„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/316/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1 . 59- ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას, სამკერდე ნიშანსა და სამსახურებრივ ნიშანს. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“ ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: ,,7. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი და სამკერდე ნიშნების ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“. 2 . 74- ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით. მოსამართლის თანამდებობრივ განმასხვავებელ ნიშნებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წელს მიღებულ ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონთან სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიღებისა და დამტკიცების წესთან დაკავშირებით. ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების როგორც, ჩამონათვალს ისე, მათი დამტკიცების წესს და წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ისეთი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, როგორებიცაა მანდატურის სამკერდე ნიშანი და მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები დამტკიცდება ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულის შედეგად გადაიჭრება პრობლემა, რომელიც აღნიშნულ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების წესს, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიღებისა და დამტკიცების წესთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი მექანიზმისგან განსხვავებულად აწესრიგებდა. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემდეგ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად სასამართლოს მანდატურის სამკერდე ნიშნისა და მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნის დამტკიცება მოხდება ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე2 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ჩამონათვალს. ასევე, აღნიშნული კანონი განსაზღვრავს ასეთი სიმბოლოების დამტკიცების წესს. ვინაიდან, სასამართლოს მანდატურის სამკერდე ნიშანი და მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშანი ითვლება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებად, კანონპროექტის თანახმად აღნიშნული სიმბოლოების მიღებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული კანონპროექტის მიღება აუცილებელია რადგან მისი მიღების შედეგად, ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები. საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წელს მიღებული ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანსაც სწორედ წარმოადგენდა ქვეყანაში ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის არარსებობა, რომელიც დაარეგულირებდა სახლმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიღებისა და დამტკიცების წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიხედვით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ისეთი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, როგორიცაა სასამართლოს მანდატურის სამკერდე ნიშნის ნიმუშები და მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელიო ნიშნები დამტკიცდება კვლავ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან, აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს ამავე ორგანულ კანონში მითითებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების წესის ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევასთან დაკავშირებით, კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცებასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის უფრო მოკლე დროში ჩამოყალიბებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ასეთი ხარჯები არ არსებობს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ვინაიდან, კანონპროექტში მითითებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები უკვე დამზადებულია და პრაქტიკაში გამოიყენება, ხდება მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობის კანონში ასახვა. შესაბამისად, კანონპროექტი არ იქონიებს არანაირ გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი.