ფარგლებში, ორგანიზებულ შეხვედრას.
4. 2017 წლის 14 ნოემბერს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტებმა ელისო შანავამ და
დენის სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში: "საკანონმდებლო პროცედურები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით";
5. 2017 წლის 27 ნოემბერს და 1 დეკემბერს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტებმა
მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში თემზე: „კომუნიკაციის სტრატეგია”;
6. 2017 წლის 27 ნოემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი
მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრაში თემაზე: „გენდერული პოლიტიკის ანალიზი“, რომელიც
ორგანიზებული იყო GGI-ის და NDI-ის მხარდაჭერით;
7. 2017 წლის 27 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, კომიტეტის აპარატის უფროსი
სპეციალისტი მანანა მოსიძე მონაწილეობდა პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ
ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე: „მაკრო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზი“.
35
8. 2017 წლის 4 დეკემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი,
სასტუმრო რუმსში, მონაწილეობდა NDI/GGI-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ პრეზენტაციაში
თემაზე: „გენდერული პოლიტიკის ანალიზი შრომით ურთიერთობებში“;
9. 2017 წლის 4 დეკემბერს კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს
შეხვედრაში ინდონეზიის გარემოს დაცვის კომიტეტის სამთავრობო წევრებთან;
10. 2017 წლის 5 დეკემბერს კომიტეტის აპარატის უფროსმა ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა,
სასტუმრო რუმსში, პარლამენტის წევრებს წარუდგინა NDI/GGI -ის მიერ მხარდაჭერილი
პროექტი: „გენდერული პოლიტიკის ანალიზი შრომით ურთიერთობებში”;
11. 2017 წლის 5 დეკემბერს აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის სალუქვაძე მონაწილეობდა
შეხვედრაში, რომელიც გაიმართა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების
დეპარტამენტში;
12. 2017 წლის 6 დეკემბერს, სასტუმრო რუმსში, კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძეჯიშკარიანი და აპარატის უფროსი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე დაესწრნენ საინფორმაციო
შეხვედრას: ”გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების
განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის’’;
13. 2017 წლის 6 დეკემბერს, სასტუმრო რედისონში, კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი
ხათუნა მუკბანიანი მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრაში თემაზე: კომუნიკაციის სტრატეგია;
14. 2017 წლის 11 დეკემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი და
აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის სალუქვაძე მონაწილეობდნენ საქართველოს
მთავრობისა
და
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
სამოქალაქო
საზოგადოების
ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში;
15. 2017 წლის 12 დეკემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძეჯიშკარიანი მონაწილეობდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე
მაღალი დონის კონფერენციაში „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის
მისაღწევად“, რომელიც გაიმართა
საქართველოს პარლამენტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP)
და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით;
16. 2017 წლის 15 დეკემბერს, კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტმა ელისო
შანავამ
მონაწილეობა მიიღო ეროვნული სატყეო პროგრამის რიგით მეოთხე
პლენარული შეხვედრაში;
17. 2017 წლის 25 დეკემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძეჯიშკარიანი დაესწრო პროექტის „საქართველოს პარლამენტის როლი ასოცირების
შეთანხმების შესრულების მონიტორინგისა და სამართლებრივი დაახლოების
სფეროში“ დასკვნით ღონისძიებას.
