„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 11 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 18. არაგეგმური აუდიტი
არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტის
მოთხოვნით, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის
საფუძველზე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით,
საპარლამენტო ფრაქციებს წაერთვათ
საპარალმენტო კონტროლის ეს მეტად მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც
შეეძლოთ მოეთხოვათ არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულის უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოს
პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმისათვის, რომ საპარლამენტო ფრაქციას ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს არაგეგმიური
ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ფინანსური ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდას
და შესაძლებლობას მისცემს საპარლამენტო ფრაქციებს მოითხოვონ არაგეგმიური ფინანსური
ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-18 მუხლი იცვლება და მიეთითება, რომ არაგეგმიური ფინანსური ან/და
შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, აგრეთვე სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის, საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლის და კანონისათვის უკუძალის მინიჭების თარიღად შერჩეულ იქნა
გამოქვეყნების თარიღი ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს გონივრულ ვადას
საპარლამენტო განხილვებისა და თანმდევი პროცედურებისათვის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროქტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩასატარებელი არაგეგმიური ფინანსური ან/და
შესაბამისობის აუდიტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
საბიუჯეტო ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩასატარებელი არაგეგმიური ფინანსური ან/და
შესაბამისობის აუდიტის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის,
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს,
ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის ავტორი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“