„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), N4313-IIს,
13.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433)
მე-2 მუხლის ,,ბ.ვ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდების, სახელმწიფო სპეციალური
წოდების განმასხვავებელი ნიშანი;
სამსახურებრივი
ნიშანი; თანამდებობრივი
განმასხვავებელი ნიშანი; სამხედრო ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო
ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ
2019 წელს მიღებულ ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
საქართველოს კანონის სრულყოფა. ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების როგორც ჩამონათვალს ისე, მათი დამტკიცების წესს. წარმოდგენილი
კანონპროექტის მიხედვით აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება ახალი ნუსხა თუ რა
შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოდ. აღნიშნული
დამატების შედეგად აცილებულ იქნება სამართლებრივი კოლიზია ,,სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მისი მიღების
შედეგად, მიღებიდან გამომდინარე სხვადასხვა კანონებში განსახორციელებელ
ცვლილებებს შორის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე2 მუხლის ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტში სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
ჩამონათვალისათვის სამსახურებრივი ნიშნისა და თანამდებობრივი განმასხვავებელი
ნიშნის დამატების აუცილებლობა განპირობებულია ,,საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებით, რომლის
თანახმადაც
მანდატურის
სამსახურებრივი
ნიშნისა
და
მოსამართლის
თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნის დამტკიცების წესთან დაკავშირებით
მითითება ხდება ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
კანონზე. ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლში არსებულ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ჩამონათვალში
აღნიშნული ნიშნები არ იყო ფიქსირებული რაც ქმნიდა ერთგვარ კოლიზიას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შედეგად ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლში
შეივსება სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების ჩამონათვალი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით სასამართლოს მანდატურის სამკერდე ნიშნის ნიმუშები და
მათი გამოყენების წესი და პირობები „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მტკიცდება საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან,
აღნიშნული
კანონპროექტი
წარმოადგენს
,,სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი
ცვლილების პროექტს, მიზანშეწონილად მივიჩნევთ კანონპროექტი ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
ასეთი ხარჯები არ არსებობს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
ვინაიდან, კანონპროექტში მითითებული სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოები უკვე დამზადებულია და პრაქტიკაში გამოიყენება, ხდება მხოლოდ
ფაქტობრივი მდგომარეობის კანონში ასახვა. შესაბამისად, კანონპროექტი არ იქონიებს
არანაირ გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფიო
კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი.