„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.04.2019
ავტორი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
ნომერი
#07-3/322/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 165-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 15. პარლამენტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის და საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო ფრაქციებს წაერთვათ საპარალმენტო კონტროლის ეს მეტად მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც შეეძლოთ მოეთხოვათ არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულის უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა იმისათვის, რომ საპარლამენტო ფრაქციას ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები რეგლამენტის პროექტის მიღება უზრუნველყოფს ფინანსური ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდას და შესაძლებლობას მისცემს საპარლამენტო ფრაქციებს მოითხოვონ არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება. ა. გ ) რეგლამენტის პროექტი ძირითადი არსი წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შედის ტექნიკური ხასიათის ცვლილება და 165-ე მუხლის მე-15 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით პარლამენტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის და საპარლამენტო ფრაქციის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან მიმართებაში. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის და რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნების თარიღი ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს გონივრულ ვადას საპარლამენტო განხილვებისა და თანმდევი პროცედურებისათვის. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი არ ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩასატარებელი არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებები. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩასატარებელი არაგეგმიური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში. რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) რეგლამენტის პროექტის ავტორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ვ ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“