18. 2017 წლის 25 დეკემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის
სალუქვაძე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, დაესწრო იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას;
19. 2018 წლის 10 იანვარს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი
და კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა ბულაჩაურში
დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას
ეკო-ჰაბებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
20. 2018 წლის 2 იანვარს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტები ნანა გოგიტიძე,
მანანა მოსიძე და ელისო შანავა დაესწრენ GIZ-ის და ISET-ის მიერ მომზადებული
ბიომრავალფეროვნების
ახალი
კანონის
ზემოქმედების
შეფასების
(RIA)
პრეზენტაციას;
21. 2018 წლის 24 იანვარს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე
დაესწრო საქართველოს ეროვნული აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეკოლოგიური
36
უსაფრთხოების კომისიის სხდომას თემაზე: "საქართველოს ლანდშაფტების
ეკოლოგიური უსაფრთხოების ფიტორადიობიოლოგიური ასპექტები";
22. 2018 წლის 25 იანვარს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა,
სასტუმრო რედისონში, დაესწრო CENN - ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის
შეხვედრას ტყის პოლიტიკის საკითხებზე;
23. 2018 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს კომიტეტის აპარატის წევრები, სასტუმრო
რედისონში, მონაწილეობდნენ GGI-ს ტრენინგში თემაზე: RIA მეთოდოლოგია ტყის
რეფორმასთან დაკავშირებით;
24. 2018 წლის 13 თებერვალს კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე იოსებ კუჭავა,
სასტუმრო ჰოლიდეი ინში, დაესწრო დაინტერესებული მხარეების შეხვედრას თემაზე:
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის ხელშეწყობა ელექტონულ
ნარჩენებთან დაკავშირებით;
25. 2018 წლის 13 თებერვალს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძეჯიშკარიანი, სასტუმრო მერიოტში, მონაწილეობდა „გამჭვირვალობა საქართველოს“
მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში - "საპარლამენტო კონტროლი საქართველოში კანონმდებლობა, პრაქტიკა და პერსპექტივები";
26. 2018 წლის 2 მარტს კომიტეტის აპარატის უფროსმა ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა,
აპარატის უფროსმა სპეციალისტმა დენის სალუქვაძემ და კომიტეტის თავმჯდომარის
თანაშემწემ იოსებ კუჭავამ, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,
მოისმინეს კახაბერ კუჭავას საჯარო ლექცია ;
27. 2018 წლის 3 მარტს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი,
აპარატის უფროსმა სპეციალისტი დენის სალუქვაძე და კომიტეტის თავმჯდომარის
თანაშემწე იოსებ კუჭავა, ბორჯომში, დაესწრნენ კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ
კუჭავას შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან;
28. 2018 წლის 6 მარტს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი,
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაესწრო UNDP-ის ხელშეწყობით
ჩუგოშვილის აპარატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას - კვლევითი დეპარტამენტის
შესაძლებლობების გაძლიერება;
29. 2018 წლის 7 მარტს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა RIA
პროექტის ფარგლებში შეხვდა კახეთის მუნიციპალიტეტების (თელავი, ახმეტა,
გურჯაანი) წარმომადგენლებს;
30. 2018 წლის 9 მარტს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა RIA
პროექტის ფარგლებში შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს
და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს;
31. 2018 წლის 16 მარტს კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე იოსებ კუჭავა, თელავის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დაესწრო კომიტეტის თავმჯდომარის
კახაბერ კუჭავას საჯარო ლექციას;
32. 2018 წლის 20 და 23 მარტს კომიტეტის აპარატის წევრები, სასტუმრო მარიოტში,
მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრაში RIA-ს პროექტის ფარგლებში;
33. 2018 წლის 30 მარტს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი,
პარლამენტის სასწავლო ცენტრში, მონაწილეობდა NDI-ის სემინარში;
34. 2018 წლის 2 აპრილს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი,
სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, დაესწრო EBRD-ის ღონისძიებას - 15 წელი
საქართველოში;
37
35. 2018 წლის 4 აპრილს კომიტეტის აპარატის უფროსი და აპარატის წევრები
მონაწილეობდნენ WESTMINSTER
Foundation-ის
ორგანიზებით
გამართულ
შეხვედრაში აუდიტის სახელმწიფო სამსახურთან "ატმოსფერული ჰაერის
ანგარიშთან" დაკავშირებით.
36. 2018 წლის 20 აპრილს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის სალუქვაძე
მონაწილებდა შეხვედრაში, რომელიც შედგა წიაღის ეროვნულ სააგენტოში;
37. 2018 წლის 23 აპრილს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტებმა ელისო შანავამ
და დენის სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღეს თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში
დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში;
38. 2018 წლის 24-27 აპრილს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის
სალუქვაძე მონაწილებდა, ბათუმში, ველური ბუნების დაცვის ფონდის (WWF) მიერ
ორგანიზებულ კონფერენციაში;
39. 2018 წლის 30 აპრილს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი,
კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის სალუქვაძე და კომიტეტის
თავმჯდომარის თანაშემწე იოსებ კუჭავა, სასტუმრო თბილის მარიოტში,
მონაწილებდნენ, westminster foundation-ის მხარდაჭერით კომიტეტის მიერ
ოგანიზებულ საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის
სამუშაო პროცესში;
40. 2018 წლის 1 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი,
კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტები: ნანა გოგიტიძე, დენის სალუქვაძე და
იოსებ კუჭავა, სასტუმრო თბილის მარიოტში, მონაწილებდნენ, westminster
foundation-ის მხარდაჭერით კომიტეტის მიერ ოგანიზებულ საკომიტეტო მოკვლევის
ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამუშაო პროცესში;
41. 2018 წლის 2 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი და
კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე იოსებ კუჭავა დაესწრნენ CENN-ის მიერ
ორგანიზებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში,
თემზე: "ინსტიტუციური მოდელის შემუშავება სატყეო სექტორის პოლიტიკისა და
მმართველობის გასაუმჯობესებლად“;
42. 2018 წლის 2 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტებმა: ნანა გოგიტიძემ
და დენის სალუქვაძემ, პარლამენტის სასწავლო ცენტრში, მონაწილეობა მიიღეს
შეხვედრაში თემაზე: RIA სოციალურ ჭრებზე;
43. 2018 წლის 4 მაისს აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი შეხვდა
არასამთავრობო ორგანიზაციის „Georgia Outlook”-ის თავმჯდომარეს ხათუნა
გოგალაძეს საერთაშორისო კონფერენციისათვის „2030 წლის მდგრადი განვითარების
დღის წესრიგი - იმპლემენტაცია" მომზადების მიზნით;
44. 2018 წლის 8 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის სალუქვაძე
მონაწილეობდა ტრენინგში „წიაღის მოპოვება და მდგრადი განვითარება და
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“;
45. 2018 წლის 10 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტებმა მონაწილეობა
მიიღეს საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაში;
46. 2018 წლის წლის 17-18 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი მანანა
მოსიძე მონაწილეობდა კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის
(ECPRD) სემინარში თემაზე: „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო
ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება“;
38
47. 2018 წლის 23 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა
დაესწრო საქართველოს ტყეების პირველი ეროვნული აღრიცხვის გახსნით
ღონისძიებას;
48. 2018 წლის წლის 31 მაისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი მანანა მოსიძე
მონაწილეობდა ,,ბიომრავალფეროვნების შესახებ" კანონის პროექტის საჯარო
განხილვაში.
49. 2018 წლის 1-2 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტებმა: მანანა მოსიძემ
და ელისო შანავამ ლოპოტაზე მონაწილეობა მიიღეს სემინარში „საბიუჯეტო
ზედამხედველობის გაძლიერება კომიტეტებში; აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა“;
50. 2018 წლის 12 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსმა ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა
და კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტებმა ნანა გოგიტიძემ, ელისო შანავამ და
დენის სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღეს ტყის ე. წ. „სოციალური ჭრების“ RIA-ს
ანგარიშის პირველადი ვარიანტის განხილვაში;
51. 2018 წლის 13 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტებმა ნანა გოგიტიძემ
და ელისო შანავამ მონაწილეობა მიიღეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვში;
52. 52. 2018 წლის 14 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსმა ნათია ზედგინიძეჯიშკარიანმა და კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტებმა ნანა გოგიტიძემ და
ელისო შანავამ მონაწილეობა მიიღეს ტყის ე. წ. „სოციალური ჭრების“ RIA-ს ანგარიშის
საბოლოო ვერსიის განხილვაში;
53. 2018 წლის 14 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი დენის სალუქვაძე
მონაწილეობდა ბათუმში გამართულ კონფერენციაში "ევროპული გზა";
54. 2018 წლის 15-17 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტებმა ელისო
შანავამ და დენის სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღეს ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომი
ქრაუნ პლაზა"-ში პარლამენტის თანამშრომლებისთვის გამართულ ტრენინგში "ტრენერთა ტრენინგი";
55. 2018 წლის 28 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა
დაესწრო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრსა და პარლამენტის სასწავლოს
ცენტრს
შორის
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის
გაფორმების
ღონისძიებას;
56. 2018 წლის 29 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა
მონაწილეობდა დოკუმენტბრუნვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში;
57. 2018 წლის 29 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა
შეხვდა „ბუნებრივ საფრთხეებთან“ დაკავშირებით კომიტეტთან შექმნილი სამუშაო
ჯგუფის წევრებს;
58. 2018 წლის 10-11 ივლისს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძეჯიშკარიანი, კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტები ელისო შანავა და დენის
სალუქვაძე და კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე იოსებ კუჭავა მონაწილეობდნენ
NDI-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში „მონაცემთა ვიზუალიზაცია";
59. 2018 წლის 12 ივლისს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტმა ელისო შანავამ
მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში „წყალდიდობის სათანადო შერბილების
ღონისძიებების შეფასება“;
60. 2018 წლის 18 ივლისს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტმა ელისო შანავამ
მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში „საქართველოს მთიანეთის ეკოლოგიური
პრობლემები“;
39
61. 2018 წლის 16-27 ივლისს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტმა ელისო
შანავამ, პარლამენტის სასწავლო ცენტრში
მონაწილეობა მიიღო ტრენინგში
„ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა“ (2018 წლის 16-27 ივლისი);
62. 2018 წლის 26 ივლისს კომიტეტის აპარატის უფროსმა სპეციალისტმა ნანა გოგიტიძემ
მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრაში საკანონმდებლო
ჰარმონიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
63. 2018 წლის 3 აგვისტოს კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ელისო შანავა
მონაწილეობდა დოკუმენტბრუნვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში;
64. 2018 წლის 1-2 სექტემბერს კომიტეტის აპარატის წევრები: აპარატის უფროსი - ნათია
ზედგინიძე, წამყვანი სპეციალისტი - მანანა მოსიძე, უფროსი სპეციალისტი - დენის
სალუქვაძე დაესწრნენ კომიტეტის ორგანიზებითა და GIZ-ის მხარდაჭერით,
ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრას;
65. 2018 წლის 6 სექტემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია
რობაქიძე მონაწილეობდა დისკუსიაში „ჰაერის დაცვის პოლიტიკა - ატმოსფერული
ჰაერის ხარისხი
და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ
მდგომარეობაზე“, რომელიც ჩატარდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრში;
66. 2018 წლის 13 სექტემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია
რობაქიძე, მანანა მოსიძე და აპარატის მოწვეული სპეციალისტი იოსებ ჩიტიშვილი
დაესწრნენ „სოციალური ჭრის“ რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების (RIA)
ანგარიშის პრეზენტაციას;
67. 2018 წლის 18 სექტემბერს კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძეჯიშკარიანი და აპარატის სპეციალისტები დაესწრნენ შემაჯამებელ შეხვედრას სატყეო
სექტორის რეფორმის ფარგლებში ტყის ე. წ. „სოციალურ ჭრებზე“ ჩატარებული
რეგულირების ზემოქმედების შეფასების პროცესში მიღებული გამოცდილების
შესაფასებლად;
68. 2018 წლის 18 სექტემბერს, პარლამენტში, კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია
ზედგინიძე-ჯიშკარიანი, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე და
აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე დაესწრნენ შეხვედრას თემაზე:
„წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი:
შესაძლებლობები და გამოწვევები“;
69. 2018 წლის 18 სექტემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა
მონაწილეობდა GGI-სთან RIA-ს პროექტის Lessons Learned (რა ვისწავლეთ, რა
გამოცდილება მივიღეთ და ა. შ.) ფარგლებში პარლამენტის სასწავლო ცენტრში
ორგანიზებულ შეხვედრაში;
70. 2018 წლის 18 სექტემბერს ქ. ბორჯომში კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტმა
ელისო შანავამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „შესაძლებლობების გაძლიერება:
დაინტერესებული მხარეების კოლაბორაცია”;
71. 2018 წლის 18 სექტემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია
რობაქიძე მონაწილეობდა კონფერენციაში თემაზე:
საქართველოს კლიმატის
ცვლილება, ღია დიალოგი კლიმატის ცვლილებების ეროვნული პოლიტიკის
შემუშავების შესახებ. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) პროცესის
ინიცირება“.
40
72. 2018 წლის 25-26 სექტემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო
შანავა მონაწილეობდა ტრენინგში გენდერის საკითხებზე, რომელიც ორგანიზებული
იყო GIA-ს მიერ;
73. 2018 წლის 10 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა
მონაწილეობდა ტრენინგში თემზე: „განმარტებითი ბარათი და რეგულაციების
გავლენის შეფასების სისტემა“;
74. 2018 წლის 11 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა ელისო
შანავამ პარლამენტის სტაჟიორებთან წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და აპარატის სტრუქტურა“;
75. 2018 წლის 22 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე
მონაწილეობდა საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის
N1 ვალდებულების - „პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების
(SDGs) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი“ - შესასრულებლად შექმნილი
სამუშაო ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრაში;
76. 2018 წლის 24 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა
პარალმენტში შეხვდა ევროპულის სკოლის მოსწავლეებს;
77. 2018 წლის 26-27 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია
რობაქიძე დაესწრო კონფერენციას თემაზე: „სისტემური ბიოლოგია XXI საუკუნის
მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი“;
78. 2018 წლის 30 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე,
უფროსი სპეციალისტი დენის სალუქვაძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე
იოსებ კუჭავა და მოწვეული სპეციალისტი სოსო ჩიტიშვილი მონაწილეობდნენ
“მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ”
საკომიტეტო მოკვლევის პირველ სამუშაო შეხვედრაში.
79. 2018 წლის 2 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები მანანა მოსიძე
და
ელისო
შანავა
მონაწილეობდნენ
სამუშაო
შეხვედრაში
მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ოფისში თემებზე: ,,საქართველოს 2019 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პროექტის გარემოსდაცვითი ხარჯების და
მიმართულებების ანალიზი“ და „საწვავი შეშის გაცემის პრობლემები“;
80. 2018 წლის 16 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა
დაესწრო წლიურ გაფართოებულ შეხვედრას თემაზე: „ლანდშაფტისა და მიწის
რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის
დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“;
81. 2018 წლის 22 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა
დაესწრო დასკვნით კონფერენციას თემაზე: „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება
საქართველოში";
82. 2018 წლის 7-9 დეკემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა
„ლოპოტა სპა რეზორტზე“ მონაწილეობდა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში
არსებული მდგომარეობის მოკვლევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის
შეხვედრაში;
83. 2018 წლის 18 დეკემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა ელისო
შანავამ მონაწილეობა მიიღო ეროვნული სატყეო პროგრამის მე-5 პლენარულ
შეხვედრაში;
84. 2018 წლის 19-20 დეკემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია
რობაქიძე, ელისო შანავა და მანანა მოსიძე მონაწილეობდნენ ტრენინგში თემაზე:
41
„ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირისაქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება“;
85. 2018 წლის 24 დეკემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა ფიქრია
რობაქიძემ და მოწვეულმა სპეციალისტმა იოსებ ჩიტიშვილმა მონაწილეობა მიიღეს
„პარიზის შეთანხმების გამჭვირვალე განხორციელების ინტეგრირებული ჩარჩო
საქართველოში“ პროექტის მოსამზადებელი ფაზის შემაჯამებელ სამუშაო
შეხვედრაში;
86. 2018 წლის 28 დეკემბერს კომიტეტის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა ნანა
გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის
მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ მიღებაში, სადაც წარმოდგენილი იყო
ორგანიზაციის რეგიონული სტრატეგია 2019-2030 წლებისთვის.
42